;
19 ნოემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 1933-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები, აფიშა




HACKSAW RIDGE (2016)
II მსოფლიო ომის ყველაზე განსაკუთრებული გმირის რეალური ისტორია.
"მამაცი გულის" და "ქრისტეს ვნებანის" ოსკაროსანი რეჟისორის, მელ გიბსონის ფილმი.
2017 წლის ოსკარის მთავარი პრეტენდენტი - "ჰაქსოს გმირი"
24 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში
www.kinoafisha.ge/movie/ coming_soon/

ბიოგრაფიულმა ფილმმა ომის თემატიკაზე ვენეციის კინო ფესტივალზე მაყურებელთა 10 წუთიანი ოვაცია დაიმსახურა. ღირსების მედალოსანი, პირველი პაციფისტი ომის გმირის - სამხედრო მედიკის დესმონდ დოსის სიმამაცისა და თავდადების რეალურ ისტორიას მელ გიბსონი მოგვითხობს. გიბსონის სარეჟისორო ფილმს ოსკარს უწინასწარმეტყველებენ!

ამერიკელმა დესმონ დოსმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ოკინავას ბრძოლის ველზე სიმამაცით გამოიჩინა თავი, პაციფისტური იდეოლოგიის მატარებელმა ახალგაზრდამ დიდი წინაღობის გადალახვის შემდეგ მოიპოვა ნებართვა იარაღის გარეშე ჩართულიყო ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლაში. დესმონდს ხალხის დახმარება სურდა, ის ებრძოდა ძალადობას და დახმარების ხელს უწვდიდა მებრძოლებს. მისი თავდადებული ბრძოლა სიცოცხლისთვის დააფასეს და მიენიჭა მეორე მსოფლიო ომის გმირის წოდება. გამორჩეულია დესმონდის ღვაწლი ომის ისტორიაში, ის პირველი მეომარია, რომელიც ღირსების ორდენით დაჯილდოვდა უიარაღო ბრძოლისთვის.





"ჰაქსოს გმირი"
HACKSAW RIDGE (2016)

ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა, რომანტიკული
რეჟისორი: მელ გიბსონი
როლებში: ენდრიუ გარფილდი, ტერეზა პალმერი,
ლიუკ ბრეისი, ჰიუგო უივინგი
სცენარი: ენდრიუ ნაითი, რობერტ შენკანი
პრემიერა საქართველოში: 24 ნოემბრიდან!
მსოფლიო პრემიერა: 04.09.2016
IMDB რეიტინგი: 5.0
ასაკობრივი კატეგორია: G

HACKSAW RIDGE (2016)

ახალწვეულმა დესმონდმა ვირჯინიას შტატიდან მისი პაფიცისტური იდეოლოგიის შენარჩუნება შეძლო, დაარწმუნა მეთაური მისი განზრახვის სიმტკიცეში და ბრძოლის ველზე იარაღის გარეშე გაეშურა. მოგვიანებით მედიკთა რაზმს შეუერთდა და ამგვარად ახერხებდა განსაცდელში მყოფი მებრძოლების დახმარებას. მას ჯეროდა, რომ ომში მისი მიზანი სიცოცხლისთვის ბრძოლა იყო და არა მისი ხელყოფა. დესმონდ დოსი ოკინავას ველზე 4-ჯერ დაიჭრა. მას არასდროს მოუკლავს ადამიანი ბრძოლის ველზე და იხსნა 75 მებრძოლის სიცოცხლე.
ოსმანდ დოსი რელიგიურად პროტესტანტთა მიმდინარეობა Seventh Day Adventists-ს მიეკუთვნებოდა.

დესმონდ დოსი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში, სადაც ის მის მცირე ფერმაში მუშაობდა და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ალაბამას შტატში.
ფილმზე მუშაობა 14 წლის წინ დაიწყო. 2001 წელს თავად დესმონდ დოსთან მოლაპარაკებების შედეგად დაიწყეს სცენარზე მუშაობა, თუმცა დესმონდი 2006 წელს გარდაიცვალა. ფილმზე მუშაობის სურვილს მრავალი გამოთქვამდა, საბოლოოდ დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა მხატვრულ ფილმად შეიფუთა და რამდენიმე სტუდიამ განიხილა, მრავალი დაბრკოლების: საავტორო უფლებების, პროტესტანტულ ეკლესიასთან შეთანხმების და მელ გიბსონის რეჟისორად დათანხმების შემდეგ (რომელიც მან 2-ჯერ უარყო) ფილმზე მუშაობა დაიწყო. სახელოვან გმირს ენდრიუ გარფილდი ასახიერებს. ასევე მონაწილეობენ: ვინს ვო, სემ ვორტინგტონი, ლუკ ბრეისი და ტერეზა პალმერი.




ენდრიუ გარფილდი მის პერსონაჟს ასე ახასიათებს: "wonderful symbol of embodying the idea of live and let live no matter what your ideology is, no matter what your value system is, just to allow other people to be who they are and allow yourself to be who you are." მსახიობი, რომელიც სპაიდერმენის როლით არის ცნობილი აღიარებს, რომ ამ ფილმზე მუშაობა მისთვის საამაყო გამოწვევა იყო. მოხარულია, რომ რეჟისორ მელ გიბსონის დახმარებით ეკრანზე გააცოცხლა რეალური სუპერგმირი და განასახიერა სპანდექსის გარეშე.


24 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში
www.kinoafisha.ge/movie/ coming_soon/












კატეგორია: საინტერესოა, ფილმები, აფიშა
Tags:

1





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top