;

2 November 2014      ANGEL     Views 9151    
Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars



It Girl: მოდელი თამთა შედანია

ენჯელ.ჯი-ს პროექტ It Girl-სთვის გადავიღეთ ყოფილი "მის საქართველო",
მოდელი თამთა შედანია მის ქალიშვილ მიასთან ერთად

ინტერვიუში თამთას ვესაუბრეთ ორსულობის პერიოდზე, როდესაც ის შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებდა, მის სტილზე და სამოდელო კარიერაზე, რომელსაც ახალი შემართებით დაუბრუნდა.

მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ფოტო-რეპორტაჟი: ელენე გოგელია





თამთა, ფოტოებიდან ვხედავდით, რომ არც ორსულობის პერიოდში მოგიმატიათ მნიშვნელოვნად, ჯერ კიდევ მაშინ - ორსულობის პერიოდში გვსურდა თქვენი გადაღება It Girl პროექტისთვის, რათა აგვესახა თქვენი სტილი ორსულობის განმავლობაში, როგორ ახერხებდით ასეთი განწყობის შენარჩუნებას და როგორ ჩაიარა ორსულობის პერიოდმა

სასიამოვნოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ ხალხი თვლის და მეუბნება კიდეც, რომ ორსულობის პერიოდში წონაში არ მომიმატნია, იქიდან გამომდიანრე, რომ ეს ჩემს ვიზუალზე დიდად არ აისახებოდა... მაგრამ სინამდვილეში, ორსულობის პერიოდში ყველანაირად ვცდილობდი ჯანსაღი ცხოვრების რითმი შემენარჩუნებინა, მაგრამ არ დაგიმალავთ და 20 კგ. მოვიმატე!
მშობიარობის შემდგომ კი 9 კილოთი ნაკლები გამოვედი სამშობიაროდან, მაგრამ ჩემს ჩვეულ წონას ადვილად დავუბრუნდი, მშობიარობიდან ერთ თვეში უკვე ფორმაში ვიყავი. საერთოდ ძალიან მიყვარს ვარჯიში და ფეხით სიარული, რაც ძალიან მსიამოვნებს და ვცდილობ ჩემი დროის გარკვეული ნაწილი ამას დავუთმო.




პუბლიკამ საკმაოდ გვიან გაიგო თქვენი ორსულობის შესახებ, რაც მის საქართველოს და სხვა კონკურსების მიმდინარეობის პერიოდს დაემთხვა, ორსულობის გამო მრავალ შემოთავაზებაზეც თქვით უარი "მის სამყარო" და "მის მსოფლიოს" კონკურსის შემდეგ, ახლა კი ალბათ ახალი შემოთავაზებების მოლოდინში ხართ, თუმცა ალბათ მაინც ყველა ელოდა თქვენს დაბრუნებას, რა ვითარება დაგხვდათ სააგენტოში?

იქიდან გამომდიანრე, რომ არ ჩატარდა 2013 წელს მის საქართველოს კონკურსი და მე მომიწია 2 წელი მის-ობა და ჩემი მოვალეობის შესრულება... ამაში იმას ვგულისხმობ, რომ მე ვიმყოფებოდი 2012 წლის მის სამყაროზე და 2013 წლის მის მსოფლიოზე. მე ჩემი მოვალეობები პირნათლად შევასრულე ქვეყნის და სააგენტოს წინაშე, რაც შეეხება ჩემს ორსულობას, მე დანიშნული ვიყავი იმ პერიოდში და სრულიად ნორმალურია ის ფაქტი, რომ მე გავაჩინე შვილი, ამაში გასაკვირი არაფერია! შემოთავაზებები მე ყოველთვის მქონდა და მექნება, ჩემზეა უკვე დამოკიდებული რამდენად წავალ თუ არა, მე ჯერ მყავს პატარა შვილი და ვზრდი მას, ამაზე დიდ სიამოვნებას არაფერი არ მანიჭებს და ვერანაირი კონტრაქტი ვერ ჩაანაცვლებს მას!




▶ ახლებური შემართებით და ენერგიით დაუბრუნდით სამოდელო ბიზნესს და გიხილეთ რამდენიმე ახალ ფოტოსესიაში, თუმცა რა თქმა უნდა აზიის სამოდელო სფეროში მუშაობის რიტმის და კონკურსების შემდეგ აქ თქვენთვის გასაკვირი არაფერია.
დიახ, იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ სულ შემართებით ვარ.

თქვენი გამოცდილების და დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ ხართ პრეტენზიული მოდელი?
პრეტენზიული მეტ ნაკლებად ვარ, საერთოდ ზოგადად მოდელი არ უნდა იყოს პრეტენზიული. საქართველოში მოხარული ვარ, რომ ამ სფერომ ფეხი მოიკიდა და დღითი დღე ვითარდება სიტუაცია, როგორც მოდელისთვის, ასევე ამ სფეროში მომუშავე ყველა პიროვნებისთვის.



თუ გეხმარებიან ოჯახის წევრები შვილის აღზრდაში და თუ გრჩებათ დრო სხვა აქტივობებისთვის
დედობა არის ერთ ერთი რთული და საპასუხისმგებლო საქმე, რაც მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როგორც დედა, ჩემი დროის ძირითად ნაწილს მიასთან ერთად ვატარებ, მაგრამ არის სიტუაციები როდესაც მე მიწევს გადაღებაზე წასვლა ჩემს შვილს კი მარტო ჩემს ახალგაზრდა და უმშვენიერეს დედიკოს ვანდობ!

style icon თუ გყავთ? და როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, საკმაოდ ხშირად ვხედავთ თქვენს ფოტოებს მეგობარ იკი ჩხაიძესთან ერთად, რომელსაც კონკურსის შემდეგ დაუახლოვდით, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს გოგონები, სადაც ასევე მიასაც ვგულისხმობთ: )
საერთოდ კონკრეტულად არავის არ ვთვლი, იქიდან გამომდიანარე, რომ ჩემი აზრით ყველა ადამიანი სრულფასოვანია და ინდივიდუალური, რაც შეეხება იკი ჩხეიძეს ის არის მიას ნათლია და ჩემი საუკეთესო მეგობარი. ხშირად გვიწევს მიას გასეირნება და ასევე ჩვენი განტვირთვაც გამოდის ამავდროულად.





თქვენს ტატუებზე გვიამბეთ, არ გიქმნით ეს პრობლემას სამოდელო სფეროში?
ჩემი ტატუ არ ვიცი ვის თვალში როგორ მოხვდა, მაგრამ მე ძალიან მიყვარს და არანაირ პრობლემას არ მიქმნის,

"ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე - ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს. ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას..." - წერდით სტატუსად ცოტა ხნის წინ, სხვა რა ცვლილებები მოხდა თქვენს ხასიათში ამ ბოლო დროს.
ეს ჩემი სტატუსი მე ზოგადად დავწერე და მოვიაზრე ის ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. სხვის ცხოვრებას განსჯიან და აკრიტიკებენ, როდესაც თავიანთი ცხოვრება არ აქვთ მოწესრიგებული.




როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით? ვფიქრობთ უფრო თავდაჯერებული გახდით ამ ბოლო დროს, თქვენი სტილი მუდამ გამოირჩეოდა ტენდენციურობით, რომელიც ახლა ძალზედ დახვეწილი და გლამურულია. სად შოპინგობთ და როგორ ანახლებთ გარდერობს?

ვარ ძალიან მიმნდობი, კეთილი, უსაზღვროდ მოსიყვარულე, მიზანდასახული. არ მაშინებს არანაირი დაბრკოლება, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ძალიან მებრძოლი ხასიათის. ვერ ვიტან ტყუილს და ღალატს.

ვარ ძალიან უბრალო ადამიანი და გემოვნებიანი, ჩემთვის არ აქვს მნიშნველობა რა ბრენდის და ფასის ტანსაცმელი მაცვია. შემიძლია ძვირიან პიჯაკს შევუხამო სრულიად იაფფასიანი მაისური, მაგრამ ეს მიხდებოდეს. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი ხრიკი იმისა, რომ მუდამ ფორმაში ვარ და გამორჩეულად გამოვიყურები. ამასთანავე ძალიან მიყვარს შოპინგი, ძირითადად საზღვარგარეთ ვშოპინგობ, არ მიყვარს ძველი ნივთების შენახვა და მსიანოვნებს როცა ჩემს ნივთებს ვჩუქნი იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს სასიამოვნო იქნება.

instagram: @missgeorgia2012

TOP 5 beauty პროდუქტი თქვენი "კოსმეტიჩკიდან" და თავის მოვლის საშუალებებიდან
ჩემს beauty კოსმეტიკა სრულიად MAC და BOBBI BROWN-ის პროდუქციაა.

თუ შეგიძლიათ მისცეთ რჩევა ქართველ გოგონებს სამოდელო კარიერის დასაწყისში
გოგონებს ვურჩევდი რომლებიც დამწყებ ეტაპზე არიან, შეიყვარონ თავიანთი თავი და დააფასონ ბუნებრივი სილამაზე, მოუარონ საკუთარ სხეულს. დიდი ყურადღება მიანიჭონ ჩაცმის სტილს და ინდივიდუალურობას. იყვნენ კომუნიკაბელურები და უყვარდეთ თავიანთი პროფესია, და ბოლოდ Audrey Hepburn-ის სიტყვებს მოვიშველიებდი "happy girls are the prittiest girls"



instagram: @missgeorgia2012








Category: Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top