;

6 June 2012      ANGEL     22 Comments     Views 12807    
Category: Georgians


გვანცა მაჭარაშვილი (Gvantsa Mach) და ნინა მაჭარაშვილი (Nina Mach)
ახალგაზრდა დიზაინერები არიან, რომლებიც სათავეში უდგანან ბრენდს MACH&MACH
და ბუტიკს ATELIER VOGUE
, რომელიც "დასაქმდი და დაასაქმე" პროექტიდან დაფინანსდა.

გვანცამ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკედემიაში დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტია, ნინა კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსი და The AMD Academy of Fashion and Design's -ის კონსტრუქტორი.



ATELIER VOGUE ბუტიკი
"მერიისა და რუსთავი ორის ერთობლივ პროექტ "დასაქმდი და დაასაქმეში" მონაწილეობასა და გამარჯვებამდე, შემოქმედებით და ბიზნეს საქმიანობას ვეწეოდით სახლში, სადაც გავხსენით მინი ატელიე.
ამავე პერიოდში ასევე რუსთავი ორის ერთ–ერთ პროექტში "გამოგონებები" გავაგზავნეთ ჩვენი ტექსტილური გამოგონება სახელწოდებით "ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალჯერადი პრინტისებრი ტექნოლოგია",რასაც დავურთეთ თან ჩვენი უდიდესი სურვილი და სხვადასხვა ბიზნეს იდეები მოდის ინდუსტრიის გავითარებისათვის, საიდანაც სრულიად შემთხევევით ჩემი პროექტი გადააგზავნეს პროექტ "დასაქმდი და დაასაქმეს" შესარჩევ ტურში, სადაც დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა, ჩვენმა ბიზნეს პროექტმა გაიმარჯვა, რომელიც დააფინანსა ლიბერთი ბანკის პრეზიდენტმა ლადო გურგენიძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.
პროექტში გამარჯვების შემდეგ ჩვენმა ბიზნესმა სახლიდან გადაინაცვლა სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში, სადაც გავხსენით ატელიეს ტიპის მაღაზია, სახელწოდებით "ATELIER VOGUE", შეიძლება ითქვას რომ წარმატებით ვმოღვაწეობთ და ვაკეთებთ საყვარელ საქმეს. ამ პროექტის საშუალებით დავასაქმეთ რამოდენიმე ადამიანი, ასევე ამ უკანასკნელმა პროექტმა ჩვენი ნიჭისა და უნარების რეალიზაციისა და განვითარების საშუალება მოგვცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ყველა შემოქმედი ადამიანისათვის."

ბუტიკი ATELIER VOGUE მდებარეობს სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"-ში - III სართ, მაღაზია A314;



MACH&MACH ბრენდი
"ამ ეტაპზე მონაწილეობა მივიღეთ თბილისის მოდის კვირეულზე, "ნიუქამერებში", სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი ახალი კოლექცია სახელწოდებით "კოლაბორაცია XVII XXI", რომელსაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისაგან.

ასევე მონაწილეობა მივიღეთ სამხატვრო აკადემიის თვითმართველობისა დ სხავადასხვა კომპანიების მხარდაჭერით რადისონში გამართულ დამწყებ დიზაინერთა კონკურსში, სადაც გავხდით ერთ–ერთი გამარჯვებული, საერთაშორისო კომპანია მაქსიმუმის ფავორიტი და შედეგად, უახლოეს მომავალში ჩვენი ახალი კოლექციით მივემგზავრებით მოლდავეთის მოდის კვირეულზე მონაწილეობის მისაღებად.

აღსანიშნავია, ასევე რომ დავამყარეთ კონტაქტები რამდენიმე უცხოელ მოდის ბაიერთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები."





"ჩვენი კოლექცია შედგება ხუთი კაბისაგან, თითოეული კაბა, ასევე ფეხსაცმელი თუ აქსესუარი არის
მთლიანად ხელნაკეთი და ამავდროულად ძალზე ტენდენციური და რაც მთავარია ჩაცმადი";
◆ კოლექციის სახელწოდებაა "კოლაბორაცია - XVIII XXI".

კოლექციის ინსპირაციის წყაროა როკოკოსეული სტილის ინტერიერი – ბროლის ძვირფასი ჭაღები, ხელით მოხატული ჭერი, ოქროსფერი ჩუქურთმებით მოპირკეთებული ავეჯი – სავარძლები და ჩარჩოები; ასევე როკოკოს მოგვიანებითი ხანის რუსული დიდგვაროვანი ქალების ჩაცმულობა, ხელნაკეთი ტანისამოსი და თავსაბურავები, ე.წ. "კოკოშნიკები", – მარგალიტებით, სირმის ნაქარგობით, მძივებითა და ძვირფასი თვლებით გაწყობილი. შთაგონების ერთ–ერთი წყაროა ასევე მეოცე საუკუნის ცნობილი ამერიკელი ხელოვანის მან რეის რამოდენიმე ფოტო კადრი.

კოლექციაში კოსტუმების შესაქმნელად ძირითადად გამოყენებულია ნატურალური ტყავი და აბრეშუმი, რომელთა ზედაპირიც დამუშავებულია ჭაღის ორნამენტისებური ფორმის ბროლით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის მარგალიტებით, ოქროსფერი მეტალის აქსესუარებითა და ინდივიდუალურად დამუშავებული ტყავის მომცრო, სხვადასხვაგვარი ფორმებით.

კოლექცია შექმნილია XXI საუკუნის თვითრიალიზებული, წარმატებული, თავდაჯერებული და გემოვნებიანი ახალგაზრდა ქალისათვის, რომელიც რაციონალურად იყენებს საკუთარ დროს, გონებრივ შესაძლებლობებსა და გარეგნულ მომხიბვლელობას. იგი ყოველთვის მიმზიდველია და გამორჩეული, თამამი მოდური ტენდენციების გათვალისწინების წყალობით.

სახელწოდება "კოლაბორაცია - XVIII XXI" მიუთითებს როკოკოს პერიოდის ანუ მე–18 საუკუნისა და დღევანდელი 21–ე საუკუნის თანამშრომლობას,ეკლექტიზმს; რადგან მასში გამოყენებულია როკოკოს პერიოდის ელემენტები და იგი ამავდროულად შექმნილია სრულიად თანამედროვე კონსტრუქციებითა და ნოვატორული მასალათა კომბინაციებით..





ბუტიკი ATELIER VOGUE;
facebook.com: Atelié Vogue ATELIER VOGUE
facebook.com: MACH & MACH
მის: სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", ც.დადიანის 7, III სართ, მაღაზია A314;
ტელ: 568 72 09 03; 558385838

"ჩვენს ბუტიკში მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც ჩვენი ახალი კოლექციის კაბებს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს ასევე მაღაზიისათვის ინდივიდუალურად ჩვენი დიზაინით შექმნილ ტანისამოსსა და ხელნაკეთ აქსესუარებს, როგორც აღვნიშნეთ ჩვენი მაღაზია არის ატელიეს ტიპის, სადაც ვიღებთ ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების დიზაინსა და მათ შექმნაზე."

"სამომავლოდ უამრავი გეგმა გვაქვს დასახული, პირველ რიგში აქტიურად ვაპირებთ ბუტიკში მუშაობას და ქართველი მომხმარებლისათვის ჩვენი პროდუქციის მიწოდებას, ასევე თანამშრომლობას უცხელ ბაირებთან და ჩვენი ცოდინსა და გამოცდილების გასაღმავებლად სწავლის გაგრძელებას უცხოურ მოდის სასწავლებლებში; აუცილებლად ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას მომავალ ბინექსთის კონკურსზე, რაც ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს დიზაინერებს და ამ კონკურსის შექმნისათვის დიდი მადლობა სოფო ჭყონიას; მონაწილეობას მივიღებთ შემდეგი სეზონის თბილისის მოდის კვირეულში და სამხატვრო აკადემიის თვითმართველობს მიერ ჩატარებულ კოკურსზეც წარვდგებით."







Category: Georgians
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top