;

21 May 2016      ANGEL     Views 2275    
Category: Fun, Interesting, Georgians, Event



მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის მრავალი მუზეუმი გვეპატიჟება 21 მაისს ღამის საათებში, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ! წარმოგიდგენთ #მოდიღამემუზეუმში პროგრამას, რომელშიც ჩართული არიან MoMa, ქარვასლა, აბრეშუმის მუზეუმი, ხელოვნების სასახლე, ეროვნული გალერეა, ნაციონალური მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი.. . ასევე ვიზიტორებს ღამის საათებში უმასპინძლებენ რეგიონალური მუზეუმებიც. იხილეთ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი

21 მაისს 20:00-დან 01:00 საათამდე
მუზეუმში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.






ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
გპირდებით საინტერესო ღამეს 19:00-00:00 სთ.
ამ ღამეს მუზეუმში თქვენ შეძლებთ იხილოთ 3 გამოფენა.

პირველი სართულის სივრცეში თქვენ დაგხვდებათ ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფური გამოფენა.
ლევან აბრამიშვილი
გურამ ხეცურიანი
მიხეილ არბოლიშვილი
სოსო ქუმსიშვილი


ასევე იხილავთ KOLGA TBILISI PHOTO გამოფენას „კოსმიური ბოსტნეული და დედამიწის მცენარეები“. დანარჩენ სივრცეში წარმოდგენილია ზურაბ წერეთლის მუდმივმოქმედი გამოფენა. პატარებს კი შესთავაზებენ საგანმანათლებლო შემეცნებით ექსკურიას (პროგრამა 6-12 წლის ბავშვებისათვის). ბავშვებს ექნებათ საშუალება შექმნან თავიანთი შედევრები მუზეუმის სივრცეში.

"MOMA - Modern Art Museum"
რუსთაველის გამზირი 27
event: MOMA ღამე მუზეუმში





მუზეუმის კვირეული: ღამე მუზეუმში
”მოგზაურობა თბილისურ ისტორიებში” და ”აღმოსავლეთი”


საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი (aka ქარვასლა) 20:00 საათიდან 01:00 საათამდე გიწვევთ პროგრამებზე ,,მოგზაურობა თბილისურ ისტორიებში” და ,,აღმოსავლეთი”. მუზეუმის ღამე გაიხსნება თბილისის ისტორიის მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების გამოფენით. პარალელურად, მხატვრები მაია ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ლია შველიძე, ოლეგ ტიმჩენკო და ვახო ბუღაძე დახატავენ თავისუფალ კომპოზიციას თემაზე ,,აღმოსავლეთი”. მუზეუმის თანამშრომელი ნანა მახათაძე და მოწვეული სტუმრები - გიორგი ლობჟანიძე, მანანა დუმბაძე, ნომადი ბართაია და ზეზვა მოდულაშვილი წაიკითხავენ აღმოსავლური პოეზიისა და პროზის ნიმუშებს.
პროგრამას მუსიკალურად გააფორმებენ ირანელი მუსიკოსები ჯინუს იეგანი და ნაჰიდ ანსარი.

„მოგზაურობა თბილისური ისტორიების” ფარგლებში, მუზეუმის ღამის მასპინძლებად მოწვეულნი იქნებიან თბილისის მკვლევარები: ცირა ელისაშვილი, ირინა მანია და გოგა ჩანადირი. მასპინძლები სტუმრებს, საღამოს 21:00-დან ღამის 12:00 საათამდე, დაათვალიერებინებენ თბილისის ისტორიის ამსახველ ექსპოზიციას და მოუთხრობენ დედაქალაქის ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ.

"ქარვასლა"
event: ”მოგზაურობა თბილისურ ისტორიებში” და ”აღმოსავლეთი”
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ.8.





აბრეშუმის მუზეუმი

‪#‎მოდიღამემუზეუმის‬ ფარგლებში აბრეშუმის მუზეუმი 21 მაისს იმუშავებს საღამოს 19:00 საათიდან ღამის 1 საათამდე.
სპეციალური პროგრამა ამოქმედდება 21:00 საათიდან

21:00-1:00 - ფოტოგამოფენები და ვიდეოინსტალაცია
21:00-23:00 - ლინგვისტური პროექტი მუზეუმის ბიბლიოთეკაში - „აბრეშუმის გზას ვადგავარ...“
22:30-23:00 - “ქალი აბრეშუმით XXI” ფოტოგამოფენიდან ფოტოს გაცოცხლება / "მაქმანს მიღმა" ფოტო გამოფენიდან დამთვალიერებელთა ფავორიტი ფოტოპორტრეტის გამოვლენა
22:00; 23:30 - ღამის ტური მუზეუმში „მიყევი სინათლეს“
23:00-1:00 პოეტური პერფორმანსი - „ვზივარ და გიქსოვ“

"აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი"
ცაბაძის 6 (მუშტაედის ბაღთან)
event: მოდი ღამე მუზეუმში - აბრეშუმის მუზეუმი






ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 21:00 საათიდან 01:00 საათამდე გიწვევთ პროგრამაზე ,,MUSEION“. რაც ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ხელოვნების მფარველი ღვთაებების - მუზების შეკრების ადგილს ეწოდება, სიტყვა მუზეუმიც აქედან მომდინარეობს. 21 მაისს, ,,მუზეუმის ღამეს“ მუზეუმი ხელოვნების ზეიმის ადგილად - მუსეიონად გადაიქცევა. მუზები კოსტიუმირებულ სამოსში გამოწყობილნი უმასპინძლებენ დამთვალიერებლებს.

პროგრამის დასაწყისში, მუზეუმის წინ მუსიკის ფონზე, ვიზიტორები მიიღებენ მონაწილეობას ფოირვერკების გაშვების ცერემონიაში. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, გაიმართება მუსიკალური ნომრები, ცეკვა, პერფორმანსი, ფოტოსესია და სხვა.

Georgian National Museum
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
event: ღამე მუზეუმში - პროგრამა ,,Museion"
რუსთაველის გამზ.3.




"ART PALACE" ხელოვნების სასახლე

ხელოვნების სასახლეში კი სინათლის ულამაზესი შოუ გელით. მრავალსაუკუნოვანი სასახლის კედლებზე ღამის სიბნელეში მუზეუმში დაცული ექსპონატები ვირტუალურად ამოძრავდებიან, ამღერდებიან და მაყურებლის წინაშე აცეკვდებიან კიდეც. ასევე სასახლის კედლებზე წაიკითხავთ შოთა რუსთაველისა და უილიამ შექსპირის საუკეთესო ციტატებს, ფრაზებს რომელიც ორი დიდი გენიოსის იუბილეს ეძღვნება!
ასე რომ, აუცილებლად მოდი ღამე მუზეუმში, შენ აქ საუკეთესო სანახაობა გელის!


ხელოვნების სასახლე
კარგარეთელის 6
event: სინათლის ულამაზესი შოუ ხელოვნების სასახლეში





Category: Fun, Interesting, Georgians, Event
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top