;

5 November 2014      ANGEL     Views 8150    
Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars



ენჯელ.ჯი-ს პროექტ It Girl-სთვის გადავიღეთ ქართველი მოდელი
და "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს მონაწილე მარიამ სანოგო

ფოტოგრაფთან ერთად მარიამს "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს სარეპეტიციოში ვესტუმრეთ სეუ-ს სტუდიაში, ფოტოგადაღება კი შესვენებაზე გავმართეთ. პროექტში ჩაბმის შემდეგ მარიამი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ აქ ატარებს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა, თუმცა პროექტის გამო სრულიად კონცენტრირებულია შოუზე და სამოდელო სფეროში სხვა გეგმებს ვერ სახავდა. 5 ნოემბრის გადაცემაში, მარიამი პროექტს გამოეთიშა.



მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ფოტო-რეპორტაჟი: ელენე გოგელია


სიუჟეტი მომზადებულია პერიოდში, სანამ მარიამის მეწყვილე რეზიკო რობაქიძის ტრამვა გამწვავდებოდა, რის გამოც პროექტში მისი ჩანაცვლება გახდა საჭირო. შემდგომ მარიამს 3 ახალ პარტნიორთან შეთავსება მოუწია, რამაც მისი პროექტში ასპარეზობის რეიტინგი საკმაოდ დაწია და მარიამ სანოგო პროექტს გამოეთიშა, თუმცა კი შოუს დღეს, მე-5 "კინო ტურში" საუცხოო ნომერი გვიჩვენა ოთო ფოლადაშვილთან ერთად, სადაც ის ქალი-კატას იმიჯით წარსდგა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვეღარ ვიხილავთ შოუს ფარგლებში მარიამის ცეკვას. ვუსურვოთ მას წარმატებები სამოდელო სფეროში...




ინტერვიუ ჩაწერილია 5 ნოემბრამდე, პერიოდში, როდესაც მარიამი შოუს მონაწილე გახლდათ.

მარიამ რითი ხართ დაკავებული სამოდელო საქმიანობას გარდა და როგორ ახერხებთ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს დამღლელი და გაუთავებელი სარეპეტიციო საათები ჩასვათ დღის განრიგში
სამოდელო ბიზნესის გარდა ვმუშაობ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს შოუდან გამომდინარე. საკმაოდ რთული აღმოჩნდა მთელი დღე სარეპეტიციოში ყოფნა.

გაგიჭირდათ ფიზიკურად "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს ვარჯიშის რიტმის დაჭერა?
ფიზიკურად საკმაოდ დამღლელია, მაგრამ როდესაც შედეგს ხედავ აზარტში შედიხარ და დაღლაც გავიწყდება.





ვხედავთ მარტივად დაუმეგორბდით მეწყვილეს და შოუს მონაწილეებს,
მაგრამ მაინც თუ გრძნობთ კონკრენტულ გარემოს სარეპეტიციოში?

სარეპეტიციოში დაძაბულობა მატულობს, მაგრამ ერთმანეთთან მიმართებაში არა,
უბრალოდ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.


გაქვთ თუ არა ურთიერთობა პროექტს და ვარჯიშის მიღმა მეწყვილესთან და სხვა მონაწილეებთან?
პროექტში ვინც ვართ მთელი დღეები სარეპეტიციოში ვართ,
ასე რომ მონაწილეების გარდა დიდად არავისთან არც მაქვს კონტაქტი.


თუ გიტაცებდათ ცეკვა და რა მიზნით ჩაერთეთ პროექტში?
ცეკვა ბავშვობიდან მიყვარდა და ეს პროექტი შეიძლება ითქვეს მე-2 შანსია, რომ ვიცეკვო.

გაგიკვირდათ პროექტში მონაწილეობის შემოთავაზების მიღება?
მონაწილეობა წინა სეზონზეც შემომთავაზეს, ასე რომ მეორედ როდესაც დამირეკეს აღარ გამიკვირდა.







თუ ერევით სასცენო კოსტუმების შექმნასა და ცეკვის სტილისტიკის არჩევაში?
კოსტუმებს ზენკა და მარი მირეკავენ და ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა ჩემს სურვილებს ითვალისწინებენ.
ცეკვას რაც შეეხება, სტილს მე ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ არის მოძრაობები, ვცდილობ "ჩემებურად" გავაკეთო.



როგორ ფიქრობთ, თუ შეუწყო ხელი პროექტში გამოჩენამ თქვენს სამოდელო კარიერას?
სამოდელო კარიერაში ისედაც საკმაოდ წარმატებული ვიყავი და დიდად განსხვავებას ჯერ ვერ ვხედავ.


როგორია თქვენი გეგმები სამოდელო კარიერასთან დაკავშირებით?
ვნახოთ სამომავლოდ რა იქნება. მოდის კვირეულში მიმიღე მონაწილეობა და
პროექტის დასრულებას ველოდები, ჯერჯერობით კონცენტრირებული ვარ პროექტზე.





ფოტოები პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს ფეისბუქის ფეიჯიდან:
www.facebook.com/dancingofficial



რეზიკოს "ჩანაცვლება" - ქორეოგრაფ ალექსანდრ ოხრიმენკოსთან ერთად


მარიამი და მისი ახალი, დროებითი მეწყვილე ირაკლი საბაძე


თბილისის მოდის კვირეული

შოუს ბექსთეიჯში




Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top