;

12 April 2016      ANGEL     Views 1818    
Category: Fun, Interesting, Event



თანამედროვე სამყაროში კითხვა სულ უფრო მეტ მინშვნელობას იძენს და განათლებული და წარმატებული საზოგადიების ქვაკუთხედია. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად პოპულარულია, მისი ჩანაცვლება ხშირად ალტერნატიული აქტივობებით ხდება, რაც ნაკლებ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს. წიგნების დონის ამაღლება და კითხვისადმი ინტერესის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება მასშტაბური სახის ღონისძიებებია. სწორედ ასეთს წარმოადგენს „წიგნი და მუსიკა“, რომელიც 2016 წელს თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.

ფესტივალი 2015 წელს, 22-24 მაისს თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართა. მისი განმასხვავებელი ნიშანი და ამავე დროს წარმატების გასაღები კულტურის სხვადასხვა მიმართულების ერთ სივრცეში გაერთიანებაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, არტკაფეები. ფესტივალის მიმდინარეობისას ხდებოდა სხვადასხვა ავტორების და წიგნების წარდგენა, საჯარო ლექციები და კითხვა; დამთვალიერებლებს იმავე სივრცეში მუდმივად ჰქონდათ საშუალება მოესმინათ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფეისთვის, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და შოუებს - ანუ ივენთ-ჰოლის სცენაზე ყოველ საათში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ წიგნი, მუსიკა და კულინარია. ფესტივალის სტუმარი ბავშვებისთვის ეწყობოდა კითხვის საათები, ხატვის და ხელოვნების გაკვეთილები.

სწორედ განსხვავებული და ახალი კონცეფციის გამო ფესტივალს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მედიაში, აგრეთვე სოციალურ ქსელებში. მან დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრებსა და მონაწილეებს შორის. თბილისის შემდეგ ფესტივალმა თელავში გადაინაცვლა.



ფესტივალი წიგნი და მუსიკა 2016 წელს თბილისში, 21-24 აპრილს გაიმართება. ფესტივალი გასულ წელთან შედარებით ბევრად მასშტაბური და ხალხმრავალი იქნება. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ მუსიკის, კულინარიის და წიგნების სინთეზია.
ფესტივალი ფარგლებში მთავარ სცენაზე კონცერტებს გამართავენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები:

1) წერილი 4) Back Warmer 7) Blue Sun 10) Black Marrows
2) მწვანე ოთახი 5) Lady Heroine 8)The Window 11) The Bearfox
3) შოთა ადამაშვილი 6) რეზო კიკნაძე 9) Expecto Patronum


facebook event:
www.facebook.com/events/1070919136297809/


გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის და უფროსებისთვის. ფილარმონიის გარეთ განთავსდება კარვები, სადაც გაიყიდება ბუკინისტური წიგნები, ხელნაკეთი ნივთები, ვინილის ფირფიტები, ცხელი სასმელების.
ფესტივალი როგორც 2016 წელს, აგრეთვე მომავალში 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს დაემთხვევა.
ფესტივალის კომპონენტებია: ლიტერატურა, საჯარო ლექციები და კითხვა, ავტორების და წიგნების წარდგენა, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რარიტების და ხელნაწერების გამოფენა საბავშვო შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, მასტერკლასები, მუსიკალური პერფომანსები, კულინარიული შოუები და მასტერკლასები.













Category: Fun, Interesting, Event
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top