14 October 2014      ANGEL     Views 12 135    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი სალომე ჭაჭუა

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია სალომე ჭაჭუა. სალომესა და კრისტის „Unique Terrace-მ“ უმასპინძლა. როგორია სალომეს ყოველდღიური სტილი,საყვარელი დიზაინერისა და მისი სუსტი წერტილის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა





სალომე,დიდი მადლობა რომ ხარ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი.ჩვენი სასაუბრო თემა მოდას ეხება,თუმცა შენი პროფესიიდან გამომდინარე მინდა ვისაუბროთ შენს საკონკურსო კოსტუმებზე.როგორც ვიცი,შენ თვითონ ქმნი სასცენო კოსტუმების დიზაინსაც.სად იკერება შენი საკონკურსო კოსტუმები?

საკონკურსო კოსტუმებს სპეციფიკური კერვა სჭირდება.
არის ერთი ქალბატონი ლუბა, რომელიც ძალიან კარგად კერავს. უცხოეთიდანაც უკვეთავენ კოსტუმებს.ყოველთვის მასთან ვიკერავ. „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ თავისი დიზაინერები ჰყავს.

ამ სეზონზე ვინ შეკერავს შენს კოსტუმებს?

ნინო ბაბუხადია.ძალიან კარგი გოგოა.კარგად კერავს, ტანზე აჯენს კოსტუმს. ერთობლივად ყველაფერს ვაკეთებთ.ცეკვის სფეროში სხვა მოდელებიც შემოდის. მოდელზეც ერთობლივად ვთანხმდებით. ესპანურ ცეკვაზე - პასო დობლზე, რომელიც ვიცეკვეთ რუშებიანი კაბა უნდა მცმოდა, მაგრამ შევაცვლევინე, ჯობდა უფრო თანამედროვე ყოფილიყო.

რეპეტიციის დროს როგორი სამოსი გაცვია,სად იძენ სარეპეტიციო სამოსს?

სამწუხაროდ, თბილისში არ იყიდება საცეკვაო სამოსი.
ძირითადად ვიწერთ, მით უმეტეს ფეხსაცმელებს. აქაც კერავენ, მაგრამ გამოწერილი უკეთესი ხარისხის არის.



არის გამორჩეული ბრენდი, რომლის სარეპეტიციო სამოსიც გაცვია?

ძალიან მოდური და პოპულარული გახდა რუსული ბრენდი „AIDA“,
თითქმის ყველა მოცეკვავეს აქვს ამ ფირმის ფეხსაცმელი.


ყოფილა ისეთი პრეცედენტი რომ ცნობილ ბრენდს,
მაგალითად „შანელს“ შეუკერავს საკონკურსო კოსტუმი?

ჩემთვის ჯერჯერობით არა, მაგრამ ყოფილა ასეთი შემთხვევა მსოფლიო ჩემპიონს ეცვა „შანელის“ კაბა.

ყველაზე კომფორტულად რომელ სტილში გრძნობ თავს?

მოცეკვავეებს ძირითადად, სპორტული სტილი გვიყვარს. ვარჯიშზეც რაც უფრო დახეული და დაძონძილი სამოსი გვაცვია, მით უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
ყველა მოცეკვავე ასეა. მაისურს და ელასტიკს რომ შევიძენ დავგლიჯავთ, დავხევთ და მერე უფრო კარგად გვაცვია. სამეჯლისო ცეკვების სამოსი რაც უფრო მომჯდარია ტანზე მით უფრო უკეთესია. როცა პროფესიონალ მეწყვილესთან ერთად ვვარჯიშობ იქ უკვე ლათინური ან სტანდარტული ცეკვის კაბა მაცვია, რომ იმავე მდგომარეობაში ვიყო როგორც კონკურსზე. ჩვენ ხომ სპორტულებით არ გავდივართ კონკურსზე. ვცდილობთ, იმ დისკომფორტს შევეჩვიოთ ვარჯიშზე, რომ იგივე სცენაზე არ მოხდეს. თმასაც ყოველთვის ისე ვიკეთებ როგორც იქ უნდა მქონდეს, კარგად ვიჭერ, ვეჩვევი რომ კონკურსზე თავის ტკივილმა არ შემაწუხოს. გაშლილი თმით არ ვვარჯიშობ.



„ცეკვავენ ვარსკვლავების“ სეზონების განმავლობაში შეკერილი კოსტუმებიდან რომელს გამოარჩევდი?

ბევრი იყო. ძალიან საინტერესო გამოვიდა ლეოპარდის კოსტუმი. უცბად გადაწყდა. საინტერესო დადგმაც იყო. მახსოვს,ნაჭერზე ბევრი ვირბინე და ბოლოს მივაგენი იმას, რაც მჭირდებოდა. ჩემი ნაჭრით შეიკერა კოსტუმი.

შენ გაქვს შენი სტუდია,იქ რა მოთხოვნებია რეპეტიციებისთვის, რა უნდა ეცვათ ბავშვებს?

აუცილებლად მუქი ელასტიკი ან კოლგოტი, ბოდე და საცეკვაო ჩუსტები. 2-3 წლიან ბავშვებს უკვე მომჯდარი ბოდე და ქვედაბოლო, როგორც კონკურსზე აცვიათ ისე. კოსა უნდა ჰქონდეთ აუცილებლად.




დავაკვირდი მოცეკვავებს,ან კოსა აქვთ გაკეთებული ან მოკლედ აქვთ შეჭრილი თმა.

კი, ახლა გახდა მოკლე თმა მოდური. ზოგი იმიტომ იჭრის, რომ თავის მოძრაობა უფრო სწრაფი გამოუჩნდეს.
ზოგს უხდება და იმიტომ იჭრის. მე არ მომწონს, კლასიკური უკან გადაწეული თმა მირჩევნია.

მაკიაჟს შენ თვითონ იკეთებ კონკურსებზეც?

კი, ყოველთვის.


ჩვენი მასპინძელი არის ჩანთების მაღაზია BUON VIAGGIO ,შენ როგორი ჩანთები გიყვარს?

სპორტული ჩანთები მიყვარს. მომწონს კლასიკური მოდელებიც, მაგრამ იშვიათად ვიყენებ.






არის შენი სუსტი წერტილი ჩანთა?

არა, ჩემი სუსტი წერტილი ცეკვის ფეხსაცმელებია. სულ სხვადასხვა ფერის მაქვს. ძალიან ხშირად ვიცვლი.
ერთი კონკურსია საჭირო და ეგრევე ფუჭდება. კონკურსზე რომ მივდივართ ახალს ვიცვამთ, ვდრიკავთ და ისე გავდივარ სცენაზე. ნახმარი ფეხსაცმელი არ ვარგა, კარგავს სიმყარეს, რაც მოცეკვავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენი წყვილი გაქვს შეგიძლია გვითხრა?

მართლა, არ ვიცი.ერთი დიდი ჩანთა მაქვს,სადაც ყველა ერთად მიდევს.

ყოველდღიური სამოსიდან რა გიყვარს ყველაზე მეტად?

ადრე ძალიან ბევრ ჯინსს ვყიდულობდი. ახლა, ფეხსაცმელებზე გადავერთე.
ძირითადად სპორტულად მაცვია, თუმცა გამოსასვლელი კაბებიც მიყვარს.





ქართველ დიზაინერებს ხშირად მიმართავ? ვისი სამოსი მოგწონს ყველაზე მეტად?

დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ მივმართავ. ძალიან მომწონს ავთანდილ ცქვიტინიძის სამოსი.

საქორწილო კაბა ვისთან შეიკერე?

„მარიონელაში“ შევიკერე.


ტატუ თუ გაქვს, რა დანიშნულება აქვს შენთვის?

კი,ორი ტატუ მაქვს. Dance Forever მაწერია.

რომელია ისეთი აქსესური,რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ?

ერთადერთი, რაც მიკეთია საქორწილო ბეჭედია.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არ მჭირდება სხვა რამე.რომ მიკეთია პირიქით მაწუხებს. მიყვარს საყურეები, ძალიან ბევრი მაქვს. მომწონს ოქროსფერი ნივთები. ვარჯიშზე ძალიან მაწუხებს. პატარა ყურები მაქვს და აქეთ იქით დადის. ტრიალის დროს თვალზე მხვდება. კონკურსზე მეც ვიკეთებ. ფრჩხილიდან დაწყებული თმის ღერით დამთავრებული ძალიან მაგრად უნდა გამოიყურებოდე, რომ შეგამჩნიონ. სულ ვცდილობ, მსუბუქი საყურეები და სამაჯურები გავიკეთო.

დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ შენ და
შენს მეწყვილეს ზურა გორგაძეს პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“!





Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი


Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: Buon Viaggio

Share it
Comments
Back to Top