;

1 November 2012      ANGEL     Views 13669    
Category: Georgians



27 ოქტომბერს თბილისი ივენთ ჰოლში IC models management-ის ორგანიზებით ჩატარდა
Elite Model Look Georgia 2012 და Armenia -ს ფინალური კონკურსი.

საქართველოს საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე წარადგენს ლიკა მეტრეველი,
რომელიც მის საქართველო 2012-ის მონაწილე და ერთერთი ფავორიტი იყო.

ხოლო სომხეთს კი, რომლის შესარჩევ ტურს ია კინწმარიშვილმა უხელმძღვანელა და საქართველოში შეკრებილმა საერთაშორისო ჟიურიმ Elite Model Look 2012 Armenia-ს 5 ფინალისტს შორის გამარჯვებულად დაასახელა კონკურსანტი - ნელი საიადიანი. კონკურსი შანხაიში 1 დეკემბერს გაიმართება.






ჟიურის წევრები გახლდნენ: თამუნა ინგოროყვა (დიზაინერი), თამარ შედანია (Elite Model Look Georgia 2007 და Miss Georgia 2012), ნუკი კარალაშვილი (იმიჯ ცენტრის მოდელი), ნონიკო კოხაძე (Elite Model Look Georgia 2011), მამუკა კიკალიშვილი (ფოტოგრაფი Kikala Studio, Atelier Kikala -ს დამფუძნებელი), დავით იმედაშვილი (რეჟისორი), მარია მოვსისიანი (სომხეთიდან ტელეკომპანია სანტ-ის წარმომადგენელი), ია კინწმარიშვილი და Elite Model Look-ის წარმომადგენელი საფრანგეთიდან ბნ. სტეფან პესიმორო, რომელმაც თავად შეარჩია გამარჯვებულები.




ფინალურ შოუზე ატელიე კიკალას კაბებში გამოყობილნი წარდგნენ სცენაზე.
გოგონების შემდეგ მხურვალე ოვაცია დაიმსახურა მომღერალმა სალომე ქათამაძემ.
კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერას ენჯელ.ჯი უზრუნველყოფდა.



ელიტ მოდელ ლუქის ტოპ 5-ეული ასე დაკომპლექდა:

Elite Model Look Georgia 2012 - ლიკა მეტრეველი, რომელიც საქართველოს Elite Model Look-ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგენს და 300,000 ევროს ღირებულების სამოდელო კონტრაქტის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
მარიამ ხორგუაშვილი - რომელმაც ასევე აიღო ყველაზე ფოტოგენურის ტიტული, თათა ჩარექიშვილი, თათია ჭეიშვილი და მარიამ ცაგარეიშვილი.

Elite Model Look Georgia 2012 -ის TOP 5







Elite Model Look Armenia 2012 -ის TOP 5







ფოტოები ღონისძებიდან: Kikala Studio



ია კინწმარიშვილი, ელიტ მოდელ ლუქ საქართველოს გამარჯვებული ლიკა მეტრეველი
ელიტ მოდელ ლუქ სომხეთის გამარჯვებული ნელი საიადიანი, სტეფან პესიმორო




























Category: Georgians
Tags: Miss Georgia, Miss, მის საქართველო, Georgia, Georgian

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top