;




7 აპრილს საქართველოს კინოთეატრებში “ჰარდკორ ჰენრის” პრემიერა შედგა. ფილმი ინოვაციურია, რადგან წარმოადგენს ინტერნეტთამაშებისა და კინოს უნიკალურ სინთეზს. მაყურებელი აღმოჩნდება თამაშში და ფილმს მოთამაშის თვალით დააკვირდება. სრულიად ახალი ჟანრის, ინოვაციური ფილმი, რომლის მთავარი გმირი ზუსტად შენ ხარ!

ფილმის გმირი გაცოცხლებული კიბორგია, რომლის თვალითაც ვხედავთ ისტორიას, თუ როგორ ცდილობს გადაარჩინოს მისი მეუღლე ესტელა (ჰეილი ბენეტის შესრულებით) ძლევამოსილი, ტელეკინეტიკური ძალების მქონე აკანისგან (დანილა კაზლოვსკის შესრულებით). ჰოლივუდური ბლოკბაესტერი, რომელსაც მოკლედ ასე ახასიათებენ ‘Hardcore Henry’ Is a Bloodbath Shot Entirely in First Person რუსი კინომატოგრაფების შექმნილია.


Tags:



სტუდენტური ცხოვრება მრავალფეროვანია და ხშირად, უმნიშვნელო ფულადი თანხაც კი დაგეხმარებათ თქვენი პრობლემის გადაწყვეტაში და სტუდენტური პერიოდის გახალისებაში. გსურთ მცირე შოპინგის მოწყობა, გამოცდების შემდგომ პერიოდში გუდაურსა თუ ბაკურიანში დასვენება, ან მეგობრებთან ერთად კარაოკე-ბარში წასვლა, მაგრამ ეს ყოველივე იშვიათად თუა გათვლილი და წინასწარ გამოყოფილი ბიუჯეტით განსაზღვრული. ასეთ დროს მიკროსესხის გაფორმება ყველაზე მარტივი და სწრაფი გამოსავალია! ეს საბანკო სესხების თანამედროვე ალტერნატივა. პორტალზე 'სტუდენტური სესხები' თქვენ იხილავთ საქართველოს ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სიას.

თქვენ შეგიძლიათ კრედიტი გააფორმოთ ინტერნეტის საშუალებით:
sesxebi365.com/studenturi-seskhi

Tags:

წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის
13 ახალი სერია ჰორორისა და თრილერის მოყვარულთათვის

სერია აერთიანებს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ, ჰორორისა და თრილერის ჟანრის ცამეტ რჩეულ ნაწარმოებს. სერიის სამი წიგნი: თომას ჰარისის „კრავთა დუმილი“, აირა ლევინის „როზმარის შვილი“ და რობერტ ბლოხის „ფსიქოპათი“ უკვე გამოიცა და მათი წაკითხვა ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე შეუძლია.

„კრავთა დუმილი“ - რომანი პირველივე გვერდიდან მოგნუსხავთ. კითხვის მიტოვება და თქვენს ყოველდღიურობაში დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან თავადაც გამომძიებლის როლს მოირგებთ და ეცდებით, დამნაშავე ამოიცნოთ. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს ამაღელვებელ ფინალთან აახლოებს და თანაც აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს.

Tags:

წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან:
„საოცრება“

რ.ჯ პალაციოს ამ წიგნის დაწერა ერთმა შემთხვევამ გადააწყვეტინა. იგი შვილთან ერთად ნაყინის მაღაზიის წინ, რიგში იდგა, როდესაც მოპირდაპირე მხარეს დაინახა პატარა ბავშვი, სახეზე დეფექტით. წიგნის მთავარი გმირი იმ ბავშვის მსგავსად ჩვეულებრივი ბიჭია, მას მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. მაგრამ თუ კი ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის ავგუსტს ახალ სკოლაში. მის წინ სრულიად ახალი სამყარო იშლება – ზოგჯერ სასტიკი, ზოგჯერაც საინტერესო და თავბრუდამხვევი. დაიჯერებენ თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია?

Tags:

დიდება კეისარს! (2016)დიდება კეისარს! (2016)

დიდება კეისარს! (2016)
ჟანრი: კომედია, მიუზიკლი
ამერიკული კინოინდუსტრიის რენესანსი - ჰოლივუდის ოქროს ხანა
3 მარტიდან ძმები კოენები წარმოგვიდგენენ ჯოშ ბროლინს, ჯორჯ კლუნის, ჯონა ჰილის, სკარლეტ იოჰანსონს და ჩენინგ ტატუმს ფილმში "დიდება კეისარს!".

ფილმმა, რომელიც კომედიური ჟანრისაა დიდი მოწონებისა დაიმსახურა კრიტიკოსებისგან, რაც დიდი იშვიათობაა. მართლაც რომ, ძმები კოენებისგან, The Big Lebowski-ს შემქმნელებისგან რას უნდა ველოდოთ, თუ არა ხარისხიან შავ-კომედიას. ფილმში მრავალი ხუმრობა და შარჟია, რომელსაც უფრო მწვავედ აღიქვამენ კლასიკური ჰოლივუდის ეპოქის მოყვარულები, გაშარჟებულია ჰოლივუდში კომუნისტური გავლენის დანერგვის მცდელობა, გეი-ჭორები და "secret child".


Tags:


წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან:
"ველურ გარემოში"

1990 წლის აპრილში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი ტოვებს მშობლიურ სახლს, ოჯახს და ავტოსტოპით ჩრდილოეთისკენ იწყებს მოგზაურობას. ჟურნალისტი ჯონ კრაკაუერი მოხიბლა აზრმა, დაწვრილებით შეესწავლა იმ ბიჭის საქმე, რომელსაც ერთი შეხედვით ცხოვრების იდეალური პირობები ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველაფრის მიტოვება და სოციუმისგან განცალკევება გადაწყვიტა. და მაინც, რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი? ვინ იყო კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი? - იდეალისტი ახალგაზრდა, რომელმაც კონკურენციითა და ყალბი ურთიერთობებით სავსე საზოგადოებაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა; გათამამებული ბიჭი, რომელმაც თავის ოჯახს ანგარიში არ გაუწია თუ უბრალოდ, მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც სამყაროში თავისი ადგილის პოვნა უნდოდა? რამ აიძულა კრისი, უარი ეთქვა ამერიკულ ოცნებაზე და ველური გარემოსკენ გაეკვალა გზა?

Tags:

curriculum vitae ანუ როგორც შემოკლებით ვუწოდებთ cv თქვენი ელჩია უცნობ პირთან. ორმა ან სამმა ფურცელმა თქვენს მიმართ სიმპატიით უნდა განაწყოს დამსაქმებელი. თანდართული წარმოდგენილი ინფორმაცია კი ახერხებს მის დარწმუნებას, რომ თქვენ სასურველი ადგილისთვის შესაფერისი კანდიდატურა ხართ. არც თქვენი შეხვედრისთვს გამოყოფილი დრო არაა ფუჭად დაკარგული. ჩათვალეთ, რომ რეზიუმე არის თქვენი შეფუთვა - თქვენი გარე რეკლამა.
12 წესი როგორ არ უნდა დავწეროთ რეზიუმე
თუ ამ რჩევების საპირისპიროდ მოიქცევით თქვენ ნამდვილად იშოვით სასურველ სასახურს.

Tags:


ოსკარის 88-ე დაჯილდოება:
ლეონარდო დიკაპრიოს სამადლობელო სიტყვა,
გამარჯვებულთა სრული სია და ფოტოები წითელი ხალიჩიდან


88-ე კინოაკადემიის დაჯილდოებამ დიდი გამოხმაურებით ჩაირა. საზოგადოება მოუთმენლად ელოდა რა შედეგით დასრულდებოდა დაჯილდოება, აიღებდა თუ არა სანატრელ ოსკარს ლეონარდო დიკაპრიო. აწ უკვე ოსკაროსანი მსახიობი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მის გამარჯვებასთან დაკავშირებით მრავალი ფოტო, ციტატა თუ ანიმაციური-ფოტო ჩნდება სოციალურ ქსელში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის სამადლობელ სიტყვას, რომელშიც მან ლაკონიურად ჩამოაყალიბა აზრი და აუდიტორია თავისი მშვიდი და აზრიანი გამოსვლით მოხიბლა. რა ხდებოდა რიგით 88-ე კინოაკადემიის ცერემონიალზე "ლეონარდოს ოსკარის" მიღმა, ვინ არიან სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები და როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე, ამ და სხვა დეტალებისთვის იხილეთ სტატია.

Tags:



წლის საუკეთესო კინო ნამუშევრების დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართა. მას შემდეგ ოსკარის ლეგენდარული ოქროსფერი ქანდაკების მიღება ყველა ხელოვანი ადამიანის სანუკვარი ოცნებაა, ოსკარის მონუმენტის ავტორი კი გახლდათ ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი კინოდიზაინერი სედრიკ გიბონსი, ოსკარის მიღება კი რჩეულთა ხვედრია.

ბ&გ კომპანი კი სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობს!
დააჯილდოვეთ ოსკარის მონუმენტით თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები!
გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და დააჯილდოვეთ ისინი
გამორჩეული და განსაკუთრებული, ინდივიდუალური საჩუქრით
ახალ წელს, კორპორატიულ წვეულებაზე, დაბადების დღეზე, ქორწილზე, ნათლობაზე...

Tags:



"გოგონა დანიიდან" - ეინერ ვეგენერი (2016 წლის ოსკარის 4 ნომინაციაზე წარდგენილი ტომ ჰუპერის ფილმში "გოგონა დანიიდან" ეინერის პერსონაჟი ედი რედმეინის შესრულებით) დანიელი ცნობილი ილუსტრატორი მხატვრის გერდა ვეგენერს მეუღლე გახლდათ, გერდა ძირითადად ხატავდა ქალების სახასიათო პორტრეტებს, ბალერინებს როგორც კლასიკურ ასევე ეროტიულ (ლესბოსული ელმენეტებით) ჟანრში. ეინერი კი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი მამაკაცი (ტრანსგენდერი), რომელმაც 1930 წლებში ოპერაციის გზით სქესის შეცვლა გადაწყვიტა. 47 წლის ეინერი საკუთარ მეს გაცნობის შემდეგ ქალბატონი ლილი ელბი გახდა. ის არამხოლოდ ქალად გარდაიქმნა, არამედ ცნობილი ნახატების მთავარი მუზაც გახდა.

ეს ისტორია, ისევე როგორც ფილმი არაა ამბავი პრინცზე, არც ბედნიერებაზე მეოცნებე გოგონებზე, ესაა ამბავი ადამიანზე, რომელიც ეძებს საკუთარ თავს შინაგანი ბრძოლისა და განცდების ხარჯზე და აქვს უნარი სიყვარულისა.

Tags:



The 5th Wave კინოთეატრებში!

ეკრანებზე ახალი ფანტასტიკური ბლოკბასტერი გამოვიდა, სადაც მთავარ როლზე ქლოე მორეცი გვევლინება. ის განასახიერებს სკოლის მოსწავლეს, რომელიც ცდილობს გადარჩეს სასტიკ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში. ამჯერად, დედამიწა უცხოპლანეტელების დასხმისგან საჭიროებს დაცვას. პირველმა ტალღამ პლანეტა ელექტროობის გარეშე დატოვა. მეორემ ცუნამით გამოწვია განადგურება. მესამემ კონტინენზე საშინელი ეპიდემია გაავრცელა. მეოთხე ჯერზე, უცხოპლანეტელები ჩვეულებრივი ადამიანების სახით მოევლინნენ დედამიწას და ხალხში გაერივნენ. ჩანაფიქრის მიხედვით, მეხუთე ტალღამ სრულად უნდა გაანადგუროს კაცობრიობა....

ქლოე: მე ძალიან მიყვარს კითხვა. მოზარდებისათვის განკუთვნილი წიგნებიდან ყველაზე მეტად როულინგის რომანი მომწონს ჰარი პოტერზე. ბავშვები და მოზარდები მოვლენათა ეპიცენტრში გადადიან და სამყაროს მათი თვალებით ვუმზერთ. ამ მიზნით მომეწონა რიკ იანსის წიგნიც "მე-5 ტალღა". ის ძალიან კინემატოგრაფიულია. ამიტომაც დავთანხმდი ამ წიგნის ეკრანიზაციაში მონაწილეობას.

Tags:



დევიდ ო'რასელმა რიგით მესამედ გააერთიანა ჯენიფერ ლოურენსი და ბრედლი კუპერი მის ფილმში, რომელმაც მსახიობებს კიდევ ერთხელ მოუტანა მრავალი ნომინაცია და ჯილდო. ჯენიფერ ლოურენსი ფილმ Joy-ს წყალობით ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის კანდიდატურაზე ნომინაციით გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი ოსკარის ისტორიაში, რომელიც ასე ადრეულ ასაკში რიგით მე-4 ჯერ წარადგინეს ოსკარზე.

ფილმში ლოურენსი რეალურ პიროვნებას ჯოი მანგანოს განასახიერებს, გამომგონებელ ქალბატონს ამერიკულ-იტალიური ოჯახიდან. ჯენიფერმა იდეალურად გადმოსცა დიასახლისისა და ბიზნესვუმენის ქარიზმატული ხასიათი. თუმცა რეჟისორი აღნიშნავს, რომ ფილმზე მუშაობისას ის პერსონალურად არ შეხვედრია ჯოი მანგანოს, მას სურდა შეექმნა ისტორიის თავისებური ვერსია და უბრალოდ კარგი ფილმი.

Tags:

წარმოგიდგენთ 25 საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებს როკისა და მუსიკის ლეგენდის დევიდ ბოუვის შესახებ. როგორც მსოფლიო მუსიკალური სამყარო ახასიათებს ის იყო საუკუნის მოვლენა, რომლის გავლენა იქამდე იქნება, სანამ მუსიკა იარსებებს.
დავიდ ბოუვი იყო არაორდინალური, ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი, ინგლისელი არა ინგლისური ტემპერამენტით. განსხვავებული ფერის თვალები, ანდროგენული სტილი, გლამ როკი, პლანეტის ერთერთი გავლენიანი მუსიკოსის ტიტული ასევე 2004 წლის ჟურნალ როლინგ სტოუნსის მიერ ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 39 ადგილის მფლობელი - ესაა მისი მცირე დახასიათება.

მისი მეუღლე შანელ იმანი ხშირად ამბობდა ინტერვიუში, რომ მიუხედავად საზოგადოებაში არსებული აზრისა დევიდის მძიმე ხასაიათთან დაკავშირებით, ის ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო, მხიარული და დღესასწაულის შემქმნელი ადამიანი იყო. მათ ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და დღეს სწორედ შანელი იღებს მეუღლის გარდაცვალების სამძიმარს.

Tags:

მანამ, სანამ დემიენ რაისი ცოცხალი მუსიკის შესრულებით სახელს გაითქვამდა, იგი, როგორც სხვა უამრავი მუსიკოსი და კომპოზიტორი, პროლეტარიატის ნაწილი იყო. იგი ცხოვრობდა ირლანდიაში, სადაც 90-იანი წლების ბოლოს მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ სამარკეტო კომპანიაში. მის ერთ-ერთ ასეთ ზარს უპასუხა ახალგაზრდა ქალმა და როგორც დემიენი თავის ერთ-ერთ კონცერტზე აღნიშნავს, მათ საკმაოდ კარგი დიალოგი ქონდათ..

სწორედ ეს სატელეფონო საუბრები გახდა იმედგაცრუებული დემიენისთვის სიმღერის The Blower’s Daughter შთაგონების წყარო. სიმღერა 2004 წელს საუნდტრეკად გამოიყენეს ფილმში “Closer” ტკივილისა და დაბნეულობისთვის ხაზის გასასმელად, რომელიც სიყვარულს თან სდევს.

Tags:



წვერ-ულვაში მუდამ აქტუალური და ტენდენციური იყო ქართველ მამაკაცებში; თუმცა მან მნიშვნელოვნად იცვალა სახე ამ ბოლო პერიოდში. ჩვენს აპოქაში - მილენიალების თაობას მკაფიოდ გამოარჩევს დახვეწილი თავის მოვლის კულტურა, რაც წვერ-ულვაშისა და თმის ვარცხნილობის უხეში იმიჯით, თუმცა ამავდროულად კონტრასტულად მოვლილი იერით გამოიხატება. რამდენად რთულია მოირგოს მამაკაცმა ასეთი სტილი?

THE GENTLEMAN'S GUIDE TO GROWING A BEARD
სტილისტი შაკო საჯაია ერთერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც მამაკაცის თმისა და წვერის სთაილინგზე დაიწყო ზრუნვა #Man Grooming. შაკომ გაგვიმხილა თუ როგორ უნდა იპოვოს მამაკაცმა მისი სტილი, როგორ წამოზარდოს წვერი და გაუწიოს ყოველდღიური სთაილინგი სახლის პირობებში. წვერების მთავარი პრობლემა ჰიგიენის დაცვაა, რომელმაც შესაძლოა სახის კანის ფორების დაბინძურება გამოიწვიოს; უშუალოდ წვერის მოვლის პრობლემა კი გაყოფილი ბოლოები და დატეხილი ღეროებია, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ..


Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 129
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top