;

30 May 2013      ANGEL     Views 24325    
Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge



ნინი ზარქუა ქართველი მოდელი და ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. გამორჩეულად დახვეწილია ნინის სტილი, ამიტომ მოვიწვიეთ ამ პროექტში გადასაღებად. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ამჟამად რუსეთში თამაშობს, ნინი კი შვილებთან ერთად საქართველოშია და მეუღლეს პერიოდულად სტუმრობს.

ნინი ზარქუა ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია; ჟურნალისტი: თათია მსხვილიძე





თქვენი სტილი გამორჩეულია და ფეხდაფეხ მიყვებით მოდას, ხშირად შეგვინიშნიხართ ცნობილი ბრენდების ნივთებში გამოწყობილი. როგორ არჩევთ მოდის ტენდენციებს, როგორ ეცნობით მათ და შოპინგ-ლოკაციები, სადაც ანახლებთ გარდერობს და რა სიხშირით

❝ ძალიან ხშირად მიწევს ევროპაში სიარული და იქ ვშოპინგობ, საქართველოშიც, თბილისში ძირითადად ქართველი დიზაინერების სამოსს ვყიდულობ. მოდას თუ მივსდევ, ასე ძალიან რთულია მოდას მიყვე იმიტომ, რომ ტენდენციები იცვლება ძალიან ხშირად და ძალიან დიდი ფულია საჭირო რომ მოდას მისდიო. მაგალითად, როგორც ანა დელა რუსოა, აი ის მართლა მისდევს მოდას, ჩემზე მიმაჩნია რომ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რომ - მივსდევ მოდას. მე არ მივსდევ მოდას, მე მაცვია ის, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს. არის ისეთი რაღაცეები მოდაში,მაგალითად ტოპები, რომლებსაც მე არ ჩავიცვამ და ჩემს სტილში არ ჯდება. შეიძლება 3-4 წლის წინანდელი ნაყიდი ტანისამოსი ჩავიცვა და ისე წარმოვაჩინო, თითქოს ახალი და მოდურია ❞



#1 ლუქი: სახლში, ინტერვიუს დროს
ნახატი: ოლეგ ტიმჩენკო





არ არის საჭირო გეცვას ძალიან ბრენდული ტანისამოსი რომ გამოიყურებოდე მოდურად, ჩემს მაგალითზე გეტყვით მიუხედავად იმისა რომ გარდერობში ძალიან ბევრი ბრენდი მაქვს, სულ ბრენდები არ მაცვია, შემიძლია ლუქი ავაწყო H&M -ში,Topshop-ში , zara-ს იშვიათად, აი მანგოს საერთოდ არ ვიყენებ. არა ბრენდული და არც ძალიან ძვირიანი ბრენდისაგან შეიძლება რომ აიწყოს ძალიან კარგი ლუქი. ვისაც არ აქვს საშულება რომ ბრენდები ეცვას, შესაძლებელია ქართველი დიზაინერების ტანისამოსის შეძენა, რომლებიც საკმაოდ იაფი ღირს თბილისში. ჩემ ლუქში ფეხაცმელი და ჩანთა ყოველთვის არის ძვირადღირებული, ეს ორი რამ არის სტილის განმსაზღვრელი, და მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მათ. ძალიან მიყვარს საათები და ვცდილობ, რომ ყოველთვის კარგი და ბრენდული საათი მეკეთოს.



❝ განსაკუთრებული თავის მოვლის საშუალებები არ მაქვს, მაგალითად რაღაც ნიღბები, ვფიქრობ რომ ჯერ არ მჭირდება, ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და გადამეტება არ მჭირდება. აუცილებლად ვურჩევ ყველას ვისაც სჭირდება, მიხედოს თავს და გაიკეთოს თუნდაც ბოტოქსი. ესაა ადამიანის კულტურა, თუ გჭირდება აუცილებლად უნდა გაიკეთო და მიხედო საკუთარ თავსა და გარეგნობას, გააჩნია როგორი შესაძლებლობა გაქვს იმის და მიხედვით რა თქმა უნდა. ❞

#2 ლუქი: სახლში, "თავისუფალ დროს"






#3 ლუქი: ვაკის პარკში ძაღლთან ერთად



დასთან ერთად



ნინი ზარქუა =  5 looks
ესწრებით თუ არა ამისულას თამაშებს. და ყოველთვის საინტერესო იყო - ვისთან ერთად და როგორ გამოწყობილები ადევნებენ თვალს ფეხბურთელის ცოლები მეუღლეების თამაშს

საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ კი თბილისშია აუცილებლად ვესწრები, საფრანგეთშიც ვიყავით ცოტა ხნის წინ და მატჩსაც დავესწარი სალომე ღვინიაშვილთან ერთად. ესპანეთშიც ვაპირებთ წასვლას. ლუქი ძალიან თავისუფალი მაქვს, სპორტული სტილი, არანაირი გადაპრანჭვები. ჩემი ქმარი რუსეთში თამაშობს და ძალიან არ მომწონს, როცა ვუყურებ იქაურ ცოლებს, რომლებიც 10 სმ-იან ფეხსაცმელებით დგანან და ზედმეტად გადაპრანჭულები არიან, ეს არის ჩემთვის ძალიან მიუღებელი. ❞

ქალიშვილი ანანო როგორც ინსტაგრამის ფოტოებიდან ჩანს საკმაოდ პრანჭია ტიპიური გოგოა, როგორ ანებივრებთ მას და რა ხდება მის გარდერობში

❝ ანანო - მის გარდერობში ძალიან ბევრი ფუშფუშა კაბები, ძალიან უყვარს დისნეის გმირების გამოსახულებიანი კაბები, ძალიან პრანჭიაა, თუმცა თავისი სტილი აქვს და მაგიჟებს მართლა, 4 წლისაა და როგორც თვითონ უნდა ისე იცვამს. ძალიან უყვარს მოკლე კაბები და წკაპუნა ფეხსაცმელები. ძალიან საყვარელი სტილი აქვს და დიდად არ ვერევი, იმიტომ, რომ მართლა მომწონს. ფუშფუშა კაბები კი ძირითადად სახლში აცვია.
ბიჭი დადის ფეხბურთზე, დინამოს აკადემიაში, ძალიან მოსწონს და უყვარს ფეხბურთი და დიდი სურვილი აქვს რომ როგორც მესი, ისეთივე წარმატებული ფეხბურთელი გამოვიდეს. მესი მისი საყვარელი ფეხბურთელია ❞

#4 ლუქი: წყნეთის აგარაკზე შვილებთან ერთად





როგორია დღის განრიგი

❝ ჩვეულებრივი დღე - როცა ვიღვიძებ ბავშვებს სკოლაში და ბაღში გავუშვებ. ჯერჯერობით არ ვმუშაობ მეუღლისგან გამომდინარე, რადგან ძალიან ხშირად მიწევს მასთან გარკვეული დროთ ჩასვლა, ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ მუშაობას. თუმცა როცა ორი შვილი და ოჯახი გყავს რა თქმა უნდა მასაც მოვლა სჭირდება. მეგობრებთანაც დიდ დროს ვატარებ, ამასთანავე ბავშვებიც დადიან წრეებზე: აუზე, ბალეტზე, ფეხბურთზე. მე დავდივარ ინგლისურზე და ვუღრმავდები ენას, ძალიან მინდა კურსები გავიარო ჯიპაში და მაქვს რაღაც გეგმები. ეხლა კიდე ზაფხული მოდის და ზღვის და გართობის დრო მოდის ❞






საყვარელი ადგილები თბილისში, სადაც ატარებთ თავისუფალ დროს

❝ ძალიან ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს თბილისში, მაგრამ ალბათ უფრო ფრანგული რესტორანი, ძალიან კარგად ვართ გოგოები მანდ. საერთოდ ყველაგან კარგად ვერთობი თუ კი ბევრნი და სამეგობრო წრე ვართ

პროფესიით დიპლომატი ხართ, იყავით ნატალის მოდელი, თუმცა მოდელობას თავი მიანებეთ. ნათქვამი გაქვთ, რომ მოდის ბიზნესი არ ვითარდება და მომავალს ვერ ვხედავო, დღეს მრავალი თქვენი მეგობარი მოდელი პოდიუმს დაუბრუნდა "მოწვეული სტუმრის" სტატუსით, შესაძლოა თუ არა front-row-დან პოდიუმზე გადაინაცვლოთ


instagram @zarquanini


პოდიუმს ალბათ აღარ დავუბრუნდები, როდესაც პირველი ფეშენ ვიკი იყო მაშინ გამოვედი 9 ჩვენებაზე, მას შემდეგ არა და არც ვაპირებ თუ კი ძალიან ახლობელი არ მთხოვს. თითქმის ყველა დიზაინერთან ვმეგობრობ, შეიძლება გამონაკლისად, "არასდროს" - ნამდვილად არ ვიტყვი, მე თვითონ არ მაქვს სურვილი რომ გამოვიდე. საერთოდ ძალიან კარგი თაობა მოდის, ძალიან მომწონს და სჯობს რომ მათ დავუთმოთ გზა.

ნინი ზარქუა =  5 looks
❝ ფეშენ ვიკის შეფასება ალბათ უფრო მოდის კრიტიკოსებს უნდა მივანდოთ. მთავარია ის, რომ ვითარდება და ძალიან მიხარია. 4 წლის წინ იყო, როცა 2 ფეშენ ვიკი ჩატარდა, საერთოდ თბილისში ყველაფერი რაღაც განსხვავებულად შემოდის. ეხლა რაღაც დარეგულირდა, დაბალანსდა. თაკო ჩხეიძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მან თავის თავზე აიღო და ძალიან კარგად უძღვება და ართმევს თავს. ვფიქრობ რომ მომავლისთვის კიდევ უფრო დაიხვეწება.❞❞


როგორ დაახასიათებდით (აღწერდით) თქვენს სტილს

თავისუფალი, ,,ქეჟუალი’’ სტილი მაქვს. არ მიყვარს მაღლების ჩაცმაა, მიუხედავად იმისა, რომ როცა შოპინგზე მივდივარ საერთოდ დაბლებს არ ვუყურებ, სულ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვყიდულობ. ძალიან ბევრი მაქვს, თუმცა რამდენიმე წყვილი საერთოდ არც ჩამიცვამს იმიტომ, რომ არ მიყვარს, არაკომფორტულად გვრძნობ თავს, ასე რომ ჩემთან უფრო თავისუფალი სტილია ახლოს



#5 ლუქი: წყნეთის აგარაკზე





ცხოვრობთ საქართველოში, ხომ არ აპირებს ოჯახი ქვეყნის დატოვებას

ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ, გამომდინარე იქედან რომ ბავშვები სკოლაში ბაღში დადიან, მეუღლესთან თვე ან თვენახევრით ჩავდივარ, ისე რომ მაგალითად ერთი წლით წავიდე არა ❞



ნინი ზარქუა ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია; ჟურნალისტი: თათია მსხვილიძე


Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge
Tags: 5looks, angel.ge-სთვის, 5 looks, ინტერვიუ, ნინი ზარქუა

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top