;

28 April 2016      ANGEL     Views 7220    
Category: Fun, Interesting, Films, Movies, Event



"შავი გედის" შემქმნელები წარმოგვიდენენ
პარიზს - მაღალი მოდის სამყაროს.
გრძნობები, ფუფუნება, ღალატი და შურისძიება...
ახალგაზრდა გოგონა ემმა ცდილობს თავი დაიმკვიდროს პარიზის მოდის ბიზნესში, მისი კარიერა დაბრკოლებებით და დაძაბულობითაა აღსავსე, სიმპატიურ და წარმატებულ ფოტოგრაფთან რომანი და კარიერული წარმატებაც კი გარკვეული დროის შემდეგ არაჯანსაღ აკვიატებაში გადაიზრდება.

ფილმში მთავარ გმირს განასახიერებს მოდელი მარია პალმი, დანიელი მოდელი ფილმის გმირის მსგავსად სწავლის დასრულების შემდეგ პარიზში მოღვაწეობდა, მიეკუთვნება Elite Model Look სააგენტოს. მარიამ მრავალ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, მას გამოარჩევს ბუნებრიობა და მოდელის სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ სიმაღლე (1,75). ეს მარია პალმისთვის სადებიუტო ფილმია. ფოტოგრაფის როლში კი მსახიობი ედ სკრეინია, რომელიც შესაძლოა გეცნობოდეთ Game of Thrones -დან დაარიოს როლით, The Transporter Refueled და Deadpool-დან.


28 აპრილიდან კინოთეატრებში "კავეა ისთ პოინტი" და "ამირანი" იხილეთ დრამა - "ტოპ მოდელი"
ბილეთების ყიდვა: www.kinoafisha.ge/ "ტოპ მოდელი" სეანსები





The Model (2016)

THE MODEL tells the story of emerging fashion model Emma who struggles to enter the Parisian fashion scene and develops a dangerous obsession for male fashion photographer Shane White.

ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: მადს მატისენი
როლებში: მარია პალმი, ედ სკრეინი, ივონიკ მიულერი, კრისტიან აბარტი
სცენარი: ანდერს ფრიტიორ აუგუსტი, მადს მატისენი
პრემიერა საქართველოში: 28.04.2016
მსოფლიო პრემიერა: 04.02.2016
IMDB რეიტინგი: 6.1
ასაკობრივი კატეგორია: G






















Category: Fun, Interesting, Films, Movies, Event
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top