;
1 მაი 2017      DKatsarava     0 კომენტარი     ნანახია 1031-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები



KING ARTHUR: LEGEND OF THE SWORD
"მეფე არტურის ხმალი" (2017)


ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, დრამა
რეჟისორი: გაი რიჩი
როლებში: ჩარლი ჰანემი, ჯუდ ლოუ,
ასტრიდ ბერჟ-ფრისბი, ერიკ ბანა, ეიდენ გილენი..
სცენარი: ჯობი ჰაროლდი, გაი რიჩი, ლაიონელ უიგრემი
პრემიერა საქართველოში: 11.05.2017
ასაკობრივი კატეგორია: PG-13





გაი რიჩის ისტორიულ სათავგადასავლო ფილმში ჩარლი ჰანემი, ასტრიდ ბერჟ-ფრისბი, ჯუდ ლოუ, ერიკ ბანა, ეიდენ გილენი მონაწილეობენ და აცოცხლებენ მეფე არტურის ისტორიას.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა არტურზე, რომელმაც არაფერი იცის მის სამეფო წარმომავლობაზე, ის ლონდინიუმის გარეუბანში ბინადრობს და ბანდის წევრია. საბედისწერო სიტუაცია მის წილხვედრ ხმალთან მიიყვანს, რომლის დამორჩილებაც არტურის სამეფო წარმომავლობაზე მეტყველებს. არტური ვალდებულია დაიბრუნოს მისი ღირსება, გააერთიანოს აჯანყებული ხალხი და მათი წინამძღოლობით დაამარცხოს ვორტიგენი, რომელმაც მიითვისა მისი კუთვნილი სამეფო ტახტი. არტური ამასთანავე უნდა შეებრძელოს საკუთარ დემონებს და იქცეს ღირსეულ მეფედ.







ფილმში მთავარ როლს Charlie Hunnam ასრულებს, ცნობილი სატელევიზიო სერიალიდან “Sons of Anarchy”, მისი მოკავშირე Aidan Gillen კი ალბათ გეცნობათ “Game of Thrones”-დან. ვორტიგენის როლში ოსკაროსანი Jud Law გვევლინება, არტურის მამას კი Eric Bana განასახიერებს. ულამაზესი ფრანგი მსახიობი Pirates of the Caribbean-დან Astrid Bergès-Frisbey გვინერვას როლშია.

ფილმში, რომელიც ოსკაროსან-ქასთს: სცენარისტებს, პროდიუსერებს, კოსტუმების დიზაინერს, მუსიკოსებს და რაღა თქმა უნდა შესანიშნავ მსახიობებს აერთიანებს ეპიზოდურ როლებში ვიხილავთ ბრიტანელ სელებრითებს: დევიდ ბექჰემს და პოპი დელევინს.





Warner Bros. Pictures-ის ფილმმა დინამიური მსვლელობით და საბრძოლო სცენებით დატვირთული კადრებით მიიპყრო მაყურებლის ყურადღება, ისტორია, რომელიც თითქოსდა ყველამ იცის ახლებურად წარმოგვიდგინა გაი რიჩიმ. ფილმი Sherlock Holmes-ისა და Harry Potter სერიების, I Am Legend, U.N.C.L.E., Seventh Son, Gladiator, The Phantom of the Opera, Batman Forever, The Dark Knight, Mr. & Mrs. Smith, The Da Vinci Code, Paranormal Activity, Poseidon , The Divergent Series: Insurgent, Transformers: The Last Knight შემქმნელებისგან, რომლებიც მალე, 2018 წელს გააცოცხლებენ კიდევ ერთ ბრიტანულ-კლასიკურ ისტორიას Robin Hood-ზე და პოსტ-აპოკალიპსურ ცნობილ ფილმს 'I Am Legend' Reboot.







ფილმის მსოფლიო პრემიერამდე 2 კვირით ადრე 29 აპრილს საქართველოს კინოთეატრში "კავეა თბილისი მოლი" საპრემიერო დახურული ჩვენება გაიმართა კინო-მოყვარულებისთვის. ფილმის ოფიციალური მსოფლიო პრემიერა კი 11 მაისს შედგება, ასევე საქართველოს კინოთეატრებში!

რთული და საპასუხისმგებლო როლის მორგება მოუხდა მსახიობს ჩარლი ჰანემს,
მან შესანიშნავად გაართვა თავი ბრძოლის სცენებს და რთული ტრიუკების შესრულებას.









კატეგორია: საინტერესოა, ფილმები
Tags:

0





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top