;

25 October 2013      ANGEL     Views 9494    
Category: Georgians



მის საქართველოს მონაწილეობა მის სამყარო 2013-ში MISS UNIVERSE 2013 როგორც ცნობილია, წელს «მის სამყარო 2013»-ის ფინალურ შოუში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა მის საქართველოს ტიტულის მფლობელი და იმიჯ ცენტრის წარმატებული მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი.

კომპანია იმიჯ ცენტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო კონკურსზე მგზავრობისას ჯანეტს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც იგი მოათავსეს ხარკოვის საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მასთან ერთად ხარკოვში იმყოფებიან მისი მშობლები და მათი თქმით ჯანეტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, თუმცა სრული გამოჯანმრთელებისათვის მას გარკვეული დრო დასჭირდება.

კომპანია იმიჯ ცენტრი წუხს ჯანეტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ წელს ჯანეტი ვერ მოახერხებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღებას, რადგან ნებისმიერ კონკურსში, მითუმეტეს ასეთი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა დაკავშირებულია ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან, რასაც ამ ეტაპზე ჯანეტი ვერ შეძლებს.



კომპანია იმიჯ ცენტრის ხელმაღვანელი ია კიწმარიშვილი უკვე დაუკავშირდა მის სამყაროს ორგანიზაციას და აცნობა მათ არსებული მდგომარეობა. მის სამყაროს ორგანიზატორები გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას, ისინი აღნიშნავენ, რომ ყველა ადამიანისთვის ჯანმრთელობის საკითხი არის უპირველესი მნიშვნელობის და ჯანეტს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

იმიჯ ცენტრი უმორჩისელად სთხოვს ჟურნალისტებს და ამ თემით ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ რაიმე სახის დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და საკითხისთვის პოლიტიკური ელფერის მინიჭებისაგან.

იმიჯ ცენტრი კატეგორიულად უარყოფს ინტერნეტში გავრცელებულ სპეკულაციას იმის შესახებ, თითქოს და ჯანეტს უარი ეთქვა კონკურსში მონაწილეობაზე პოლიტიკური მოტივით. პირიქით, რუსეთის მხრიდან მის სამყაროს ორგანიზატორი კომპანია “კროკუს სითი” აქტიურად თანამშრომლობდა იმიჯ-ცენტრთან და ყველანაირად ხელს უწყობდა მას საორგანიზაციო თუ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში, რისთვისაც ჩვენ მადლობას ვუხდით კომპანია “კროკუს სითის” მენეჯმენტს.

კომპანია იმიჯ ცენტრი ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ჯანეტის კონკურსისათვის მოსამზადებაში, მის მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს და იმედოვნებს, რომ ის მალე გამოჯანრთელდება და მომავალში შეძლებს მონაწილეობას სხვა საერთაშორისო კონკურსებში.



Category: Georgians
Tags: Miss Georgia, Miss, მის საქართველო, Georgia, Georgian

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top