26 February 2015      ANGEL     Views 862    
Category: Georgians / Event

დათო ხუჯაძის საქველმოქმედო საღამო

სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად
დათო ხუჯაძის საქველმოქმედო საღამო გაიმართება



26 თებერვალს, 20:00 საათზე - თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში მომღერალი დათო ხუჯაძე სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტზე მოწვეული სტუმრები არიან დავით ფორჩხიძე, ჯგუფი „GOOFY-LAND”-ი.

აღსანიშნავია, რომ კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას. ბილეთების შეძენა შესაძლებელია რუსთაველის თეატრის სალაროში და ვებ-გვერდზე www.biletebi.ge





Category: Georgians / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top