;

16 February 2013      ANGEL     Views 31430    
Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge



ენჯელ.ჯის პროექტი 1 Celebrity = 5 looks-ის მორიგი სტუმარი ნინო გაჩეჩილაძეა,
რომელიც მაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალები"-დან გაიცნო "კატო"-ს პერსონაჟით. ნინომ კატო 3 სიტყვით ასე აღწერა: სულელი, კეთილი, ტრაგიკული; საკუთარი თავი კი ამ პერსონაჟისგან სრულიად განსხვავებულად: იდეალისტ და მიზანდასახულად დაასახელა. ვიზუალი და მეოცნებე - ხასიათის ის ნაწილია, რაც მათ აერთიანებთ. ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში ლევ ტოლსტოის ნაწარმოების "ჰაჯი-მურატი" მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე მუშაობს. მის საოცნებო როლებს კი ბერნარდ შოუს "პიგმალიონი", უილიამ შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება" და ტენესი უილიამსის "ვნების ტრავმაი"-ში ბლანშ დიუბუას როლი წარმოადგენს.

გავეცნოთ ნინო გაჩეჩილაძის ჩაცმის სტილს - თუ როგორია ის გადასაღებ მოედანს მიღმა.
ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ მასთან 5 დღე დაჰყო, ფოტომასალა სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის

#1 მარჯანიშვილის თეატრის დატოვებისას



ალბათ უკვე მოსაბეზრებელია თქვენთვის "კატო"-სთან გაიგივება და შეკითხვები მასთან მსგავსებასა და განსხვავებებზე, როგორ ცდილობთ გამიჯნოთ თავი მრავალრიცხოვანი მაყურებლისთვის ნაცნობი პერსონაჟისგან:
❝ ცხოვრებაში "კატოსგან" გამიჯნვა არასდროს დამჭირვებია, რადგან გარდა ვიზუალური მსგავსებისა მასთან საერთო თითქმის არაფერი მაქვს. ერთადერთი შეიძლება მასავით მეოცნებე ვიყო, ეს თვისება ბავშვობიდან მომყვება გულუბრყვილობასთან ერთად, ადამიანებს ადვილად ვენდობი, თუმცა ამ ბოლო დროს არც ისე ადვილად...❞


როგორ დაახასიათებდით "კატოს" პერსონაჟს 3 სიტყვით,
და საკუთარ თავს ასევე 3 სიტყვით:

კატო: სულელი, კეთილი, ტრაგიკული
მე: მეოცნებე, იდეალისტი, მიზანდასახული


#1 look: ზედატანი და ტყავის შარვალი: Bershka, ბოტილონები: Bottega Venetta, კლაჩი: Diesel.
მსგავსი სამოსი Miss Selfridge -ის კოლექციაზე დაყრდნობით. მაღაზია წარმოდგენილია Tbilisi Mall-ში, მე-II სართულზე



კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ, როგორ ვარჯიშობთ და როგორ უვლით თავს, თუ გაქვთ რაიმე "რიტუალი" ან უცვლელი წესი თავის მოვლასთან დაკავშირებით

❝ ვარჯიშით სამწუხაროდ ვეღარ ვვარჯიშობ, რადგან გადაღების და რეპეტიციების გამო ამის დრო თითქმის არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება თავის მოვლის უცვლელ წესს - ძილის წინ ყოველთვის, რაც არ უნდა დაღლილი მივიდე სახლში ვიშორებ მაკიაჟს და ვიბან სახეს სპეციალური გელით, შემდეგ კი დამატენიანებელ კრემს ვისვამ.❞

#2 სახლში, ისი პარის ღონისძიებაზე მიმავალი




მოდური ტენდენციები, საკუთარი სტილი და შოპინგი
❝ რომ გითხრათ მოდური ტენდენციების ზედმიწევნით მიმდევარი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა ვცდილობ რაღაცეები გავითვალისწინო, რეგულარულად ვყიდულობ ჟურნალებს: "VOGUE", "ELLE", "HARPER'S BAZAAR" და ვეცნობი მოდის სიახლეებს, თუ რაიმე მომეწონება მივდივარ "tbilisi mall"-ში და მსგავს ტანისამოსს ვიძენ. საყვარელი ბრენდები მაქვს, თუმცა სამწუხაროდ მათი მაღაზიები ჯერ თბილისში არაა გახსნილი. ესენია: MICHAEL KORS, SONYA RYKIEL, DVF, VALENTINO.❞

❝ შოპინგ-ლოკაციები ყოველთვის სხვადასხვაა. ეს შეიძლება იყოს თბილისი მოლი, ხან მაღაზია "a paris", "take two" და ასე შემდეგ, გააჩნია სად რა ნივთი მომეწონება:) ❞


#2 look: ატლასის შავი კაბა: 'BLACK DIAMOND", ტყავის შავი ფეხსაცმელი: ZARA, ჩანთა: CHANEL
მსგავსი სამოსი Miss Selfridge -ის კოლექციაზე დაყრდნობით. მაღაზია წარმოდგენილია Tbilisi Mall-ში, მე-II სართულზე



მუსიკალური განათლებისა და მუსიკალური ოჯახიდან გამომდინარე
შესაძლოა თუ არა გიხილოთ მომღერლის ამპლუაში

არა, ეს გამორიცხულია. თუმცა არაა გამორიცხული მიუზიკლში მივიღო მონაწილეობა.
თუ შემომთავაზებენ სიამოვნებით დავთანხმდები.



რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც ოდესღაც, როგორც თქვენ დღეს დგანან პროფესიების არჩევის გასაყარზე (ოჯახის წევრების მოსაზრების მიუხედავად თეატრალურში ჩაბარებას და მსახიბობას ვგულისხმობთ, ამ პროფესიის სირთულეებს და სპეციფიკას)

❝ ამ შემთხვევაში არჩევანი მხოლოდ მათი გასაკეთებელია, ჩემს მშობლებს (ბევრი მშობლის მსგავსად) არ უნდოდათ ჩემი მსახიობობა, თუმცა ჩემი სურვილი ამ პროფესიის დაუფლებისა იმდენად დიდი იყო, რომ ყველანაირად მოვინდომე და თეატრალურში მაინც ჩავაბარე. ამ საქმეში მთავარია მოთმინება და თავდადება, პირველ რიგში კი პათოლოგიური სიყვარული პროფესიის მიმართ. ჩემი რჩევა იქნება რაც შეიძლება მეტი ფილმი და სპექტაკლი ნახონ ახალგაზრდებმა, მიიღონ კარგი განათლება და მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავზე, რაც გულისხმობს გარემოთი მაქსიმალურად დატვირთვას და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობას.❞


სასურველი როლი - თქვენი მიზანი სამსახიობო კარიერაში
❝ ჩემთვის რამოდენიმე სასურველი როლი არსებობს, მათ შორის ყველაზე მეტად მსურს ვითამაშო ბერნარდ შოუს "პიგმალიონი"-ში, უილიამ შეკსპირის "ჭირვეულის მორჯულება"-ში და ტენესი უილიამსის "ვნების ტრამვაი"-ში ბლანშ დიუბუას როლი.❞

❝ ამჟამად ვმუშაობ ლევ ტოლსტოის "ჰაჯი-მურატზე", რომელსაც მარჯანიშვილის თეატრში ბატონი გიზო ჟორდანია დგამს, სპექტაკლის პრემიერა აპრილის თვეში გაიმართება.❞

#3 Miss Selfridge-ის outfitt



fashion icon : შესამჩნევია თქვენი სიმპათია ოდრი ჰეპბერნის მიმართ
❝ მართალი ხართ, ჩემი fashion icon ნამდვილად არის ოდრი ჰეპბერნი, ასევე ძალიან მომწონს ჟაკლინ კენედის ჩაცმის სტილი, ორივე ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონები იყვნენ, თუმცა ზოგი თვლის, რომ ასეთი ჩაცმის სტილი დღეს უკვე მოძველდა, მე კი მგონია, რომ ის, რაც ლამაზია და ქალის სილუეტს მაქსიმალურად დახვეწილად წარმოაჩენს, არასდროს გადადის მოდიდან. დღევანდელი სელებრითებიდან ყველაზე მეტად კეიტ მოსის ჩაცმის სტილი მომწონს. ❞


#3 look: ყველაფერი Miss Selfridge
იდენტური სამოსი Miss Selfridge -ის კოლექციაზე დაყრდნობით. მაღაზია წარმოდგენილია Tbilisi Mall-ში, მე-II სართულზე




#4 & #5 შოპინგზე



ოჯახთან ახლო კონტაქტი გაქვთ და ბევრი ქართული ოჯახისთვის გასაკვირად ცალკე გადახვედით საცხოვრებლად, როგორ შეეგუეთ დამოუკიდებელი დიასახლისის ამპლუას

❝ თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე შევეგუე. მემგონი არც თუ ისე ცუდი დიასახლისი ვარ, სახლის დალაგებაც შემიძლია და სადილის მომზადებაც, უბრალოდ ჯერ ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვაკეთებ:)) ❞


#4 look: კრემისფერი კაბა საფარის სტილში: WAIKIKI, ყავისფერი ფეხსაცმელი: DIESEL.

მსგავსი სამოსი Miss Selfridge -ის კოლექციაზე დაყრდნობით. მაღაზია წარმოდგენილია Tbilisi Mall-ში, მე-II სართულზე



როგორ ერთობა ნინო გაჩეჩილაძე, lifestyle გადასაღებ მოედანს მიღმა
❝ ძირითადად მეგობარებთან ერთად ვერთობი, ან ისინი მოდიან ჩემთან ახალ სახლში და ერთად ვუყურებთ ფილმებს, ან მე მივდივარ მათთან სტუმრად, ხან კინოში დავდივართ და ასე შემდეგ... ❞


#5 look: ლეოპარდის პრინტიანი ბლუზი: MANGO, ჯინსი: DOLCE & GABBANA; ბალეტკები: Metalika
მსგავსი სამოსი Miss Selfridge -ის კოლექციაზე დაყრდნობით. მაღაზია წარმოდგენილია Tbilisi Mall-ში, მე-II სართულზე




ნინო გაჩეჩილაძე - www.angel.ge
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია
1 celebrity=5 Looks


Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge
Tags: 5looks, angel.ge-სთვის, 5 looks, ინტერვიუ, ნინო გაჩეჩილაძე

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top