;

25 April 2016      Aunt B.     Views 6735    
Category: Fun, Interesting, Stars

უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებუცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


ანა ვინტური - ყველაზე მოდური ქალბატონი და უბრალოდ გენიოსი 1998 წლიდან იკავებს ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორის პოზიციას. უკვე წლებია მისი მკაცრი, განსხვავებული ხასიათით, დამახასიათებელი ვარცხნილობითა და შავი სათვალით ვიტური ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ფიგურად იქცა მოდის ინდუსტრიაში. საოცარ ქალბატონს არაერთი ცნობილი მოდელი, ფოტოგრაფი და დიზაინერი ჰყავს აღმოჩენილი.

ვინტურის შეუპოვარი ხასიათი და მუშაობის განსხვავებული სტილი მისი ერთერთი თანაშემწესთვის - ლორენ უეისბერგერისთვის შთაგონების წყარო გახდა, 2003 წელს ლორენის მიერ დაწერილი რომანი "ეშმაკს აცვია "პრადა" მსოფლიო ბესტსელერი გახდა, წიგნის ასეთი პოპულარობა კი სწორედ ანასთან ერთად გატარებული დღეების აღწერამ გამოიწვია. 2006 წელს რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, სადაც ვინტურის როლი ოსკაროსანმა მსახიობმა მერი სტრიპმა განასახიერა.

სიახლეში გაეცნობით ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ უცნობი იყოს ენჯელის მკითხველისთვის...

უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 არც თუ ისე ცნობილი ფაქტია, რომ დღევანდელი მოდის დედოფალი კარიერის საწყის ეტაპებზე ეროტიული ჟურნალის VIVA-ს რედაქტორად მუშაობდა. ჟურნალი მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი და ძალიან დაბალი ტირაჟით იყიდებოდა.


უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 ანას მიერ პირველად შერჩეული ფოტო ვოგისთვის იმდენად რადიკალურად განსხვავდებოდა
სტანდარტული ფორმატისგან, რომ საზოგადოებას გამომცემლის შეცდომა ეგონა.

ვოგის 1998 წლის ნოემბრის ნომერი
უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 ანა დაითხოვეს ჟურნალ "Harper’s Bazaar"-დან მიზეზით: "შენ არ იცნობ ამერიკულ ბაზარს"


უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 ვინტური პროფესიონალი მოცეკვავეა!
"ანა დაუჯერებლად სექსუალურია ცეკვის დორს, ის ბრწყინავს და ელეგანტურობას ასხივებს " - ასე აღწერს ანას მისი ბავშვობის მეგობარი.


ანა ოსკარ დე ლა რენტასთან ერთად ცეკვის დროს
უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 "ყინულის დედოფალი" დილით ძალიან ადრე იღვიძებს, მისი დღე დილის 5 საათზე იწყება..

მისი ქალიშვილი - ბი შეიფერი ამბობს : " დედა მზის ამოსვლამდე იღვიძებს, მისთვის არ არსებობს ღამის ცხოვრება, მისთვის დღე საღამოს 10 საათზე სრულდება"


უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 ანას წლიური შემოსავალი 2011 წლის მონაცემებით შეადგენს 2 მილიონ ამერიკულ დოლარს. New York Magazine -ს დღევანდელი მონაცემებით მისი შემოსავალი ოთხმაგადაა გაზრდილი.


უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 ვინტური დამახასიათებელ ვარცხნილობას 15 წლის ასაკიდან ატარებს


უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 ანას ტალანტების აღმოჩენის თავისებური ნიჭი აქვს.
" მე ძლიერ ადამიანებს ვეძებ! არასდროს მომეწონება ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მეთანხმება. ისეთი ადამიანები მჭირდება, რომლებსაც კამათი შეუძლიათ, შეუძლიათ, რომ არ დამეთანხმონ და ჰქონდეთ საკუთარი შეხედულება ჟურნალის მიმართ" - ამბობს ვიმტური


უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 ანა არასდროს სვამს ალკოჰოლიან სასმელს
"მხოლოდ მას შეუძლია ბომონდურ წვეულებებზე შამპანურის ნაცვლად მიირთვას სთარბაქსის კაპუჩინო"- კარლ ლაგერფილდი ანას შესახებ

უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


👠 BBC documentary-ს თქმით ანას არ უყვარს გარეთ დიდხანს ყოფნა. ის არასდროს რჩება წვეულებებზე 20 წუთზე მეტ ხანს.

უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ


Category: Fun, Interesting, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top