;
19 აგვისტო 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 9424-ჯერ
ცხელი სეზონი ნელ-ნელა იწურება, წინ საშემოდგომო სეზონი გველის. დასვენების შემდეგ, ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად უნდა მოემზადოთ. ახალი სამუშაო სეზონის დასაწყებად აუცილებელია: ახალი სამოსი, საქმიანი იდეები, თავდაჯერებულობა და ცვლილებები. გარეგნობის ცვლილებები კი თმის ფერზე ფიქრით დაიწყეთ. წარმოგიდგენთ ტოპ საშემოდგომო თმის ფერებს, რომლებიც ყველაზე აქტუალურია 2015 წლის საშემოდგომო სეზონისთვის.
Tags:
12 აგვისტო 2015      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 7384-ჯერ


THE GRACE OF GRAY
ჭაღარა თმის მომხიბვლელობა

მოდელების თაობა, რომლებიც მრავალი ახალგაზრდა დამწყები მოდელისგან განსხვავებით... საკმაოდ გვიან "აღმოაჩინეს" და გამოარჩიეს იმ ბუნებრივი სილამაზით, რომელიც ასაკში შეინარჩუნეს. ხანდაზმული მოდელების ლეგიონს მიეკუთვნება 65 წლის სარა ვილი, რომელმაც მოდელობა 57 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პროფესიონალმა ფოტოგრაფმა შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოებიდან შენიშნა, რასაც მალევე მოყვა სამოდელო კონტრაქტი ლონდონური სააგენტოდან.

ასევე 82 წლის ლეგენდარული კარმენ დელოფერისი, 85 წლის დაფნი სელფი - ყველაზე ხანდაზმული მოდელი და 81 წლის ჯენი როუდსი 60 წლიანი სამოდელო კარიერით. ქალბატონები წარმატების ზენიტში როგორც ხანდაზმული მოდელები ისე მოექცნენ, ისინი რეკლამირებას უწევენ ძვირფას სამკაულებს და ცხოვრების სტილს, რომელიც უბერებელია.

Tags:
5 აგვისტო 2015      TataNakani     6 კომენტარი     ნანახია 15193-ჯერ

რა არის ნიუ-იორკული სტილის ყველაზე დიდი საიდუმლო?
ქალბატონების თავდაჯერებულობა.
მათ იციან რა არის ლუქის საუკეთესო ელემენტი, იციან რა უხდება მათ სხეულს, იციან თუ როგორ უნდა წარმოაჩინონ საუკეთესო მხარე და შინაგანი სამყარო. ნიუ-იორკული მოდური ელფერი ნებისმიერი ქალბატონს ეტყობა. მათი წარმატების ფორმულა ერთია.
იხილეთ ნიუ-იორკული სტილის თავისებურებანი.
Tags:
22 ივლისი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1673-ჯერ
PIXELS - თამაში მსოფლიოს გადასარჩენად

"პიქსელები" - ალბათ თავდაპირველად გაგაკვირვებთ მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ფილმის სანახევროდ-მულტიპლიკაციურ 3D ფორმატში ხილვა. აქ მსოფლიოს გადარჩენა ყოფილი გეიმერების ხელშია, კაცობრიობის მტერი კი კვლავ უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც ძველი კომპიუტერული თამაშების სახით გვიტევენ! ამერიკის პრეზიდენტი გადაწყვეტს მისი ბავშვობის მეგობრებს მოუხმოს არკადი-თამაშების სტატეგიით მოთამაშე მტრის გასანადგურებლად: ადამ სენდლერი, კევინ ჯეიმსი, მიშელ მონაჰენი, ეშლი ბენსონი, პიტერ დინკლეიჯი და შონ ბინი სხვა მსახიობებთან ერთად... ითამაშებენ PacMan-ის წინააღმდეგ!

ფილმი საქართველოს კინოთეატრებში
რუსთაველი, ამირანი, Cavea მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე:
23 ივლისიდან 3D ფორმატში

PIXELS - თამაში მსოფლიოს გადასარჩენად
Tags:
16 ივლისი 2015      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2497-ჯერ
La Belle Be Well - როცა არაფერს კარგავთ, გარდა წონისა!
ჯანსაღი წონის დაბრუნება ბევრი ადამიანისთვის ოცნების ტოლფასი გახდა. გვიჭირს ვაკონტროლოთ ის, რაც სრულიად ჩვენს ხელშია, საკუთარი თავის გაკონტროლება გვიჭირს. არსებობს რაღაც, რაც მუდმივად გვიშლის ხელს, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ნუთუ მართლა შეუძლებელია დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება? რაში მდგომარეობს პრობლემის რეალური მიზეზი?

პროექტი La Belle Be Well არის სიახლე ისრაელიდან, მისი ძირითადი პრინციპები შემუშავებულია ებრაელი ფილოსოფოსის და ექიმის Rambam-ის ნაშრომების საფუძველზე. მეთოდი უკვე აპრობირებულია მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში. ჩვენ მოვახდინეთ მისი ადაპტაცია და მოვარგეთ ქართულ კულტურას.

Tags:
15 ივლისი 2015      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 3325-ჯერ


Unfriended - “წაშალე მეგობრები”
"პარანორმალური მოვლენების" და 'ასტრალის" შემქმნელები წამოგვიდგენენ ქართველი რეჟისორის ინოვაციურ საშინელებათა ჟანრის ჰოლივუდურ დესქტოპ-ტრილერს‬ ‪"Unfriended" 16 ივლისიდან საქართველოს კინოთეატრებში

ჟანრი: საშინელება, ტრილერი
რეჟისორი: ლევან გაბრიაძე
როლებში: შელი ჰენინგი, მოუსეს სტორმი, რენი პოლსტედი, უილიამ პელტცი

ერთ საღამოს მეგობრებს "სკაიპში" შემოუერთდა უცნობი სახელით Billy227. ყველა ფიქრობდა, რომ ეს კომპიუტერული ხარვეზი იყო, სანამ უცნობმა არ დაიწყო წერა. ბილს აინტერესებდა თუ ვინ იყო ინტერნეტში სკანდალური ვიდეოს გავრცელების ავტორი, რომელიც მათ თანაკლასელ ლორა ბარნსზე იყო, რის გამოც გოგონამ რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა. მეგობრებს ეგონათ, რომ ადვილად გათიშავდნენ ჩატს, თუმცა ეს ადვილი არ აღმოჩნდა. Billy227-ს სურს გაარკვიოს, თუ ვინ გაასაჯაროვა მასალები ლორა ბარნსზე და თუ დატოვებ ჩატს - მოკვდები!

Tags:
14 ივლისი 2015      ✿Bad Crazy AnGeL✿From VoGuE✿✮     3 კომენტარი     ნანახია 4795-ჯერ
,,უმანკოების მუზეუმი" ორჰან ფამუქის 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეანტია. წიგნში აღწერილია სიყვარულის ისტორია,30 წლის მდიდარი ქემალისა და 18 წლის ღარიბ ფუსუნს შორის, რომელიც 1970-80-იანი წლების სტამბულში ვითარდება.

”უმანკოების მუზეუმის” წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა - ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში, ზუსტად იქ სადაც ფუსუნი და მისი ოჯახი ცხოვრობდა. წარმოგიდგენთ მუზეუმის ფოტოებს და ამონარიდებს წიგნიდან.


უმანკოების მუზეუმი
Tags:
14 ივლისი 2015      saley     2 კომენტარი     ნანახია 6437-ჯერ

კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ საუკეთესო კორეული სერიალების ათეულს
'დორამ'-ების ნახვა შეგიძლიათ საიტზე: www.doramatv.ru
ასევე ზოგიერთი დორამა ქართული სუბტიტრებითაცაა საიტზე:www. koreamania.ge
Tags:
5 ივლისი 2015      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2907-ჯერ


Magic Mike XXL
Magic Mike
- ფილმის მეორე ნაწილი XXL ზომით...

ფილმში "Magic Mike" ჩენინგ ტატუმის სტრიპზიტიორ პერსონაჟთან ერთად კვლავ ვიხილავთ თვალწარმტაც სამსახიობო დასს: მეტ ბომერი (Ken), ჯო მანგანიელო (Big Dick Richie), კევინ ნეში (Tarzan) და ქალბატონებს: ენდი მაკდაუელი, ემბერ ჰარდი, ჯადა პინკეტ სმიტი და ელიზაბეტ ბენკსს. ფილმის პირველი ნაწილი 2012 წელს გამოვიდა, სადაც ისტორია ჩენინ ტატუმის პერსონაჟისთვის სტრიპტიზის ხელოვნების მიტოვებით დასრულდა, 2015 წლის ფილმში კი ისტორია გრძელდება, როდესაც Magic Mike-ს კვლავ მოუხმობენ სცენაზე...

Tags:
26 ივნისი 2015      TataNakani     12 კომენტარი     ნანახია 16750-ჯერ
ღიურის მომდევნო სტუმარი ნინა სუბლატია!
ჩვენი ერთგული მკითხველი ნინას ინტერვიუს სულმოუთქმენლად ელოდა. საინტერესო, განსხვავებული, წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი ევროვიზიისა და ყოველდღიურობის მიღმა დარჩენილი დეტალების შესახებ დღიურის კითხვარში გულწრფელი იყო. ხელწერა და სუბიექტური ხედვები რესპონდენტს სხვა კუთხით წარმოაჩენს. დღიურის მიზანიც ეს არის, არაორდინარული ინტერვიუ და გულწრფელი პასუხები იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევიან. იხილეთ ნინა სუბლატის საინტერესო დღიური.

- ცხოვრებისეული ფრაზა,რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- "Keep Going."
- ქალბატონებს ვურჩევდი...
- დაივიწყონ "სუსტი სქესის" არსებობა. ყველა თანასწორია.
- სიტყვა Warrior-ზე, პირველი ადამიანი, რომელიც მახსენდება არის...
- ყველა, ვინც თავისი პრინციპებისთვის, საკუთარი თავისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის.
- ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...
- მმართველობა.
Tags:
25 ივნისი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 4221-ჯერ

Homemart - ყველაფერი სახლისთვის


“ჰოუმმარტი - ყველაფერი სახლისთვის“ ასე ეწოდება ჭავჭავაძის გამზირზე, N37ლ-ში მდებარე ორსართულიან სავაჭრო ცენტრს, რომლის ძირითად კონცეფციას სახლის თემა წარმოადგენს. “ჰოუმმარტი“ - სივრცეა, სადაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა მშვიდ და კომფორტულ გარემოში, კვირის ნებისმიერ დღეს, პარკირების პრობლემის გარეშე შეიძინოს ყველაფერი სახლისთვის: ყველა გემოვნების თუ სტილის ადამიანისთვის შესაფერისი სახლის დეკორაცია, ჭურჭელი და სახლის აქსესუარები, ოთახის განათება, ტექსტილი, საოჯახო ტექნიკა, სათამაშოები, ასევე ქალის სამკაული და თეთრეული, საცურაო კოსტუმები და სპორტული ტანსაცმელი.

სავაჭრო ცენტრში ასევე მდებარეობს ფიტნესი „ასპრია“, რომელასაც შეგიძლიათ ესტუმროთ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ყავის მოყვარულებს კი „ჰოუმმარტის“ სავაჭრო ცენტრი სთავაზობს ყავის ექვსამდე ობიექტს და გვერწმუნეთ, ყავის არც ერთი მოყვარული არ დარჩება გულგრილი.

Tags:
25 ივნისი 2015      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 1603-ჯერ


მორიგი ჰოლივუდური კომედია , რომელსაც მაყურებელი საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე - 25 ივნისიდან იხილავს. მარკ უოლბერგი, ამანდა სეიფრიდი, ლიამ ნისონი, მორგან ფრიმენი და სეტ მაკფარლენი, რომელიც დათუნია-ტედის პერსონაჟსაც ახმოვანებს და ფილმის რეჟისორიც გახლავთ წარმოგვიდგენს ტედის ისტორიის მეორე ნაწილს. ფილმში ტედს და მის ადამიან-მეუღლეს შვილის ყოლის სურვილი გაუჩნდებათ, რისთვისაც მოუწევთ დაამტკიცონ, რომ ტედი ადამიანია და შეძლებს ბავშვის აღზრდას, მოკლედ.. ტედს ცოლი მოყავს!

სარკაზმი, მსუბუქი და უხამსი იუმორი რეჟისორის დამახასიათებელი ნიშანია, სწორედ ასეთ სტილის გამო დათანხმდა მარკ უოლბერგი ფილმის მეორე ნაწილში გადაღებას, რაც მის კინოკარიერაში პირველი შემთხვევაა.


Tags:
18 ივნისი 2015      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 6617-ჯერ
თავდაყირა / inside out

ოდესმე დაფიქრებულხართ - ნეტავ რა ხდება ჩვენს თავში??
სწორედ ამ თემას ეფუძნება პიქსარის ეს უნიკალური მულტფილმი. მისი პრემიერა კანის 68-ე კინოფესტივალზე შედგა და აღფრთოვანება გამოიწვია კრიტიკოსებში ამ საოცრად ახლებურმა - წარმოსახვითმა სამყარომ. შთაგონება რეჟისორ და სცენარისტ პიტ დოქტერის საკუთარ მოზარდ ქალიშვილზე დაკვირვებამ შესძინა, ფილმის შექმნის პროცესს კი 5 წელიწადზე მეტი მოანდომეს!

18 ივნისიდან "კომედი შოუ" და "ვანოს შოუ"- ქართული გახმოვანებით
წარმოგვიდგენს სტუდია "Pixar"-ის ანიმაციურ ფილმს
"თავდაყირა" 3D ფორმატში

ფილმში წამოჭრილი თემები მულტფილმის გმირების მსგავსად ბავშვებს და მათ მშობლებს მრავალ საკითხე დააფიქრებს და გაახალისებს. მთავარი გმირი 11 წლის რაილის პერსონაჟია, მის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია, ხუთი პატარა არსება მის ტვინში: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. თითოეული ემოცია თავისებურად ცდილობს დაეხმაროს მას ახალ სკოლაში ადაპტირების დროს, სადაც მწუხარების ემოციამ ჩაიგდო მართვის სადავეები.

თავდაყირა / inside out თავდაყირა / inside out
თავდაყირა / inside out თავდაყირა / inside out
Tags:
14 ივნისი 2015      Ancho.     3 კომენტარი     ნანახია 4861-ჯერ


სიტყვა როგორც სკალპელი
ექიმი ჰაუსის საუკეთესო ციტატები
ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ ლორმა 56-ე დაბადების დღე აღნიშნა


შესანიშნავი როლებისა და სამშობლოში წარმატებულობის მიუხედავად, ჰიუ ლორმა მსოფლიო აღიარებას ექიმ ჰაუსად გარდასახვის შემდეგ მიაღწია. პროექტი საკულტო გახდა, ცინიკოსი გრეგორი ჰაუსის რეპლიკები კი დიდიხანია აფორიზმებად იქცა.

Tags:
13 ივნისი 2015      TataNakani     26 კომენტარი     ნანახია 12589-ჯერ
დღიურის შემდეგი სტუმარი მსახიობი რეზი ნასიძეა.
სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" დღიურის რესპონდენტმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია და როგორც თვითონ ამბობს, კითხვა რომელიც არ უყვარს უკვე სერიალსა და მომდევნო სერიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. დღიურში ცენზურის გარეშე გამოვაქვეყნეთ რევაზ ნასიძის სუბიექტური პასუხები, რომლებიც თამამი და გულწრფელია. დღიურის მკითხველს თავისუფალი და რეალური ინტერვიუ ელოდება. იხილეთ ახალგაზრდა მსახიობის ხედვა და ხელწერა დღიურში.
დღიურის პროექტის მასპინძელია- Breadbar.

- ერთხელ...
- ვცოცხლობთ.
- ადამიანის ბედნიერების მთავარი ელემენტია...
- სურვილების ასრულება.
- მსახიობის ცხოვრება წარმოუდგენელია ამის გარეშე...
- ალბათ, თავგადასავლების.
- მსახიობის მთავარი გამოწვევაა...
- როლი, ალბათ.
- საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილია...
- მემგონი მესტია (არ ვარ ნამყოფი).
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 130
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top