;

3 June 2016      ANGEL     Views 5945    
Category: Fun, Interesting, Georgians, Event



იტალიის რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებებით იტალიის ვაჭრობის სააგენტოს (ICE) და იტალიის საელჩოს ორგანიზებით თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი „იტალიურ ფესტივალ 2016“-ს მასპინძლობს. იტალიური ფესტივალი 2016 წელს პირველად იმართება საქართველოში. მისი მიზანია მოხდეს იტალიური კულტურის და Made in Italy-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უკეთ წარმოჩენა საქართველოში.

„იტალიური ფესტივალი“ საზეიმოდ გახსნა იტალიის ელჩმა საქართველოში ბატონმა ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართველოს მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენლობამ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის საპატიო წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წამომადგენლები.

საღამოს ფარგლებში გაიმართა ცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსის და აქსესუარების ჩვენება/პერფორმანსი, რომელიც განხორციელდა საქართველოში მათი ოფიციალური წარმომადგენლის მაღაზია NEW TREND-ის მიერ. ჩვენების ბექსთეიჯში იმუშავა სილამაზის ინდუსტრიის კიდევ ერთმა წამყვანმა იტალიურმა ბრენდმა ALDO COPPOLA. ღონისძიებაზე ასევე სხვა ბრენდების სპეციალური კუთხეები იქნა მოწყობილი. მოწვეულ სტუმარებს შესაძლებლობა ქონდათ შეეგრძნოთ იტალიური გარემო დაეგემოვნებინათ იტალიური პროდუქცია (კვების და სასმელი პროდუქტებით). მუზეუმის შემოსასვლელს კი ამშვენებდა იტალიური საავტომობილო ბრენდი „Maserati” –ს მანქანების გამოფენა.



მოდის ჩვენების შემდგომ გაიმართა გამორჩეული იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა, რომელიც იტალიის მოდის ნაციონალური აკადემიისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული გამოფენა გაიხსნა თბილისში სპეციალურად „იტალიური ფესტივალი 2016“ ფარგლებში და ნამუშევრები დარჩება მუზეუმში 2-6 ივნისის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ასევე გამოფენილია ცნობილი იტალიელი სკულპტორის, ბრუნო ბრუნის ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმში დარჩება 3 ივლისამდე.

იტალიის ვაჭრობის სააგენტო (ICE) არის იტალიის სამთავრობო უწყება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა Made in Italy-ის პოპულარიზაცია მსოფლიოს მაშტაბით. სააგენტოს წარმომადგენლობა თბილისში გაიხსნა 2016 წელს, რომლის ამოცანაა იტალურ და ქართულ კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან ხელი შეუწყოს ორმხრივი ეკონომოკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.


იტალიური ფესტივალი 2016
MoMa ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა -2-6 ივნისი
იტალიელი სკულპტორის: ბრუნო ბრუნის გამოფენა - 3 ივლისამდე

ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე
www.angel.ge-სთვის
















Category: Fun, Interesting, Georgians, Event
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top