;
14 ნოემბერი 2015      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 15631-ჯერ

შესაძლოა მრავალი კრიტიკული განცხადება მოისმინოთ Victoria's Secret-ის მოდელებთან დაკავშირებით, თუ ვითომ როგორ უწევენ ისინი პოპულარიზაციას ზედმეტად გამხდარ აღნაგობას, როგორი მცდარია თეთრეულის ბრენდს გაუწიონ რეკლამირება 'თინეიჯერებმა' 0 ზომა მკერდით და როგორ არ გამოხატავს პოდიუმზე ნანახი ქალთა სხეულები დემოგრაფიულ რეალობას. მაგრამ ეს ყოველივე ასე არ არის, მოდელები მუდმივად აღნიშნავენ და გვაცნობენ თუ როგორ ვარჯიშობენ. თითოეული მათგანი სხვადასხვა სპორტის სახეობითაა დაკავებული და ამბობენ, რომ მუდმივად ვარჯიშობენ და სხვაგვარად წარმოუდგენია ასეთ ფორმაში ყოფნა. მათ ეს ყოველივე დიდი შრომის ფასად უჯდებათ. პოდიუმზე იხილავთ როგორც 18 წლის, ასევე ლეგენდარულ მოდელებს, "ძველი გვარდიიდან", რომლებიც უკვე დედები არიან.

თუ კი Victoria's Secret ახალგაზრდა თაობაზე ახდენს გავლენას და უწევს რაიმეს რეკლამირებას, ეს არის სწორი კვება და სპორტული ცხოვრების წესი ჯანსაღი და ლამაზი სხეულისთვის! ინტერნეტში ჰეშთაგით #TrainLikeAnAngel მოდელები სისტემატიურად გვიზიარებდნენ ფოტოებსა და რჩევებს, თუ როგორ ემზადებოდნენ წლის ჩვენებისთვის. ლილი ოლდრიჯი, ქენდის სვეინპოლი, სარა სამპაიო და ჟარმინ ტუკსი გვიზიარებენ სიმღერების პლეილისტს, რომელთა ფონზეც ვარჯიშობდნენ!

Tags:
6 ნოემბერი 2015      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 3099-ჯერ


ქართველი ჯეიმს ბონდის საყოველთაო არჩევნები
საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აგენტის, ჯეიმს ბონდის ახალი ფილმი „სპექტრი: აგენტი 007“ უკვე გამოსულია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კინოთეატრები კინომანებს სთავაზობენ ქართველი ჯეიმს ბონდის და ჯეიმს ბონდის ქალბატონის არჩევას.

მსურველებს ჯეიმს ბონდის არჩევა კინოთეატრი რუსთაველის ოფიციალური facebook-ის გვერდის აპლიკაციაში შეუძლიათ. ნომინაციებზე წარდგენილია 10-10 ყველაზე ცნობილი ქართველი მამაკაცი და ქალბატონი. სიაში შეხვდებით გიორგი ბახუტაშვილს, გიორგი ვარდოსანიძეს, ნიკა გვარამიას და სხვებს. ჯეიმს ბონდის ქალბატონის ნომინაციაზე წარდგენილები არიან ქეთა თოფურია, შორენა ბეგაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები.

Tags:
4 ნოემბერი 2015      teonnabb     5 კომენტარი     ნანახია 6981-ჯერ


2015 წლის ყველაზე ხმაურიანი და გულდასაწყვეტი განშორებები
10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის 3 შვილიანი ოჯახი დაინგრა. მიუხედავად იმისა, რომ ჭორები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ აგორდა ამის მაინც ბოლომდე არავის სჯეროდა. ასევე 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგმ დაშორნენ მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი;

ტოპ მოდელისა და ტოპ-ფეხბურთელის ირინა შეიკის და რონალდოს ლამაზმა წყვილმა პრესაში დიდი აჟიოტაში გამოწვია - ვინ ვის ვისთან უღალატა? ; ზეინი მალიკი და პერი ედვარდსის ახალგაზრდა რომანის დაშლამაც ბევრს დაწყვიტა გული. მითუმეტეს ამბობდნენ, რომ ზეინის მუსიკალურ ჯგუფ One Direction-ს დატოვების გადაწყვეტილების უკან პერისთან ქორწინება იდგა. ენდრიუ გარფილდი და ემა სტოუნის რომანის დასასრულის დაჯერება კი ჯერ კიდევ არ გვსურს.

Tags:
30 ოქტომბერი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2332-ჯერ
Mercedes‐Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება 5-9 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMa . როგორც ჩვენთვის ცნობილია მოდის კვირეულზე 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ ცნობილი ქართველი დიზაინერები: თამუნა ინგოროყვა, ავთანდილი, ლელა ელოშვილი, ბესარიონი, გვანცა ჯანაშია, Atelier Kikala ...

”Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 გამორჩეული იქნება. კვირეულის განმავლობაში ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს” - ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია.

Tags:
26 ოქტომბერი 2015      Tatia-Angelina     7 კომენტარი     ნანახია 7373-ჯერ


წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე გახმაურებული და პოულარული სერიალის ''სამეფო კარის თამაშების '' შესახებ 50 -მდე უცნობ ფაქტს. სულ მალე სერიალის მე-6 სეზონი გამოვა. მოდით კიდევ უფრო ახლოს შევიხედოთ ამ სატელევიზიო მოვლენის კულუარებში:

2015 წლის ემის დაჯილდოების ბოლოს მაყურებელმა გავიგეთ, რომ ჯონ სნოუ ნამდვილად ცოცხალია! როგორც შოუს წამყვანი ამბობს სარეკლამო ჭრის დროს მან ჯორჯ მარტინის ეს ინფორმაცია დასტყუა!

HBO 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჯორჯ მარტინთან რათა ეყიდა ეკრანიზაციის უფლება. ჯორჯ მარტინმა სერიალის შემქმნელებს გაუმხილა წიგნის დასასრული იმ შემთხვევისთვის თუ მას დასრულებამდე რამე მოუვა, რადგან მწერალი უკვე მოხუცდა. პიტერ დინკლეიჯი იყო ჯორჯ მარტინის პერსონალური არჩევანი ტირიონ ლანისტერის როლისთვის. პიტერი ლენა ჰედი (სერსეი) შოუს დაწყებამდე იყვნენ საუკეთესო მეგობრები. სწორედ ის დაეხმარა ლენას სერსეის როლის მიღებაში.

სერიალმა უდიდესი გავლენა იქონია მაყურებელზე. 150,000 ადამიანს დაარქვეს მსოფლიო მაშტაბით სახელად ''კჰალისი''. მსახიობ ემილია კლარკს არასდროს ჰქონია თეთრი თმა რეალურ ცხოვრებაში, ის მთელი შოუს მანძილზე ატარებს პარიკს.

Tags:
26 ოქტომბერი 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 3085-ჯერ
"მოდელობა უბრალოდ ჩემი საქმეა, ეს არ არის ის, ვინც მე ვარ."

90-იანი წლების 49 წლის სუპერმოდელი სინდი კროუფორდი მსოფლიოს ყურადღებას ახალი წიგნით იპყრობს. Becoming Cindy სუპერმოდელის ბიოგრაფიული წიგნია, რომელშიც ის თავისი ცხოვრებისა და წარმატებული კარიერის დეტალების შესახებ გვიყვება. მას უნდოდა გამხდარიყო პრეზიდენტი, იყო ჰოლივუდის ვარსკვლავის რიჩარდ გირის მეუღლე, მისი საუკეთესო მეგობრები ამალ და ჯორჯ კლუნები არიან. სინდიმ თავისი ცხოვრების საინტერესო ფაქტებზე,
ოჯახისა და კარიერის შესახებ სატელევიზიო გადაცემაში 92Y ისაუბრა.

"მინდოდა ფიზიკოსი და პრეზიდენტი გავმხდარიყავი. მინდოდა დიდ რამეზე მეოცნება.
ახლაც არ ვიცი რა უნდა გამეკეთებინა, როგორც ფიზიკოსს."

Tags:
23 ოქტომბერი 2015      Ancho.     4 კომენტარი     ნანახია 3950-ჯერ


სექსიზმი ჰოლივუდში: ჯენიფერ ლაურენსის პროტესტს მხარი დაუჭირეს მამრობითი სქესის წარმომადგენელმა კოლეგებმა

"შიმშილის თამაშების" ვარსკვლავმა, ოსკაროსანმა ჯენიფერ ლაურენსმა განაცხადა ჰოლივუდში არსებული გენდერული დისკრიმინაციის შესახებ. მან ესეში დაწერა, რომ ფილმისათვის "ამერიკული აფიორა/American Hustle" გამოიმუშავა იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე მისმა მამაკაცმა კოლეგებმა: ბრედლი კუპერმა, ჯერემი რენერმა და კრისტიან ბეილმა. თავის წერილში ჯენი გამოტყდა, რომ რცხვენია დაიცვას თავისი უფლება ჰონორარების შესახებ, იმიტომ რომ ის შესაძლოა მიიჩნიონ "სწერვად". ჯენიფერის აღიარებამ საზოგადოებაში ბევრი გამოხმაურება გამოიწვია. მას მხარში დაუდგნენ არამარტო ქალები, არამედ მამაკაცი კოლეგებიც.

ყველაფერი რასაც ვხედავ და მესმის ყოველდღიურად, ეს არის ის, თუ როგორ გამოხატავენ მამაკაცები თავიანთ აზრს, ხოლო როცა მე ვცდილობ იგივე გავაკეთო, ისინი ამას იღებენ როგორც შეურაცხყოფას."-გამოტყდა ლაურენსი.

Tags:
14 ოქტომბერი 2015      Ancho.     1 კომენტარი     ნანახია 2659-ჯერ


"დამარცხება? მე არ მესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა!" — ისტორიაში პირველ და ერთადერთ დიდი ბრიტანეთის ქალ პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს 90 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ მის რამდენიმე რჩეულ ცხოვრებისეულ ციტატას.


"მისი პრემიერობა გახდა ყველაზე ხანგრძლივი XX საუკუნეში, თავად მარგარეტმა კი მიიღო "რკინის ლედის" წოდება — თავისი იმპერატიული მართვის სტილისა და საბჭოთა მმართველობის მკვეთრი კრიტიკის გამო."



Tags:
13 ოქტომბერი 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 7426-ჯერ
დღიური გრძელდება! ამჯერად პროექტის მასპინძელია კაფე-სანაყინე Luca Polare. ახალი სეზონის განსხვავებული და საინტერესო პროექტის სტუმარი საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერი- ჯაბა დიასამიძეა. დიზაინერის შემოქმედების მოტივაციაზე, ხედვასა და მუშაობის პროცესზე "დღიურის" მკითხველი ყველაფერს გაიგებს. პროექტის ფორმატი არ შეცვლილა, მკითხველს აქვს საშუალება სტუმრის ხელწერაც იხილოს. ჯაბა დიასამიძის დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისათვის!

- ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია...
- მეგობრობა.
- ჩემი შთაგონების წყაროა...
- ჩემი წარმოსახვის უნარი.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- ყველაფერი კარგად იქნებოდა.
Tags:
13 ოქტომბერი 2015      Ancho.     2 კომენტარი     ნანახია 3305-ჯერ


იდეალური მამაკაცი
ჰიუ ჯეკმანი


ჰოლივუდის ერთ-ერთი მისაბაძი მამაკაცი 47 წლის გახდა. მსახიობი, მომღერალი, სანიმუშო ქმარი, მამა, კულინარი... უამრავი დადებითი მხარის გამო, მას იდეალურ მამაკაცადაც კი მოიხსენიებენ. გულშემატკივრებში კი "ყველასათვის საყვარელის" ტიტული აქვს მინიჭებული. ვნახოთ, რითი გააოცა ავსტრალიელმა მსახიობმა მსოფლიო.

"ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება ჩემი ცოლია. ის მე საუკეთესოდ მიცნობს. იცის რასაც ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ... ჩენ ძალიან გახსნილები ვართ ერთმანეთთან. მას სჯერა ჩემი. იცით, ბევრი რამ მაკვირვებს ჩემ კარიერაში. თუნდაც ის რომ ამ წარმატებას მივაღწიე და ა.შ. ის კი ამაში არასოდეს ეჭვდებოდა, მეუბნებოდა ამაზე პირველივე შეხვედრიდან, და ყოველთვის მართალი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ზუსტად ასე დაწერეთ: ჩემი ცოლი მუდამ მართალია."


Tags:
3 ოქტომბერი 2015      Ancho.     2 კომენტარი     ნანახია 8034-ჯერ
90's Love-stories

90- იანების საკულტო ვარსკვლავური რომანები
გამოჩენილი სასიყვარულო ისტორიების რეტროსპექტივა


დრო როდესაც, დღეისათვის პირველი ხარისხის მსახიობები თავს იმკვიდრებდნენ და სამსახურეობრივი მოვალეობების დროს ერთმანეთს ეცნობობდნენ. 90-იანები ბევრ საკულტო რომანს იტევს. ცნობილმა ვარსკვლავებმა იმ დროში თავიანთი ცხოვრების განსაკუთრებული სიყვარულები გამოსცადეს და იქვე დატოვეს. წარმოგიდგენთ 5 საკულტო რომანს.

90's Love-stories
Tags:
3 ოქტომბერი 2015      Ancho.     0 კომენტარი     ნანახია 3140-ჯერ


ლეგენდარული ქალბატონები:
ფილმებსა და რეალობაში

ნაწილი მეორე

გვატყვევებს ოდრი ტატუ კოკო შანელის როლით და ჰგავს მერილ სტრიპი მარგარეტ ტეტჩერს? წარმოგიდგენთ დეტალურად შესწავლილ ქალთა კინობიოგრაფიებს, იმ მნიშვნელობით, გვანან თუ არა რეალური მსახიობები თავიანთ გმირებს, რომლებმაც გააცოცხლეს ისინი კამერის წინაშე.

Legendary women in the movies and in reality
Tags:
1 ოქტომბერი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1667-ჯერ


ლეგენდარული Toyota Corolla და RAV4 წარმოუდგენელ ფასად
Toyota-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, ლეგენდარულ Toyota Corolla-სა და RAV4-ზე დაუჯერებელი საშემოდგომო ფასდაკლებების აქცია დაიწყო. ამ შესანიშნავი სიახლით სარგებლობა, მომხმარებლებს, რომლებსაც ახალი ავტომობილის შეძენა სურთ, ტოიოტას ორივე ოფიციალურ დილერთან შეუძლიათ.

„ლეგენდარული სედანი“ - Toyota Corolla მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ამის საუკეთესო დადასტურებაა ამ მოდელის აბსოლუტურად რეკორდული გაყიდვები რომლებმაც უკვე 40 მილიონს გადააჭარბა და გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსით მოხვდა. Toyota-ს საშემოდგომო კამპანია, უნიკალური შანსია მათთვის, ვისაც ტოიოტას ხარისხიანი ავტომობილის ყიდვა საუკეთესო ფასად სურს.

Tags:
29 სექტემბერი 2015      Ancho.     1 კომენტარი     ნანახია 4094-ჯერ


ლეგენდარული ქალბატონები:
ფილმებსა და რეალობაში


ნაწილი პირველი

გვატყვევებს მიშელ უილიამსი მერლინ მონროს როლით და ჰგავს ნაომი უოთსი ლედი დის? წარმოგიდგენთ დეტალურად შესწავლილ ქალთა კინობიოგრაფიებს, იმ მნიშვნელობით, გვანან თუ არა რეალური მსახიობები თავიანთ გმირებს, რომლებმაც გააცოცხლეს ისინი კამერის წინაშე.

Legendary women in the movies and in reality
Tags:
29 სექტემბერი 2015      Ancho.     1 კომენტარი     ნანახია 5125-ჯერ

ჯულია რობერტსი
"ერთხელ მე ჩემი ინტუიციის წინააღმდეგ წავედი და მწარედ ვინანე ამის გამო"

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ოსკარის მფლობელი გვიზიარებს თავის მთავარ ცხოვრებისეულ წესებს, რომლებითაც ხელმძღვანელობს ის თავის ცხოვრებაში


ასობით პრიზით დაჯილდოებული ქალბატონი და ჟურნალ "People"-ის მიერ ოთხჯერ დასახელებული "პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად", 1988 წლიდან, ყოველ წელს ერთ ფილმში მაინც იღებს მონაწილეობას და მისი ფილმების უმრავლესობა გაყიდვების ჰიტები ხდება.

ამასთან, 47 წლის მსახიობი ასწრებს დაკავდეს ქველმოქმედებით (გარემოს დაცვისა და ქალების დახმარების ჩათვლით), პროდიუსერობა გაუწიოს თავის კინოკომპანიას Red Om და აღზარდოს 3 შვილი: 10 წლის ტყუპები ჰეიზელი და ფინეასი და 8 წლის ჰენრი. ახლა ჯულია მონაწილეობას იღებს ჯოდი ფოსტერის დრამაში "Money Monster" ჯორჯ კლუნთან ერთად.

Rules of Life: Julia Roberts
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 130
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top