;

15 December 2014      ANGEL     Views 3102    
Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მაკა შალიკაშვილი

Unique Terrace-ში“ კრისტის სტუმარია მაკა შალიკაშვილი. BUON VIAGGIO-ს პროექტში კრისტიმ და მაკამ მოდის შესახებ ისაუბრეს. შეიცვალა თუ არა ბავშვობის შემდეგ მაკას სტილი, რომელი მოდის სახლის სამოსია მის ხასიათთან ყველაზე ახლოს, ამ და სხვა თემის შესახებ ინტერვიუს, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა



მაკა, დიდი მადლობა რომ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი ხარ. „Unique Teracce“ ჩვენი მასპინძელია. ჩვენი საუბრის მთავარი თემა მოდაა. რამდენი წელია გიცნობ და სულ სპორტულ სტილში მახსოვხარ. ფაქტია, რომ ამ სტილში კომფორტულად გრძნობ თავს. ბავშვობიდან აირჩიე ეს სტილი?

უპირველესიყოვლისა, დიდი მადლობა რომ მომიწვიე BUON VIAGGIO-ს პროექტში. სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა აქ.
რა იდო BUON VIAGGIO-ს ჩემოდნებში. რა ხდებოდა ამ უთბილესი, პოზიტიური, ესთეტიკური და ლამაზი ფოტოების მიღმა. რაც შეეხება სტილს, ვფიქრობ, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სტილი. შეიძლება მთელ მსოფლიოსა და თბილისს კედები და ჯინსი ეცვას, მაგრამ რაც მთავარია შენი უნდა იყოს ეს კედებიც და ჯინსიც, უნდა გიხდებოდეს. ბავშვობის მერე არაფერი შევცლილა, მაშინაც ასე ვიცვამდი. გარდა იმისა, რომ სპორტული სტილი მაქვს, ბოლო დროს აღმოვაჩინე რომ სპორტული ტანი მაქვს.

კი, მაგრამ კაბაშიც ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან გიხდება კლასიკური სტილიც.

იმდენაც ვიღლები, რომ კაბის ტარებაც კი მეზარება. იმდენად რთული ცხოვრებაა,
კიდევ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბა მეზარება.




გარდერობში მაინც არის ხომ კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი?

კი, აუცილებლად. გადაღებებსა და ტელევიზიაში ყოველთვის ვიპრანჭები, რამდენადაც შეიძლება მაკა შალიკაშვილი გაიპრანჭოს. გადაცემაში რომ მიდიხარ დახეული ჯინსითა და კედებით, საკუთარი თავისა და გადაცემის უპატივცემულობა მგონია. თუმცა, ყველაფერი შეიძლება. მთავარია გიხდებოდეს ის, რაც გაცვია.

რომელია შენი საყვარელი ფერი?

ნაცრისფერი და შავი. ბოლო პერიოდში გადავირიე ყვითელ ფერზე. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი ეს ფერი თუ მომეწონებოდა.
ყოველ წელს იცვლება გემოვნება და შეხედულებები. ახლა, ძალიან მომწონს ყვითლისა და შავის კომბინაცია.



ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ნანა მელქაძის პროექტში „იდუმალი ქალი“, სადაც ნანამ მოდელად აგირჩია. მახსოვს, ცოტა გაოგნებული იყავი. მე გითხარი კიდეც რომ გარეგნობა და სამსახიობო ნიჭი აბსოლუტურად გიწყობს ხელს და რატომაც არა? ყველაფერი კარგად გამოგივიდა, წინ კიდევ ჩვენება გვაქვს. მომიყევი, როგორ მოირგე მოდელის ამპლუა, რთული იყო?

შენ როგორც დადიხარ სწორ ხაზზე, ამას ალბათ ვერასდროს გავაკეთებ. ხალხს რომ ვუყურებ მგონია რომ ცუდს ვაკეთებ რომ არ ვესალმები.
ჩვენების დროს ვიწყებ ურთიერთობას. სისულელეა, მაგრამ ასეა. მოდელისთვის ეს წარმოუდგენელია. როგორი ჩვენებაც ნანას ჰქონდა, რომელსაც უფრო თეატრალური ელფერი დაკრავს, ესეთ სიტუაციაში მუშაობა ჩემთვის უფრო იოლია მონაწილეობის მიღება. დიდი მადლობა ყველა იმ დიზაინერს და მათ შორის ნანა მელქაძესაც, რომ მომცა ჩემი თავის ამ კუთხით აღმოჩენის საშუალება. მიყვარს ექსპერიმენტები.




ქართველი დიზანერებიდან ვის ჩვენებებს ესწრები, ვისი შემოქმედება მოგწონს?

არ შემიძლია არ აღვნიშნო, იმიტომ არა რომ ჩვენი მეგობარია, დათუნა სულიკაშივილი.
ძალიან ნიჭიერი ადამიანი. მომწონს, მისი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი, მისი ხედვა. ძალიან მომწონს თქვენი შემდგარი ტანდემი. დათუნა სულიკაშვილის უმარტივეს შავ კაბას მაშინვე ვცნობ, ეს არის ინდივიდუალიზმი და ნიჭი.

მსოფლიო მოდის სახლებიდან, შენს ხასიათთან რომელი არის ყველაზე ახლოს?

მომწონს „ვივიენ ვესტვუდი“. როცა გაპრანჭვა და აკადემიურობა მინდა,
რა თქმა უნდა, „შანელი“. „დოლჩე & გაბანაც“ ძალიან მომწონს.




BUON VIAGGIO-ს პროექტში ყოველთვის ვსაუბრობთ ჩანთებზე. ეთანხმები იმ აზრს რომ ჩანთა- პატარა სახლია? როგორ ჩანთებს ატარებ?

ვგიჟდები ჩანთებზე, ჩემთვისაც ნამდვილად პატარა სახლია.
ჩემს ჩანთებზე კურიოზებს ჰყვებიან. ჩანთაში ყველაფერი მაქვს.


რა ნივთები დევს მუდმივად შენს ჩანთაში?

ვაშლი, მსხალი, იმიტომ რომ ბევრს დავდივარ და სახლში მისვლა შეიძლება დღის განმავლობაში ვერც მოვასწრო.
ფეხსაცმელები, სამოსი, რომელიც გადაღებაზე უნდა ჩავიცვა. ასევე, სათვალე, ჩაის ფერები, ერთჯერადი ყავა, კოსმეტიკა, გასაღებები, ბრელოკები ძალიან მიყვარს. ძალიან მომწონს კლატჩები, მაგრამ ვერასდროს ვატარებ. ეს ყველაფერი მძიმეა, მაგრამ მაინც არ მეზარება ტარება. მიყვარს სისუფთავე ჩანთაში. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩანთის სარჩულსაც. აუცილებლად, დიდი ზომის ჩანთებს ვატარებ. მიღებებსა და წვეულებებზე ვცდილობ კლატჩში ყველაფერი ჩავატიო. გულისტკივილით ვემშვიდობები ხოლმე დიდ ჩანთებს.



გასტროლებზე ბევრი ჩემოდანი მიგაქვს?

არა, მწარე გამოცდილება მაქვს. ბევჯერ წავიღე ორი ჩემოდანი, რომლებიც უკან ჩამოვიტანე ისე,
რომ ძალიან ბევრი რამ არც ჩამიცვამს. მირჩევნია შოპინგის მერე იქიდან ჩამოიტანო სამოსი.

შენს ჩანთაში როგორც გავიგეთ მუდმივად დევს კოსმეტიკა. ყოველდღიურად იყენებ? იცი მაკიაჟის გაკეთება?

ვერ დავიკვეხნი რომ ვიცი, თუმცა ელემენტარულს ვაკეთებ. ვფიქრობ, მაკიაჟის გაკეთების ცოდნას მხატვრობის ნიჭიც უნდა. ყოველდღიური მაკიაჟი მიყვარს. აუცილებლად უნდა მესვას ტუჩსაცხი, ტუში და რუჟი.

რომელი სუნამო გიყვარს ყველაზე მეტად?

სურნელების მეფე, ქალებისა და მამაკაცებისათვის - TOM FORD. სულ მაქვს.



ვარცხნილობას ხშირად იცვლი?

არა, გრძელ თმას ვატარებ, არ ვიჭრი. მხოლოდ ვიღებავ. ადრე ცხოვრებისეული მოვლენები თმაზე აისახებოდა.
ახლა, დავანებე თმას თავი. სალონში კვირაში სამჯერ დავდივარ.

რომელია ისეთი აქსესუარი, რომელიც გარეშეც სახლიდან ვერ გადიხარ?

საათი, საყურე, სათვალე, ტელეფონი და ტელეფონის დამტენი.

მახსოვს რომ ტატუ გაქვს, მხოლოდ ერთია?

არა, სულ სამი მაქვს, ერთი არ მომწონს და მოშორებას ვაპირებ.




შენი სასცენო კოსტუმის შექმნაში ერევი? მსახიობისთვის მნიშვნელოვანია რომ კომფორტულად იგრძნოს თავი კოსტუმში რომ როლი კარგად შეითავსოს.

არა. მე ყველაზე უპრეტენზიო მსახიობი ვარ მსახიობთა შორის. ძალიან კარგ რეჟისორთან ვმუშაობ, ლევან წულაძესთან. ვიღაცას შეიძლება შეეკამათო, მაგრამ არა მას. მან ზუსტად იცის რა მჭირდება, როლს რა სჭირდება. კოსტუმი ერთ-ერთი მთავარია, რომელიც განსაზღვრავს თამაშის წესს. მორჩილად ვიცვამ იმას, რასაც მთავაზობენ. კოსტუმი არის პირველი ეფექტი სცენაზე, მერე უკვე თამაშზე გადადის ყურადღება, მთავარია მაყურებელთან როგორ მოიტან შენს როლს. კოსტუმი არ უნდა მაწუხებდეს და დისკომფორტს არ უნდა მიქმნიდეს. არ მიყვარს სცენაზე რამდენიმე კოსტუმის გამოცვლა. მირჩევნია ერთი კოსტუმი მეცვას.

ვიცი რომ ძალიან საინტერესო როლი გაქვს “GDS-ს” სერიალში „ტიფლისი“, კიდევ რაზე მუშაობ ახლა?

საუბარია სიტუაციურ კომედიაზე, რომლის დეტალებსაც ვერ გაგიმხელთ. აქტიურად გამოვჩნდები. მიმყავს გადაცემა „Palitra TV”. ჩემთვის მნიშვნელოვანია „ჯაყოს ხიზნებში“ მონაწილეობა. ამ როლით მაკა სცენაზე ისევ დაბრუნდა.

დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ ახალ სპექტაკლსა და სერიალში!




Buon Viaggio: მაკა შალიკაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio: ილია ბეროშვილი „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“
Buon Viaggio: ზურა ხიზანიშვილი
Buon Viaggio: ვიქტორია პლეშაკოვა
Buon Viaggio: ირმა შარიქაძე
Buon Viaggio: ანუკი ქორქია
Buon Viaggio: მიშა მესხი
Buon Viaggio: ნუკი კოშკელიშვილი


Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top