;

25 October 2015      TataNakani     Views 8007    
Category: Georgians, for ANGEL.ge, Luca Polare


დღიურის ერთგულ მკითხველს ნატალია ბერიძის დღიური ელოდება!

Angel.ge-ს გუნდსა და ნატალიას კაფე-სანაყინე Luca Polare-მ გვიმასპინძლა.
განსხვავებულ კითხვარში მკითხველი რესპონდენტის პროფესიისა და ყოველდღიურობისა მიღმა დარჩენილ დეტალებს გაიგებს. კომპოზიტორი და შემსრულებელი ნატალია ერთ-ერთი იმ რესპონდენტთაგანია, რომელთა დღიურიც ბანალური არ იქნება, წინ საინტერესო, მრავლისმეტყველი და შთამაგონებელი დღიური გელით. მუსიკა დღიურის მთავარი თემაა. მკითხველი ნატალია ბერიძის ინტერესების, შთამაგონებელი პერსონაჟებისა და მუსიკის შექმნის პროცესის შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებს.




ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია

- რომ არა დღევანდელი საქმიანობა, ვიქნებოდი...
- არქეოლოგი ან ექიმი.
- ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...
- ომი და ფული.



- ბავშვობაში ჩემი მომავალი წარმომედგინა, როგორც...
- კოსმონავტი ვიქნებოდი და NY-ში ვიცხოვრებდი. არასდროს არ ჩავიცვამდი ქუსლიან ფეხსაცმელებს.
- ჩემი ბედნიერების ელემენტებია...
- მუშაობა;
- ოჯახი და მეგობრები;
- მოგზაურობა.




- მუსიკის შექმნის პროცესი რომ აღვწერო...
- სიმარტივისა და თავისუფლების მდგომარეობა, რომელიც გაბრუნებს შენს საწყისთან, გამოგზაურებს ბავშვობაში და მომავალში. პროცესი მთავარია.
- შთაგონების წყაროს გავლენა ჩემს შემოქმედებაზე...
- არ მეყოფა ადგილი, რომ ჩამოვთვალო. პრინციპში ყველაფერი შეიძლება იყოს.
ყველაზე მეტად პოეზია- იქიდან ვიღებ მთავარ სიტყვებს.



- გრძნობა, რომელიც ვიქნებოდი...
- სიმშვიდე.
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- უშიშარი ვიქნებოდი.
- ფილმი, რომელიც არ მბეზრდება...
- Harry Potter



- წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...
- იდიოტი.
- ჩემი ცხოვრების ყოველი დღე იწყება...
- ჩემი შვილის ჩემზე ღოღვით.
- სიამოვნების წყარო, რომელიც ჩემთვის უცლელია...
- მუსიკის სმენა/ წერა;
- მოგზაურობა;
- ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა.
-ცხოვრებისეული მოტივაცია ჩემთვის არის..
- სიყვარული.



- რა გინდა სინამდვილეში.
- ჩემთვის ქველმოქმედება ნიშნავს...
- ძალიან პირად და ჩუმ აქტს.
უპირველეს ყოვლისა- უანგაროს.
- ნატალია ბერიძის დღიურის ბოლო ფრაზა იქნება...
- ტვინი ამერია.

დღიური უერთდება აქციას „მე ვეხმარები SOS ბავშვთა სოფელს“ და ჩვენს სტუმართან ერთად მოვუწოდებთ ყველას შემოგვიერთდნენ. საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და ამ რისკის წინაშე მყოფ ბავშვებს. #soschildrensvillagegeorgia, #WeSupportSOS.
დამატებითი ინფორმაცია კამპანიის შესახებ - http://lucapolare.com/Wristlet/Index
დღიური
ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
მასპინძელი - კაფე-სანაყინე Luca Polare.
თბილისი, ლესელიძის ქ. 34, ერისთავის ქ. 12, პეკინის გამზირზე 7ა, აღმაშენებლის გამზირის 125/ Tel: 0322 38 08 02
www.facebook.com/LucaPolareOriginal


Category: Georgians, for ANGEL.ge, Luca Polare
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top