;

21 December 2012      ANGEL     Views 25122    
Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge



ჯანეტ ქერდიყოშვილი ენჯელ.ჯის პროექტისთვის IT girl ჩავწერეთ, მის საქართველო 2011
და ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილე ამჟამად სწავლაზეა მობილიზებული და სამოდელო კარიერას სათავისოდ არ მიიჩნევს. Radison Blue -ს კაფეში შემდგარ ინტერვიუზე ჯანეტი მის მიღწევებზე გვესაუბრა, გაგვინდო თუ როგორ ერთობა და როგორ უვლის თავს. გვითხრა რომ შოუბიზნესში დარჩენას ჟურნალისტის სახით გეგმავს და აგვიხსნა თუ რატომ ამჯობინა ცეკვავენ ვარსკვლავები პროექტი სილამაზის კონკურსს.

ჯანეტის სამოდელო კარიერა 2009 წელს ელიტ მოდელ ლუქის კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, საიდანაც მიიღო შეთავაზება მის საქართველოს კონკურსზეც ეცადა ბედი, რომელშიც მართლაც მიიღო მონაწილეობა 1 წლის შემდეგ.


ელიტ მოდელ ლუქში გავედი მეორე ადგილზე და რატომღაც ყველა ამბობდა, რომ მის საქართველოზე უნდა გავიდეს, საამისო გოგოაო. ისე მოხდა, რომ მომიწია საქართველოდან წასვლა 1 წლით და რომ დავბრუნდი ვთქვი - რატომაც არა, ვცდი მაინც, ვნახოთ. ❞ - ამბობს ჯანეტი და იხსენებს, რომ ამ გადაწყვეტილებაში მამაც დაეთანხმა, თუმცა საერთოდ მოდელობის მომხრე არ იყო. დღესაც კი შემოთავაზებებს საზღვარგარეთიდან არც კი განიხილავენ.რომ გავედი 20-ეულში იმის იმედი მქონდა რომ შეიძლება 5-ეულში მაინც მეხილა ჩემი თავი, მაგრამ როგორც გამარჯვება არა.“ ამბობს ამას სხვა გოგოს - სალომე ხომერიკს უწინასწარმეტყველებდნენ და თავადაც ასე მიაჩნდა - „მახსოვს როდესაც გამოაცხადეს პირველი ვიცე მის საქართველო და ქალბატონმა იამ თქვა - მშვენიერი სალომე ხომერიკი - აი მანდ იყო, მთელი ემოცია იმ წამს, რადგან როდესაც სალომე დაასახელეს ვიცე მის საქართველოდ ვრჩებოდით 3 გოგო და აი იქიდან უკვე ვიცოდი რომ მაშინ მე უნდა ვიყო - ხომ იცი კაბას რომ ისწორებ უკვე, გადადგა პირველი ნაბიჯი, უკვე ვემზადები... და რომ თქვეს ნომერი 6 - ჯანეტ ქერდიყოშვილი! იქ უკვე იყო - კარგად როგორ გავიარო, ხელი როგორ დავაქნიო - ამაზე ვფიქრობდი.


ნამდვილად შეიცვალა ყველაფერი მის საქართველოს ტიტულით, ხალხი უფრო გიცნობს და შეიჭერი შოუბიზნესში, თუმცა დიდად არ მომწონს არც მინდა ღრმად შევიდე, მაგრამ ნუ - მოგიწია.

ცხოვრების რეჟიმი - ❝ ახლა ვიხსენებ, ერთი წელი გავიდა.. სანამ წავიდოდი მის მსოფლიოზე ის ორი კვირა მოსამზადებელი - აღარც მახსოვს რამდენი ხანი მეძინა, იყო პრობლემები ვიზას არ მაძლევდნენ, მომზადება კაბებზე, სპორტდარბაზში, მეტყველებაზე და ათასი რამ, თან პარალელურად ჟურნალისტებთან ინტერვიუები, მაგრამ ეჩვევი ყველაფერს და შემდეგ როდესაც შემომთავაზეს ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობა პირიქით გამიხარდა❞ - იხსენებს ჯანეტი თუ როგორ გადაწყვიტა კიდევ ერთი დატვირთული წელი გაეტარებინა შოუბიზნესში.



მის ვორლდზე რომ ვიყავი, თქვენს საიტზე წავიკითხე ზუსტად, რომ 3 დღით ადრე ვიყავი ათეულში და შემდეგ საქართველოს მაუწყებლობას უნდა ეყიდა შოუს პირდაპირი ტრანსლაცია, რომელი თანხაც შემდეგ შედიოდა მის ვორლდის საქველმოქმედო ფონდში და რადგან ეს არ შედგა ჩვენ არსად არ მოვხვდით ❞ - ამბობს ჯანეტი ამ კონკურსის შესახებ, რაშიც გულდაწყვეტით აბსოლუტურად ვეთანხმებით.



უნდა გედგას ქვეყანა მხარში, თუ არ არის შენით ვერაფერს იზამ. მაგრამ არ შემიძლია იგივე ვთქვა ხალხზე - ხალხი მართლა ბოლომდე გვერდში მედგა და დიდი მადლობა მათ, თუნდაც ჩემი დის ამბების პერიოდში, ალბათ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ არც წავიდოდი და გულითაც არ მინდოდა.



იმიჯ ცენტრში გარკვეული ცვლილებების გამო გადაწყდა, რომ სალომე ხომერიკი გაემგზავრებოდა მის მსოფლიოზე და მე მის სამყაროზე უნდა წავსულიყავი, სადაც ახლა თამარ შედანია წავიდა, უკვე ვემზადებოდი. ზაფხული იყო მახსოვს, რატომღაც ვფიქრობდი ჩემთვის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ რა კარგია, თან როგორ მიყვარს ცეკვა თქო და ბედია თუ რა ასე 1 კვირაში მირეკავენ და მთავაზობენ მონაწილეობის მიღებას!

და დავდექი ასეთი დილემის წინაშე - ან წავსულიყავი მის სამყაროზე ან მეცეკვა, რატომღაც უფრო ახლოს იყო ჩემთვის მეცეკვა. რადგან მე უფრო მინდოდა ასე დამეთანხმნენ სააგენტოდან და დავრჩი აქ.



"ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს პარტნიორ ირაკლი საბაძესთან ერთად


როგორც კი გავიდა პირველი შოუ, ლაივ შოუ მეორე დღესვე იფეთქა ფეისბუქმა, თუნდაც ქუჩაში რომ გადიხარ - ავტოგრაფები, ფოტოების გადაღების თხოვნა. უფრო ბევრად მეტი აჟიოტაჟი და ცნობადობა მოვიდა ამ პროექტის შემდეგ რასაც სიმართლე გითხრათ არ ველოდი, უფრო ახლოს გავხდი ხალხთან ამ პროექტით. რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება.❞ - პროექტის დატოვების შემდეგ ჩამოშორდა ეკრანს და ჩვენ შეკითხვაზე თუ აპირებს შოუბიზნესში ადგილის შენარჩუნებას და როგორ გვიპასუხა, რომ აპირებს მოგვევლინოს ჟურნალისტის სახით, მოდელობას კი არ აპირებს ამბობს, რომ პერსპექტივას ვერ ხედავს და ეს სფერო ძალიან დიდ დროს და თავგანწირვას მოითხოვს რისთვისაც მზად არ არის და მის პრიორიტეტს არ წარმოადგენს ოჯახისგან მოწყვეტა და სწავლისა და პროფესიის გვერდზე გადადებას.



ყოველთვის ძალიან მინდოდა ტელეწამყვანობა. რაც ახლოსაა ჩემს პროფესიასთან.
IT girl: ჯანეტ ქერდიყოშვილი
ცეკვავენ ვარსკვლავების პროექტი სწავლის პარალელურად მიმდინარეობდა, ამბობს რომ ლექტორებმაც ხელი შუეწყვეს და როგორღაც ახერხებდა ცეკვასა და უნივერსიტეტში სწავლას.

მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ბევრი მეგობარი კარგია მაგრამ ცხოვრებამაც მასავლა რომ არ შეიძლება თქვა მე მყავს მეგობარი, ბევრი დაქალი და ა.შ. არიან ახლო ადამიანები, ვისთანაც მსიამოვნებს დროის გატარება , მაგრამ ახლოს არავინ არ მომყავს, ბევრი რამ მასწავლა დრომ, ბევრიც დავკარგე. ძალიან მიყვარს ბუნება - ქალაქგარეთ გასვლა. კლუბები „ტუსოვკები“ - არ ვარ მოყვარული, ჯერ ერთი არც მიშვებს მამაჩემი, თუ გავდივარ სადმე ეს არის ჩემს ძმასთან ერთად მაქსიმუმი, ისიც იშვიათად. გამონაკლისია ცეკვავენ ვარსკვლავების ივენთები, იქ მიშვებს, სადაც საქმეს სჭირდება. ისე რომ წავიდეს ჯანეტი და პარასკევ საღამოს გავერთო ასე არ ხდება. ვთვლი რომ კლუბი რომ მიდიხარ იქ შენ გამო მიდიხარ, და არა რომ ვინმე გაიცნო, სასმელი დიდად არ მიყვარს და ვერც ვსვამ, შენთვის თუ გაერთობი მაგრამ მაინც არ ხდება ასე.

ძირითადად ძმასთან და მეგობრებთან ერთად ატარებს დროს, რომელიც დიპლომატიურზე სწავლობს და როგორც ამბობს ძალიან სერიოზული ტიპაჟია.



სანამ ხარ ახალგაზრდა - არის რაღაც ასაკი 14-15 წლის როცა გვინდა გავსინჯოთ ყველაფერი, იქ თვალზე სმოქი ეიზ, წითელი პომადა - ეს პერიოდი უბრალოდ გვინდა, მაგრამ ბევრს არ გვიხდება, რაც უფრო ბუნებრივები ვიქნებით, ნაკლები კოსმეტიკა უკეთესია. მაგრამ როცა შენ ხარ ამ სფეროში, ხან ერთი გადაღება ხან რა, გიწევს სულ გამოპრანჭვა, რაც დიდად არ მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ შეგიძლიათ დამინახოთ ახალგაღვიძებული გაწეწილი - არ ვარ ეგეთი ტიპი და არც ვიყავი მანამდე, მოვლილი სულ ვარ, სულ არის ლაითი მეიქაფი, შეიძლება თვალები გამოვყო ცოტაოდენი ტუშით და ფანქრით, დანარჩენი პომადები არ მიყვარს, არც ბლესკები და ფანქარი. ყოველ დღე, ყოველთვის უნდა იყო მოწესრიგებული მარამ ზედმეტად არა. რომ დავაკვირდი მამაკაცებსაც მოსწონთ ვიყოთ უბრალოები და ლაღები ვიდრე სტრელკა აი ისე რომ მოდიოდეს და თვალი იქ..



მთავარი რჩევა ჯანეტისგან - ❝ შეიძლება ვიზღუდებოდეთ ტანსაცმელში, სხვა რამეებში, რაგრამ არასდროს კოსმეტიკაში! სჯობს შეაგროვო ფული და იყიდო ხარისხიანი, მესმის რომ ბევრს არ აქვს ფული და მეც მქონდა მომენტები, შეიძლება არ იყიდო ის ტუში, რომელიც 80 ლარი ღირს, მაგრამ მოიცადე ცოტა ხანი და იყიდე, აქ არ უნდა შევზღუდოთ თანხები - რაც ეხება კოსმეტიკას და სახეს.
IT girl: ჯანეტ ქერდიყოშვილი
თბილისში საყვარელი ადგილები - ❝ საღამოს რომ გავდივარ დაქალებთან ერთად მახსოვს სულ ვფიქრობთ - სად წავიდეთ? ხომ უნდა გვქონდეს ერთი საყვარელი ადგილი, შემიძლია ჩამოვთვალო მაგრამ ერთი ასეთი არ არის. არ მიყვარს სადაც ხმაურია, ვერც ვლაპარაკობთ, სადაც ეწევიან. მიყვარს მშვიდი ადგილები. ხანდახან არის დრო ავიღებ აიპადს და ვკითხულობ ხოლმე მარტო რადისონის ტერასაზე, მიყვარს განმარტოება. ვარ აქტიური, მხიარული და ჩემთვის ჩავიკეტო, დეპრესიული ასეთი არ არის“ მაგრამ უყვარს სიმყუდროვე, სიმშვიდე და სიწყნარე.

შოპინგი ამ ბოლო პერიოდის მანძილზე - ❝ რახან ეს ბოლო 2-3 თვე არ გავსულვარ საქართველოდან რომ გაიხსნა ZARA … გარდერობი სავსეა ზარას პარკებით, ანუ თბილისი მოლში. არის პატარა მაღაზიებიც თბილისში.

❝ ახლახანს ვიყავი დუბაიში და რომ ვნახე დუბაი მოლი ჩემი ოცნებაც ახდა! იქ არის ყველაფერი, როგორც საშუალო ფენისთვის ისე ჩვენთვის საყვარელი დოლჩე ენ გაბანა, ვერსაჩე, დიორი... ვერ ვიტყვი რომ მე შევალ დოლჩეს მაღაზიაში და რაიმეს ვიყიდი, მაგრამ თუ არის ფასდაკლება 50% ან ხშირად 70-იც კი მე და მამაჩემი, რომელიც დიდი მოყვარულია ასეთი რაღაცეების რატომაც არა? მაგრამ საქართველოში ფასდაკლებულების ფასებიც ატომურად დიდია, რაც არ მესმის რატომ, რატომ უნდა გადაიხადო ასეთი თანხები?❞



ფული რაშიც არ დამენანებოდა: ჩანთა, ფეხსაცმელი და საათი.
ამბობს რომ მის გარდერობშია ისეთი ბრენდები როგორიცაა - დოლჩე გაბანას ჩანთები, რომელიც იყიდა მილანში, ეტროს კაბა, ლაბუტენის 16,5 სმ. სტილეტოები რომლებიც მის ოცნება იყო - კრემისფერი..

არის რაღაცეები არის, მაგრამ არ ვარ ისე, რომ ეს თუ არა მაქვს და ვგიჟდებოდე. თან ვიცი ვისთან რა უნდა ჩავიცვა, თუ გყავს მეგობარი შეიძლება მას არ ქონდეს საშუალება და არც იცმევდეს ისე და მე არ ჩავიცმევ მათთან ბრენდირებულად. ვარ უბრალო და ძალიან მიყვარს უბრალოება, ვაფასებ ამას ადამიანებში. რაც არ უნდა დიდი თანამდებობა გქონდეს ან დიდი ფული, თუ შენ ამას აჩვენებ ჩათვალე რომ .. არ მაქვს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. პირიქით როცა არ იმჩვენ ეს არის კარგი და ეს არის ადამიანობა.

www.angel.ge - IT girl
სტუმარი: ჯანეტ ქერდიყოშვილი
ფოტოგრაფი: მარუსა პერტია, ნინო ქაცარავა



Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge
Tags: Miss Georgia, Miss, მის საქართველო, Georgia, Georgian

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 6 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top