;

3 February 2015      Tatia_M.     Views 26094    
Category: Georgians, for ANGEL.ge



ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე
ჟურნალისტი: თათია მსხვილიძე
for www.angel.ge



ჯანეტ ქერდიყოშვილი მისი სილამაზისა და მომხიბვლელობის წყალობით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ჩვენ მას თავის მოვლის საშუალებებზე და საყვარელ ბრენდებზე გავესაუბრეთ.

ცოტა ხნის წინ ჯანეტი ქართველი მოდელის ანა კოვაჩის ქორწილში დუბაიში იმყოფებოდა და პატარძლის მეჯვარე იყო. მათი მეგობრობისა და საქორწილო ამბების შესახებ თავად გვიამბობს



აპირებ თუ არა მოდელობას დაუბრუნდე ?
მოდელად არასოდეს მიმუშავია და არც სამომავლოდ ვაპირებ. ჩემთვის უფრო სხვა პრიორიტეტები არსებობს.

რა არის შენი თავის მოვლის საშუალებები ?

აუცილებელეია თმის ზეთი ბოლოებისთვის და ნიღბები ყოველ 5 დღეში. რაც შეეხება სახეს , მაკიაჟი უნდა მოვიშოროთ სპეციალური მუსით და ჩამოვიბანოთ. ახალგაზრდა კანსაც ესაჭიროება კრემები და იშვიათ შემთხვევებში ნიღბები.





როგორი სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას და რომელია შენი საყვარელი ბრენდები?

კლასიკურს, ქეჟუალსაც და სპორტულსაც. ყველანაირ სტილს ვირგებ,მთავარია ვულგარული არ იყოს. ვულგარული სამოსი არც ჩემს თავზე მომწონს და არც სხვაზე.
მსოფლიო ბრენდებიდან გამოვყოფდი დოლჩე&გაბანას,მომწონს მათი კაბების სტილი და პრინტები,ჰერმესის ჩანთები,ვალენტინოს და ლაბუტინის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, ლუის ვიტონის კაშნები,ელი სააბის და ზუჰაირ მურადის საღამოს კაბები და შანელის პიჯაკები. ქართული ბრენდებიდან კი სამოსელი პირველი.







ცოტა ხნის წინ ანა კოვაჩის მეჯვარე იყავი, მოგვიყევი თქვენს ურთიერთობაზე და ანას ქორწილზე

მე და ანა ერთმანეთს 2009-2010 წლიდან ვიცნობთ,ქალბატომა ია კიწმარიშვილმა გაგვაცნო ერთმანეთი. მაგრამ უფრო მყარი მეგობრობა დაიწყო 2011 წლიდან,როცა მის საქართველო გავხდი. ანა ძალიან თბილი,ლაღი და ყურადღებიანია,ძალიან მიხაროდა მისი წარმატება სამოდელო სფეროში.

ანას ქმარი სანჯარი ასაკით მასზე უფროსია და დიდი გავლენა იქონია მის ჩამოყალიბებაზე, როგორც ქალის. ძალიან ლამაზი ურთიერთობა აქვთ. ანა ძალიან მზრუნველი,ყურადღებიანი და მოსიყვარულე ცოლია. საჭმელების გაკეთებაც ისწავლა და არა მხოლოდ ქართულის, ყაზახურ კერძებსაც მშვენივრად ამზადებს. ქორწილში მე ვიყავი ანას მეჯვარე და თაიგულიც მე დავიჭირე.პირველად გამოვედი თაიგულის დასაჭერად და დავიჭირე კიდეც. რაც შეეხება ქორწილს ძალიან ორიგინალურად იყო ყველაფერი, ზღაპრულად მორთული ყვავილებით.


ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

instagram @missgeorgia2011

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე

უკრაინელი ფოტოგრაფის Sergey Muzhchil_ის ფოტოები



Category: Georgians, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top