;

30 July 2013      ANGEL     Views 11782    
Category: Georgians, for ANGEL.ge

სანამ ჩვენი საიტი ენჯელ.ჯი საზაფხულო არდადაგებს მიაშურებს თავს გადავწყვიტეთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, It Girl-ებს გავსაუბრებოდით და გამოგვეკითხა, თუ როგორ ატარებენ ზაფხულს და რა გეგმები აქვთ 2013 წლის ამ სეზონისთვის.

მოდელი, მის საქართველოს ტიტული მფლობელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილის განრიგი მართლაც შთამბეჭდავია, ჩანს რომ ის მუდამ საინტერესოდ და გლამურულად ატარებს დროს, მისი განრიგი მოულოდნელი და სასიამოვნო სურპრიზებითაც არის აღსავსე. ▶ ამიტომაც მასთან ინტერვიუ მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის:

Nanuka Gogichaishvili @nanukagogicha



❝ მე პირადად კიდევ ვმუშაობ და გული მწყდებოდა ჯაზ ფესტივალზე რომ ვერ ვახერხებდი წელს წასვლას, თუმცა პარასკევს სრულიად დაუგეგმავად მეგობრებმა გამომიარეს და ზუსტად ნახევარ საათში ბათუმში ჩამოვედი, ორშაბათს კვლავ თბილისში ვბრუნდები სამუშაოდ.❞

გვიმხელს, რომ აგვისტოს თვეში პარიზში აპირებს წასვლას, შვებულებაში კი ამ თვის ბოლო რიცხვებში გადის, თუმცა არდადაგები ჯერ არ დაუგეგმავს.

▶ თავისუფალ დროს მეგობრების გარემოცვაში ატარებს ქალაქ გარეთ ან
რომელიმე ლაუნჯსა და თუ ბარში თუ შაბათ-კვირა ემთხვევა.

check in-ში მიყვარს პარასკევს ან შაბათს მისვლა, კარგი მუსიკაა და პატარა ადგილია სადაც ერთი სამეგობრო წრე კარგად დაეტევა:) ასევე რადისონის ვერანდა კარგია განვტვირთვისთვის, მიყვარს ლისის ტბაზე სიგრილეში ფეხით სიარულიც...



▶ შეკითხვაზე თუ როგორ ემზადება ზაფხულის სეზონისთვის:
უკვე ბათუმში ვარ, ძირითადად თმის და კანის დამცავებს ვიმარაგებ,
ეს არის ერთერთი მთავარი სამზადისი.


ამბობს რომ აუზზე დადის, თუმცა ძირითადად წყნეთში ადის მეგობრებთან და იქ ირუჯებიან.
პიკნიკების მოყვარული კი არ არის, რადგან ძალიან ეშინია ქვეწარმავლების.

წყნარი დასვენება ჩემ ხასიათს არ უხდება, წყნარ კურორტსაც კი ავახმაურებ ხოლმე,
ზედმეტად აქტიური ხასიათი მაქ და აქტიური დასვნებაც ამიტომ მიყვარს...




როგორ გაატარებდით თქვენს განრიგში უცაბედად გამოჩენილ 1 თავისუფალ დღეს?
აი გამომიჩნდა უცაბედი დღე და წავედი ბათუმში, კიდევ თუ გამომიჩნდება ესეთი შანსი ძალიან მინდა ლოპოტაზე წასვლა ერთი საღამოს საკმარისი იქნება დასასვენებლად.❞

შოპინგს თითქმის არასდროს ვაწყობ, ერთადერთი გოგო ვარ ალბათ რომელსაც არ უყვარს, ყველაფერს ვაკეთებ ოღონდ ეს რიტუალი ავიცილო თავიდან... როდესაც შოპინგ მოლში ვარ 1-2 მაღაზიას მოვივლი და გავრბივარ კტბილეულის მაღაზიაში და იქ შოკოლადებზე შოპინგი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს (სამოსზე მეტად მიყვარს თავის მოვლის საშუალებების ყიდვა, შემიძლია ათასი თმის ნიღაბი, body ლოსიონი და body butter ვიყიდო, ჩემი გატაცებაა.

▶ საზაფხულო სამოსის არჩევისას ამბობს, რომ ძირითადად ფერზე აკეთებს აქცენტს
და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს.



ფოტოები ნანუკას ინსტაგრამიდან: @nanukagogicha


ნანუკას დაბადების დღის წვეულება, ფუნიკულიორზე





ფლორენციაში














Category: Georgians, for ANGEL.ge
Tags: Miss Georgia, Miss, მის საქართველო, Georgia, Georgian

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top