;
22 აპრილი 2015      Ancho.     11 კომენტარი     ნანახია 6753-ჯერ


24 საათი როზი ჰანთიგტონ უაითლისთან ერთად

ბრიტანელი მოდელი და Mad Max-ის ვარსკვლავი წარმოგვიდგენს მისი ლოს-ანჯელესური ცხოვრების ერთ დღეს.

6:00 A.M. მე ხშირად ვარ საათობრივ ზონებში არეული, რადგანაც ზოგჯერ ერთ კვირას ლონდონში ვატარებ. ამიტომაც, ლოს-ანჯელესში ძალიან ადრე ვდგები. ვიღვიძებ ჩემს ორ ტაქსასთან ერთად: დოლისთან და პეგისთან ერთად, ისინი ან ყეფენ ან სახეს მილოკავენ. დღის პირველი დიალოგი ჩემს ბოიფრენდთან მაქვს, ჯეისონ სტეტჰემთან.

7:30 A.M. მე სულ 10 წუთი მჭირდება, რომ შევარჩიო სამოსი. მე არ მაქვს კონკრეტული უნიფორმა. მე ყოველთვის ვფიქრობ როგორ ჩაივლის ჩემი დღე, სად მომიწევს ყოფნა და როგორ მინდა თავს ვგრძნობდე. მე არასოდეს ვტოვებ სახლს სუნამოს გარეშე. ჩემი ახალი ფავორიტი სურნელია ჩემი პირველი სუნამო, რომელიც მე შევქმენი ჩემი თეთრეულის კოლექციისთვის: Rosie for Autograph. მასში არის ვარდი, ჟასმინი, მაგნოლია და პილპილი. დასვენების დღეებსა და სირბილების შესასრულებლად მე ვხტები ჯინსში, მაისურში და ჟაკეტში. სახლის დღეებში კი მთელი დღე საშინაო ფორმაში ვარ.

Tags:
20 აპრილი 2015      Ancho.     6 კომენტარი     ნანახია 6473-ჯერ
➘ 8 რამ რასაც არასწორად ვაკეთებთ
➙ 5 პროდუქტი რასაც არასწორად მოვიხმართ
➚ 8 პროდუქტი რომელსაც არასწორად ვჭრით


ყოველდღიურად, ბევრი რამ გვართმევს დროს და გვახარჯვინებს ნერვებს. შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვსწავლობდეთ რაიმეს სწორად გახსნას. წარმოგიდგენთ ხერხებს, რომლებიც გაგიადვილებთ ან კომფორტულს გაგიხდით ზოგ რაიმეს. შეიძლება ზოგიერთი მათგანი დიდი ნიჭი არ არის, მაგრამ მათი ცოდნა აადვილებს ცხოვრებას და გაძლევთ შესაძლებლობას გააკვირვოთ გარშემომყოფნი.

Tags:
19 აპრილი 2015      Ancho.     9 კომენტარი     ნანახია 10871-ჯერ


ჯეიმს ფრანკოს სკანდალები

მუდმივი სტუდენტი, ღია სელფების მოყვარული, "ოსკარის" ისტორიაში ყველაზე "ცუდი" წამყვანი-როგორ აღარ ასათაურებენ ჯეიმს ფრანკოს 18 წლიან კარიერას, მაგრამ ყველა ბრალდება მას მხოლოდ სიცილად უღირს. დღეს ჰოლივუდის მთავარ ხულიგანს 37 წელი შეუსრულდა.

ნონკომფორმისტი, პროზაიკი, მხატვრული კონცეფციების ავტორი, ინტელექტუალი, სასაცილო კომედიების მონაწილე, გაქირავების გარანტი, ექსპერიმენტატორი, მამაკაცის სამოსის ბრენდების სახე მუდამ მაყურებლის ფავორიტად რჩება.

Tags:
19 აპრილი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2070-ჯერ


Tbilisi JAM! Fest 2015 საერთაშორისო როკ-ფესტივალი 24, 25 და 26 აპრილს ლისის ტბაზე ღია ცის ქვეშ გაიმართება ლოზუნგის ქვეშ - ''არა ძალადობას!'' ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როკ-ჯგუფები მსოფლიოს 11 ქვეყნიდან. 24 აპრილს მსმენელის წინაშე წარსდგება შვედური ჯგუფი DEAD BY APRIL და THE FADING ისრაელიდან. 25 აპრილს DIARY OF DREAMS გერმანიიდან, ხოლო 26 აპრილს ჯგუფი СЛОТ რუსეთიდან, გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობენ ქართული ჯგუფები: DISMORIAL, DUCKTAPE, THE JETBIRD, SCRATCH THE FLOOR, ILLUMINATED და  P.I.LIGHT

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ე.წ. ნონ–სტოპ რეჟიმში გაგრძელდება - დღის 3 საათიდან ღამის 12 საათამდე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ცოცხალი შემსრულებლები, ხოლო ღამის 12 საათიდან დილამდე ფესტივალზე ელექტრონულ მუსიკას მოუსმენენ. 
 
Tags:
18 აპრილი 2015      Ancho.     6 კომენტარი     ნანახია 6825-ჯერ
http://data3.whicdn.com/images/164811493/large.jpg

მომავლის ქალაქი
მითები დუბაიზე

გიდი მსოფლიოს ყველაზე პროგრესიულ მეგაპოლისში
მითები ➨ ნამდვილი რეალობა


დუბაი-ეს უბრალოდ ქალაქი არ არის, დუბაი ეს არის ბრენდი, ოცნება, ლეგენდა, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მეგაპოლისი დედამიწაზე. ემირატების ცენტრი დუბა არაფრისგან წარმოიშვა 20 წლის წინათ. "რეკორდების ქალაქი" წარმოდგენას ამართლებს: აქ არის აშენებული მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები, ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები, ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო წყალქვეშა ნომრებით, გრძელი გვირაბები, დიდი ხელოვნური კუნძულები და აშ. სწორედ დუბაი გახდა ყველაზე პროგრესიულის სიმბოლო-ემირატების მუსულმანური ქვეყნებიდან, ის არის ყველაზე კომფორტული და სასურველი საცხოვრებლად.

დუბაის არ გააჩნია მდიდრული ისტორიული წარსული, თუ არ ჩავთლით ნაციონალურ მუზეუმს, სადაც დემონსტრირებულია ქალაქის ცხოვრება ნავთობის არსებობამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქს არ სდევს ისტორიული ელფერი, ბევრი აკრიტიკებს და აბრალებს მას განსაკუთრებული ატმოსფეროს არქონას. მაგრამ, დუბაის მოყვარულები ამჩნევენ მის გამორჩეულ აურას. ქალაქი რომელიც ამოზიდულია სიცარიელეში თავისი ცათამბჯენებით, ბაღებით, ხელოვნური არხებით-სწორედაც რომ განსაკუთრებული ენერგიის და ხასიათის მატარებელია. აქ ცხოვრება კომფორტული და მოსახერხებელია, რადგანაც ურბანისტულ სამოთხეს წარმოადგენს. წარმოგიდგენთ დუბაიზე შექმნილ სტერეოტიპებს და რეალურ სურათს.

Tags:
17 აპრილი 2015      Nina-Nian     9 კომენტარი     ნანახია 8786-ჯერ
ნინა დობრევი იანის გამო ტოვებს სერიალს? ნინა დობრევი იანის გამო ტოვებს სერიალს?
როგორც მოგეხსენებათ, ნინა დობერვმა სერიალი "ვამპირის დღიურები" დატოვა. თუ რა არის რეალური მიზეზი შოუს დატოვებისა ვერავინ გარკვევია, წყაროები იუწყება ნინამ ეს გადაწყვეტილება იანის და ნიკის გამო მიიღო (ყოფილი შეყვარებული და ყოფილი მეგობარი, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაინიშნენ)

ნინა კოაჩელას წვეულებას წელს ვერ დაესწრო, მან ვიდეო ჩაწერა სპეციალურად ფანებისათვის და თქვა, რომ ვერ მოახერხა კოაჩელას ფესტივალზე წასვლა. ამბობენ, რომ ის ნიკის და იანის გამო არ წავიდა ფესტივალზე, რადგან არ სურდა მათი სასიყვარულო სცენების ნახვა, რაც გარდაუვალი იქნებოდა მათი მრავალი საერთო მეგობრის გამო. ნიკი და იანი პაპარაცებმა მართლაც უხერხულ მდგომარეობაში დაფიქსირეს რამაც ბევრი ფანი განარისხა, შეგახსენებთ 2012-2013 წელს ნინა იანთან ერთად იმყოფებოდა კოაჩელას ფესტივალზე.

Tags:
17 აპრილი 2015      candice     3 კომენტარი     ნანახია 3161-ჯერ
ცნობილი ბრიტანული ჟურნალი Maxim ყოველთვიურად გამოიცემა და ხელმისაწვდომია 75 ქვეყანაში, მის გარეკანებს ხშირად ამშვენებენ ცნობილი მსახიობები, მომღერლები და მოდელები, ჟურნალი გვაწვდის სელებრითების და მოდის სიახლეებს. და იგი ყოველწლიურად ადგენს გავლენიან სიას ''მსოფლიოს 100 ყველაზე ლამაზი ქალი''. გაგაცნობთ Maxim-ის რჩეულ ქალბატონებს, ანუ ის ვინც მოხვდა 100 ლამაზ ქალს შორის პირველ ადგილზე 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე 2014 წლის ჩათვლით.

ჟურნალ Maxim-ის რჩეული ქალბატონები
Tags:
15 აპრილი 2015      TataNakani     3 კომენტარი     ნანახია 5780-ჯერ
ახალი პროექტი ენჯელზე!
დღიური ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო და განსხვავებული კითხვარია, რომლიდანაც ძალიან ბევრს გაიგებს ჩვენი სტუმრის შესახებ. ორდინარული და მოსაწყენი კითხვა - პასუხი ყველგან შეგხვდებათ, მაგრამ არა ჩვენთან! გაიგეთ უფრო მეტი ადამიანების შესახებ, იხილეთ მათივე ხელით დაწერილი ფრაზები, რომლებიც მათ შინაგან სამყაროსა და განსხვავებულ ხედვებზე მოგვითხრობენ. დღიური საინტერესოა მათთვის, ვისაც უყვარს შემოქმედებითი და განსხვავებული ინტერვიუები. რა იმალება ადამიანების პროფესიის მიღმა, საუბარი არა მათ კონკრეტულ პროფესიაზე, არამედ მათ ცხოვრებისეულ გზაზეა.

ამჯერად იხილეთ ფოტოგრაფ მარი ნაკანის დღიური რომელშიც პერსონის ხელწერა და სუბიექტური ხედვა სულ სხვა თვალით დაგანახებთ ჩვენს სტუმარს. მკითხველს მარი ნაკანის დღიურის წაკითხვის საშუალება ეძლევა!

- ემოცია, რომლის ფირზე აღბეჭდვაც ყველაზე მეტად მიჭირს...
- მტირალა ადამიანს ვერ ვუღებ, მაგ დროს მირჩევნია დავამშვიდო.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- ყველაფერს ვუყუროთ მარადისობის წერტილიდან.

Tags:
15 აპრილი 2015      candice     1 კომენტარი     ნანახია 13386-ჯერ
შემოგთავაზებთ თუ როგორ უნდა გააკეთოთ ჩვეულებრივი ფერადი ქაღალდებისაგან ლამაზი და ორიგინალური ყვავილები, ამით თქვენ შეძლებთ თქვენს სახლებში სიახლის შეტანას ამ საგაზაფხულოდ.

Tags:
12 აპრილი 2015      Ancho.     7 კომენტარი     ნანახია 3920-ჯერ
http://data1.whicdn.com/images/173242357/large.gif


კოსმიური ადგილები დედამიწაზე
სამყაროს არარეალური 7 წერტილი, რომელთა არსებობაც დაუჯერებელია

მოგზაურობა კოსმოსში
საუკეთესო ფილმები


12 აპრილი - ავიაციისა და კოსმონავტიკის დღეა. 1961 წელს, სწორედ ამ დღეს განახორციელა პირველი გაფრენა კოსმოსში იური გაგარინმა. ეს იყო ნამდვილი გადატრიალება მეცნიერებასა და ისტორიაში. ყველა ბიჭის ოცნება იყო გამხდარიყო კოსმონავტი, იმისათვის რომ შეეხედათ პლანეტისთვის სხვა მხრიდან და ეგრძნოთ თავი ნამდვილ გმირებად. თუმცა, დედამიწაზეც არსებობს ისეთი ადგილები, რომლებიც სავსებით არ არიან ამქვეყნიურნი. გაგაცნობთ ადგილებს, რომლებიც პასუხობენ შეკითხვას: "არსებობს თუ არა კოსმიური ადგილები დედამიწაზე?" და გაგახსენებთ ფილმებს, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ვიმოგზაუროთ იქ.

Tags:
10 აპრილი 2015      TataNakani     4 კომენტარი     ნანახია 2485-ჯერ
ჟურნალ Glamour-ის გარეკანზე ეს სამი ქალბატონი უბრალო მიზეზით არ მოხვედრილა. მიშელ ობამა, სარა ჯესიკა პარკერი და კერი ვაშინგტონი, ამერიკელი ჯარისკაცების ცოლების და მოსამსახურე ქალბატონების დასახმარებლად შეიკრიბნენ.
Joining Forces მეოთხე წელია ზრუნავს სერვისის წევრებზე, კერძო სექტორებზე, რომელთა სიაშიც მოსამსახურე ქალები, ვეტერანები და მათი ოჯახები არიან.

Joining Forces მაისის თვის Glamour-ის მთავარი თემაა.

"პირველი ჩემი კამპანია მთელი ქვეყნის გარშემო ქალების მოსმენა იყო. შეიქმნა სადისკუსიო ჯგუფები, რომელთა ხმებიც უცნობი იყო ჩემთვის. მათი ისტორიების მოსმენით გაოცებული ვიყავი. მათი გამოწვევებისა და არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის. ქვეყნის 1%-ი იცავს 99%-ის უფლებებსა და თავისუფლებას. გადავწყვიტე, რომ აუცილებლად გავხდებოდი მათი "ხმა" და ბევრ პრობლემას ერთად მოვაგვარებდით.- მიშელ ობამა.

Michelle Obama, Sarah Jessica Parker and Kerry Washington
Tags:
5 აპრილი 2015      Ancho.     10 კომენტარი     ნანახია 11723-ჯერ
მამაკაცი, რომელმაც მიაღწია წარმატებას ქალებსა და კინოში
მარლონ ბრანდო


მარლონ ბრანდო ამტკიცებდა, რომ მსახიობობა ფუჭი და უსარგებლო პროფესიაა. თუმცა მისი იდეოლოგია არ უშლის ხელს მე-20 საუკუნის ბრწყინვალე მსახიობთა რიგებში მოხვდეს. მის საზიზღარ ხასიათზე, სექსუალურ გაუმაძღრობასა და საშინელ მანერებზე ათობით წიგნი და მოგონებანია დაწერილი. თითქმის ყველას ასერთიანებს საერთო შეგრძნება-ავტორები ბრანდოს ველური ქმედებების აღწერასთან ერთად ამატებენ, რომ დარჩათ შთაბეჭდილება, თითქოს ღმერთს გაესაუბრნენ.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ერთხელ, 1947 წლის ზაფხულში, გამოჩენილ ამერიკელ რეჟისორს ელი კაზანს საპირფარეშო დაუნაგვიანდა. უსიამოვნო სურნელმა მთელი სახლი მოიცვა. როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, რეჟისორი მზად იყო დაეყვირა ზანტი ზეინკალისათვის. უბრალოდ, კართან არა სანტექნიკი, არამედ ყველასათვის უცნობი მიუზიკლის მსახიობი იდგა-ერთ-ერთი იმ მრავალ პრეტენდენტთაგანი, რომელთაც ბროდვეის სპექტაკლში "სურვილების ტრამვაი" მონაწილეობა სურდათ. "ყალბ ზეინკალს" უბრალო ჯინსები და გაცვეთილი თეთრი მაისური ეცვა. ამიტომ მას, სახელოების აწევაც არ დასჭირვებია იმისათვის, რომ აუღელვებელი იერით ჩაეყო ხელი განავალში და აღმოეფხვრა დაზიანება.

https://33.media.tumblr.com/84c6af0bf8c9d06fcf7a577724da4c0b/tumblr_nhu2n628eS1rwlldqo1_500.gif
Tags:
4 აპრილი 2015      liliana     5 კომენტარი     ნანახია 7342-ჯერ
კლეოპატრას საყვარელი ფერი იისფერი გახლდათ.
სიტყვა ვარდისფერი პირველად მე-17-ე საუკუნეში გამოიყენეს.
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ლურთჯვალება ადამიანებს ყველას საერთო წინაპარი ყავთ, რომელიც 6000 10000 წლის წინ ცხოვრობდა, მანამდე ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდათ.

ქერა წვერები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შავი.

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ფერების შესახებ

საინტერესო ფაქტები ფერებზე
Tags:
3 აპრილი 2015      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 2566-ჯერ
ბრიჯსტოუნი და მისი ექსკლუზიური პარტნიორი თეგეტა მოტორსი წარმოგიდგენთ
9 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში “ფორსაჟი 7″

ბილეთები უკვე გაყიდვაშია!
ბილეთების წინასწას შეძენა შესაძლებელია
კინოთეატრების სალაროებსა და საიტზე: Biletebi.ge

ფილმის სცენარისტ კრის მორგანს პოლ უოკერის გარდაცვალების გამო სცენარში ცვლილებების შეტანა მოუწია. ჩვენთვის ცნობილია, რომ პოლს სანახევროდ ქონდა დასრულებული ფილმზე მუშაობა. რეჟისორის გადაწყვეტილებით ფილმზე მუშაობა განაგრძეს და პოლის პერსონაჟის ბრაიან ოკონორის კადრების გადასაღებად პოლის ძმები კალებ და კოდი უოკერები დაიხმარეს. სამსახიობო დასის და კინო კომპანიის გადაწყვეტილებით, ბრაიან ოკონორის პერსონაჟისთვის ეს ბოლო ფილმი იქნება, შესაძლოა მას მოგვიანებით მოყვეს გაგრძელება, თუმცა პოლ უოკერის პერსონაჟი ამ ფილმში დარჩება და განაგრძობს ბედნიერ ცხოვრებას ოჯახთან ერთად...

Tags:
1 აპრილი 2015      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 3688-ჯერ


ახლოვდება Open Air- ფესტივალების სეზონი, რომელთაც მსოფლიოს ყველა კუთხეში ახალგაზრდები, რომელთაც მუსიკისა და თავისუფლების სიყვარული აერთიანებთ დიდი ჟრიამულით აღნიშნავენ გაზაფხულის დადგომასთან ერთად. ერთერთი უდიდესი და მრავალწლიანი ტრადიციის მქონე კოაჩელას ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი კი აქვეყნებს ახალ შიდა განაწესს, სადაც ფესტივალის ტერიტორიაზე აკრძალულ ნივთთა სიაში ცეცხლსასროლ იარაღთან, ბასრ სამკაულებთან და ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად სელფის-ჯოხები შეიტანეს!

კოაჩელას ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს განცხადებას და არც მალავს რეალურ მიზეზს, თუ რატომ კრძალავენ სელფი-ჯოხებს. ისინი ამბობენ, რომ სელფი-ჯოხებით მომართული ნარცისიზმით შეპყრობილნი მათთვის არასასურველი სტუმრები არიან, და რომ ისინი საფრთხეში აგდებენ გარშემომყოფთ ამ მოწყობილობებით... რომის კოლიზეუმში, პარიზის ვერსალის მუზეუმში, ბრიტანეთის ნაციონალურ გალერეაში და O2 არენაზე კი სელფი-ჯოხის შეტანა უკვე ოფიციალურად იკრძალება და მზადდება ნიშანი, რომელიც ჯოხის გამოყენების აკრძალვის შესახებ გაგვაფრთხილებს
Tags:
  • «
  • 1
  • ...
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • ...
  • 130
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top