;


საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს და სამეცნიერო თეორიებს Interstellar-დან

Interstellar -ის გადაღებების დროს ნოლანმა არ გამოიყენა“ მწვანე ეკრანი“ და შექმნა „სპეციალური ეფექტების კომპანია“, რომელიც ქმნიდა ვიზუალურ ეფექტებს ფილმისათვის. მსახიობები რეაქტირებდნენ ეკრანზე გამოსახულ ეფექტებზე და არ უწევდათ მწვანე ეკრანის წინ თამაში.

ფილმი ყველაზე ხანგრძლივია მათ შორის რაც კი ოდესმე გადაუღიათ 15/70mm IMAX კამერის საშუალებით.

Interstellar-ის გადაღება ჯერ კიდევ 2006 წელს სურდა სტივენ სპილბერგს. სტივენმა სცენარისტად ჯონათან ნოლანი, კრისტოფერის ძმა დაიქირავა ,ხოლო სპილბერგის წასვლის შემდეგ ჯონათანმა ფილმის გადაღება მის ძმას შესთავაზა და თავადვე წარუდგინა სტუდიას.

საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ
Tags:



სახალისო ხუმრობები ჰარი პოტერსა და მისი მეგობრებზე
➡ მაგლებისათვის შემოსვლა აკრძალულია


ცოტახნის წინ, ინტერნეტში გაჩნდა სახალისო რგოლი, რომლის ავტორმაც სერიალი "Friends" ჰარი პოტერს მოარგო. გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე საყვარელი მემე ჯადოქარ ბიჭზე და მის მეგობრებზე...

http://24.media.tumblr.com/ea249ebc407fb5ec100e228893916220/tumblr_n3k7ze9Z1d1tq4of6o1_500.gif
Tags:

მოდუნებული ხართ? გინდათ იყოთ მთელი დღის განმავლობაში ენერგიულად? ერთი ჭიქა ყავა დილით, შოკოლადი და ჩიფსები ვერ დაგეხმარებათ ამაში, პირიქით ისინი მეტ დაღლილობას გმატებთ, იმისათვის რომ თავი ენერგიულად იგრძნოთ აუცილებელია ჯანსაღი კვება რომელიც მოგვცემს სწრაფ პაკეტურ ენერგიას, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი 10 საკვები დაგეხმარებათ ენერგიის შენარჩუნებაში მთელი დღის განმავლობაში

10 საკვები ენერგიისთვის
Tags:

ყოველი დილა ქაოსით იწყება?

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება გახადოთ თქვენი დილა მშვიდი და ხალისიანი. იყოთ პუნქტუალურები და მოწესრიგებულები. დააწესეთ წესები თქვენი დილისათვის, რომელიც თქვენი პოზიტიური დღის წინაპირობაა. რჩევების გათვალისწინებით ყველაფერს მოასწრებთ და თქვენი ყოველდღიური რუტინის ცვლილებას მალე იგრძნობთ.

დაიწყეთ დღე ენერგიულად. დრო უაზროდ არ დაკარგოთ. გამოიყენეთ წინა ღამის რამდენიმე წუთი თქვენი დილისათვის.

გაითვალისწინეთ რჩევები და შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა

შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა
Tags:

Celebs Read Mean Tweets #8

Jimmy Kimmel-ის შოუში გრძელდება Celebs Read Mean Tweets-ის სერიების გამოშვება. სელებრითების პარალელურად "ბინძური თვითების" კითხვის მარათონში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც ჩაერთო.უახლესი ვიდეოები კიდევ სასაცილო გამოვიდა,ხოლო შოუს წამყვანმა განაცხადა რომ აღნიშნულ სერიების გაგრძელებას მომავალშიც ვიხილავთ.


Tags:

http://31.media.tumblr.com/a49a7623c0cf8896536b7fec0261397a/tumblr_njxqiviEjj1ro1dyeo1_500.gif


კარლ ლაგერფილდის საინტერესო განცხადებები
THE NEW YORK TIMES Interview

იტალიურმა მოდის სახლმა FENDI-მ ზაფხულის პარიზის მოდის კვირეულისათვის პირველი ბეწვის ნაწარმის ჩვენება დააანონსა. მოვლენა კარლ ლაგერფილდის 50 წლიან იუბილეს ემთხვევა ბრენდის კრეატიული დირექტორის რანგში. ჟურნალის ინტერვიუერი კარლს ეწვია და გამოკითხა. დიზაინერმა, რომელიც ცნობილია გესლიანი ფრაზებით, რაც კარლიზმის სახელწოდებითაც დამკვიდრდა, ურთიერთობებზე, ბეწვზე, საკუთარ თავზე და კოლეგებზე მოკლედ და ლაკონურად უპასუხა.

"არც ისე ბევრი ადამიანი არსებობს, ვისი აზრიც მაინტერესებს. მამაკაცების აზრთან კი საერთოდ არანაირი საქმე არ მაქვს."

"მე არასდროს არ გავალ პენსიაზე, რადგან ეგრევე მოვკვდები. შანელი გარდაიცვალა კოლექციის შექმნის პროცესში, როდესაც 87 წლის იყო, მე ჯერ კიდევ მაქვს დრო."

http://36.media.tumblr.com/5f82b478cb3959629120d578d7e7c3a3/tumblr_nislq7xCCf1qgngcgo1_540.jpg
Tags:

ვარჯიშის დროა

ქალბატონებო, ცივი ზამთრის შემდეგ მოდუნებული სხეულის ვარჯიშის დრო დადგა.
წინ მხურვალე სეზონი გელოდებათ, რომელსაც ღირსეულად უნდა შეეგებოთ.ვარჯიში კი თქვენი თავდაჯერებულობის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა და კონკრეტულ ვიდეოებს, რომელთა დახმარებით სახლში, ზედმეტი ხარჯების გარეშე შეძლებთ ვარჯიშს, ისე რომ შედეგი საუკეთესო იქნება. ვისგან უნდა მივიღოთ რჩევები ვარჯიშის შესახებ? რა თქმა უნდა, სუპერმოდელებისგან, რომელთა ცხოვრება ვარჯიშის გარეშე წარმოუდგენელია. ადრიანა ლიმას, ალესანდრა ამბროსიოს, სინდი კროუფორდისა და სხვა მოდელების რჩევები მოტივაციის ამაღლებისა და შრომის საუკეთესო წინაპირობაა.

ივარჯიშეთ, შეცვალეთ თქვენი სხეულის ფორმები და შეხვდით ზაფხულს საუკეთესო ფორმაში.
გახსოვდეთ, რაც მალე დაიწყებთ ვარჯიშს, შედეგი მით უფრო კარგი გექნებათ. ვარჯიშის შედეგად უკეთ შეიცნობთ თქვენს სხეულს, იგრძნობთ ახალ ენერგიას და თავდაჯერებულობას, რაც გახსოვდეთ ქალის საუკეთესო აქსესუარია.

რჩევები თქვენი სხეულის ცვლილებისა და ახალი ენერგიის გამომუშავებისათვის.


ვარჯიშის დროა
Tags:


ქალთა ევოლუცია კინოში
დიასახლისი, სათნო, კარიერისტი, სუპერგმირი...

რა აღარ გადაიტანეს მთავარმა გმირმა ქალებმა კინოს ისტორიის ასწლეულის განმავლობაში. მათ აცმევდნენ ლატექსს, აიძულებდნენ გაეხადათ და დაეკლოთ წონა. დღეს, როდესაც ქალებს მოპოვებული აქვთ უფლება სერიოზულ დრამატულ როლებსა და ხარისხიან კომედიებში, გავიხსენოთ გრძელი გზის ყველა ეტაპი.


პირველი მცდელობა იმისა, რომ ქალი მამაკაცის ჩრდილიდან გამოეყვანათ და ეჩვენებინათ ნამდვილი, ცოცხალი და საინტერესო პერსონაჟი, 60-იან წლებში დაფიქსირდა, როდესაც ჰაერო გაჟღენთილი იყო სექსუალური რევოლუციითა და ფემინიზმის იდეებით. გამხდარიყვნენ მთლიანად დამოუკიდებელი ქალები ჯერ ვერ შეძლეს. საზოგადოება ჯერ კიდევ არ ეგებებოდა კარიერისტებს, ამიტომაც მდიდარი ქმრის ძიება ბევრისთვის ერთადერთი ხსნა იყო შემდგარიყო ცხოვრებაში. თუ მთავარი გმირი მუშაობდა, ეს როგორც წესი გასართობ სფეროში იქნებოდა: მოცეკვავე, მომღერალი ან მსახიობი.

Tags:



საქართველოს კინოთეატრებში გაიმართა ფილმ Cinderella-ს პრემიერა,
რომელიც ჩვენი ბავშვობის დისნეის ზღაპრის ეკრანიზაციის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა, მოდით ვაღიაროთ... უდიდეს მადლიერებას გამოვთქვამთ ფილმის შემქმნელებისადმი, რომ არ შეეცადნენ ფილმში თანამედროვე შტრიხებისა და შავბნელი ძალების ზემოქმედების ჩართვას, რაც ასე ხშირად ხდება ზღაპრების ეკრანიზაციისას. თურმე სწორედ ასეთი გეგმები ქონდა წინა რეჟისორს, მაგრამ Disney-ს გადაწყვეტილებით და კენეტ ბრანას ძალისხმევით, რეჟისორმა ფილმს შეუნარჩუნა ზღაპრისეული იდეალიზმი და სიკეთის რწმენა!

Tags:



THE BEAUTY IS IN SIMPLICITY
Part II
Tags:

მოკლე და საინტერესო ისტორიები


აფრიკის სანაპიროზე ჯარით გადახდომის დროს ხომალდიდან გადმოსულმა კეისარმა წაიბორძიკა და დაეცა. მხედართმთავარის გარემოცვაში ჩურჩული ატყდა, კეისრის დაცემა მათ ცუდ ნიშნად ჩათვალეს. თუმცა კეისარი არ დაიბნა, მან ორივე ხელით ჩაბღუჯა მიწა და შესძახა: ,,შენ ჩემს ხელთა ხარ, აფრიკავ’’!!

ანტარქტიდა არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. იგი მეცნიერულ ნაკრძალად არის გამოცხადებული. 1961 წელს თორმეტმა სახელმწიფომ, მათ შორის საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ანტარქტიდა საომარი მოქმედებებისაგან თავისუფალ და მეცნიერული კვლევებისთვის განკუთვნილ ზონად გამოცხადდა.

დიდ ყინვაში სმენადობა იდეალურია, რადგან სიცივეში ბგერა უფრო კარგად ვრცელდება, ვიდრე სიცხეში.

საინტერესო ისტორიები [4]
Tags:

უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
ის, რასაც ცელულიტს ვუწოდებთ ყოველთვის არსებობდა, თუმცა სახელის შერქმევამდე მისი არავის სრცხვენოდა. საუბარი სულაც არ არის ძველ ან შუა ხანაში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ მე-19 - მე-20 საუკუნეში მოღვაწე ადამიანებზე, რომლებიც ისეთი განვითარებულები და მოაზროვნენი იყვნენ, როგორებიც ახლა და რომლებმაც შექმნეს და აღმოაჩინეს თითქმის ყველაფერი, რის შემდეგაც ნაკლებად სწრაფად მივიწევთ აღმოჩენებით წინ. ახლა კი კოსმეტიკურ სალონებში ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ცელულიტის მოშორებაა. 2009 წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოსმეტიკური კომპანიების მიერ ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალებებისგან მიღებულმა მინიმალურმა მოგებამ სამი მილიარდი დოლარი შეადგინა. "ცელულიტს" მედიცინა მხოლოდ 2 საუკუნეა იცნობს და უადავოა ის, რომ ამ სიტყვის და არა მცნების შემოღებით, საკმაოდ დიდი ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი.

და თუ კი თქვენ თვლით, რომ არ ხართ მასის ნაწილი, რომელიც ყველაზე იოლი დასამორჩილებელია, ნუ მოგიცავთ უაზრო შიში და სირცხვილი იმისა, რაც სულაც არ არის სასირცხვილო. ერთია, თუ თქვენ არ მოგწონთ სხეულზე პატარა ჩაღრმავებების არსებობა და მეორეა, როდესაც თქვენ არც კი იცით რატომ მალავთ მათ. თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი ჯობს სრულყოფილებამდე მისულ გარეგნობას და ეს სრულყოფილებაც არა ზოგადი, არამედ ინდივიდუალური მცნებაა

უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
Tags:

შაკირა იზაბელ მებარაკი არის 38 წლის კოლუმბიელი მომღერალი, რომელიც უკვე ოცწლეულზე მეტია მოღვაწეობს მუსიკალურ ინდუსტრიაში და დღემდე ინარჩუნებს წარმატებასა და მოთხოვნადობას. ის არის ერთი-ერთი ყველაზე ნიჭიერი, შრომისმოყვარე და გაწონასწორებული არტისტი შოუბიზნესში. მილიონობით გაყიდული ალბომებისა და მხარდამჭერი ფანების წყალობით შაკირა პოპ კულტურის ნამდვილ ფენომენად იქცა, რომელსაც აუცილებლად დაიმახსოვრებს პუბლიკა მისი უნიკალური საცეკვაო მოძრაობებითა და განსაკუთრებული ხმის ტემბრით, ამასთან უნდა ითქვას რომ ეს ქალი არის ადამიანი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ შემდგარი პიროვნება. მისი ნიჭი მრავალმხრივია, საქმიანობის სფერო განსხვავებული,ცხოვრებისეული როლები სხვადასხვაგვარი-სწორედ ამ თემას მიეძღვნება პუბლიკაცია, შაკირა არის მეტი, ვიდრე უბრალოდ ნიჭიერი და ძლიერი მომღერალი!

''Nationalism is cured by traveling''

''I expect my beloved to be kind, generous,
I expect him not to lie so I can look him straight in the eyes,
and I expect him to fall in love with me 10 times a day.''


Shakira more than a singer!
Tags:


ამერიკელი სნაიპერი / American Sniper (2015)
რეჟისორი: Clint Eastwood
, მთავარ როლებში: Bradley Cooper, Sienna Miller

კლინტ ინსტვუდის ფილმის ჟანრი ომის-პერიოდის დრამას განეკუთვნება და ის აღწერს ამერიკელი სამხედრო-სნაიპერის კრის კაილის ავტობიოგრაფიულ წიგნზე American Sniper: The Autobiography of the Most Lethal Sniper in U.S. Military History დაფუძნებულ ისტორიას, სადაც სამხედრო აღწერს მის დაბრუნებას სახლში 4 საბრძოლო ტურიდან და მის მისიებს - დაკვეთილ-მკვლელობებს (ცნობილია, რომ მან შეასრულა 255 სასიკვდილო გასროლა, თუმცა აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო მათგან 160-ს ასაჯაროებს). ის მსახურობდა ამერიკის Navy SEAL და წარგზავნილი იყო ერაყის ომში, მრავალგზის დაჯილდოებული გმირული საქციელისა და თავგანწირვისთვის. აღიარებულია, როგორც
ყველაზე ლეტალური სნაიპერი ამერიკის სამხედრო ისტორიაში.
ფილმის სპეც-ჩვენება მოეწყობა კინოთეატრ ამირანსა და დიდველში 6 მარტიდან!

Tags:

1930-იანი წლების მაკიაჟი:
ჰოლივუდურ სტილში

1930-იან წლებში ქალები შთაგონებულები იყვნენ ჰოლივუდური ფილმების ვარსკვლავებით.
ამ შემთხვევაში, შთაგონებას მაკიაჟსა და ზოგადად სილამაზეზე იღებდნენ. იმ დროს, მსახიობებმა,
როგორებიც არიან: გრეტა გარბო, ჯოან კროუფორდი და კეროლ ლომბარდი, დიდი გავლენა იქონიეს
მაკიაჟის ტრენდების ჩამოყალიბებაში. ლუქი ძირითადად 20-იან წლებს მოგაგონებთ, მაგრამ ამ
შემთხვევააში, აქცენტი გაკეთებული იყო თვალებზე და ზოგადად ლუქიც უფრო მშვიდი და
ჰარმონიული იყო. ამას ემატებოდა ხვეული თმა, რაც უფრო ქალურს ხდიდა ქალბატონს.

Tags:
  • «
  • 1
  • ...
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • ...
  • 130
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top