5 November 2015      ANGEL     Views 2 859    
Category: Georgians / Tbilisi Fashion Week




Алёна Долецкая в Грузии
Mercedes-Benz Tbilisi Fashion Week


ცნობილი რუსი მოდური-ჟურნალისტი ალიონა დალეცკაია საქართველოს ეწვია. რუსული VOGUE-ს ყოფილმა და ამჟამად Russian Interview-ს მთავარმა რედაქტორმა ქართველი დიზაინერების ბუტიკები მოინახულა და გაეცნო მათ ნამუშევრებს. ალიონა სტანისლავოვნა თბილისში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დასასწრებად იმყოფება, ის ასევე შეხვდა თბილისის მოდის კვირეულის დამაარსებლებს და როგორც თავად თაკო ჩხეიძე გვიმხელს მათ მოდის განვითარებასა და ჯანსაღ კრიტიკაზე ისაუბრეს.

ალიონა 1998 წლიდან ჩაუდგა სათავეში VOGUE-ს რუსულ გამოცემას, მისი ძალისხმევით ჟურნალი მოდის უმაღლეს საფეხურზე დადგა რუსეთში. ალიონამ 2010 წელს დატოვა ვოგი და ენდი უორჰოლის პროექტს ჟურნალ Interview-ს გაუძღვა რუსეთსა და გერმანიაში, დღეს ის რუსულ Interview-ში editor-in-chief პოზიციას იკავებს. 2012 წლიდან მიყავს დილის შოუ «Завтраки с Аленой Долецкой» ტელეარხ Дождь-ზე და უძღვება ტელეშოუს «Вечер с Долецкой», სადაც წარმატებულ მამაკაცებს საუბარში იწვევს. 2013-14 წელს გამოსცა კულინარიული წიგნები «Утро. 50 завтраков» და «Воскресные обеды». ალიონას აზრი მოდასა და ხელოვნებაზე დიდად ფასობს, ის ერთერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი პიროვნებაა ამ სფეროში, ამიტომ მასთან შეხვედრა ქართველი დიზაინერებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ.



სოფო ჭყონიასთან ერთად ალიონა ეწვია MATÉRIEL მაღაზიასა და შოურუმს ლესელიძის ქუჩაზე, ალიონამ რამდენიმე სამოსი თავადვე მოიზომა და გაეცნო @khoshtrik სამკაულებს. ასევე გაესაუბრა დიზაინერს @paksatiko, რომლის უახლეს კოლექციასაც MATÉRIEL-სთვის სულ მალე ვიხილავთ მოდის კვირეულზე.





DALOOD
-ში სტუმრობისას დიზაინერმა მაკა კვიციანმა ემოციები ვერ შეიკავა, მათი შეხვედრა სიყვარულით და პატივისცემით იყო სავსე:

makakvitsiani: “@alionadol is the epitome of intellect, impeccable fashion sense and style. I am thrilled and extremely grateful to be introduced to someone so significant, so influential in the fashion industry. Thank you again, I truly appreciate your encouragement and most informative recommendations. #dalood #daloodtbilisi #georgiandesigners”

“Dreams come true !!!! With one and only @alionadol #dalood thank you @tako_chkheidze”




დიზაინერი დიანა ქვარიანი ალიონას მიღწევებსა და მის მნიშნველოვან ვიზიტს უსვამს ხაზს ინტაგრამ-პოსტში:

@diana_kvariani: “Женщина,которой я восхищалась всегда.Vogue Russia был супер крутым,пока его возглавляла Алёна.Сегодня мне посчастливилось с ней познакомиться и убедиться в том что она такая одна. Спасибо за визит и за советы❤️ ”



დიანა ვიდეოსაც გვიზიარებს, სადაც ალიონა კონკრეტული პიჯაკის მაგალითზე დიზაინერს რჩევებსა და კრიტიკას უზიარებს. @diana_kvariani: “Её хочется слушать весь день...советы по стилю от @alionadol ”❤️
@alionadol @mbfashionweektbilisi @sofiatchkonia спасибо!




დიზაინერი გვანცა ჯანაშიაც აღფრთოვანებით წერს მასთან შეხვედრის შესახებ, აღნიშნავს რომ ალიონა მათ პალტოში გამოწყობილი ესტუმრა ბუტიკს და რამდენიმე რჩევაც მისცა დიზაინერს.

@gvantsajanashia: “We are so happy and proud to see Interview Russia's editor, amazing Aliona Doletskaya wearing our Janashia coat while visiting our store this afternoon. Thank you for your visit and beautiful advices. @sofiatchkonia Thank you) ”




მოდური ჟურნალისტი ავთანდილის მაღაზია-სახელოსნოსაც ესტუმრა ლესელიძის ქუჩაზე
@avtandilts on Instagram: #alenadoletskaia❤️






ფინჯან ყავაზე სამკაულების დიზაინერ სოფო გონგლიაშვილსაც ესტუმრა და მისი ტიხრული მინანქრის ნაკეთობებს გაეცნო. ალიონა ამ ვიზიტის შესახებ თავად წერს ინსტაგრამზე:

@alionadol: “Всем спокойной, а мы сели покалякать-помечтать-посплетничать. #чистоподелу #затокрасиво #покабезваренья #tbilisirocks #охужэтиджигиты”


ალიონა შეხვდა თაკო ჩხეიძესაც, თბილისის მოდის კვირეულის დამაარსებელმა ხაზი გაუსვა მათი საუბრის თემას: “სასიამოვნო საღამო გავატარეთ გუშინ, ვისაუბრეთ მოდაზე, თბილისის მოდის კვირეულზე, ჯანსაღ კრიტიკაზე, მადლობა ხათუნა და იას მისი ჩამოყვანისთვის 💫 ”



შემდგომ თაკოსთან ერთად ალიონა კახეთის რეგიონს ესტუმრა. სუფრაზე გადაღებული ფოტოებიდან ვხედავთ, რომ მან ქართული სუფრის სულიც შეიგრძნო. 5 ოქტომბრიდან კი ალიონა დალეცკაია მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებებს დაესწრება.

@tako_chkheidze on Instagram:
amazing trip to Kakheti with @alionadol 💫



Aliona Doletskaya on Instagram:
“Indecent proposal. Пока держусь. #джигитынашевсе #завидуммолча #ойпорадомой”



“Всем воскресного добра. #витаминбкокомплекс и увидела. #сидетьисмотреть #потовсесьесть #илисделатьизвсеговаренье”

“Уже гаварю с акцентам гамарджоба рогорахар.#kakhetiarocks #сноскрыши”


“Спамлю Тбилиси - тоне и пури
. #georgiarocks #растижопабольшаяималенькая #витаминбкокомплекс”


“И добрый вечер - понеслось. Гагимарджот!
Ануш лини! Cheers! #гуляютвсе #georgiarocks #чтобудетслицомутром #ушлавночное”


Category: Georgians / Tbilisi Fashion Week
Tags:

Share it
Comments
Back to Top