;

13 April 2016      ANGEL     Views 1671    
Category: Fun, Interesting, Event



სტიპენდიები და სტაჟირება ამერიკასა და ევროპაში
განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2016

Edu-Guide.Ge
17 აპრილი!

საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge გეპატიჟებათ „განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2016“- ზე, 17 აპრილს, მხოლოდ ერთი დღით, 12:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართი: სასტუმრო Holiday Inn Tbilisi



ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ამერიკასა და ევროპაში სწავლით, სტიპენდიებით ან სტაჟირების შესაძლებლობებით, გეძლევათ უნიკალური შანსი, პირისპირ გაესაუბროთ ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

სტიპენდიები
კვლევითი გრანტები
საზაფხულო სკოლები
პროფესიული სწავლება
საბაკალავრო პროგრამები
სამაგისტრო პროგრამები
სადოქტორო პროგრამები
სტაჟირება საზღვარგარეთ
მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები





განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტები შემდეგი ქვეყნებიდან:

ამერიკის შეერთებული შტატები
ბრიტანეთი
გერმანია
საფრანგეთი
იტალია
ესპანეთი
მალტა
პოლონეთი
ლიტვა
ლატვია




განათლების საერთაშორისო გამოფენაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

► მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებისაგან.

► მიიღოთ მეტი ინფორმაცია უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისათვის აუცილებელი პროცედურების, საბუთების ჩაბარების ვადების, სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ.

► გაიგოთ უფრო მეტი ინფორმაცია ენის საერთაშორისო ტესტების – TOEFL, IELTS, GMAT და ა.შ. – ჩაბარების ადგილისა და თარიღების შესახებ.

გამოფენის Facebook გვერდი: www.facebook.com/events/201519413550962/

განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2016
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 72 96 02; 5 93 725 730
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.edu-guide.ge







Category: Fun, Interesting, Event
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top