;

17 June 2013      ANGEL     Views 7477    
Category: Georgians



კომპანია “იმიჯ-ცენტრი” გახლავთმის საქართველო-ს ორგანიზატორი და მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების Miss World-ის, Miss Universe-ის, Miss Intercontinental-ის და Miss Tourism International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

კონკურსი “მის საქართველო” ყოველწლიური პროექტია, რომელიც უკვე მეთერთმეტედ ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობაში.

პროექტი “მის საქართველო”
ემსახურება ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა: - საქართველოს კულტურის, ხელოვნების, ფოლკლორის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე. ტურიზმის განვითარება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა ახალგაზრდებში, მოდისა და ხელოვნების სფეროების განვითარება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელება. ქართული და საერთაშორისო ბრენდების და პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის ხელშეწყობა.



“მის საქართველო 2013” იქნება მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება
ტელეკომპანია იმედის და ღონისძიების სხვადასხვა პარტნიორების მხარდაჭერით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ 17-25 წლამდე ასაკის გოგონებს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ივნისამდე, კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ოფისში ნ. ნიკოლაძის 6-ში.

ფინალური კასტინგი ჩატარდება 21 ივნისს, სადაც შეირჩევა 20 გოგონა,
რომლებიც გააგრძელებენ “მის საქართველო 2013”-ის ტიტულისთვის ბრძოლას.

ტრადიციულად კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება მთავარი პრიზით - ავტომობილით.
უკვე მესამედ, ღონისძიების მთავარ პრიზს აწესებს კომპანია “ტოიოტა ცენტრი თბილისი” და გამარჯვებულ
“მის საქართველო 2013”-ს გადაეცემა ახალი მოდელის, ელეგანტური ავტომობილი “ტოიოტა RAV 4”.
“მის საქართველო 2013”-ის გამარჯვებული ტოპ-5 გაემგზავრება სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე.


ენჯელ.ჯი - “მის საქართველო 2013” საინფორმაციო მხარდამჭერია


Category: Georgians
Tags: Miss Georgia, Miss, მის საქართველო, Georgia, Georgian

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top