;

1 December 2014      ANGEL     Views 3918    
Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მიშა მესხი

Unique Terrace-ში“ კრისტის სტუმარია მიშა მესხი. BUON VIAGGIO-ს პროექტში მიშამ მის ყოველდღიურ სტილზე ისაუბრა. მისი საყვარელი აქსესუარების, ნიუ-იორკული ისტორიებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა



„თავისუფალი სტილი მაქვს. არ მომწონს თბილისური „გოიმური“ გაპრანჭვები,
„დოლჩე გაბანას“ და „გუჩის“ ქამრებით. სულ შავებში რომ აცვიათ. “


მიშა, დიდი მადლობა რომ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი ხარ. ჩვენი საუბრის თემა მოდა და სტილია. შენ როგორი სტილი გაქვს?

თავისუფალი სტილი მაქვს. არ მომწონს თბილისური „გოიმური“ გაპრანჭვები, „დოლჩე გაბანას“ და „გუჩის“ ქამრებით. სულ შავებში რომ აცვიათ.
მოგიყვები, ყველაზე მეტად სად მიყვარს ტანსაცმლის ყიდვა. რაღაც პერიოდი ნიუ-იორკში ვცხოვრობდი, პირველად რომ ჩავედი 2005 წელი იყო. მაღალი დონის მაღაზიებთან ერთად არის ჩვეულებრივი კარგი მაღაზიებიც. იქ პირველად ვნახე „G-star-ის“ მაღაზია. გვერდზე იყო „Adidas” და „ARMANI”. ერთი სიტყვით, ახალგაზრდული მაღაზიები, ყველაზე მეტად მანდ მომწონდა ჩაცმა. მე სადაც ვცხოვრობდი, იმის ქვემოთ იყო Handmade -ს მაღაზიები. ფეხსაცმელებიც ვიყიდე, მახსოვს ძვირი ღირდა. ყოველთვის მირჩევნია ისე ჩავიცვა, რომ კომფორტულად ვიყო. სადმე თუ მივდივარ სხვანაირად ვიცვამ, მაგრამ ყოველდღიურად კომფორტული და თავისუფალი სტილი მიყვარს.



რომელია შენი საყვარელი ფერი?

ფეტიში რომ მქონდეს რაღაც ფერზე არა, მაგრამ წითელიც კი მიხდება.

შენს გარდერობში არის ქართველი დიზაინერების სამოსი?

ქართველ დიზაინერებს ვაფასებ და ძალიან მომწონს, თუმცა ჩემს მეუღლეს (ია სუხიტაშვილს) უფრო ხშირი კონტაქტი აქვს მათთან: დათუნა სულიკაშვილთან და ავთო ცქვიტინიძესთან. მე, სამწუხაროდ, არ მაქვს მათი სამოსი. მირჩევნია, უცხოეთში ჩასვლისას შევიძინო სამოსი და ჩემს სტილზე მოვირგო.

გადაღებების დროს ვისთან თანამშრომლობ ყველაზე ხშირად?

კინოში - სიმონ მაჩაბელთან, თიკო კვინიკაძესთან.



„ნიუ-იორკულ ისტორიას მოგიყვები, მე და ჩემი მეგობრები კაფეში რომ მივედით მაგიდასთან ადრიანა ლიმა დავინახეთ. მივედი და გამოველაპარაკე. რა უნდა მეთქვა რომ სადმე დამეპატიჟა და უცბად დავაბრეხვე: „ჩემი ქვეყნის პრინცი ვარ-თქო.“


„ცეკვავენ ვარსკვავებში“ ვინ ზრუნავდა შენს სასცენო კოსტუმებზე, ერეოდი კოსტუმის შექმნის პროცესში?

ZENKA & MARI ან მე თვითონ. კი, ვერეოდი. როდესაც შენ აკეთებ რაღაცას, შენი სტილი შენ უნდა მოირგო. შენი თავის წარდგენას ხომ შენ აკეთებ. ალბათ, ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალისთვისაც მსახიობები დიზაინერებთან რომ მიდიან, თავის სტილს ირჩევენ. რაც გაცვია, იმაში შენი ხასიათიც უნდა ჩანდეს. მე, მაგალითად, როგორც მაცვია ისე ვცეკვავ. ზოგადად, კლუბში რომ მივდივარ როგორ სტილშიც მაცვია, იმ სტილში ვცეკვავ. დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი კომფორტი უნდა იყოს. სამოსი - ადამიანის ტყავივით არის.

კინოფესტივალისთვის სმოკინგი გაქვს ?

კი, რა თქმა უნდა. მეცვა კიდეც.

ყველაზე მეტად როგორი ტიპის ფეხსაცმელი გიყვარს ?

იქიდან გამომდინარე რომ ყოფილი სპორტსმენი ვარ, მიჩვეული ვარ კედებით სიარულს.
სპორტული ფეხსაცმელი მიყვარს. კლასიკური ფეხსაცმელებით სიარული მღლის. შეიძლება გავიხადო და ფეხშიშველმა ვიარო, სახლშიც ასე მიყვარს სიარული.




ნიუ-იორკულ ისტორიას მოგიყვები,
სახლში ვიყავი და თორნიკე ბზიავამ დამირეკა, ქვემოთ ჩამოდიო. კაფეში ჩავედი და კრისტი ტარლინგტონი დამხვდა. მაშინ უკვე 40 წელს გადაცილებული იყო, მაგრამ ძალიან მაგრად გამოიყურებოდა.
კიდევ ერთი ისტორია მაქვს,
გამოწყობილი ვიყავი, ბაფთაც კი მეკეთა, ქართველს უნდა შევხვედროდით მე და ჩემი მეგობრები კაფეში. რომ მივედით მაგიდასთან ადრიანა ლიმა დავინახეთ. მივედი და გამოველაპარაკე. რა უნდა მეთქვა რომ სადმე დამეპატიჟა და უცბად დავაბრეხვე: „ჩემი ქვეყნის პრინცი ვარ-თქო.“ მივხვდი, რომ ეგ არ უნდა მეთქვა. დაბნეული ვიყავი. მერე ვუთხარი: „რონალდოს ძმაკაცი ვარ-თქო“, გაუკვირდა და მითხრა: „რონალდოს წვეულებაზე დაპატიჟებული არ ხარო?“, მეც ვუპასუხე ჯერ არ დაურეკავს-თქო. „ხოდა,იქ შევხვდეთო“. იქ კი ვცხოვრობდი, მაგრამ რონალდუს წვეულებაზე ვერ მივიდოდი ვერანაირად.



„სამაჯურები სულ მიკეთია. რამდენიმე საათი მაქვს, მაგრამ იშვიათად ვიკეთებ.
თავისუფლად მიყვარს სიარული. სათვალე იშვიათად მიხდება ჩემს დანგრეულ ცხვირზე, თან ხშირად ვკარგავ.“



შენი პროფესიიდან გამომდინარე, ჩანთას ხშირად ატარებ?

ახლა აღარ. ჩვენი კომუნისტური ბავშვობიდან ვატარებდი ზურგჩანთას.
მერე უკვე ჩანთასაც აღარ ვატარებდით და ჯიბეში გვედო ფურცლები.

რომელი აქსესუარის გარეშე ვერ გადიხარ სახლიდან?

სამაჯურები სულ მიკეთია. რამდენიმე საათი მაქვს, მაგრამ იშვიათად ვიკეთებ. თავისუფლად მიყვარს სიარული.
სათვალე იშვიათად მიხდება ჩემს დანგრეულ ცხვირზე, თან ხშირად ვკარგავ. იშვიათად ვხმარობ, ზოგ-ზოგიერთივით საღამოს კლუბში სათვალე არ მიკეთია.

ვარცხნილობას ხშირად იცვლი?

ჩემი პატარა თმებით, ისე მაქვს თან შეჭრილი ვერავინ ვერ ხვდება როგორ მაქვს, შემიძლია 8 ვარცხნილობა გავიკეთო.

საყვარელი სალონი გაქვს, რომელსაც მუდმივად სტუმრობ?

კი, ხატია სიჭინავას სალონში „ბოდი იმიჯში“.
ასევე, ჩემი სახლის წინ არის „რენესანსში“.




როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ახალი ეტაპია, მარტო ჩემს ცხოვრებაში არა, მემგონი ყველას ცხოვრებაში. ახალი გადაცემა იწყება ირაკლი დეისაძესთან ერთად.
ვფიქრობ, სიახლე იქნება ქართულ ტელესივრცეში. გადაცემას ერქმევა „რეიდები“.


დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!





Buon Viaggio: მიშა მესხი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio: ილია ბეროშვილი „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“
Buon Viaggio: ზურა ხიზანიშვილი
Buon Viaggio: ვიქტორია პლეშაკოვა
Buon Viaggio: ირმა შარიქაძე
Buon Viaggio: ანუკი ქორქია


Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top