;

15 November 2012      ANGEL     Views 48312    
Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge



ენჯელ.ჯი პროექტის 1 Celebrity = 5 looks-ის მორიგი სტუმარი ტელეწამყვანი ლიკა ქორქიაა,
რომელიც მოდუმ ტენდენციურად და მოხდენილად გამოიყურება. ვნახოთ როგორია ლიკა ტელეეკრანს მიღმა, ამისათვის პროექტის ფარგლებში გადავიღეთ დილით - სახლში, შემდგომ ძაღლთან ერთად სეირნობისას, საქმეზე მიმავალი, კაფეში და საჯინიბოზე!

გთავაზობთ ლიკა ქორქიას 5 ლუქს
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ გადაიღო სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის
#1



H&M Non-wired bra £7.99; H&M kimono £14.99; H&M top £7.99; H&M soft bra £7.99;
H&M slippers £12.99; H&M nail care set £3.99; H&M nail varnish £2.99


ამ პროექტის გადასაღებად პირველი შეხვედრა ლიკას სახლში შედგა. გადავიღეთ, როდესაც ერთ ჩვეულებრივ დილას რძეს და კრუასანებს მიირთმევდა, ეს ლუქი გადასაღებად იდეალურად მივიჩნიეთ, შემდგომ კი ძაღლთან ერთად სასეირნოდ გასული ავღბეჭდეთ სურათზე
#2



ამ სეზონზეც, აქამდეც და დარწმუნებული ვარ მომავალშიც მოდური სტილის ტენდენციის გათვალისწინებით ჩემს გარდერობში ყველაზე გამოყენებადი სამოსი იქნება ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელი.. ჩანთას ხშირად საერთოდ არ ვიყენებ, თუმცა პატარა ჯიბე მაინც თუ მოიძებნება ჩემს სამოსზე იქ აუცილებლად იპოვით შანელის ტუჩსსაცხს:)


სპორტული ფეხსაცმელი Y-3; მაისური "the music tee", Persol,
Swatch და Diesel-ის აქსესუარები ბოიფრენდის ტიპის ჯინსებთან ერთად.


H&M top £9.99; H&M top £7.99; Rinse Distressed Blue Jeans $55.99; Retro Marilyn Monroe Head Printed Pullover $50.99;
Cartoon Letter Print White Pullover $84.99; H&M Boots £24.99; H&M Sneakers £14.99


ბრენდი ხშირ შემთხვევაში დაცული სტილი და გარანტირებული ხარისხია. ჩემს გარდერობში რა თქმა უნდა შეხვდებით, როგორც ბრენდულ სამოსსა და აქსესუარებს, ისე საშუალო ხაზის სამოსსაც. მთავარი მაინც ის არის მოგწონდეს და გიხდებოდეს, დაიცვა საკუთარი სტილი და არ ამოვარდე მოდური ტენდენციებიდან.

აი ფეხსაცმელი და ჩანთა კი ის ორი რაღაცაა რაც უნდა იყოს "luxury" და მეც მათი შეძენისას არაფერი მენანება :)))
#3


ძალიან მიყვარს ძილი, როგორც ყველა ლომს (ზოდიაქოთი ბუნებრივია) არ მყავს სიძულვილის ობიექტი:) რთულია ჩემი წყენინება თან მალევე გადამდის:) მაქვს მსუბუქი ხასიათი და ამბობენ კარგი იუმორის გრძნობა :) არასდროს მეზარება სამზარეულოში ტრიალი და გემრიელი კერძების მომზადება:) ვარ აქტიური, მშვიდობისმოყვარე და შრომისმოყვარე. მიჭირს პრობლემურ ადამიანებთან ურთიერთობა და ვინმესთვის რაიმეს თხოვნა;)

ფეხსაცმელი - Elisanero, სვიტერი - MaxMara; შარვალი - Demobaza, ხელთათმანი - Fratelli Orsini, საათი Swatch

ASOS ARIES Studded Ankle Boots £35.00; ASOS Black Silicone Watch £20.00; And Mary Galloping Horse Necklace £8;
ASOS Multi Zip Horse Clutch £24; ROMWE Half Hand Black Gloves $19.99; ASOS Skater Dress In Horse Print £20;
BSK imitation leather detail trousers £19.99

#4


სილამაზე მსხვერპლს ნადვილად მოითხოვს. ამ შემთხვევაში "მსხვერპლი" განზოგადებული თემაა და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა შინაარსს ატარებს. ვიღაცისთვის ის დროა, ვიღაცისთვის კი თანხა, რომელიც ვიზუალის დასახვეწად შეიძლება გამოიყენო და ა.შ.

სიამოვნებით ვეცნობი ახალ ტენდენციებს ბეჭდური მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით:) აი როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფები ვცდილობ შოპინგის დროს მოვიარო ყველა ჩემთვის საინტერესო დიზაინერის მაღაზია და ასევე ვყიდულობ ახალ მოდურ ჟურნალებს და აქტიურად ვეცნობი ყველა სიახლეს.

ჩანთა - Louis Vuitton, ფეხსაცმელი Rodo, სათვალე - Chanel, საათი - Moschino,
ყელის აქსესუარი - misaki, ქურთუკი - warehouse, ჭიქა-თერმოსი - Starbucks-სგან.


Forever21 Faux Shearling Lined Jacket w/ Quilted Patches $18.99; H&M Leather gloves £19.99;
Topshop ROLLING SPIKE NECKLACE € 24,00; topshop V-NECK RIBBED BANDAGE DRESS € 65,00; forever 21 Ruby Red Nail Polish $2.80; ASOS 2 Tone Lens Aviator Sunglasses £12; David Jones -ის ჩანთა, თბილისი, პეკინის 6

#5


გარდერობის განახლებას ვახდენ ძირითადად ონლაინ შოპინგის საშუალებით.
ასევე მე და ანუკა ვზრუნავთ ერთმანეთის გარდერობზე საზღვარგარეთ ყოფნის დროს :)

კაბა აკა ნანიტაშვილისგან, სამაჯურიც ასევე ქართველი დიზაინერისგან - eti's, ქამარი "see by chloe"

ვცდილობ მოდური ტრენდების გათვალისწინებით შევინარჩუნო საკუთარი სტილი... 

ყველაზე მთავარია ჩემთვის ჩემი საყვარელი ოჯახისწევრებისა და მეგობრების კარგად ყოფნა :)

Forever21Leatherette Jacket w/Faux Shearling $24.99; H&M Bronze powder £4.99;
H&M Body care set £3.99; Oasis Workwear Shopper £24; Pieces Jasmine Slim Leather Belt £7; NEXT Embellished Vest £32;
Topshot BALL LINK LARIAT NECKLACE £16.50; Forever21 Geo Cutout Cuff $5.80



ლიკა ქორქია - www.angel.ge
1 celebrity=5 Looks
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია


Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge
Tags: 5looks, angel.ge-სთვის, 5 looks, ინტერვიუ, ლიკა ქორქია

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top