;

3 December 2014      ANGEL     Views 12900    
Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars



სტილისტ და ჟურნალისტ სალი გოგიბერიძეს შენიშნავდით თბილისის მოდურ წვეულებებზე,
სოციალურ ქსელში და ახლა უკვე ბლოგერის ამპლუაში -Sali's Diary

ენჯელ.ჯი-ს პროექტ It Girl-ს მორიგ სერიაში სწორედ მასთან ინტერვიუს
წარმოგიდგენთ. ვისაუბრეთ Sali's Diary ბლოგზე, მოდასა და ზამთრის სეზონის ტენდენციებზე.

It Girl
სალი გოგიბერიძე
Sali's Diary www.salisdiary.com


მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ფოტო-რეპორტაჟი: ელენე გოგელია


რამ გადაგაწყვეტინა დაგეარსებინა ბლოგი?
ტანსაცმლის და ხელოვნების ამ სფეროს მიმართ ყოველთვის მქონდა ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება.
ვხატავ, პლიუს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი, 4 პერსონალური გამოფენა მქონდა.. ეს არ იყო უბრალოდ გატაცება, ძალიან სერიოზულად ვმოღვაწეობდი ამ მხრივ. ბავშვობიდან, შეიძლება რაღაც ასაკში კარგად არ ვიცმევდი, იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვი ვიყავი და რაღაცეებს სწორად, ვგულისხმობ - გააზრებულად ვერ ვუხამებდი, მაგრამ ყოველთვის ჩემით ვიცვამდი, ვთქვათ დედაჩემი რომ გამხდიდა და ისე ჩამაცმევდა, როგორც მას უნდოდა ეს იყო სკანდალი, ის დღე იყო ჩაშლილი, ვერსად ვერ მივდიოდით. ყოველთვის კარგად ვიცმევდი და მქონდა მიდრეკილება რაღაც ახალი შემექმნა, ძალიან ბევრი რამ მაქვს ჩემი დიზაინით გაკეთებული. 13 წელი ვცხოვრობდი მოსკოვში, მე-4 კლასიდან თბილისში ვარ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ მამაჩემს ძალიან უნდოდა აკადემიაში ჩამებარებინა და გავმხდარიყავი დიზაინერი. რატომღაც მაშინ ჩავთვალე, რომ რადგან ხატვა ვიცი, აკადემიამ ახალი რა უნდა მომცეს თქო, მინდოდა რაღაც ახალ პროფესიას დავუფლებოდი. წერა ყოველთვის მეხერხებოდა, თან მამის მხრიდან პოეტები და მწერლები არიან მრავლად. ბლოგთან დაკავშირებით, უნდა გესმოდეს ხელოვნება, რომელიც ჩემში ბავშვობიდანაა გაჟღენთილი და აუცილებლად უნდა წერდე. რეალურად ერთ დღესაც რომ დავფიქრდი, ეს ჩემი ორი პროფესია არის გაერთიანებული ამ ბლოგში. პლიუს ჟურნალისტიკა იმაში მეხამრება, რომ გამოვხატო ის რაც მინდა, რომ მკითხველის ყურამდე მივიდეს და გადავცე, პლიუს ჩემი გამოცდილება და ცოდნა ხელოვნებაში მეხმარება იმაში, რომ შევქმა ეს თუ ის პროდუქტი. სიტყვაზე ჩაცმის დროსაც აზრობრივად ვაკეთებ ყველაფერს. დიდი ხანი ვფიქრობდი, გამეკეთებინა თუ არ გამეკეთებინა, როგორ მექნა..




არც ჩაკეტილი პიროვნება არ ხარ, რაც მნიშნველოვანია ბლოგერისთვის. თუ მაინც არის
თემები რაზეც ბლოგზე არ ისაუბრებ. რამდენად გულახდილი იქნები საკუთარ ბლოგზე?

აბსოლუტურად გულახდილი ვიქნები.


ბლოგზე ვხედავთ, რომ წერ პრაქტიკულ რჩევებს. საიდან მოდის ეს რჩევები?
დიახ, პირველი გათვლა ეს მაქვს. მაგალითად Beauty-ში რამდენიმე რეცეპტი მიწერია, რომელიც სულ ეხლახანს ვიპოვე ბებიაჩემის ძველ ჩანაწერებში.
თან რაღაც ნოსტალგია ვიგრძენი, სუპერ ბებია მყავდა. ძალიან პრანჭია ქალი იყო, ახლახანს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბოლო დღემდე წინ ედო სარკე, პომადები, სავარცხელი, მუდამ ფორმაში იყო. ეს არის წლების ნაგროვები რვეული. თუმცა არაფერს ისე არ დავდებ ბლოგზე, რაც საკუთარ თავზე არ მექნება გამოცდილი.

სად შოპინგობ და რამდენად ხშირად ანახლებ გარდერობს?
ძალიან ხშირად ვანახლებ გარდერობს. კონკრეტული ადგილები არ მაქვს, თბილისში ზარაში ალბათ. საერთოდ თბილისში შოპინგი ხომ ძალიან სასაცილო თემაა. ძირითადად, ხშირად მიწევს უცხოეთში მიმოსვლა და ვცდილობ მასიურად ბევრი რაღაცეები ვიყიდო, იმისთვის, რომ აქ არ "დამაკლდეს". ამ ბოლო დროს აქტიურად ვარ გადასული ქართველ დიზაინერებზე, ვთქვათ, 1-2 წლის წინ ჩემს გარდერობში არაფერი იყო ქართველი დიზაინერების, ახლა უკვე ძალიან ბევრია. ონლაინ შოპინგიც მიყვარს ძალიან.



მართლაც ვამჩვენთ, რომ ხშირად გმოსავთ ქართველი დიზაინერების სამოსი და ფეხსაცმელი,
მხარდაჭერას გამოხატავ ამით მათ მიმართ თუ მართლაც მოგწონს და შეიძინე?

სინთეზია მაინც. ის მომენტიც არის, რომ ამ ყველაფერს ვუყურებ როგორც ბიზნესს, მაგრამ თუ არ მომწონს დიზაინერსაც ვეტყვი, რომ არ მომწონს და გამორიცხულია მე ის ჩავიცვა. მეგობრობა ამაში არ ჭრის. იმდენად პირდაპირი ვარ არ ვიცი ეს ჩემი პლიუსია თუ მინუსი.

ხშირად ვსტუმრობ ქართველი დიზაინერების მაღაზიებს, მართალია ადრეც ყოველთვის ვსტუმრობდი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდი არც ვყიდულობდი, მაგრამ მიმაჩნია, თუ რაღაცაზე მაქვს პრეტენზია ბაზარს უნდა იცნობდე, ვინ რას აკეთებს.



დაესწარი კიევის მოდის კვირეულს, თუ წაიღე ქართველი დიზაინერების სამოსი?
კიევის მოდის კვირეულზე მივიღე მოწვევა მეგობრისგან, როგორც ბლოგერმა.
ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ ბლოგი გაკეთებული ჯერ არ იყო, თუმცა უკვე მუშავდებოდა.
მარიამ გვასალიას ბოტფორდები მეცვა, ჩემი მინი კოლექციიდან ზედა, ტოპი და მოკლე კაბაც ჩემი იყო. სხვა დღეებზეც ჩემი ჟაკეტი მეცვა და თამთა შინდელაშვილის ფეხსაცმელი.




თუ შეიძლება სულ მალე დიზაინერის ამპლუაში გიხილოთ? თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქმნით?
ალბათ კი, ვგეგმავ უახლოეს მომავალში.

როგორც სტილისტმა რომ გაგვიმხილო, ამ ზამთრისთვის რა ტენდენციების გათვალისწინებას ურჩევ გოგოებს?
გრძელი პალტოები და ქვიშისფერი, როგორც ეძახიან Camel-ის ტონალობის პალტოები.


საიდან ადევნებ თვალს მოდის ტენდენციებს?
ინტერნეტ სივრცედან. კონკრეტულად ვერ გეტყვით, საერთოდ ძალიან "ინტერნეტ მოხეტიალე" ტიპი ვარ.


„ხშირად ვსტუმრობ ქართველი დიზაინერების მაღაზიებს, მართალია ადრეც ყოველთვის ვსტუმრობდი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდი არც ვყიდულობდი, მაგრამ მიმაჩნია, თუ რაღაცაზე მაქვს პრეტენზია ბაზარს უნდა იცნობდე, ვინ რას აკეთებს.“


შენს გარდერობში არის უცხოელი და ასევე ქართველი დიზაინერების სამოსი, ბრენდული და სავაჭრო ცენტრებში ნაყიდი სამოსიც, როგორ უკეთებ ამ ყოველივეს კომბინირებას, არ გაქვს მომენტი, რომ მხოლოდ ბრენდული სამოსი ატარო?
არა, არა. მსოფლიო ბრენდებიც მაქვს, საშუალო დონის და არაბრენდულიც, ზოგადად გემოვნება და იყო კარგად ჩაცმული არ ნიშნავს გეცვას ბრენდები, ძალიან ბევრი არსებობს გამოწყობილი შანელში, მაგრამ... არ არის სწორი მიდგომა, მოდა არ არის მხოლოდ ბრენდები.

მოდა იცვლება, სტილი კი რჩება. ცნობილი გამოთქმაა. შენ როგორ ფიქრობ, როდის ჩამოყალიბდა შენი სტილი, ძველ ფოტოებს რომ უყურებ, თინეიჯერობის პერიდში, მოგწონს საკუთარი თავი? გოგონები ხშირად ძალიან თვითკრიტიკულები არიან.
აბსოლუტურად სხვანაირი ვარ, იმ თვალსაზრისით, რომ ქერა თმამ ძალიან შემცვალა.
თუ ყავისფერ თმაში სხვა ნაკვთები მქონდა გამოკვეთილი, ქერა თმაში აბსოლუტურად სხვა ნაკვთები წამოიწია. არ მომწონს თქო ვერ ვიტყვი.



პიროვნულადაც შეიცვალე, როდესაც ასეთი ექსტრემალური ცვლილებები შეიტანე ვარცხნილობაში?
კი, ვარ ექსპრომტი ადამიანიც.

ტატუები გაქვს ბევრი, ესეც ექსპრომტი გადაწყვეტილებები იყო?
დიახ მაქვს, ერთი ორი არა და დანარჩენები კი. მაწერია გიგის დაბადების თარიღი, ერთიც თვითონ დამახატა თავისი ხელით და გიგისაც აქვს ასეთივე გული, რომელიც მე დავახატე. ასევე ჩვენი ინიციალები "იგი დაალი", რომელიც გიგისაც აქვს მხოლოდ პირიქით "ალი და იგი", ზურგზე მაქვს გვირგვინი, რომელიც გიგის ხელზე აქვს და კიდევ მაწერია რუსულად “По вере вашей, да будет вам!” - ანუ რა დონეზეც ირწმუნებ, იმ დონეზე მოგეცემა, კიდევ მაწერია No love without freedom, დაიდოს სიმღერიდან No Freedom, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და არ მიყვარს ვინმე, თუნდაც მშობელი და მითუმეტეს საყვარელი მამაკაცი თუ რაღაცაში მზღუდავს, ძალიან არ მიყვარს და აბსოლუტურად არაკონტროლირებადი ვხდები ასეთ სიტუაციაში. ჩვენ ურთიერთობაში ძალიან დიდი პლიუსი გვაქვს, რომ ძალიან სხვანაირი, ვიტყოდი, რომ არაქართული, უფრო ევროპული შეხედულებები გვაქვს ერთნაირ საკითხებზე.


„ბლოგთან დაკავშირებით - უნდა გესმოდეს ხელოვნება, რომელიც ჩემში ბავშვობიდანაა გაჟღენთილი და აუცილებლად უნდა წერდე. რეალურად ერთ დღესაც რომ დავფიქრდი, ეს ჩემი ორი პროფესია არის გაერთიანებული ამ ბლოგში. პლიუს ჟურნალისტიკა იმაში მეხამრება, რომ გამოვხატო ის რაც მინდა რომ მკითხველის ყურამდე მივიდეს და გადავცე და პლიუს ჩემი გამოცდილება და ცოდნა ხელოვნებაში მეხმარება იმაში, რომ შევქმა ეს თუ ის პროდუქტი.“



როდის გაიცანით შენ და გიგიმ ერთმანეთი?
მარლბოროს რეკლამის გადაღებაზე გავიცანით ერთმანეთი, წელიწადი და 6 თვეა რაც ვხვდებით.

ვხედავთ, რომ მეუღლე ხშირად განებივრებთ საჩუქრებით და სიურპრიზებით, მაგრამ მაინც რთული თუ არის შენთვის საჩუქრის შერჩევა გემოვნების გათვალისწინებით?
არა. ზოგადად ძალიან ბევრ სტილს ვირგებ, მაგალითად დღეს თუ მაცვია ბოტფორდები და sexy girl-იმიჯი, ხვალ შეიძლება რადიკალურად განსხვავებულ - ძალიან დიდ სპორტულებში ვიგრძნო თავი კარგად, ზეგ მოჰიპო, ან მაზეგ შარვალ-კოსტუმში, სტილს ხშირად ვიცვლი, მაგრამ ხარისხია ჩემთვის მთავარი. ხარისხიანი ყველაფერი მისაღებია.

ხშირად მიმართავ პროფესიონალებს მაკიაჟის გასაკეთებლად
თავადაც ძალიან კარგად გამომდის, მაგრამ თვითონ პროცესი მომწონს.






ხშირად ხარ სალონების სტუმარი?
ძალიან ხშირად.

ტოპ beauty პროდუქტები შენი კოსმეტიჩკიდან ამ სეზონისთვის?
Lancôme-ის ტონალური, თუმცა თუ გადაღება არ მაქვს არც ტონალურს და არც რუმიანას, არაფერს არ ვხმარობ. ჩემი მაკიაჟი წამწამების აპრიხვაა,
რომელიც მიმაჩნია სულ უმაკიაჟოდ რომ იყო ერთი წამწამების ატუშვა და სულ სხვანაირი ელფერი ეძლევა თვალებს. ჩემი ამოჩემებული ტუჩსაცხია ამჯერად ან MAC-ის ფანქარი ან CHANEL-ის ბორდო, Yves Saint Laurent-ის ყავისფერი ჩრდილები.


„ტატუდ კიდევ მაწერია No love without freedom, დაიდოს სიმღერიდან No Freedom, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და არ მიყვარს ვინმე, თუნდაც მშობელი და მითუმეტეს საყვარელი მამაკაცი თუ რაღაცაში მზღუდავს, ძალიან არ მიყვარს და აბსოლუტურად არაკონტროლირებადი ვხვდები ასეთ სიტუაციაში. ჩვენ ურთიერთობაში ძალიან დიდი პლიუსი გვაქვს, რომ ძალიან სხვანაირი, ვიტყოდი, რომ არაქართული, უფრო ევროპული შეხედულებები გვაქვს ერთნაირ საკითხებზე.“

instagram @saligogiberidze
facebook page: www.facebook.com/salisdiary

მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ფოტო-რეპორტაჟი: ელენე გოგელია

სალი გოგიბერიძე - Sali's Diary
www.salisdiary.com



Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top