;
23 სექტემბერი 2015      Ancho.     4 კომენტარი     ნანახია 3905-ჯერ
ქართული ისტორიული ქსოვილი

ქართული ისტორიული ქსოვილი

ხელოვნების სასახლეში ერთი მეტად საინტერესო პროექტი წამოიწყეს -- ეს არის ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა! პროექტის ხელმძღვანელები არიან გიორგი კალანდია და ირინა საგანელიძე, მხატვრები -- რონი ცხოიძე და არტემ ანტანოსიანი. ეს გრანდიოზული სამუშაო უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს, გადმოხატულია თითქმის ყველა საერო პირის ფრესკა. ფრესკების გადმოხატვასთან ერთად ჩატარდა კოლოსალური სამუშაო, კერძოდ, ფრესკაზე დახატული ყველა ტანსაცმლის ორნამენტი აღსდგა, დამუშავდა, შემდეგ ეს ორნამენტები გააცოცხლა ქსოვილზე მხატვარმა ეკატერინე გეგუჩაძემ. პროექტის განსახორციელებლად დამუშავდა ხელოვნების სასახლეში დაცული არაერთი საარქივო დოკუმენტი, მოეწყო რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია და სამუშაო აქტიურად გრძელდება.

საქმეს დიდი ენთუზიაზმით მიუყვებიან პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი და სავარაუდოდ მალე გახდება ხელმისაწვდომი და ხელშესახები თამარ მეფის, ლაშა გიორგის, ჯაყელების, დადიანების, გურიელების და სხვათა ისტორიული ქართული ქსოვილი.

ქართული ისტორიული ქსოვილი
Tags:
19 სექტემბერი 2015      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 7229-ჯერ
საქართველოში მოქმედმა ტურისტულმა კომპანია mycity tbilisi -მა ყვარლის ტბაზე ულამაზეს ქორწილს გაუწია ორგანიზება

რუსი წყვილის ქორწილისთვის ლოკაციად საქართველო სწორედ ყვარლის ტბის ულამაზესი სანაპიროს გამო შეირჩა. ორგანიზატორებმა ღია სივრცეს დამატებით ყვავილები და განათება შემატეს, მოსაწვევები კი ხელით მოიხატა. ფოტოებიდანვე შენიშნავთ თუ როგორი საოცარი და საოცნებო ქორწილი ქონდათ აშასა და ლექსეის . ფოტოები ინსტაგრამზე ვრცელდება ჰეშთეგით: #MA big georgian wedding

Tags:
18 სექტემბერი 2015      Ancho.     1 კომენტარი     ნანახია 6173-ჯერ
სტუმრად ქენდის ბუშნელთან

ცნობილ ადამიანებთან სახლში:
სტუმრად ავტორთან "სექსი დიდ ქალაქში"


როგორ ცხოვრობს ქენდის ბუშნელი, ავტორი გახმაურებული ბესტსელერისა "სექსი დიდ ქალაქში" ? როგორი უნდა იყოს მისი აზრით ინტერიერი, თუ ბედმა ერთ დღესაც მანჰეტენზე მოგისროლა...

"სექსი დიდ ქალაქში" - თითოეული წიგნი ბესტსელერად გარდაიქმნა. პირველი მათგანი დიდი ქალაქის ცხოვრებაში ახალი ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი გახდა, რომელსაც მწერალი შემდეგნაირად უწევს ფორმულირებას: "ჩვენ, ნიუ-იორკში მცხოვრები ქალები, ნებივრობისა და უსაქმურობისთვის არ ვართ აქ, ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ მივაღწიოთ შედეგს." თავად ბუშნელი ხომ ყოველთვის აღწევდა იმას, რაც სურდა. ეს კი შთაგვაგონებს.

"დიახ, ჩვენ არ ვცხოვრობთ უოლ-სტრიტელ უცოლოებზე მოსაწყენად. როგორც ამბობენ, იცეკვე, სანამ ახალგაზრდა ხარ".

სტუმრად ქენდის ბუშნელთან
Tags:
15 სექტემბერი 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 3690-ჯერ
"მისტიკის შენარჩუნება მოდის სფეროსთვის აუცილებელია. მე მაცდუნებელ და მგრძნობიარე სამოსს ვქმნი, მაგრამ ყოველთვის ვტოვებ დეტალებს წარმოსახვისთვის. მოდა, არაფერია თუ არა, ფანტაზია."
- კაროლინა ჰერერა.
მისტიკური, ნაზი, ქალური და ელეგანტური კოლექციის ავტორი თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით არ კარგავს კლასიკური სტილის გავლენას. კაროლინა ჰერერა უნიკალური ხედვით გამორჩეულია მოდური ქალბატონებისათვის. შეუძლებელია მის სამოსსში თავი ყველაზე სასურველად არ იგრძნო. "ახლა, ვარდისფერი იპყრობს ჩემს გონებას" - მართლაც, ჰერერას კოლექციის მთავარი ფერი ვარდისფერია. ჰაეროვანი და დახვეწილი სილუეტის კაბები, განსხვავებული ფეხსაცმელები და სათვალეები ცნობილმა მოდელებმა წარმოადგინეს. ჩვენება სუპერმოდელმა ლილი ოლდრიჯმა გახსნა. იხილეთ კოლექცია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კაროლინა ჰერერას ყველაზე ქალური და სასურველი კოლექცია -
ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე.
Tags:
13 სექტემბერი 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 4901-ჯერ
საშემოდგომო სეზონისთვის მოდურ ქალბატონებს შთაგონება სჭირდებათ!
2015 წლის მოდის კვირეულებზე ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზსა და მილანში შემოდგომის სეზონის მთავარი ტენდენციები გამოვლინდა. მოდის სახლების კოლექციებში 7 ტენდენცია ჭარბობდა. მოდური ქალბატონებისათვის სეზონის აქტუალური ტენდენციების შესახებ ინფორმაცია საჭირო და სასარგებლოა. თქვენი შთაგონებისათვის წარმოგიდგენთ - რა არის ამ სეზონის მთავარი და აუცილებელი სამოსი, უცვლელი ტენდენცია და კომფორტული ლუქი.
7 აქტუალური ტენდენცია 2015 წლის საშემოდგომო სეზონისათვის
Tags:
13 სექტემბერი 2015      Ancho.     6 კომენტარი     ნანახია 5167-ჯერ


ყველაზე უცნაური საზღვრები ქვეყნებს შორის
პლანეტის ყველაზე გასაოცარი კუთხეები


ჩვენ შეჩვეულები ვართ ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ საზღვრებს, რომლებიც საბაჟოზე გადის- თავისი პასპორტის კონტროლითა და ბარგის შემოწმებით. ზოგიერთი საზღვარი კი თავისთავად ღირშესანიშნაობაა, რომლებზე გადასვლაც მოგზაურებს დაუვიწყარ შეგრძნებებს ჩუქნის. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საინტერესო საზღვარს.

Tags:
9 სექტემბერი 2015      nini.     1 კომენტარი     ნანახია 2143-ჯერ
სულ რაღაც ორიოდე დღის წინ შედგა ,, Next lvl Dance Studio ”-ს დამწყები მოცეკვავეების ახალი კლიპის პრემიერა. ვიდეომ უკვე 1,000-ზე მეტი ნახვა დააგროვა, რაც არც ისე ცოტაა ისეთი ხალხისათვის, რომელსაც ჰიპ-ჰოპი სულში არ აქვს გამჯდარი. ვიდეო საკმაოდ ენერგიული, მრავალფეროვანი და რაც მთავარია ორიგინალურია. ასე რომ ერთადერთი რაც დაგვრჩენია ეს გემრიელად მოკალათება და სიამოვნების მიღებაა.


Tags:
6 სექტემბერი 2015      liliana     3 კომენტარი     ნანახია 5218-ჯერ
საინტერესო ფაქტები სპილოების შესახებ
წარმოგიდგენთ საინტერესო და სახალისო ფაქტებს სპილოების შესახებ

სპილოებს განსაკუთრებით შეუძლიათ სიყვარულის გამოხატვა, ისინი დიდი სიფრთხილით ეფერებიან მათი წინაპრების თავის ქალებსა თუ ძვლებს. მაგალითად, თუ სპილო მოხვდა ადგილზე, რომელიც მისთვის ძვირფასია ან სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, რამდენიმე წუთით ჩუმად დგანან და მადლიერებას გამოხატავენ.

სპილოების ფეხები დაფარულია ნაზი საფარით, რაც მათ სრიალისაგან იცავს, აგრეთვე ეხმარება სპილოებს გადაადგილებისას პრაქტიკულად არ გამოსცენ არანაირი ფეხის ხმა მიუხედავად გრანდიოზული წონისა.

სპილოები მიეკუთვნებიან ცხოველების იმ მცირე კატეგორიას, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის ამოცნობა სარკეში.

საინტერესო ფაქტები სპილოების შესახებ
Tags:
1 სექტემბერი 2015      Ancho.     2 კომენტარი     ნანახია 4380-ჯერ

პრინცესა დიანას ყველაზე ცნობილი გამონათქვამები
ცნობილი გულთამპყრობელის ციტატები

პრინცესა დიანას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ თავისი დროის გმირი. თავისი გავლენით მას შეეძლო მეტოქეობა გაეწია დედოფალი ელიზაბეტისთვისაც კი, რომელიც 1996 წელს მისი პრინც ჩარლზთან გაყრის ინიციატორი გახლდათ. ლედი დის კულტი გრძელდება მისი გარდაცვალების შემდეგაც: თაყვანისმცემლები არ წყვიტავენ მისი ქველმოქმედების, ხიბლის, მგრძნობიარობის და შინაგანი ძალის პატივისცემას. ბრიტანეთის გვირგვინის შთამომავლის ყოფილ ცოლს დედა ტერეზასაც კი ადარებენ.

"ხალხი მიეჩვია იმაზე ფიქრს, რომ მამაკაცი ერთადერთი საშუალებაა თვითრეალიზაციისთვის. ჩემთვის, სამსახური უკეთესი საშუალებაა."

Tags:
30 აგვისტო 2015      Ancho.     1 კომენტარი     ნანახია 3676-ჯერ

XX საუკუნის სტილის აიქონი
ინგრიდ ბერგმანი


ამერიკის კინოაკადემიის რეიტინგის მიხედვით, ინგრიდ ბერგმანი ასწლეულის გამორჩეული კინო ვარსკვლავების ხუთეულში შედის. 3 ოსკარის მფლობელმა ქალბატონმა უარი განაცხადა ჰოლივუდურ სტანდარტებს მორგებოდა და პირველ ადგილას ინდივიდუალობა დააყენა. 29 აგვისტოს მისი დაბადებიდან 100 წელი გავიდა.

ინგრიდ ბერგმანი უდავო, თუმცაღა იმ დროისათვის უჩვეულო სილამაზით გამოირჩეოდა. მკაცრი ჩრდილოელი არ აპირებდა ტიპიური გოგონა გამხდარიყო. მან უარი თქვა წარბების კორექციასა და კბილების გასწორებაზე, რადგან იმდროინდელი ჰოლივუდის სტანდარტების დაკმაყოფილება არ აინტერესებდა. თავის ანდროგენულ ქალურობას ის კოსტუმებითა და მოკლე ვარცხნილობებით გამოხატავდა.

Tags:
27 აგვისტო 2015      TataNakani     5 კომენტარი     ნანახია 9127-ჯერ

დღიურის ერთგული მკითხველისთვის პროექტი გრძელდება!
ქართული მოდისა და ტელე სივრცის დაპყრობა ადვილი არ არის, თუმცა ალექსანდრა პაიჭაძესთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. მოდელი და ტელეწამყვანი მალე მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინება. ტელეკომპანია "GDS-ის" სერიალ "მზარეულების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟისთვის როლის გათავისება რთული არ ყოფილა. ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული და გამავრცელებელი ალექსანდრა მუდამ ყურადღების ცენტრშია. რას აკეთებს ის სხეულის ფორმისათვის, რას ნიშნავს მისთვის ვარჯიში, არის თუ არა ეს მხოლოდ მოდელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი თუ თერაპია, დღიურის მკითხველი გაიგებს. მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ალექსანდრა ყველაზე ცხელი სეზონის დღიურის სტუმარია!
-ალექსანდრა 3 სიტყვით რომ დავახასიათო...
-შთაგონება, ენერგია, პოზიტივი, სტიმული, ღიმილი, ადამინები, სამი არ მყოფნის. :)
- ჯანსაღი ცხოვრების უცვლელი წესია...
- მეტი ძილი, წყალი, სიცილი, ვარჯიში.
- ვისურვებდი ყველამ შეიგრძნოს უფრო მეტი...
- "უშენოდ ალბათ მოვკვდები."
Tags:
21 აგვისტო 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 11369-ჯერ
ბუნებრივობა მოდური ქალბატონის ყველაზე ძლიერი მხარეა. დღეს მოდის სივრცეში ინდივიდუალური, თავისუფალი და ბუნებრივი სტილია თვალისმომჭრელი. ფრანგი ქალბატონების უნიკალური სტილის მთავარი ელემენტი მათი გარეგნობაა. ისინი არ მიეკუთვნებიან იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც სალონებში საათობით დროს კარგავენ. ისინი აფასებენ ბუნებრივობას და იციან როგორ წარმოაჩინონ შინაგანი სამყარო. როგორი ვარცხნილობები ახასიათებთ ფრანგ ქალბატონებს და რას არ აკეთებენ ისინი არასდროს - ფრანგი ქალბატონების ვარცხნილობების თავისებურებანი .
Tags:
19 აგვისტო 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 3477-ჯერ
ზოლებიანი სამოსი მოდის უნიკალური და მუდმივად აქტუალური ელემენტია. ტრენდი, რომელსაც დრო და ინოვაციები ვერ ერევა. ჯეინ ბირკინის, ბრიჯიტ ბარდოს, სოფია კოპოლასა და სხვების შთაგონებით Kule-ის ზოლებიანი სამოსით შემდგარი უახლესი კოლექცია შეიქმნა. წლების წინ ტენდენცია ლეგენდარულმა ქალბატონებმა დაამკვიდრეს. რა ხდება დღეს?
მოდელები და ფერები იცვლება, თუმცა კონცეფცია იგივეა. ზოლები- მუდმივად აქტუალურია!
Tags:
19 აგვისტო 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 3209-ჯერ
132 წლის წინ მოდის სივრცის ყველაზე გამორჩეული და ეპოქალური ქალბატონი- გაბრიელა "კოკო" შანელი დაიბადა. კოკომ უდიდესი წვლილი შეიტანა ქალბატონთა სტილის განვითარებაში, დატოვა დაუვიწყარი სურნელი, შეცვალა ქალბატონთა აზროვნება და დამოკიდებულება თავიანთი თავებისა და მოდის მიმართ, მან თქვა ახალი სიტყვა მოდის სფეროში. ყველაზე წარმატებული და უკვდავი მოდის სახლის სათავეში 1983 წლიდან კარლ ლაგერფილდი დგას."შანელი" არ კარგავს გავლენას მოდის სფეროში, ის საუკეთესო და შეუცვლელია. მოდის სახლის 2015 წლის საშემოდგომო კოლექციის ფონზე,
გადაავლეთ თვალი ლეგენდარული ქალბატონის- კოკო შანელის ციტატებს.
Tags:
19 აგვისტო 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 6635-ჯერ
მოდური ტენდენციები მუდმივად იცვლება. მოდური წესები მალევე კარგავს ძალას და ახალი წესები ჩნდება. ზუსტად არც არავინ იცის ვინ ადგენს ამ წესებს, წესებიდან გამომდინარე ვინ ქმნის მითებს. წარმოგიდგენთ 8 ყველაზე აქტუალურ მითს, რომლებიც ხშირად არჩევანის თავისუფლებას გიზღუდავენ და ჩარჩოში მომწყვდეულებს ინდივიდუალურობის განცდას გიკარგავენ.
დაივიწყეთ მითები!
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 130
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top