;

12 January 2015      Tatia_M.     Views 8838    
Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars


თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ქართველი მოდელია.ჰონგ-კონგის შემდეგ ის ევროპაში მოღვაწეობს და უამრავ ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას. ამჟამად მან პარიზიდან დროებით ლონდონში გადაინაცვლა. სამომავლო გეგმებზე და ევროპულ შთაბეჭდილებებზე თაკო თავად გაგვესაუბრა.




თაკო სულ ცოტა ხნის წინ იტალიურ ვოგში შენი ინტერვიუ გამოჩნდა, მოგვიყევი როგორი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ჟურნალთან მუშაობა ?

ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება,ძალიან ბედნიერი ვიყავი,როდესაც გავიგე რომ ვოგში მივდიოდი კასტინგზე. თბილად და კარგად შემხვდნენ, რასაც არ მოველოდი. მეგონა უფრო ოფიციალურად იქნებოდა ყველაფერი. მათ მოვეწონე და ინტერვიუც აიღეს ჩემგან. ასევე მქონდა ვოგისთვის გადაღება ლონდონში ორი დღის წინ,რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა.ეს ნომერი მაისში გამოვა გაყიდვაში და ჩემი ფოტოები 12 გვერდზე იქნება დაბეჭდილი.







პარიზი შენთვის საკმაოდ საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა, რომელ სამუშაოს გამოყოფდი ,რომელი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

პარიზში ყოფნამ ბევრი რამ მომცა.გავიცანი ბევრი დიზაინერი. ყველაზე მეტად რიკარდო ტიჩისთან შეხვედრა დამამახსოვრდა,რადგან ეს არ იყო ჩვეულებრივი კასტინგი,ეს იყო დანიშნული შეხვედრა.მან იცოდა,რომ სამოდელო სააგენტო ,,Next"_ის ახალი სახე ვიყავი და ჩემთან შეხვედრა მოინდომა.






როგორ შეეგუე ლონდონს და კლიმატს ? რამდენ ხანს აპირებ ლონდონში დარჩენას,მოგვიყევი ლონდონური ცხოვრებს შესახებ

ლონდონი ძალიან მომწონს იმის მიუხედავად ,რომ აქ თითქმის სულ წვიმს. ორი კვირით ვაპირებ დარჩენას,შემდეგ ისევ პარიზში მივდივარ Haute cauture_სთვის და შემდგომ კვლავ ლონდონში ვბრუნდები მოდის კვირეულისთვის.



რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

ლონდონის შემდეგ როგორც უკვე ვთქვი პარიზში ვაპირებ წასვლას,შემდეგ ისევ ლონდონი. ვაპირებ ასევე მილანში წასვლას მოდის კვირეულისთვის .და ბოლოს ალბათ ამ სეზონს პარიზის მოდის კვირეულით დავხურავ.



უმეტესად საზღვარგარეთ ხარ,რა გენატრება ყველაზე მეტად და რისი დანაკლისი გაქვს?

ყველაზე მეტად მენატრება ოჯახი და მეგობრები. მათ გარეშე ძალიან მიჭირს,თუმცა ვიცი სხვანაირად არ გამოვა,თუ გინდა რომ რამეს მიაღწიო ის,რაც ძალიან გიყვარს ცოტა ხნით უნდა დათმო





მიზანი,რომლის მიღწევაც სამოდელო სფეროში გსურს

რა თქმა უნდა მინდა,რომ მსოფლიომ გამიცნოს და ჩემი შრომა დაფასდეს

სურათებიდან ჩანს, რომ დედასთან ახლოს ხარ, მოგვიყევი თქვენს ურთიერთობაზე

დედაჩემი რომ არა მე დღეს აქ არ ვიქნებოდი,ეს მისი დამსახურებაა. დედა და მისი სამოდელო სააგენტო look models ძალიან მეხმარებიან. ის არის ჩემი იდეალი და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მან ჩემით იამაყოს.






Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top