;

18 November 2014      ANGEL     Views 3617    
Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ირმა შარიქაძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ირმა შარიქაძე. კრისტისა და ირმას „ბიბლიოთეკამ“ უმასპინძლა. საინტერესო მოსაზრებები მოდასა და სტილის შესახებ, თბილისის მოდის კვირეულის შეფასება და ირმას სამომავლო პროექტები, ამ ყველაფრის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა



ირმა, დიდი მადლობა რომ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი ხარ. დიდი ხანია გიცნობ , ყოველთვის გამორჩეული იყავი შენი ინდივიდუალური და ექსტრავაგანტული სტილით. ხალხში გამოირჩევი შენი განსხვავებული სტილით, მეც მაშინვე გცნობ .

დიდი მადლობა მოწვევისთვის, როგორც შენ, კრისტი. ინდივიდუალურობა ქმნის სტილს, ჩემი აზრით, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი თავის თავს პოულობს. ის პოულობს ოქროს შუალედს. პოულობს ბალანსს საკუთარ თავსა და სამყაროში. არის მოდის ტენდენციები და სილამაზის სტანდარტები, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს ადამიანის მომხიბვლელობასა და მიმზიდველობას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაგრამ სილამაზის საიდუმლო არ არის სხეულის პარამეტრებში, არც მის ფორმასა და წონაში და არც ტრენდებში, არც ლეიბლებში. სილამაზის საიდუმლო ეს არის შინაგანი ენერგია რაც ადამინს მიმზიდველს ხდის.

მე სულ ასეთი მახსოვხარ. როგორი იყავი ბავშვობაში, ემორჩილებოდი დედას?


მორჩილი არ ვყოფილვარ.
დახვეწილი გემოვნება კი შეუძლებელია განათლების გარეშე, თუ არ ერკვევი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, თუ არ გიყვარს ფერწერა, ლიტერატურა, კინემატოგრაფია, მოდა, ფოტოგრაფია და ა.შ. შეუძლებელია დახვეწილი გემოვნება გქონდეს. გემოვნება და განათლება განაპირობებს შენს მსოფლმხედველობის სისტემას, სახეორბივი სისტემა განსაზღვრავენ თუ რა არის ჩვენი სილამაზის ეტალონი. დაწყებული რენესანსის ეპოქიდან თუ ძველი საბერძნეთიდან და ეგვიპტიდან დღემდე თანამედროვე ხელოვნებამდე მოსული. ადამიანი ესწრაფვის სრულყოფილებას ეს მისი ბუნებაა. ჩვენ, ყველა ამას ვესწრაფვით. მაგრამ განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც მუშაობენ შემოქმედებითსა და სახელოვნებო სფეროში, ჩემი აზრით, მოდაც სახელოვნებო სფეროა. ჩემთვის მოდა ნაციონალური კოსტუმის გაგრძელებაა და რადგან ვთვლი რომ ადამიანის გარეგნობა მისი სავიზიტო ბარათია ეს გავალდებულებს რომ იზრუნო საკუთარ თავზე.


„ გემოვნება და განათლება განაპირობებს შენს მსოფლმხედველობის სისტემას,
სახეორბივი სისტემა განსაზღვრავენ თუ რა არის ჩვენი სილამაზის ეტალონი.“


„საინტერესოა ახალი ადამიანების გაცნობა. თბილისში ამის დეფიციტია. ძალიან ძნელია გაიცნო ახალი ადამიანი. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, დიდ შთაგონებას მაძლევენ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები გამოსული სხვადასხვა კულტურიდან“


რომელია შენი საყვარელი ფერი?

მახსოვს, მოსკოვში ინტერვიუზე დამისვეს ეს კითხვა და მაშინ ვუპასუხე, რომ ჩემი საყვარელი ფერები ცისარტყელას ფერებია. თუმცა მაწვს პერიოდები მაქვს, როგორც პიკასოს ჰქონდა. ბოლო პერიოდში ჩემი საყვარელი ფერი იყო ეგრედ წოდებული სამეფო ლურჯი.

შენს ნამუშევრებშიც მუდამ ბევრი ფერი ჭარბობს.

კი, ეს შთაგონებულია ჩვენი სამყაროდან. ჩვენი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ არის ძალიან მდიდარი თავისი ფერთა გამით. კოსმოსი და დედამიწა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსპირაციის წყაროა ყველა არტისტისთვის, ყველა მხატვრისა თუ დიზაინერისთვის. დაწყებული ყვავილიდან, დამთავრებული ეგზოტიკური ცხოველებით, ფრინველით თუ ვარსკვლავებით. ადამიანი იღებს უკიდეგანო რესურსს. დღეს ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის ერთგავარი რებრენდინგი რადგან ყველა საოცრება უკვე შექმნილია. შენ იღებ შთაგონებას და შენს ინდივიდუალურ პრიზმაში გაგყავს. აკეთებ შენ ვერსიას. ეს არაჩვეულებრივია. დიდი სიამოვნებას განიჭებს. ყველას, ვისაც ჰქონია შეხება შემოქმედებით პროცესთან ,იცის რაზე ვსაუბრობ. და თუ ადამიანი თუ ამ სიამოვნებას აქცევს თავის სამუშაოდ და შემოსავლის წყაროდ, ეს ადამიანი ბედნიერია.

შენ ხშირად მუშაობ ქართველ დიზაინერებთან, ვისთან გიყვარს თანამშრომლობა?

ქართველ დიზაინერებთან მუშაობა მგონია რომ ჩემი პირდაპირი ვალია.
პატრიოტიზმის ერთერთი ფორმაა, მნიშვნელოვანია მხარი უნდა დავუჭირო საქართველოში მოდის განვითარებას. ასევე, ინდუსტრიის განვითარებას, რომელიც შემდეგ აუცილებლად აისახება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც წარმოების განვითარებაზე ასევე ტურიზმზე. იმედია მაქვს რომ შავი სამოსი ყოველთვის არ იქნება პრიორიტეტული საქართველოში.

მაცვია ლალო დოლიძის სამოსი და ჩემი შექმნილი ტრიკოტაჟის კაბა. ყველაზე დიდი სირთულე დღემდე ჩემთვის ყოველდღიური კომფორტული და ლამაზი სამოსია, შევაკერინე რამდენიმე თბილი კაბა. აბსოლუტურად დახურული, მაგრამ მოდელი სილუეტს ხაზს უსვამს. რომ არ ყოფილიყო მოსაწყენი, ავირჩიე ფერადი პრინტიანი ნაჭერი, სასიამოვნო და კომფორტული, რაც მთავარია არ იკუჭება. უბრალოდ გამოცდილებასთან და ასაკთან ერთად კომფორტული და ნატურალური ქსოვილებით შექმნილი სამოსი ჩემთვის პრიორიტეტული გახდა. ხელოვნური მასალებიდან შექმნილი იაფფასიანი სამოსი თუ ახსესუარები რაც არ უნდა არაჩვეულებრივი იყოს. უბრალოდ მავნეა ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება, ქართველ დიზაინერებს არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენიმე. ერთს გამორჩევით ვერ გეტყვი,ყველასთან ვთანამშრომლობ. ყველაზე განსაკუთრებული ადგილი ჩემთვის ნინო ჩუბინიშვილს უჭირავს, ჩუბიკა შემოქმედება ეს უკვე მოდა აღარ არის ეს ხელოვნებაა. გამორჩეულად აღვნიშნავ თამუნა ინგოროყვას და მის კოლექციას. მის არაჩვეულებრივ, რომანტიკულ,ჰაეროვან ქალს. თამუნსა ნაჭრები ყოველთვის არის მაღალი ხარისხის,მსუბუქი,შეხება არის ძალიან სასიამოვნო. მისი სამოსის შესრულება არის უნივერსალური. ძალიან კარგად იკერება. მაქვს მისი რამდენიმე კაბა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ასევე, ავთო ცქვიტინიძე. ჩემი აზრით, მისი ბოლო კოლექცია საუკეთესო იყო. ამ ადამიანმა ძალიან დიდი გზა გამოიარა. იპოვა საკუთარი თავი. როგორც თვითონ თქვა, ეს კოლექცია როგორც მხატვარმა ისე შექმნა. დღესდღეობით მსოფლიოშიც ათობით მაღაზია აქვს. „ბრავო“ - რა შეიძლება ითქვას მეტი. ძალიან მიყვარს დათუნა სულიკაშვილი, შენ კი უპირობოდ ხარ დათუნას მუზა ხარ კრისტი. ვფიქრობ, ყველაზე ნიჭიერი დიზაინერია, მისგან მეტ წარმატებას, ორგანიზებულობას ველი საკუთარი საქმის მიმართ. მისი ქალი ძალიან დახვეწილი და იდუმალია, ჩვენებები ყოველთვის გამორჩეული, განსაკუთრებით მომეწონა ბოლო კოლექციის ჩვენება, რომელიც მუსკომედიის თეატრში ფესტივალ ART GEORGIA -ს ფორმატში გაიმართა.

„ ქართველ დიზაინერებთან მუშაობა მგონია რომ ჩემი პირდაპირი ვალია. პატრიოტიზმის ერთერთი ფორმაა, მნიშვნელოვანია მხარი უნდა დავუჭირო საქართველოში მოდის განვითარებას.“

„ მაცვია ლალო დოლიძის სამოსი და ჩემი შექმნილი ტრიკოტაჟის კაბა. ყველაზე დიდი სირთულე დღემდე ჩემთვის ყოველდღიური კომფორტული და ლამაზი სამოსია, შევაკერინე რამდენიმე თბილი კაბა. აბსოლუტურად დახურული, მაგრამ მოდელი სილუეტს ხაზს უსვამს. “

ჩვენ ამ ყველაფრის მომსწრეები ვართ. რამხელა გზა გაიარა.

კი ქართველი დიზაინერისთვის ძალიან რთულია დასავლეთის ბაზარზე გასვლა. ასევე, ძალიან მომწონს და დიდი მომავალი აქვს დიზაინერს თეონა გარდაფხაძეს. დავიდ კომა მსოფლიოში ძალიან წარმატებული დიზაინერია რომელსაც ქართული წარმოშობა აქვს რაც საამაყოა და არ შემიძლია არ ვიამაყო სამოსელი პრიველით, ეს არის პრეცენდენტი რომელმაც ქართული ნაციონალური კოსტუმი თავის სიმაღლეზე დააბრუნა.

როგორ შეაფასებ თბილისის მოდის კვირეულს?

ძალიან მიხარია, რომ არსებობს. ვფიქრობ კარგად ჩაიარა. ვუსურვებ რომ გაიზარდოს უცხოელი სტუმრების რაოდენობა, ეს სხვა ხიბლს აძლევს ყველაფერს. ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით. საინტერესოა ახალი ადამიანების გაცნობა. თბილისში ამის დეფიციტია. ძალიან ძნელია გაიცნო ახალი ადამიანი. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, დიდ შთაგონებას მაძლევენ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები გამოსული სხვადასხვა კულტურიდან, მნიშვნელოვანია მოდის ექსპერტების და ბლოგერების გაცნობა, ეს გამოცდილებას გვმატებს და განვითარებისთვოს საჭირო კონტაკტებია. თბილისის მოდის კვირეულს უფრო დიდი წარმატებას ვუსურვებ.


რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში ჩანთას,ვიცი რომ გიყვარს ორიგინალური კლატჩები.

„სამოსელი პირველის“ მიერ შექმნილი რამდენიმე კლატჩი მაქვს, რომლებიც სპეციალურად ჩემთვის არის შექმნილი. ბარხატის, სხვადასხვა ნაქარგებით. შესაბამისად ვუხამებ სამოსს.ძალიან მოსახერხებელია. ყოველდღიურად პრაქტიკულია ინდური ნაჭრის ჩანთებს, რომლების ჭრელია და კომფორტული. ძალიან მიყვარს ჩანთები რა თქმა უნდა მაქვს სურვილი მქონდეს ცნობილი დიზაინერის ჩანთა, მაგრამ ეს სიამოვნება ძვირი ღირს. პატენტს პრინციპულად არ დავიჭერ. შესაბამისად, იმ დროს დაველოდები,როდესაც შევძლებ ვიყიდო ორიგინალი.
რაც შეეხება, სამგზავრო ჩანთებს. ამ საკითხს სერიოზულად ვუდგები.არ მენანება ფული ხარისხიან ჩემოდანში, რადგან რამდენიმე წელი უნდა გემსახუროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არასდროს არ ვიყიდი შავ, მოსაწყენ ჩემოდანს, გამორიცხულია. მხოლოდ ფერადსა და მხიარულს.



„ინდივიდუალურობა ქმნის სტილს, ჩემი აზრით, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი თავის თავს პოულობს. ის პოულობს ოქროს შუალედს. პოულობს ბალანსს საკუთარ თავსა და სამყაროში. არის მოდის ტენდენციები და სილამაზის სტანდარტები, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს ადამიანის მომხიბვლელობასა და მიმზიდველობას.“

„ძალიან მიყვარს ჩანთები რა თქმა უნდა მაქვს სურვილი მქონდეს ცნობილი დიზაინერის ჩანთა, მაგრამ ეს სიამოვნება ძვირი ღირს. პატენტს პრინციპულად არ დავიჭერ. შესაბამისად, იმ დროს დაველოდები,როდესაც შევძლებ ვიყიდო ორიგინალი.“


შენი შვილის, ილიას ჩაცმულობაში ერევი?

არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. აბსოლუტურად არ სჭირდება ჩემი ჩარევა. შოპინგზე შემიძლია რაღაც ვუყიდო ჩემი გემოვნებით, როცა ვურეკავ და ვუხსნი ყოველთვის მეუბნება: „შენ თუ მოგწონს, მე გენდობი“. ისე ჩემზე არანაკლები გემოვნება აქვს ხანდახან რჩევას ვეკითხები ხოლმე.

აპირებს შენს გზას მიჰყვეს, იტაცებს ფოტოგრაფია?

საუბარმა მოიტანა და ვკითხე რას აპირებს. როგორც თქვა, ჯერ არ იცის, მაგრამ თავის თავს მოიაზრებს სამსახიობო სფეროში. შეიძლება ფოტოგრაფია ან ვებ დიზაინი სცადოს. სხვა არანაირი სამუშაო არ მაინტერესებსო გამოაცხადა. მე არ მიკვირს. ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისუფლება, არ მოინდომებს იყოს სისტემის ნაწილი. ყოველ დღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 მდე იყოს სამსახურში და ამაში განვლოს მისმა ცხოვრებამ. ჩემთვის თავისუფლების ხარისხს მაღალი ფასეულობა აქვს. თუ ფოტოგრაფიით დაინტერესდება დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება რადგან ხედვც აქვს და ჩემზე მეტად ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში.

ყოველთვის მომწონს შენი ვარცხნილობა, შენ თვითონ იკეთებ?

კი, ყოველთვის. დრო არ მაქვს რომ სალონში წავიდე. ცოტა ერთფეროვანია,მაგრამ არაუშავს მე მომწონს.

გიყვარს აქსესურები? რას ატარებ ყოველდღიურად?

აქსესუარები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი „ფეტიშია“.
სოფო გონგიაშვილის ბეჭედი მიკეთია, რამდენიმე მაქვს და ფაქტობრივად, სულ ვატარებ. ამაზე ინდივიდუალური და უნიკალური რამ, მე ვერ აღმოვაჩინე. ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსებობს სოფო და ქმნის ამ არაჩვეულებრივ ნივთებს. ამ ბოლოს გატაცებული ვარ აფრიკული ყელსაბამებით. გიორგი შაღაშვილის აფრიკული კოლექციიდან. ძალიან მომწონს. საყურეები სოფო ეცადაშვილის არის - ლურჯი სუფრის ფორმა აქვს ჩემი აზრით ორიგინალურია.

როგორი ტიპის ფეხსაცმელები გიყვარს, ვიცი რომ ძალიან მოგწონს ე.წ. „ლოდაჩკები“.

კი, ვფიქრობ, „ლოდაჩკებს“ უნივერსალურია. ძალიან ხშირად ვიცვამ.
პრიორიტეტს უპლადფორმო კომფორტულ ფეხსაცმელს ვანიჭებ, მიყვარს ფერადი ფეხსაცმელები.

ვიცი რომ წლებია უკვე ტანგოს ცეკვავ. იქ როგორი ფეხსაცმელები გაცვია?

ტანგოსთვის სპეციალური ფეხსაცმელები მაქვს. მიყვარს ცეკვა. 4-5 წელია უკვე ვცეკვავ.


„ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისუფლება, არ მოინდომებს იყოს სისტემის ნაწილი. ყოველ დღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 მდე იყოს სამსახურში და ამაში განვლოს მისმა ცხოვრებამ. ჩემთვის თავისუფლების ხარისხს მაღალი ფასეულობა აქვს “

„ჩემი შთაგონების წყარო კავკასიური კოსტუმია. ჩემი „ფეტიში“ და ვნებაა ნაციონალური კოსტუმები. ეს არის მნიშვნელოვანი გამოხატულება ადამიანის იდენტობისა. მნიშვნელოვანია კავკასიური იდენტობის შესწავლა, ქართული ნაციონალური კოსტუმი ხომ კავკასიურის ნაწილია. “


ხშირად მეკითხებიან, რომელია ჩემი საყვარელი როლი და პირველი რაც აზრად მომდის, ეს ფრიდა კალოა. ფრიდა კალოს ცხოვრების ორი ეტაპი გადავიღეთ,არ გიფიქრია ამ პროექტის გაგრძელებაზე?

ვერავინ ვერ ითამაშებდა ამ როლს, შენ გარდა. ფრიდა უნიკალური, ინდივიდულაური და ფენომენალური მოვლენა იყო. არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება პროექტის გაგრძელება.
ეს საინტერესო, ღრმა და ამოუწურავი თემაა. ყოველ ჯერზე როდესაც პროქტის ექსპოზიციას ვაკეთებ ვცდილობ სიახლე შევიტანო. ჩვენი პროექტი „წერილები“ რომელიც ცნობილ მექსიკელ მხატვარს ფრიდა კალოს ეძღვნებ სხვა და სხვა წლებში გამოიფინა თბილისს, მოსკოვსა და პეტერბურგში. მომავალ წელს, კი გამოფენა იგეგმება მარტში ბერლინის ალტერნატიული მოდის კვირეულის ფორმატში.

ახლა, რა პროექტზე მუშაობ?

ძალიან დაკავებული ვარ. ჩემი შთაგონების წყარო კავკასიური კოსტუმია.
ალბათ ორი წელი მხოლოდ კონცეფციაზე ვფიქრობდი. ვგეგმავ, ფენომენალური პროექტის გაკეთებას ნინო ჩუბინიშვილთან ერთად. ნინო საოცარი ადამიანია, მიხარია რომ ერთად ვიმუშავებთ. ჩემი „ფეტიში“ და ვნებაა ნაციონალური კოსტუმები. ეს არის მნიშვნელოვანი გამოხატულება ადამიანის იდენტობისა. მნიშვნელოვანია კავკასიური იდენტობის შესწავლა, ქართული ნაციონალური კოსტუმი ხომ კავკასიურის ნაწილია. დღესდღეობით არ არსებობს თანამედროვე წიგნი კავკასიური კოსტუმის შესახებ. ვფიწრობ ეს ძალიან აქტუალურია თემა. პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერ იდენტობას რადგან ნებისმიერი იდენტობა უნივერსალურია. არტისტის მისიაა ადამიანებს მიაწოდოს მარტივი ფასეულობა მოულოდნელი და ორიგინალური ფორმით. დააფიქროს ადამიანი და ათქმევინოს: „ეს მნიშვნელოვანია.“ პროექტი მოიაზრება სამუზეუმო გამოფენად და შემდეგ წიგნად, პროექტის ფორმატში შეიქმნება ფოტო და ვიდეო მასალა, სპეციალური ორიგინალური საუნდი, ორიგინალურ ესკიზებზე შეიქმნება ახალი კოსტუმები, ძალიან შრომატევადი პროექტია, მინიმუმ, ერთი წლის სამუშაოა წინ. პროექტი ძვირადღირებულია მაგრამ ძალიამ მნიშვნელოვანი და დროული, ჩვენ სახელმწიფოს და ბიზნესსექტორისა მხარდაჭერის იმედი გვაქვს.


დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!



Buon Viaggio: ირმა შარიქაძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio: ილია ბეროშვილი „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“
Buon Viaggio: ზურა ხიზანიშვილი
Buon Viaggio: ვიქტორია პლეშაკოვა


Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top