;
4 მარტი 2016      Caterina galdi     0 კომენტარი     ნანახია 3069-ჯერ
curriculum vitae ანუ როგორც შემოკლებით ვუწოდებთ cv თქვენი ელჩია უცნობ პირთან. ორმა ან სამმა ფურცელმა თქვენს მიმართ სიმპატიით უნდა განაწყოს დამსაქმებელი. თანდართული წარმოდგენილი ინფორმაცია კი ახერხებს მის დარწმუნებას, რომ თქვენ სასურველი ადგილისთვის შესაფერისი კანდიდატურა ხართ. არც თქვენი შეხვედრისთვს გამოყოფილი დრო არაა ფუჭად დაკარგული. ჩათვალეთ, რომ რეზიუმე არის თქვენი შეფუთვა - თქვენი გარე რეკლამა.
12 წესი როგორ არ უნდა დავწეროთ რეზიუმე
თუ ამ რჩევების საპირისპიროდ მოიქცევით თქვენ ნამდვილად იშოვით სასურველ სასახურს.

Tags:
1 მარტი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 7994-ჯერ

ოსკარის 88-ე დაჯილდოება:
ლეონარდო დიკაპრიოს სამადლობელო სიტყვა,
გამარჯვებულთა სრული სია და ფოტოები წითელი ხალიჩიდან


88-ე კინოაკადემიის დაჯილდოებამ დიდი გამოხმაურებით ჩაირა. საზოგადოება მოუთმენლად ელოდა რა შედეგით დასრულდებოდა დაჯილდოება, აიღებდა თუ არა სანატრელ ოსკარს ლეონარდო დიკაპრიო. აწ უკვე ოსკაროსანი მსახიობი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მის გამარჯვებასთან დაკავშირებით მრავალი ფოტო, ციტატა თუ ანიმაციური-ფოტო ჩნდება სოციალურ ქსელში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის სამადლობელ სიტყვას, რომელშიც მან ლაკონიურად ჩამოაყალიბა აზრი და აუდიტორია თავისი მშვიდი და აზრიანი გამოსვლით მოხიბლა. რა ხდებოდა რიგით 88-ე კინოაკადემიის ცერემონიალზე "ლეონარდოს ოსკარის" მიღმა, ვინ არიან სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები და როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე, ამ და სხვა დეტალებისთვის იხილეთ სტატია.

Tags:
19 თებერვალი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 10634-ჯერ


წლის საუკეთესო კინო ნამუშევრების დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართა. მას შემდეგ ოსკარის ლეგენდარული ოქროსფერი ქანდაკების მიღება ყველა ხელოვანი ადამიანის სანუკვარი ოცნებაა, ოსკარის მონუმენტის ავტორი კი გახლდათ ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი კინოდიზაინერი სედრიკ გიბონსი, ოსკარის მიღება კი რჩეულთა ხვედრია.

ბ&გ კომპანი კი სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობს!
დააჯილდოვეთ ოსკარის მონუმენტით თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები !
გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და დააჯილდოვეთ ისინი
გამორჩეული და განსაკუთრებული, ინდივიდუალური საჩუქრით
ახალ წელს, კორპორატიულ წვეულებაზე, დაბადების დღეზე, ქორწილზე, ნათლობაზე...

Tags:
2 თებერვალი 2016      Caterina galdi     2 კომენტარი     ნანახია 9642-ჯერ


"გოგონა დანიიდან" - ეინერ ვეგენერი (2016 წლის ოსკარის 4 ნომინაციაზე წარდგენილი ტომ ჰუპერის ფილმში "გოგონა დანიიდან" ეინერის პერსონაჟი ედი რედმეინის შესრულებით) დანიელი ცნობილი ილუსტრატორი მხატვრის გერდა ვეგენერს მეუღლე გახლდათ, გერდა ძირითადად ხატავდა ქალების სახასიათო პორტრეტებს, ბალერინებს როგორც კლასიკურ ასევე ეროტიულ (ლესბოსული ელმენეტებით) ჟანრში. ეინერი კი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი მამაკაცი (ტრანსგენდერი), რომელმაც 1930 წლებში ოპერაციის გზით სქესის შეცვლა გადაწყვიტა. 47 წლის ეინერი საკუთარ მეს გაცნობის შემდეგ ქალბატონი ლილი ელბი გახდა. ის არამხოლოდ ქალად გარდაიქმნა, არამედ ცნობილი ნახატების მთავარი მუზაც გახდა.

ეს ისტორია, ისევე როგორც ფილმი არაა ამბავი პრინცზე, არც ბედნიერებაზე მეოცნებე გოგონებზე, ესაა ამბავი ადამიანზე, რომელიც ეძებს საკუთარ თავს შინაგანი ბრძოლისა და განცდების ხარჯზე და აქვს უნარი სიყვარულისა.

Tags:
26 იანვარი 2016      Ancho.     1 კომენტარი     ნანახია 2739-ჯერ


The 5th Wave კინოთეატრებში!

ეკრანებზე ახალი ფანტასტიკური ბლოკბასტერი გამოვიდა, სადაც მთავარ როლზე ქლოე მორეცი გვევლინება. ის განასახიერებს სკოლის მოსწავლეს, რომელიც ცდილობს გადარჩეს სასტიკ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში. ამჯერად, დედამიწა უცხოპლანეტელების დასხმისგან საჭიროებს დაცვას. პირველმა ტალღამ პლანეტა ელექტროობის გარეშე დატოვა. მეორემ ცუნამით გამოწვია განადგურება. მესამემ კონტინენზე საშინელი ეპიდემია გაავრცელა. მეოთხე ჯერზე, უცხოპლანეტელები ჩვეულებრივი ადამიანების სახით მოევლინნენ დედამიწას და ხალხში გაერივნენ. ჩანაფიქრის მიხედვით, მეხუთე ტალღამ სრულად უნდა გაანადგუროს კაცობრიობა....

ქლოე: მე ძალიან მიყვარს კითხვა. მოზარდებისათვის განკუთვნილი წიგნებიდან ყველაზე მეტად როულინგის რომანი მომწონს ჰარი პოტერზე. ბავშვები და მოზარდები მოვლენათა ეპიცენტრში გადადიან და სამყაროს მათი თვალებით ვუმზერთ. ამ მიზნით მომეწონა რიკ იანსის წიგნიც "მე-5 ტალღა". ის ძალიან კინემატოგრაფიულია. ამიტომაც დავთანხმდი ამ წიგნის ეკრანიზაციაში მონაწილეობას.

Tags:
24 იანვარი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2987-ჯერ


დევიდ ო'რასელმა რიგით მესამედ გააერთიანა ჯენიფერ ლოურენსი და ბრედლი კუპერი მის ფილმში, რომელმაც მსახიობებს კიდევ ერთხელ მოუტანა მრავალი ნომინაცია და ჯილდო. ჯენიფერ ლოურენსი ფილმ Joy -ს წყალობით ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის კანდიდატურაზე ნომინაციით გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი ოსკარის ისტორიაში, რომელიც ასე ადრეულ ასაკში რიგით მე-4 ჯერ წარადგინეს ოსკარზე.

ფილმში ლოურენსი რეალურ პიროვნებას ჯოი მანგანოს განასახიერებს, გამომგონებელ ქალბატონს ამერიკულ-იტალიური ოჯახიდან. ჯენიფერმა იდეალურად გადმოსცა დიასახლისისა და ბიზნესვუმენის ქარიზმატული ხასიათი. თუმცა რეჟისორი აღნიშნავს, რომ ფილმზე მუშაობისას ის პერსონალურად არ შეხვედრია ჯოი მანგანოს, მას სურდა შეექმნა ისტორიის თავისებური ვერსია და უბრალოდ კარგი ფილმი.

Tags:
20 იანვარი 2016      Caterina galdi     0 კომენტარი     ნანახია 2456-ჯერ
წარმოგიდგენთ 25 საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებს როკისა და მუსიკის ლეგენდის დევიდ ბოუვის შესახებ . როგორც მსოფლიო მუსიკალური სამყარო ახასიათებს ის იყო საუკუნის მოვლენა, რომლის გავლენა იქამდე იქნება, სანამ მუსიკა იარსებებს.
დავიდ ბოუვი იყო არაორდინალური, ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი, ინგლისელი არა ინგლისური ტემპერამენტით. განსხვავებული ფერის თვალები, ანდროგენული სტილი, გლამ როკი, პლანეტის ერთერთი გავლენიანი მუსიკოსის ტიტული ასევე 2004 წლის ჟურნალ როლინგ სტოუნსის მიერ ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 39 ადგილის მფლობელი - ესაა მისი მცირე დახასიათება.

მისი მეუღლე შანელ იმანი ხშირად ამბობდა ინტერვიუში, რომ მიუხედავად საზოგადოებაში არსებული აზრისა დევიდის მძიმე ხასაიათთან დაკავშირებით, ის ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო, მხიარული და დღესასწაულის შემქმნელი ადამიანი იყო. მათ ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და დღეს სწორედ შანელი იღებს მეუღლის გარდაცვალების სამძიმარს.

Tags:
3 იანვარი 2016      anabel-li     3 კომენტარი     ნანახია 2016-ჯერ
მანამ, სანამ დემიენ რაისი ცოცხალი მუსიკის შესრულებით სახელს გაითქვამდა, იგი, როგორც სხვა უამრავი მუსიკოსი და კომპოზიტორი, პროლეტარიატის ნაწილი იყო. იგი ცხოვრობდა ირლანდიაში, სადაც 90-იანი წლების ბოლოს მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ სამარკეტო კომპანიაში. მის ერთ-ერთ ასეთ ზარს უპასუხა ახალგაზრდა ქალმა და როგორც დემიენი თავის ერთ-ერთ კონცერტზე აღნიშნავს, მათ საკმაოდ კარგი დიალოგი ქონდათ..

სწორედ ეს სატელეფონო საუბრები გახდა იმედგაცრუებული დემიენისთვის სიმღერის The Blower’s Daughter შთაგონების წყარო. სიმღერა 2004 წელს საუნდტრეკად გამოიყენეს ფილმში “Closer” ტკივილისა და დაბნეულობისთვის ხაზის გასასმელად, რომელიც სიყვარულს თან სდევს.

Tags:
21 დეკემბერი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 6610-ჯერ


წვერ-ულვაში მუდამ აქტუალური და ტენდენციური იყო ქართველ მამაკაცებში; თუმცა მან მნიშვნელოვნად იცვალა სახე ამ ბოლო პერიოდში. ჩვენს აპოქაში - მილენიალების თაობას მკაფიოდ გამოარჩევს დახვეწილი თავის მოვლის კულტურა, რაც წვერ-ულვაშისა და თმის ვარცხნილობის უხეში იმიჯით, თუმცა ამავდროულად კონტრასტულად მოვლილი იერით გამოიხატება. რამდენად რთულია მოირგოს მამაკაცმა ასეთი სტილი?

THE GENTLEMAN'S GUIDE TO GROWING A BEARD
სტილისტი შაკო საჯაია ერთერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც მამაკაცის თმისა და წვერის სთაილინგზე დაიწყო ზრუნვა #Man Grooming . შაკომ გაგვიმხილა თუ როგორ უნდა იპოვოს მამაკაცმა მისი სტილი, როგორ წამოზარდოს წვერი და გაუწიოს ყოველდღიური სთაილინგი სახლის პირობებში. წვერების მთავარი პრობლემა ჰიგიენის დაცვაა , რომელმაც შესაძლოა სახის კანის ფორების დაბინძურება გამოიწვიოს; უშუალოდ წვერის მოვლის პრობლემა კი გაყოფილი ბოლოები და დატეხილი ღეროებია, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ..


Tags:
3 დეკემბერი 2015      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4053-ჯერ

Victoria's Secret Angels Lip-Sync Selena Gomez "Hands to Myself"

Victoria's Secret-ის მოდელებმა ტრადიციულად, წელსაც წარმოგვიდგინეს წლის რჩეულ სიმღერაზე მათ მიერ შესრულებული Lip-Sync ვერსია, რომელიც ჩვეულებისამებრ ჩვენების დასრულების და შოუს-ჩანაწერის გამოქვეყნებამდე ვრცელდება. წელს მოდელებმა თავიანთ ფავორიტ სიმღერად სელენა გომეზის უახლესი სინგლი "Hands to Myself" დაასახელეს, სწორედ სელენა გომეზი წარმოადგენდა მთავარ პერფორმერს Victoria's Secret-ის ჩვენებაზე. ვიდეო რგოლი 1 დეკემბერს გავრცელდა ინტერნეტში, შოუს სრულ ჩანაწერს კი CBS-ის ეთერიდან 8 დეკემბერს იხილავს მაყურებელი.

ვიდეო რგოლში მონაწილეობა მიიღეს Victoria's Secret-ის მოდელებმა: ბეიატი პრინსლუ, ლილი ოლდრიჯი, ქენდის სვეინპოლი, ჟასმინ კუტს, სარა სამპაიო, სტელა მაქსველი, ტეილორ ჰილი, რომი სტრაიჯი...


Tags:
30 ნოემბერი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3520-ჯერ
როგორც უკვე გაგაცანით პირველი ნაწილიდან სოციალურ ქსელში ამ ბოლო დროს ჩვენს ყურადღებას იპყრობენ ინსტა-დედები, ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც საოჯახო ღირებულებებს და იდილიას გადმოსცემენ თავიანთი ფოტოებიდან და ამასთან ერთად არ ჩამორჩებიან მოდას თავიანთ შვილებთან ერთად :) მაგალითად ბლოგერი ემბერ ფილერაპი, ცნობილი მისი ნაწნავების თმის ვარცხნილობით სულ ცოტა ხნის წინ გახდა გოგონას - როუზის დედა, ემბერსა და დევიდს ორი შვილი ყავთ და შვილის გაჩენისთანავე ბლოგერის ინსტაგრამი დაიპყრო შვილის ფოტოებმა, წყვილი არ წყვეტს მოგზაურობას, პირიქით ჩანს რომ ისინი უფრო მხიარულად ატარებენ დროს.

@dearestdaughters სახელით ცნობილი ჯესიკა კი 3 გოგონას დედაა, ისინი საშუალო შემოსავლის ოჯახს წარმოადგენენ. ჯესიკას კი შესანიშნავი უნარი აქვს აბსოლუტურად უბრალო ყოველდღიურობაში დააფიქსიროს და გადმოსცეს ფოტოებით მისი ოჯახური იდილია. @taylergolden კი მეუღლესთან ერთად ქალაქთან ახლოს მთებში ცხოვრობს, მათ ჯერ მხოლოდ 1 შვილი ყავთ და ბიჭუნას უკვე დაატარებენ თან ლაშქრობებში.

insta-moms 💕 [ნაწილი 2]
წარმოგიდგენთ ინსტა-დედიკოებს და მათ შვილებს:
@amberfillerup; @taylergolden და @dearestdaughters

Tags:
26 ნოემბერი 2015      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 6041-ჯერ
ინსტა-დედები ტერმინია, რომლითაც მოვიხსენიებთ ინსტაგრამზე აქტიურ ქალბატონებს - დედებს, რომლებიც თავიანთი ოჯახური ყოველდღიური ცხოვრების ულამაზეს და უსაყვარლეს ფოტოებს გვიზიარებენ, სადაც მთავარ ფიგურას მათი შვილები წარმოადგენენ. ეს არიან ქალბატონები, რომელთათვისაც ამ მომენტში ცხოვრების მთავარ ღირსებას მათი შვილების წარმოჩინება წარმოადგენს. ისინი ხშირად გვიზიარებენ ფოტოებს თუ როგორ ძინავთ მათ ჩვილ-შვილებს შუა დღის ძილით და ამავდროულად ასახავენ რეალობას და წერენ თავიანთი ემოციებისა და შეგრძნებების, დედობის სირთულეების შესახებ. შემდგომ კი შვილის ღიმილით გახალისებული ფოტოებით გვატკბობენ და გვირჩევენ თუ რა ბრენდის სამოსსა და მოვლის საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას.

insta-moms 💕
წარმოგიდგენთ რამდენიმე ინსტა-დედიკოს და მათ შვილებს:
@oldjoybeing; @masha_theone და @mamawatters

Tags:
23 ნოემბერი 2015      TataNakani     6 კომენტარი     ნანახია 7777-ჯერ

Essena O'Neill - ინსტაგრამის ვარსკვლავი მილიონობით მიმდევრებისა და ერთი შეხედვით შთამბეჭდავი ფოტოების მიღმა სიმართლეს ასაჯაროვებს. 18 წლის ავსტრალიელმა გოგონამ ინსტაგრამის სივრცე მასობრივად დაიპყრო, თუმცა რა ხდებოდა სინამდვილეში? საუცხოო სხეული რუჯით, ულამაზესი ლოკაციები, სამოსი, აქსესუარები და უბრალოდ სასიამოვნო ფოტოები ინსტა-გოგონას რეალურ ცხოვრებას არ ასახავდა. საკუთარი გვერდიდან ათასობით ფოტოს წაშლის შემდეგ, მან მიმდევრებს მიმართა:

"სოციალური მედია, ისეთი როგორსაც მე ვიყენებდი, არ არის ნამდვილი. ეს არ იყო განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამდენი ადამიანი შეცდომაში შემეყვანა. დაარქვით ამას ცდუნება, მანიპულაცია, ტყუილი, სიმართლის ბოლომდე არ თქმა.. მე შეპყრობილი ვიყავი სოციალური მედიით და მეგონა, რომ არავინ არ დააფასებდა ჩემს პიროვნებას. ახლა გადავწყვიტე ფოტოების ნამდვილი ისტორია დამეწერა აღწერაში, ის რაც რეალობაა." - Essena O'Neill

Tags:
14 ნოემბერი 2015      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 15248-ჯერ

შესაძლოა მრავალი კრიტიკული განცხადება მოისმინოთ Victoria's Secret-ის მოდელებთან დაკავშირებით, თუ ვითომ როგორ უწევენ ისინი პოპულარიზაციას ზედმეტად გამხდარ აღნაგობას, როგორი მცდარია თეთრეულის ბრენდს გაუწიონ რეკლამირება 'თინეიჯერებმა' 0 ზომა მკერდით და როგორ არ გამოხატავს პოდიუმზე ნანახი ქალთა სხეულები დემოგრაფიულ რეალობას. მაგრამ ეს ყოველივე ასე არ არის, მოდელები მუდმივად აღნიშნავენ და გვაცნობენ თუ როგორ ვარჯიშობენ. თითოეული მათგანი სხვადასხვა სპორტის სახეობითაა დაკავებული და ამბობენ, რომ მუდმივად ვარჯიშობენ და სხვაგვარად წარმოუდგენია ასეთ ფორმაში ყოფნა. მათ ეს ყოველივე დიდი შრომის ფასად უჯდებათ. პოდიუმზე იხილავთ როგორც 18 წლის, ასევე ლეგენდარულ მოდელებს, "ძველი გვარდიიდან", რომლებიც უკვე დედები არიან.

თუ კი Victoria's Secret ახალგაზრდა თაობაზე ახდენს გავლენას და უწევს რაიმეს რეკლამირებას, ეს არის სწორი კვება და სპორტული ცხოვრების წესი ჯანსაღი და ლამაზი სხეულისთვის! ინტერნეტში ჰეშთაგით #TrainLikeAnAngel მოდელები სისტემატიურად გვიზიარებდნენ ფოტოებსა და რჩევებს, თუ როგორ ემზადებოდნენ წლის ჩვენებისთვის. ლილი ოლდრიჯი, ქენდის სვეინპოლი, სარა სამპაიო და ჟარმინ ტუკსი გვიზიარებენ სიმღერების პლეილისტს, რომელთა ფონზეც ვარჯიშობდნენ!

Tags:
6 ნოემბერი 2015      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 3026-ჯერ


ქართველი ჯეიმს ბონდის საყოველთაო არჩევნები
საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აგენტის, ჯეიმს ბონდის ახალი ფილმი „სპექტრი: აგენტი 007“ უკვე გამოსულია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კინოთეატრები კინომანებს სთავაზობენ ქართველი ჯეიმს ბონდის და ჯეიმს ბონდის ქალბატონის არჩევას.

მსურველებს ჯეიმს ბონდის არჩევა კინოთეატრი რუსთაველის ოფიციალური facebook-ის გვერდის აპლიკაციაში შეუძლიათ. ნომინაციებზე წარდგენილია 10-10 ყველაზე ცნობილი ქართველი მამაკაცი და ქალბატონი. სიაში შეხვდებით გიორგი ბახუტაშვილს, გიორგი ვარდოსანიძეს, ნიკა გვარამიას და სხვებს. ჯეიმს ბონდის ქალბატონის ნომინაციაზე წარდგენილები არიან ქეთა თოფურია, შორენა ბეგაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 130
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top