;

12 March 2012      anano-anano     Views 6889    
Category: Fun, Interesting

ჩავრთოთ მელოდია და დავიწყოთ..

Elton John - Can You Feel The Love Tonight

Powered by mp3skull.com

ყველაფერი იწყება აქედან..
What We Love ..

Cinderella(კონკია)- ეს მულტფილმი შარლ პეროს მოთხრობის მიხედვით შეიქმნა. მასზე უოლტ დისნეის სტუდიამ 1944 წელს დაიწყო მუშაობა,რაც 6 წელს გაგრძელდა. საბოლოოდ ,,კონკია'' ამერიკის კონოთეატრებში 1950 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა,მაგრამ დღემდე იგი ყველასთვის საყვარელ ანიმაციად რჩება,მის თემაზე შექმნილი ფილმები კი მუდმივად გამოდის ტელეეკრანებზე.

What We Love ..

Beauty and the Beast(მზეთუნახავი და ურჩხული)- მზეთუნახავის და ურჩხულის სიყვარულმა ბევრი პატარას გული დაიპყრო. იგი უოლტ დისნეის სტუდიამ 1991 წელს გამოუშვა. ამ მულტფილმა 377 დოლარის მოგება მოუტანა სტუდიას.

What We Love ..
What We Love ..

The Lion King(''მეფე ლომი'')- ეს მულტფილმი,უოლტ დისნეის სტუდიამ 1994 წელს გამოუშვა.მისმა მოგებამ 930 მილიონი შეადგინა.საუნდრეკი კი,რომელსაც ელტონ ჯონი ასრულებს ნამდვილად დაუვიწყარია.

What We Love ..

Snow White and the Seven Dwarfs(ფიფქია და შვიდი ჯუჯა)- ეს მულტფილმი ძმები გრიმების ზღაპრის ეკრანიზაციაა.მისი შექმნა 1934 წელს დაიწყო.1937 წელს კი ამერიკის მოსახლეობამ პირველი სრულმეტრაჟიანი ფერადი მულტფილმი იხილა.

What We Love ..

Bambi(ბემბი)-ამ მულტფილმზე მუშაობა უოლტ დისნეის სტუდიამ 1936 წელს დაიწყო. ეკრანზე კი 1942 წელს გამოჩნდა.თავდაპირველად იგი ჩავარდა. მაგრამ მეორედ განმეორებისას 1947 წელს,იგი ყველასთვის საყვარელი მულტფილმი გახდა.

What We Love ..

Mulan(მულანი)-1998 წელს ეკრანებზე ყველასთვის საყვარელი ანიმაციური ფილმი ''მულანი'' გამოვიდა,რომელიც ჰუა მულანის ჩინური ლეგენდის მიხედვით შეიქმნა.მასზე უოლტ დისნეის სტუდია მუშაობდა.

What We Love ..What We Love ..What We Love ..

Sleeping Beauty(მძინარე მზეთუნახავი)-ყველასთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი მულტფილმი,ეკრანებზე 1959 წლის 29 იანვარს გამოჩნდა. მასზე უოლტ დისნეის სტუდიის 300 ადამიანი მუშაობდა. ''კონკიას'' მსგავსად,მასზე შექმნილი ფილმების,სპეკტაკლების,მიუზიკლების თემა ამოუწურავია.

What We Love ..

Aladdin(ალადინი)-მულტფილმი 1992 წელს უოლტ დისნეის სტუდიამ გამოუშვა. იგი შექმნილია ზღაპრის ''1001 ღამის'' მიხედვით. იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა,რომელმაც 2 ოსკარი მიიღო.

What We Love ..

The Little Mermaid(ქალთევზა)-უსაყვარლესი მულტფილმი ქალთევზას შესახებ 1989 წელს გამოვიდა. იგი ჰანს კრისტიან ანდერსონის ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი."Under the Sea" -კი მასზე შექმნილი ცნობილი საუნდრეკია. [/i]

What We Love ..

Tom and Jerry(ტომი და ჯერი)- უსაყვარლესი მულტფილმი ,რომელიც ერთნაირად სასიამოვნოა ყველა ასაკის მაყურებლისთვის,1940 წელს გამოვიდა ეკრანებზე. იგი დღემდე ყველასთვის საყვარელ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმად რჩება.

What We Love ..

"Ну погоди!"(აბა დამაცადე!)-ალბათ დამეთანხმებით,რომ ეს მულტფილმი საუკეთესოა რუსულ მულტფილმებს შორის.მისი გამოშვება 1969 წელს დაიწყო და 2005 წელს დამთავრდა. იგი საბჭოთა კავშირის საუკეთესო რუსულ მულტფილმად აღიარეს.

What We Love ..What We Love ..What We Love ..

The Kids from Room 402(ბავშვები 402 ოთახიდან)-კანადურ-ფრანგული მულტფილმი 1999 წელს შეიქმნა. იგი ბეტი პარასკევას წიგნის მიხედვით «Gracie Graves and the kids from room 402» შეიქმნა.

What We Love ..

Life with Louie(ცხოვრება ლუისთან ერთად)-დამეთანხმებით,რომ ლუი ყოველი ჩვენგანის უსაყვარლესი გმირია.მაგრამ ასევე არანაკლებად გვიყვარს ლუის მამა,რომელიც ნამდვილად გამორჩეული პერსონაჟია. საკულტო ამერიკული სერიალი, ცნობილი კომიკოსის ,ლუი ანდერსონის ბავშვობის მოგონებებზეა შექმნილი.იგი 1994 წლიდან ,1998 წლამდე გამოდიოდა ტელეეკრანებზე.

What We Love ..

Grendizer(გრენდაიზერი)-სუპერ რობოტის სატელევიზიო ანიმაცია იაპონიაში შეიქმნა. მულტფილმი საკმაოდ ძველია. იგი იაპონიის ტელეეკრანებზე 1975-1977 წლებში გამოჩნდა. იგი სულ 74 სერიისგან შედგება.

What We Love ..

The Adventures of papyrus(პაპირუსის თავგადასავალი)-განსხვავებული ფრანგული მულტფილმი ტელეეკრანებზე 1998 წელს გამოჩნდა. იგი ძველი ეგვიპტის შესახებ მოგვითხრობს.

What We Love ..

Princesse Shéhérazade(პრინცესა შეჰერაზადა)-ფრანგული მულტფილმი 1996 წელს შეიქმნა მარი-ფრანს ბრიერის მიერ.იგი პრინცესა შაჰერაზადასა და მისი მეგობარი ჯინის, ტილის, თავგადასავლების შესახებ გვიამბობს.

What We Love ..

Shrek(შრეკი)- მულტფილმი 2001 წელს გამოვიდა ეკრანებზე. კომპიუტერული პროგრამით შექმნილმა ანიმაციამ ღირსეული ადგილი დაიმკვირდა ამ სიაში.მისმა მოგებამ 484 მილიონი შეადგინა. დღემდე შრეკის რამდენიმე ნაწილია გამოსული.

What We Love ..What We Love ..


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top