17 February 2015      Tatia_M.     Views 7 359    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars

თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე

თამთა შედანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. სულ ცოტა ხნის წინ ის რომში, მოდის კვირეულზე იმყოფებოდა და წარმატებული იტალიელი დიზაინერების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. რომაული შთაბეჭდილებების,შვილის, სტილისა და სხვა უამრავი დეტალის შესახებ თამთას გავესაუბრეთ

თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
ჟურნალისტი: თათია მსხვილიძე
for www.angel.ge


ცოტა ხნის წინ რომის მოდის კვირეულზე იყავი, გვიამბე ამ სასიამოვნო ფაქტის შესახებ

"როდესაც დამირეკეს სააგენტოდან და მითხრეს, რომ რომის მოდის კვირეულიდან შემოთავაზება მქონდა დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ეს ჩემი კარიერული წინსვლისთვის უფრო დიდი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. რომში ჩასვლისთანავე ისეთ რომანტიკულ და ამაღლებულ განწყობაზე დავდექი,რომ არ მინდოდა იქ ყოფნის დღეები მალე დამთავრებულიყო."

თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე

პირველ დღეს სააგენტოში მივედით ყველა ის მოდელი ვინც იყო მოწვეული კვირეულზე. პოდიუმზე სიარული შეგვიმოწმეს და და პორტფოლიო გაგვიმზადეს. ძალიან მოეწონათ ჩემი სიარული.ჩვენი სააგენტოს უფროსი მასტერკლასებს გვიტარებდა თუ როგორ განსხვავდება რომის მოდის კვირეული სხვა ქალაქების ფეშენ ვიკებისგან, და იმასაც გვეუბნებოდა რომ აქ სულ სხვა მეთოდებითა და კრიტერიუმებით ირჩევენ მოდელებს. ჩემი სიარულით აღფრთოვანებული ხშირად მეუბნებოდა რომ სხვა ქვეყნის გოგონებისთვის ჩამეტარებინა მასტერკლასი. ესე შემაფასა მან: "შენ გაქვს ნამდვილი high cuture walk"

შემდეგი დღეები კი კასტინგზე დავდიოდი და თითქმის ყველა კასტინგზე სადაც ვიყავი, ყველგან ამიყვანეს. რომის ფეშენ ვიკის ფარგლებში გამოვედი ისეთი დიზაინერებისა და ბრენდების ჩვენებებზე როგორებიცაა: Gattinoni, Renato Balestra, Teodora Bak, QUATTROMANI, PROJECT 149, ANTONIO GRIMALDI."


თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე

მიუხედავად იმისა,რომ ხშირად იღებ მონაწილეობას ფოტოსესიებში, თბილისში პოდიუმზე არ გამოდიხარ, რატომ?


საქართველოში პოდიუმზე არ გამოვდივარ, იქედან გამომდინარე რომ არ არის ჩვენი პროფესია დაფასებული და შესაბამისადაც არც სათანადო ანაზღაურებას არ იხდიან. პოდიუმზე ხშირ შემთხვევაში ახალბედა მოდელები გამოდიან, რომლებსაც გამოჩენა უხარიათ და ამავდროულად გამოცდილებას იძენენ. მე კი არც წინ და უკან სირბილი მიხარია და არც გამოჩენა, მაგრამ არის გამონაკლისები როდესაც ვიღებ მონაწილეობას ჩემს საყვარელ დიზაინერებთან, როგორებიც არიან ავთანდილი, ატელიე კიკალა და მრავალი სხვა.


თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე

რა არის შენი სამომავლო გეგმები სამოდელო სფეროში?

ჩემი გეგმები სწრაფად ცვალებადია, მაქვს ბევრი შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეხლა ვმუშაობთ თუ რომელ ქვეყანაში იქნება წასვლა უმჯობესი შემოსავლის თვალსაზრისით, შესაბამისად წავალ იქ,სადაც უფრო კარგად ანაზღაურებადი კონტრაქტი იქნება. დღეს ჩემი მიზნები და ფიქრები სხვა არის ვიდრე ორი წლის წინ იყო, რადგან მყავს შვილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტრაქტი სარფიანი იყოს, არ მინდა მისი დიდხანს დატოვება და დროის ფუჭად კარგვა.


მოგზაურობა თუ გიყვარს? საყვარელი ქვეყანა და რატომ?

ჩემი ჰობია მოგზაურობა, მიყვარს საინტერესო და ჩემთვის შოკისმომგვრელ ადგილებში სტუმრობა. ჩემი ასაკის მიუხედავად ძალიან ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ამერიკაში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, ტაილანდში, შანხაიში, ინდონეზიაში,მალაიზიაში,ეგვიპტეში,თურქეთში და სხვა უამრავ ქალაქსა თუ ქვეყანაში. მაგრამ გამოვყოფდი რომს და ჰონგ-კონგს. ეს უკანასკნელი არის ადგილი, სადაც ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს და იმდენი პოზიტივია ჰაერში გაჟღენთილი, რომ შენც იგივე მუხტს იტაცებ და სულ ბედნიერი ხარ.ალბათ საქართველოს გარდა სადაც ვიცხოვრებდი არის ჰონგ-კონგი. რაც შეეხება რომს, ეს არის ,,ქალაქი მუზეუმი'', სადაც ენით აუღწერელი სილამაზე არ მთავრდება. სულ რაღაც ახლის ძიებაში ხარ, სულ რაღაც ახალს პოულობ და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. 12 დავიწყარი დღე გავატარე ულამაზეს და ანტიკურ რომში.


თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე

რომელი სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას და შენი საყვარელი ბრენდები?

მიყვარს სამოსი რომელიც ჩემთვის კომფორტულია და ჩემს სხეულს საუკეთესოდ წარმოაჩენს,მე ვთვლი რომ არ არის საჭირო გეცვას ძალიან ბრენდული ტანისამოსი,რომ გამოიყურებოდე ბრენდულად. მაცვია ის,რაც მე მომწონს და მიხდება. ყოველდღიური ლუქი შემიძლია ავაწყო ტოპშოპის,ზარას ან H&M_ისგან. ძალიან მიყვარს ARMANI EXCHANGE, Balenciaga, Louis Vuitton, Valentino, Stella McCartney, Céline, Prada, Miu Miu, Chanel, Dolce & Gabbana, Alexander Wang, Giuseppe zanotti, louboutin,alexander mcqueen. ჩემს ლუქში ჩანთა, ფეხსაცმელი და საათი არის ძვირადღირებული. ეს სამი რამ არის ჩემი აზრით სტილის განმსაზღვრელი.


თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე

შენი პატარა ქალიშვილი მია,რომელიც უსაყვარლესია,
რამდენად ხშირად ატარებ მასთან დროს და გვიამბე თქვენს ურთიერთობაზე


ჩემი შვილი დღითიდღე მემსგავსება როგორც გარეგნულად, ისე ხასიათებითაც და ძალიან მიხარია.
ჩემი ცხოვრების ელექსირი და ბედნიერების წყაროა. თუ რამეს ვაკეთებ მხოლოდ მისთვის და სხვა არავისთვის. ჩემი წარმატების მიღწევაში მას დიდი როლი უჭირავს,რადგან ის არის ერთადერთი ადამიანი,რომელიც მე სტიმულს მაძლევს.მიყვარს შვილთან ერთად დროის ტარება. მია ჩემი გაზრდილია, პირველი დღიდან მე ვუვლი. ახლა მომიწია მისი დატოვება 12 დღით დედაჩემთან, რომელიც ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შვილს ვანდობ. დედაც გიჟდება ისე უყვარს,უპრეტენზიო და ადვილად აღსაზრდელი ბავშვია.სულ იცინის, მიას ტირილი ჯერ არავის გაუგია, ძალიან მხიარულია. ძალიან გამიჭირდა მის გარეშე, მაგრამ მე თუ რამეს ვაკეთებ და გავაკეთებ ეს ყველაფერი მისი უკეთესი მომავლისთვის იქნება საჭირო

თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე

Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top