;

29 December 2014      ANGEL     Views 17354    
Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმრები ლალო და ნინა დოლიძეები

BUON VIAGGIO-ს პროექტს „შარდენის 12-მა“ უმასპინძლა. საუბრები მოდაზე კრისტისთან ერთად გრძელდება. ამჯერად, მისი სტუმრები ლალო და ნინა დოლიძეები არიან. როდის ჩამოყალიბდა ბრენდი “LALO Cardigans”, გოგონების ინდივიდუალურ სტილსა და შემოქმედებაზე, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:



Lalo Handmade Knitwear instagram: @lalocardigans

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა



ლალო და ნინა, დიდი მადლობა რომ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმრები ხართ. ასევე, დიდი მადლობა საჩუქრისთვის, საახალწლო განწყობა ამ ჟაკეტით უკვე შემექმნა. მოდა ჩვენი პროექტის მთავარი თემაა. თქვენ კი ამ სფეროს წარმომადგენლები ხართ. ვისაუბროთ, “LALO Cardigans” ჩამოყალიბების ისტორიაზე. თქვენი ბევრი ნამუშევარი მაქვს ნანახი და ყველა განსხვავებულია. დროთა განმავლობაში რა იცვლება თქვენს კოლექციებში?

ნინა: ძირითადად ფერები იცვლება.

როდის დაიბადა “LALO Cardigans” შექმნის იდეა, პირველი ჟაკეტი როდის შეიქმნა?

ნინა: ორი წლის წინ.
ლალო: ორი წლის წინ ჩემთვის გავიკეთე ჟაკეტი. მე თვითონ მოვიქსოვე. ამის შემდეგ მოეწონათ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაკა კვიციანმა წაიღო ჟაკეტები მოსკოვში და პირველი დღესვე ყველა გაყიდა. პირველი შეკვეთა მაკასგან იყო. არ მოველოდით ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა. ხალხს ძალიან მოეწონა.



როგორც ვიცი, სხვა პროფესიის წარმომადგენლები ხართ, სხვაგან მუშაობდით.

ნინა: ფილოლოგები ვართ. ბავშვობიდან ვგიჟდებით მოდაზე. ამ სფეროში საქმიანობაზე არ ვფიქრობდით, თუმცა ყოველთვის გვაინტერესებდა რა იყო მოდა. უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდით.
ლალო: ვფიქრობდი, რომ ბევრი დიზაინერი ქმნის სამოსს და რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რაც არ არის საქართველოში-თქო. ეს რაღაცაც ვიპოვე.

ბავშვობაში ქსოვდით?

ნინა: კი, ორივე.


„ლალო: ორი წლის წინ ჩემთვის გავიკეთე ჟაკეტი. მე თვითონ მოვიქსოვე. ამის შემდეგ მოეწონათ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაკა კვიციანმა წაიღო ჟაკეტები მოსკოვში და პირველი დღესვე ყველა გაყიდა. პირველი შეკვეთა მაკასგან იყო. არ მოველოდით ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა. ხალხს ძალიან მოეწონა.“



ტყუპები ხომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ასე ამბობენ, ერთი რომ ფიქრობს, მეორე ამთავრებს ფიქრსო. ძალიან კარგია როცა ორი სხვადასხვა აზრი ბოლო ერთ წერტილში იკვეთება.

ლალო: ბოლოს ყოველთვის ერთად მთავრდება.

თვეში რამდენი ჟაკეტი იკერება?
ლალო: ერთი ჟაკეტის ქსოვას დაახლოებით, 12 დღე უნდა.

მქსოველებს კასტინგით ირჩევთ? ბევრი გყავთ ხომ დასაქმებული?

ნინა: კი, თითქმის ყოველდღე გასაუბრება გვაქვს. ახლა, 200 ადამიანი მუშაობს ჩვენთან.



ჟაკეტის ყიდვის მსურველი რომ მოვიდეს თავისი დიზაინით უქსოვთ ჟაკეტს?

ნინა: ძირითადად, ჩვენ ვთავაზობთ.
ლალო: ხშირად გვიგზავნიან ბრენდების სამოსს, რომ ისეთი უნდათ, თუმცა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ.

ჟაკეტი, პალტო, კიდევ რა სამოსი არის თქვენს კოლექციაში?

ლალო: მანქანით ნაქსოვებიც არის: ქვედაბოლოები, როლინგები, ქუდები კაშნეები, სვიტერები.

სხვა ქსოვილებზე გადადიხართ, როგორ ვიცი მოდის კვირეულისთვისაც ემზადებით.

ლალო:
კი, თუ მოვასწარით. კარგი მკერავი თუ ვიპოვეთ.
ნინა: ახლა, მოდის კვირეულზე ვერ გამოვედით, რადგან ჟაკეტის გარდა სამოსი ვერ შევკერეთ. ისეთი შეკერილი იყო, სამწუხაროდ, ნაჭრების გადაყრა მოგვიწია. მხოლოდ ჩვენი ჟაკეტებით ვერ გამოვიდოდით ჩვენებაზე.



ბრენდის საქმიანობაში გადანაწილებული გაქვთ როლები?

ლალო:
ბაერებთან მოლაპარაკებებზე უფრო ნინაა. მე ეს არ შემიძლია.
მე უფრო შემოქმედებით მხარეზე ვმუშაობ.

რატომ დაარქვით ბრენდს “LALO Cardigans”?

ნინა: მაკა კვიციანმა შემოგვთავაზა, რომ ლალო დაგვერქმია, ბარემ ლალო დაარქვითო.
ლალო ნინა არ გამოდიოდა. ნინა გავრცელებული სახელია და ლალო უფრო უცხოა.
ლალო: ლალი მქვია, თუმცა ბავშვობიდან დედა ლალოს მეძახდა.
ბევრს უჭირს წამოთქმა, ვფიქრობდით რომ უფრო გაუადვილდებოდათ.




რომელი ქვეყნებიდან არიან თქვენი სამოსის მომხმარებლები?

ნინა: შეკვეთები ყველა ქვეყნიდან არის, თუმცა უმეტესად, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.
ბაქოდანაც არის ახლა მივდივართ Showroom-ზე.
ლალო: ასევე, ამერიკაში, ევროპაში: გერმანია, იტალია, ვენა.


ქართველი დიზაინერებიდან ვის შემოქმედებას გამოარჩევდით?

ლალო: ავთანდილ ცქვიტინიძის, ანუკი არეშიძის, თამუნა ინგოროყვას,
ტატუნა ნიკოლაიშვილს, გოლას, თეონა ელიზბარაშვილს.
ნინა: თითო- თითო ყველას რაღაც მომწონს. ყველას სამოსი გვაქვს.

ყველაზე ახლოს რომელი მოდის სახლის სამოსია თქვენთან ახლოს?

ლალო: უცხოური ბრენდებიდან - „Maison Martin Margiela“; „Acne”; „Rick Owens“.
გააჩნია, ჩანთები სხვა ბრენდის მომწონს, სამოსი სხვისი.
ნინა: „Acne” მეც ძალიან მომწონს.



ბავშვობაში ერთნაირად გეცვათ?

ლალო: კი და მახსოვს , ხალხი გვაჩერებდა, ამათ ერთნაირად რატომ აცვიათო. ტყუპებს არ ვგავდით.

ნინა: ბავშობაში, მერე უკვე აღარ. შენ რასაც ამბობდი, ტყუპებზე, უმეტესად ეგრე არ ვართ. თავი რომ სტკივათ ორივე ტყუპს ან ცუდ ხასიათზე რომ არიან. ერთადერთი შემთხვევა როცა ლალომაც იგრძნო მუცლის ტკვილი მაშინ იყო როცა ვმშობიარობდი.

ჩვენი პროექტის სპონსორი BUON VIAGGIO ჩანთებისა და ჩემოდნების მაღაზიაა. რა ნივთები დევს თქვენს ჩანთაში მუდმივად?

ლალო: რა თქმა უნდა ,საფულე, ტელეფონი, დამტენი და კოსმეტიკა.
ნინო: ყოველთვის მიდევს კოსმეტიკა და ბლოკნოტი,რომელშიც სულ რაღაცას ვიწერ.

რომელია ისეთი აქსესუარი, რომლის გარეშეც ვერ გადიხართ სახლიდან?

ლალო:
საქორწილო ბეჭდის გარეშე არსად გავდივარ. ყოველდღიურად არაფერი არ მიკეთია.
ნინო: არც მე, მხოლოდ ბეჭედი მიკეთია ხოლმე.

რა ადგილი უკავია თქვენს გარდერობში ფეხსაცმელს?

ნინო: მე რვაფეხას მეძახიან. როცა კაბა მჭირდება, მაღაზიიდან ისევ ფეხსაცმლით ვბრუნდები.
ლალო: ნინა ასეა. მე არა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ბევრი მაქვს. თუმცა, კაბასაც და ფეხსაცმლებსაც ვყიდულობ. მანქანაში სულ მიდევს, ყოველდღიურად უფრო კედებით მიყვარს სიარული.



თქვენი შვილების ჩაცმულობაში ერევით?

ლალო:
კი, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები მყავს.
ნინა: მე ერთი გოგო მყავს. ჩვენი ჟაკეტები აცვია ხოლმე.

ბავშვების ხაზიც გაქვთ?

ნინა: კი, „გრატოში“ იყიდება საბავშვო კოლექცია.

ბავშვის სამოსის ფასი განსხვავებულია ?

ნინა: რა თქმა უნდა, ნახევარი ფასია.
ლალო: გააჩნია რამდენი ძაფი იხარჯება.

სეზონი მოქმედებს თქვენი მუშაობის რეჟიმზე?

ნინა: კი, წინასწარ ვაკეთებთ. თვეში 200 ჟაკეტი იკერება.

ფერების ტენდენციებს ითვალისწინებთ? ყველაზე ხშირად რა ფერის ჟაკეტებს ქმნით?

ნინა: კი, რა თქმა უნდა, შენი ჟაკეტის ფერი ყველაზე მოდურია.
ყაზახეთიდან სულ წითელი ფერის ჟაკეტების შეკვეთები მოდის.




რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

ლალო: განწყობიდან გამომდინარე. არ მიყვარს შავი. ყველაზე ცოტა შავი ფერის სამოსი მაქვს.
ნინა: ბეჟი მიყვარს ძალიან.

საქორწილო ჟაკეტი ან კაბა თუ შეგიკერავთ?

ნინა: მოსკოვიდან იყო შეკვეთა. თეთრი ჟაკეტი ეცვა ქორწილში.

ძაფეს სად იძენთ?

ლალო: თურქეთში და იტალიაში.
ნინა: იტალიურ ცუდ ძაფს, თურქული სჯობს.

როგორ ემზადებით ახალი წლისთვის, რამე განსხვავებული კოლექციის ხაზი გაქვთ?

ლალო: ახალ ძაფებსა და ნაჭრებს ველოდებით. საახალწლოდ, გამორჩეულად არ გვაქვს კოლექცია.

ნინა: ახალ წელს შენი ჟაკეტი იქნება ექსკლუზიური. ჩვენი ახალი მაღაზია
მალე გაიხსნება, სახელოსნოც იქ იქნება. Showroom ძალიან მალე გვექნება.

დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!




Buon Viaggio: ლალო და ნინა  დოლიძეები
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio: ილია ბეროშვილი „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“
Buon Viaggio: ზურა ხიზანიშვილი
Buon Viaggio: ვიქტორია პლეშაკოვა
Buon Viaggio: ირმა შარიქაძე
Buon Viaggio: ანუკი ქორქია
Buon Viaggio: მიშა მესხი
Buon Viaggio: ნუკი კოშკელიშვილი
Buon Viaggio: მაკა შალიკაშვილი
Buon Viaggio: კახა მამულაშვილი


Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top