;




სიტყვა როგორც სკალპელი
ექიმი ჰაუსის საუკეთესო ციტატები
ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ ლორმა 56-ე დაბადების დღე აღნიშნა


შესანიშნავი როლებისა და სამშობლოში წარმატებულობის მიუხედავად, ჰიუ ლორმა მსოფლიო აღიარებას ექიმ ჰაუსად გარდასახვის შემდეგ მიაღწია. პროექტი საკულტო გახდა, ცინიკოსი გრეგორი ჰაუსის რეპლიკები კი დიდიხანია აფორიზმებად იქცა.

Tags:

დღიურის შემდეგი სტუმარი მსახიობი რეზი ნასიძეა.
სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" დღიურის რესპონდენტმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია და როგორც თვითონ ამბობს, კითხვა რომელიც არ უყვარს უკვე სერიალსა და მომდევნო სერიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.დღიურში ცენზურის გარეშე გამოვაქვეყნეთ რევაზ ნასიძის სუბიექტური პასუხები, რომლებიც თამამი და გულწრფელია. დღიურის მკითხველს თავისუფალი და რეალური ინტერვიუ ელოდება. იხილეთ ახალგაზრდა მსახიობის ხედვა და ხელწერა დღიურში.
დღიურის პროექტის მასპინძელია- Breadbar.

- ერთხელ...
- ვცოცხლობთ.
- ადამიანის ბედნიერების მთავარი ელემენტია...
- სურვილების ასრულება.
- მსახიობის ცხოვრება წარმოუდგენელია ამის გარეშე...
- ალბათ, თავგადასავლების.
- მსახიობის მთავარი გამოწვევაა...
- როლი, ალბათ.
- საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილია...
- მემგონი მესტია (არ ვარ ნამყოფი).
Tags:

თბილისში, 28 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე ოფიციალურად გაიხსნა „ჯინს გალერი ჯგუფში“ შემავალი სამი ახალი ბრენდული მაღაზია. Lee & Wrangler, Levis, Factory- ეს ის მაღაზიებია, რომელშიც შოპინგი კიდევ ერთ ახალ მისამართზე, ამჯერად უკვე ჭავჭავაძის 29 ნომერში იქნება შესაძლებელი.

„დრესაპ ჯგუფი“, რომელიც აქამდე „ჯინს გალერი ჯგუფის“ სახელით იყო ცნობილი აერთიანებს მაღაზიებს: Levis, Lee & Wrangler, Mavi, Jeans Gallery და Factory - უკვე 21 წელია ზრუნავს საქართველოში იმ ყველაზე დემოკრატიული სტილის დამკვიდრებასა და მხარდაჭერაზე, რასაც ჯინსი, თავისუფალი ცხოვრების წესი და საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ჰქვია.

Tags:

საშიში ზღაპრები/Penny Dreadfulსაშიში ზღაპრები/Penny Dreadful
,,200 წლის შემდეგაც ვკითხულობთ ფრანკენშტეინს, ჩვენში კვლავ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას დორიან გრეი და ჯერ კიდევ გვაშინებს გრაფი დრაკულა”…


რას იტყვით, თუ ამ ლიტერატურულ პერსონაჟებს ერთ სატელევიზიო შოუში მოაქცევენ? ასეთ საინტერესო კომბინაციას გვთავაზობს ფსიქოლოგიური ტრილერი ,,საშიში ზღაპრები“. მსგავსი რამ თქვენ არასდროს გინახავთ - ვიქტორიანული ლონდონი, გოთიკური ატმოსფერო, ბევრი სისხლი, კლასიკური მონსტრები და საიდუმლოებები. ამასთან ერთად, ორიგინალური მუსიკა და შესანიშნავი კოსტუმები თავს მთლიანად რეალიზებულ სამყაროში გაგრძნობინებთ. ,,საშიში ზღაპრები“ უკვე გახდა კრიტიკოსთა რჩეული სერიალი და წელს ბაფტას სამი პრემიაც მოიპოვა, რაც სულაც არ ყოფილა მოულოდნელი ,,გლადიატორის“, ,,ავიატორისა“ და ,,ჰიუგოს“ სცენარისტის, ჯონ ლოგანისგან. მონაწილე მსახიობთა შემადგენლობა ასე გამოიყურება: ჯოშ ჰარტნეტი, ევა გრინი, ტიმოტი დალტონი, ბილი ფაიფერი, რივ კარნი და ჰარი ტრედევეი.

საშიში ზღაპრები/Penny Dreadful
Tags:

კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale

ბრიტანელმა მსახიობმა კრისტიან ბეილმა მაყურებლის სიყვარული მცირე ასაკში მოიპოვა. ის მხოლოდ 12 წლის იყო, როცა სტივენ სპილბერგმა 4 000 ახალგაზრდა კანდიდატს შორის ამოარჩია ფილმისთვის ,,მზის იმპერია“. მას შემდეგ ბეილი გენიალური შესრულებით და მრავალფეროვანი როლებით ანებივრებს მაყურებელს. 41 წლის ოსკაროსანი მსახიობი ისე ოსტატურად ახერხებს როლიდან როლში მოგზაურობას, რომ მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, რისთვისაც მას ყველა დროის ყველაზე დიდებულ მსახიობთა შორის განიხილავენ. გაგაცნობთ კრისტიან ბეილის გამორჩეულ როლებსა და ამონარიდებს ინტერვიუებიდან.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale

"ადამიანები არ არიან ვალდებულნი მიცნობდნენ. ინტერვიუებს იმიტომ ვთანხმდები, რომ ფილმების გაყიდვას შევუწყო ხელი და არა საკუთარი თავის."
"მსახიობი არ უნდა იყოს იმ ფილმზე უფრო დიდი, რომელშიც ის მონაწილეობს."
"ხელოვნება ისაა, რითიც უნდა იამაყო. ხელოვნება არ არის კომპრომისი."

"არასდროს მინდა ვიგრძნო, რომ უსაფრთხოდ ვთამაშობ."
კრისტიან ბეილი / christian bale
Tags:

"დღიურის" შემდეგი სტუმარი ნინი ბადურაშვილია

"დღიურში" ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ ინტერვიუს იხილავთ. მომღერლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციას საზოგადოება მაშინვე იგებს, თუმცა პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების მიღმა დარჩენილ დეტალებს მხოლოდ "დღიურში" წაიკითხავთ. დამაფიქრებელი კითხვები და გულწრფელი პასუხები მკითხველს
ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ მხარეს აჩვენებს.

- საყვარელი სიმღერის ტექსტია...
- "არასოდეს მყვარებია ასე"
- ქალბატონების სუსტი მხარეა...
- მგონია, რომ შეყვარებული ქალი ხშირ შემთხვევაში სუსტია.
- ვფიქრობ, ქალი მორალურად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი.
- პირველი რადიკალური გადაწყვეტილება...
- ჩემი უეცარი გათხოვება და შემდეგ გაშორება ორსულ მდგომარეობაში...
- ვისურვებდი, ყველამ შეიგრძნოს უფრო მეტი...
- თავისუფლება.

Tags:


წელს მერლინ მონრო 89 წლის გახდებოდა.
20-ე საუკუნის სექსსიმბოლოსა და ეპოქალური მსახიობის შესახებ ინფორმაცია დღემდე აქტუალურია.
"ის იყო გოგონა, რომელმაც იცოდა რომ უნდა ყოფილიყო ბედნიერი, მაშინაც კი, როდესაც მოწყენილი იყო."

რა ხდებოდა კომედიური ჟანრის მსახიობობის მიღმა. მერლინის ცხოვრების შესახებ 53 წლის შემდეგაც კი უამრავი ამოუცნობი ფაქტია დარჩენილი. გაიგეთ უფრო მეტი რამ მერლინ მონროს შესახებ. 20-ე საუკუნის ICON-ის , ნორმა ჯინის- მერლინ მონროს ცხოვრებისეული დეტალები და ინფორმაცია, რომელიც ქერა ლამაზმანის შესახებ დღემდე არ იცოდით.
Tags:



"დღიურის" ერთგულ მკითხველს შორენა ბეგაშვილის ინტერვიუ ელოდება. ჩვენი რესპონდენტი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა, თუმცა ამ ტიპის ინტერვიუს შორენას შესახებ მხოლოდ "დღიურის" მკითხველი ნახავს. პროექტის მიზანი ადამიანების ყოველდღიურობისა და მათი პროფესიის მიღმა დარჩენილი დეტალების ამოცნობაა. განსხვავებულ კითხვებზე პასუხები მათ შინაგან სამყაროსა და ინტერესებზე მოგვითხრობენ.
"დღიურის" მომდევნო პროექტს Breadbar-მა უმასპინძლა.

- ქალბატონის მთავარი გამოწვევაა..
- ლამაზი ქალის დანახვა.
- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც უკითხავთ არის...

- თვალები სად ჩავივიწროვე.
- ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...

- სიღარიბე.
Tags:



ანგელოზსა და დემონს შორის: ნაომი კემპბელი
სამოდელო ბიზნესის შავი პანტერა უკვე 45 წლისაა


წარმოგიდგენთ იმ ხმამაღალ ინფორმაციებს — სკანდალურსა და სასიკეთოს — რაც გაიარა ნაომი კემპბელმა ცხოვრების მანძილზე.

ეჭვიანი ნაომი კემპბელი - ეს საშიში აფეთქებაა. მას შემდეგ, რაც მოდელმა ლუო ზილინმა დაიკავა ვლადისლავ დორონინის მეგობრის ადგილი, ჩინელის კარიერაში დიდი წერტილი დაისვა. გოგონა გაანთავისუფლეს სამოდელო სააგენტოდან "არაპროფესიონალური მოქცევის გამო". მოგვიანებით, გამოძიებამ გაარკვია, რომ ინციდენტი ნაომის მოწყობილი იყო. მას სჭირდებოდა მხოლოდ რამდენიმე ზარის განხორციელება, რომ გაენადგურებინა ლუოს კარიერა.

ოქროს ხანჯლით ხელში მსოფლიოში ცნობილი მოდელი პირველი აფრიკული დეფილეს პოდიუმზე გავიდა, რომელიც ეძღვნებოდა კოლეგების დისკრიმინაციას. "სად ხედავთ ფერადკანიან ქალებს რეკლამებში? ეს ძალიან იშვიათი გამოვლინებაა" - განაცხადა მოდელმა შოუს კულისებში.


Tags:



ევროვიზია -- ისტორია, ფაქტები, რეკორდები, სკანდალები...

საიუბილეო მე-60 ევროვიზიის ფინალის წინ, წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური კონკურსის შესახებ.

"ევროვიზიის" ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდათ: მათ სურდათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ქვეყნები ერთ მუსიკალურ ორომტრიალში გააერთიანებინათ. 1956 წელს შედგა პირველი კონკურსი და ადგილიც საუკეთესოდ იყო შერჩეული-მოქმედება მიმდინარეობდა ჩრდილოეთ შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიპლომატიურობით. გამარჯვება ამ ქვეყნის წარმომადგენელმა მოიპოვა, და მას შემდეგ შოუ არც ერთ წელს არ ჩაშლილა.

2007 წელს, სკანდალი დატრიალდა უკრაინელი მონაწილის გარშემო. ვერკა სერძიუჩკას სიმღერაში ისმოდა ფრაზა "Russia, Goodbye". თვითონ მომღერალმა ახსნა, რომ ტექსტში ეწერა Lasha Tumbai, რაც მონღოლურად გასქელებულ ვანილს ნიშნავს. რაც არ უნდა იყოს, მისმა გამოსვლამ რუსეთი გააღიზიანა და სიტუაციაც გაუარესდა.

Tags:

Angel.ge-ს დღიურების პროექტი გრძელდება!
ამჯერად მკითხველი მანიკა ასათიანის დღიურს წაიკითხავს. დღიურის საინტერესო კითხვარის ფორმატი უცვლელია. ინტერვიუ ცნობილი ადამიანების განსხვავებულ მხარეს გვაჩვენებს. გაიგებთ მანიკას შესახებ საინტერესო ინფორმაციას, რომლებსაც ჩვეულებრივ ინტერვიუებში ვერ შეხვდებით. ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები, მანიკამ თავისუფლად და უწყვეტად შეავსო, წერის პროცესი კი ფოტოგრაფმა დააფიქსირა. "დღიურის" მასპინძელია La Belle Medical.
მანიკა ასათიანის დღიური Angel.ge-ს მკითხველისთვის.
- სილამაზის დეფინიცაა...
- მაკა ასათიანია თავად დეფინიცია.
- ქალბატონების ყველაზე სუსტი მხარეა...
- გრძნობები, სიყვარული, შვილი.
- მუსიკა, რომელსაც მთელი სხეულით ვგრძნობ...
- მიშა მდინარაძის "თოლიები".

Tags:



სცენარის მიმოხილვა და შესანიშნავ სამსახიობო დასთან ერთად ამ ფილმისადმი ინტერესს გვიღვიღებს ის ფაქტი, რომ The AGE OF ADALINE-სთვის ლანა დელ რეიმ შექმნა საუნდტრეკი "Life Is Beautiful", რაც ცხადყოფს, რომ სულ მალე შესანიშნავ კინოფილმს ვიხილავთ. The AGE OF ADALINE - ბლეიკ ლაივლის, მაიკლ ჰიუსმენის, ჰარისონ ფორდის მონაწილეობით.

ფილმის პრემიერა საქართველოში: 21 მაისიდან
კინოთეატრებში: რუსთაველი, ამირანი, აპოლო, კავეა



Tags:



ტეილორ სვიფტის ახალი მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Bad Blood გუშინ ღამე გავრცელდა ინტერნეტში, რომელსაც მრავალი ჩვენთაგანი ელოდა - კლიპს გახმაურებული პიარი ჩაუტარდა, მასში მონაწილეობენ ტეილორის მეგობრები: სელენა გომეზი, ჰეილი სტენფილდი, ჯიჯი ჰადიდი, კარლი კლოსი, ლენა დუნჰამი, ელი გულდინგი, ზენდაია, კარა დელავინი, ლილი ოლდრიჯი, მარტა ჰანტი, ჯესიკა ალბა, ჰეილი უილიამსი, სერაია და ტეილორის საყვარელი icon პიროვნებები: სინდი კროუფორდი, მარისკა ჰარჯიტი და ელენ პომპეო

სიმღერას ტეილორი კენდრიკ ლამართან ერთად ასრულებს და როგორც ამბობენ, ის ტეილორის და კეიტი პერის დაპირისპირებას ეხება. ამგვარად, ჩანს რომ სიმღერისთვის ახალ მუზას არა მისი ყოფილი-შეყვარებული არამედ ყოფილი-მეგობარი წარმოადგენს.

Tags:


ყველაზე ხმამაღალი სკანდალები კანის კინოფესტივალის ისტორიაში
პრემიერები, ინტრიგები, გამოძიება —
მთავარი ევროპული კინოფორუმის სკანდალური ქრონიკა


რიგით 68-ე კინოფესტივალის გახსნამ უცნაური მოვლენებისა და ექსცენტრიკული ჩაცმულობების გარეშე ჩაიარა, თუმცა უკვე მეორე დღეს, მოვლენები თავიან ჩვეულ კურსს დაუბრუნდა, რაც ღონისძიების კურიოზულობაში ვლინდება.

უხერხულია დავითვალოთ, რამდენჯერ "დაუსტვინეს" კანში, მაგრამ აღსანიშნავია კვენტინ ტარანტინოს ჟესტი: მან დემონსტრაციულად აუწია შუა თითი კრიტიკოსებს, რაც ღირსეულ პასუხად ჩაითვალა მათი წამოძახილების "რა სისულელეა!"-ს საპასუხოდ, როდესაც მას ოქროს პალმის რტოს გადასცემდნენ ფილმისათვის "Pulp Fiction".

Tags:



მამაკაცის სილამაზის სტანდარტები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


ყველა ქვეყანაში სხვადასხვა გარეგნობის მქონე მამაკაცები გვხვდება.
მივყვეთ მამაკაცურ სილამაზეს გეოგრაფიულად.


ყველა ნაციონალობის მქონე მამაკაცი უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს თავის მოვლას, ამას მამაკაცის მოვლის საშუალებების გაყიდვებიც მოწმობს, რომელიც 70%-ზე მეტადაა გაზრდილი. კრეატიულმა გუნდმა BuzzFeed-მა ვიდეო შექმნა, რომელშიც წარმოდგენილია მამაკაცური იდეალები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. პროექტისათვის მოდელები კონტინენტის 12 ქვეყნიდან შეკრიბეს და აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ქალები მიილტვიან სრულფასოვან 90-60-90 პარამეტრებამდე. განვავრცოთ თემა მამაკაცური სილამაზის შესახებ.

Tags:
  • «
  • 1
  • ...
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • ...
  • 130
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top