6 April 2013      sabavachiberidze     Views 6 672    
Category: Georgians


გუშინ კიევში გაიმართა "ახალი ტალღის" დასკვნითი შესარჩევი ტური, სადაც ცნობილი გახდა,
რომ წელს იურმალაზე საქართველოს სახელით სალომე ქათამაძე წარსდგება


უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სახელით იურმალის ფესტივალზე არავინ წასულა , თუმცა წლევანდელ წელს ამ პროექტთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი ატყდა. შიდა კონკურსში მონაწილეობა 30-მა კონკურსანტმა მიიღო, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მონაწილეებს შორის მრავლად იყვნენ "ახალი ხმის" კონკურსნატები, მათ შორის ფინალისტები ( სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე) და ნახევარფინალისტები ( ვერიკო მაცაბერიძე და მაგდა ვასაძე ) .

შიდა ქასთინგზე 2-მა კონკურსნტმა მოახერხა ჟიურის გულს მოგება. სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე კიევში გაემგზავრნენ საფინალო ტურზე, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ სალომე ქათამაძე წარადგენს საქართველს 2013 წლის "ახალ ტალღაზე "

2008 წელს დუეტმა "ჯორჯია" მოახერხა და პირველი ადგილი დაიკავა ამ კონკურსზე,
ვნახოთ განმეორდება თუ არა იგივე წარმატება წელს



Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top