;
12 მარტი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 4156-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან:
„საოცრება“
ავტორი: რ.ჯ პალაციო

რ.ჯ პალაციოს ამ წიგნის დაწერა ერთმა შემთხვევამ გადააწყვეტინა. იგი შვილთან ერთად ნაყინის მაღაზიის წინ, რიგში იდგა, როდესაც მოპირდაპირე მხარეს დაინახა პატარა გოგონა, სახეზე დეფექტით, თავის დედასთან ერთად. პალაციოს 3 წლის ვაჟი გოგონას სახის დანახვამ შეაშინა. ავტორმა კი, თავის პატარასთან ერთად, სასწრაფოდ დატოვა იქაურობა, რათა უხერხული სიტუაცია თავიდან აერიდებინა. როგორც პალაციო ამბობს, ეს მომენტი მისთვის ერთდროულად შთაგონების წყარო და დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა. წიგნის ბოლო გვერდზე ის მადლობასაც კი უხდის ამ პატარა გოგონას და ყველა სხვა „ავგის“ იმისთვის, რომ მათ შთააგონეს ამ წიგნის დაწერა.

ვინ არის „ავგი“ ? ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია?

წიგნის რეკომენდაცია: „საოცრება“

ავგუსტს სკოლაში დიდი თავგადასავლები ელის. მის წინ სრულიად ახალი სამყარო იშლება – ზოგჯერ სასტიკი, ზოგჯერაც საინტერესო და თავბრუდამხვევი. როგორ უმკლავდება პატარა ავგი იმ დიდ დაბრკოლებებს, რომლებიც ყოველდღიურად ხვდება? ის სირთულეების მიუხედავად არასდროს კარგავს იუმორის გრძნობას. ხშირად მისი ძალიან სევდიანი ისტორიებიც კი ღიმილის მომგვრელია. ავგის ემოციურ ისტორიას წიგნში ვიას, ჯეკის, ჯუნის, ჯასტინის და მირანდას არანაკლებ საინტერესო ისტორიები ცვლის. სწორედ ავგის და სხვა პერსონაჟების გამო ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები, მის გმირებს კი პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.

სხვადასხვა პერსონაჟის მიერ მოთხრობილი ერთი და იგივე ისტორია ორმაგად ემოციურია. ავტორი ამ ხერხით ეხმარება მკითხველს, რომ თანაბრად შეუყვარდეს, უთანაგრძნოს და უგულშემატკივროს წიგნის ყველა პერსონაჟს. ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, თუმცა ყველანი ერთნაირად დასამახსოვრებლები არიან.




სწორედ ამიტომ, „საოცრება“ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ერთ-ერთი ბესტსელერი გახდა. წიგნს ყველა ასაკის მკითხველი ჰყავს. იგი თანაბარი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს, როგორც მოზარდებში, ასევე ზრდასრულ მკითხველშიც.

შეუძლებელია ამ წიგნმა შენზე შთაბეჭდილება არ მოახდინოს, არ დაგაფიქროს და უკეთესობისკენ არ შეგცვალოს. ეს არის წიგნი მეგობრობაზე, სიყვარულზე, ზრუნვაზე, სირთულეებზე, ოჯახზე, უსამართლობაზე... მაგრამ ყველაზე მეტად, ეს არის წიგნი სიკეთეზე და მისი არჩევის აუცილებლობაზე.
#აირჩიესიკეთე

„საოცრება“
ავტორი: რ.ჯ პალაციო
ფასი: 11.9 ლარი

წიგნის შეძენა შესაძლებელია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მაღაზიაში, წიგნის მაღაზიათა ქსელში "სანტა ესპერანსა" და სხვა. თუ გსურთ წიგნის ადილზე მიტანა, დარეკეთ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ქოლცენტრში 2 422 422



კატეგორია: საინტერესოა
Tags:

0





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top