10 November 2014      ANGEL     Views 5 521    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ვიქტორია პლეშაკოვა

BUON VIAGGIO- ს პროექტის სტუმარია ვიქტორია პლეშაკოვა. კრისტისა და ვიქტორიას რესტორანმა „ტიფლისო“ უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემა მოდაა. როგორი სტილი აქვს ვიქტორიას, მისი ნიუ-იორკული ყოველდღიურობისა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა




ვიკა, დიდი მადლობა რომ ხარ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი. დიდი ხანია არ მინახიხარ. მახსოვხარ, ძალიან პატარა. თეა მაქაცარიასა და ჟორჟიკას სააგენტო ჰქონდათ, მეც იქ ვმუშაობდი. როგორიც ახლა ხარ, ასეთივე ლამაზი მოგიყვანეს სააგენტოში და ფოტოები გადაგიღეთ. მახსოვს, ჩვენებაზე ერთადაც გამოვედით და ერთმანეთსაც გვამსგავსებდნენ. მერე მოიგე „მეტროპოლიტენ ტოპ მოდელი“ და წახვედი ამერიკაში.მოგვიყევი,როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება ამერიკაში?

15 წლის ვიყავი რომ ჩავედი. აეროპორტში „მეტროპოლიტენის“ პრეზიდენტი დამხვდა. ამის შემდეგ ვცხოვრობ და ვმუშაობ ნიუ-იორკში.
ჩემს გარდა ბევრი ქართველი დიზაინერი ცხოვრობს. ძალიან წარმატებულებიც არიან : „ნინი ქეი“ და სხვები. მოგიყვები, ახლა, როგორ მოვხვდი საქართველოში.ესპანეთში დაპატიჟებული ვიყავი ნათია მიქავას კონკურსზე „ევრო ჯორჯია“. ჟიურის წევრი ვიყავი ბავშვებს ვარჩევდით 7 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფიდან. ამის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი. ბათუმში ვისვენებდი. მერე შემომთავაზეს მონაწილეობა მიმეღო პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მეც დავთანხმდი. ძალიან მომწონს, ამერიკაში ხშირად ვუყურებდი. შენც გიყურებდი პირველ სეზონზე და გგულშემატკივრობდი. ბედნიერი ვარ, რომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ეს პროექტი მეხმარება იმაში, რომ საქართველოში ვიყო და ჩემს ნათესავებთან მქონდეს კონტაქტი.

არ გიფიქრია საქართველოში დარჩენაზე?

სამი თვე ვიყავი, მაგრამ არ მეგონა კიდევ თუ დავრჩებოდი. ძალიან მინდოდა და ეს პროექტიც დამეხმარა. ვიფიქრე, თუ საქმე არ მექნებოდა აქ, ისევ დავბრუნდებოდი ამერიკაში და კონტრაქტს გავაგრძელებდი. როცა ჩავედი, ვთქვი რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ჩემს სააგენტოში ძალიან გაუხარდათ. ამერიკიდან მგულშემატკივრობენ. მიხარია აქ რომ ვარ, ახალ წელსაც აქ შევხვდები.




„ეს პროექტი მეხმარება იმაში, რომ საქართველოში ვიყო და ჩემს ნათესავებთან მქონდეს კონტაქტი.“

როგორც ვიცი, პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ რამდენიმე დიზაინერი მუშაობს. შენ კოსტუმებზე ვინ ზრუნავს?

ლაშა ჯოხაძე. ძალიან ნიჭიერია. ძალიან მომწონს.

ერევი კოსტუმის შექმნაში? ფერებს თუ ათანხმებთ ერთად?

არა, არ ვერევი. არ მაქვს ამის უფლება. კონტრაქტით ეს გათვალისწინებული იყო. ძალიან ცოტა დრო გვაქვს.
მე რომ ხარვეზების ძებნა დავიწყო, ამის გამოსასწორებლად დრო არ გვეყოფა. რასაც მაცმევენ, ვიცვამ. ლაშას ვენდობი, ძალიან კარგი გემოვნება აქვს. თან ყველაფერი მიხდება, არ ვიცი, ყველას უხდება.

როგორ ფიქრობ, გაქვს მოგების შანსი?

არასდროს არ იცი რა მოხდება.



კრისტი: „დიდი ხანია არ მინახიხარ. მახსოვხარ, ძალიან პატარა. თეა მაქაცარიასა და ჟორჟიკას სააგენტო ჰქონდათ, მეც იქ ვმუშაობდი. როგორიც ახლა ხარ, ასეთივე ლამაზი მოგიყვანეს სააგენტოში და ფოტოები გადაგიღეთ. მახსოვს, ჩვენებაზე ერთადაც გამოვედით და ერთმანეთსაც გვამსგავსებდნენ.“


„თმის შამპუნის „Matrix-ის“ რეკლამაში გადამიღეს. ასევე, „Pantene-ს“. ამის გამო, ჩემი თმის შეჭრა არ შეიძლება.“

დავუბრუნდეთ ნიუ-იორკს. მოგვიყევი, როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრება?

ადრე ვდგები, ან გადაღებაზე მივდივარ ან კასტინგზე. 5 საათისთვის ყველაფერს ვამთავრებ, მერე მივდივარ სპორტდარბაზში სავარჯიშოდ. შემდეგ წვეულებაზე. საღამოს სასადილოდ მივდივარ და ამით მთავრდება ჩემი დღე.
შაბათ-კვირას ვისვენებ. მეგობრები ვიკრიბებით, მათ შორის არიან ქართველებიც. ტყეში მივდივართ ხოლმე პიკნიკზე, ვისვენებთ, ვმღერით,ცეცხლს ვანთებთ. ამერიკიდან მგულშემატკივრობენ,თუმცა ხმის მიცემას ვერ ახერხებენ.

ნიუ-იორკში რომ ჩახვედი გააგრძელე სწავლა?

კი, ხელოვნების სფეროსთან სულ ახლოს ვიყავი.
რობერტ დენიროს სკოლის კურსები გავიარე.

ახლა, ძალიან მაინტერესებს ფოტოგრაფია.

არ გაგიჭირდა მარტო ცხოვრება?

ვიცოდი, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. ადვილი არაფერი არ არის.
მომზადებული ვიყავი, ვიცოდი რომ ასე უნდა გამეკეთებინა.


„ვიფიქრე, თუ საქმე არ მექნებოდა აქ, ისევ დავბრუნდებოდი ამერიკაში და კონტრაქტს გავაგრძელებდი. როცა ჩავედი, ვთქვი რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ჩემს სააგენტოში ძალიან გაუხარდათ. ამერიკიდან მგულშემატკივრობენ.“

როგორია შენი ყოველდღიური სტილი?

გადაღებებზე, სინჯებსა და კასტინგებზე ლამაზად ვიცვამ. სავარჯიშოდ უფრო თავისუფალი სტილი მაქვს. თუ შეხვედრაზე უნდა წავიდე შემდეგ, თან დამაქვს ხოლმე სამოსი და მერე ვიცვლი.

რომელია შენი საყვარელი ფერი, რა ფერის სამოსი გაცვია ყველაზე ხშირად?

მიყვარს იასამნისფერი, ჩემი ფერია.
ასევე, ფორთოხლისფერი, მწვანე, ყვითელი, თეთრი.
წითელი და შავი ძალიან მიყვარს. თითქმის ყველა ფერი მიყვარს.

თუ არის ისეთი ბრენდი,რომელიც გამორჩეულად გიყვარს?

მომწონს „Bottega Veneta“ ; „Valentino” ; “Chanel” ; “Bulgari”;
“Tiffany”; “Satya jewelry”;” Cartier”; “Harry Winston”.



ქართველი დიზაინერების სამოსი თუ შეიძინე, ვისი სამოსი მოგწონს?

ვიცი, რომ აქ კარგი ფეხსაცმლისა და პალტოს შეკერვა შეიძლება.

აუცილებლად მივალ დიზაინერთან. ალბათ, ავთანდილ ცქვიტინიძესთან.

როგორი ჩანთები გიყვარს, მოგვიყევი რა დევს მუდმივად შენს ჩანთაში?

მიყვარს დიდი ჩანთები. მხარზე გადასაკიდიც მომწონს. ვგიჟდები კლატჩებზე. ყოველთვის დიდ ჩანთას ვატარებ.
ახლა, მიდევს სავარჯიშო სამოსი, წყალი, სავარჯიშო ფეხსაცმელები, სავარცხელი, კოსმეტიკის ჩანთა, სუნამო.

როგორი ფეხსაცმელები მოგწონს, რა ბრენდის ფეხსაცმელი შენს გარდერობში?

მიყვარს იტალიური ფეხსაცმელები. „Barneys“ ძალიან მომწონს. ასევე, „Ralph Lauren“.


„ხელოვნების სფეროსთან სულ ახლოს ვიყავი. რობერტ დენიროს
სკოლის კურსები გავიარე. ახლა, ძალიან მაინტერესებს ფოტოგრაფია.“



რომელია ის აქსესუარი, რომლის გარეშეც ვერ გადიხარ სახლიდან?

ალბათ, ჩემი მარგალიტის საყურეები ან რამე ყელსაბამი. ასევე, სათვალე, ბეჭედი. ახლა, შევიძინე მინანქრის ბეჭედი, ძალიან მომწონს. ხშირად არ ვატარებ აქსესუარებს. მოდელი რომ ვარ, ხელს მიშლის კასტინგებზე.

როგორც მახსოვს, ბავშვობიდან გრძელი თმა გაქვს, არ გიყვარს ცვლილებები?

Audrey Hepburn-ის მსგავსად მქონდა შეჭრილი თმა. ექსპერიმენტები არასდროს ჩამიტარებია თმაზე.

თმა მუდმივად მოვლილი უნდა მქონდეს. ხშირად ვაკეთებ თმის შამპუნების რეკლამებს.

ბოლოს რომელ რეკლამაში მიიღე მონაწილეობა?

თმის შამპუნის „Matrix-ის“ რეკლამაში გადამიღეს. ასევე, „Pantene-ს“. ამის გამო, ჩემი თმის შეჭრა არ შეიძლება.

დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს მეწყვილე რამაზ ლაზარიშვილს
პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. გგულშემატკივრობთ ნომერზე 95 111!






Buon Viaggio: ვიქტორია პლეშაკოვა
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio: ილია ბეროშვილი „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“
Buon Viaggio: ზურა ხიზანიშვილი


Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: Buon Viaggio

Share it
Comments
Back to Top