25 March 2016      ANGEL     Views 3 384    
Category: Fun, Interesting



წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის
13 ახალი სერია ჰორორისა და თრილერის მოყვარულთათვის

სერია აერთიანებს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ, ჰორორისა და თრილერის ჟანრის ცამეტ რჩეულ ნაწარმოებს. სერიის სამი წიგნი: თომას ჰარისის „კრავთა დუმილი“, აირა ლევინის „როზმარის შვილი“ და რობერტ ბლოხის „ფსიქოპათი“ უკვე გამოიცა და მათი წაკითხვა ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე შეუძლია.



„კრავთა დუმილი“
„კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს, და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი, ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი- გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული. სტარლინგს კი შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი უბედურება. სწორედ ეს განსაზღვრავს მის ყოველ ქცევას.

რომანი პირველივე გვერდიდან მოგნუსხავთ. კითხვის მიტოვება და თქვენს ყოველდღიურობაში დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან თავადაც გამომძიებლის როლს მოირგებთ და ეცდებით, დამნაშავე ამოიცნოთ. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს ამაღელვებელ ფინალთან აახლოებს და თანაც აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს.



„კრავთა დუმილი“ 1988 წელს გამოქვეყნდა, წიგნმა მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1988 წელს მან BARM STOKER-ის ჯილდო მიიღო საუკეთესო რომანის ნომინაციაში, ხოლო 1989 წელს ფენტეზის ჟანრში საუკეთესო რომანის ტიტულიც მოიპოვა.

1991 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ჯონათან დემიმ რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლები ჯოდი ფოსტერმა და ენტონი ჰოპკინსმა შეასრულეს. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად, მან ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო 5 ნომინაციაში დაიმსახურა.

უკვე გამოცემული სამი წიგნის გარდა, ამ სერიით ჰორორისა და თრილერის ჟანრის კიდევ 10 ცნობილი ნაწარმოები გამოვა. მალე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება რიჩარდ მატესონის „მე ვარ ლეგენდა“ და მაქს ბრუკსის „მსოფლიო ომი Z“.




„კრავთა დუმილი“
ავტორი: თომას ჰარისი
ფასი: 13.9 ლარი

წიგნი შეძენა შესაძლებელია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მაღაზიაში, წიგნის მაღაზიათა ქსელში "სანტა ესპერანსა" და სხვა. თუ გსურთ წიგნის ადილზე მიტანა, დარეკეთ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ქოლცენტრში 2 422 422







Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top