5 March 2016      ANGEL     Views 2 247    
Category: Fun, Interesting / Films, Movies

დიდება კეისარს! (2016)დიდება კეისარს! (2016)

დიდება კეისარს! (2016)
ჟანრი: კომედია, მიუზიკლი
რეჟისორი: იტან და ჯოელ კოენი
როლებში: ჯოშ ბროლინი, ჯორჯ კლუნი, ოლდენ ერენრაიკი,
სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სუინტონი, ჩენინგ ტატუმი

სცენარი: იტან კოენი, ჯოელ კოენი
პრემიერა საქართველოში: 03.03.2016
IMDB რეიტინგი: 7.1

ამერიკული კინოინდუსტრიის რენესანსი - ჰოლივუდის ოქროს ხანა
3 მარტიდან ძმები კოენები წარმოგვიდგენენ ჯოშ ბროლინს, ჯორჯ კლუნის, ჯონა ჰილის, სკარლეტ იოჰანსონს და ჩენინგ ტატუმს ფილმში "დიდება კეისარს!".

დიდება კეისარს! (2016)დიდება კეისარს! (2016)

დიდება კეისარს! (2016)დიდება კეისარს! (2016)

Hail, Caesar! (2016)
Lights. Camera. Abduction!
ჰოლივუდში ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ქრება მთავარი როლის შემსრულებელი. ცოლმა, საყვარლებმა და პროდიუსერებმა არ იციან მისი ადგილსამყოფელი. ფილმის პროდიუსერს სახალისო დღე ელის, რადგან მან უნდა მოძებნოს მსახიობი ჟურნალისტებზე ადრე.




ძმებმა კოენებმა ფილმზე მუშაობა 2004 წელს დაანონსეს, თუმცა გადაღებებს მხოლოდ 2013 წლის მიწურულს შეუდგნენ და 2016 წლის თებერვალში ბერლინის 66-ე ინტერნაციონალური კინო ფესტივალი გახსნეს კინო-პრემიერით. ფილმმა, რომელიც კომედიური ჟანრისაა დიდი მოწონებისა დაიმსახურა კრიტიკოსებისგან, რაც დიდი იშვიათობაა.



დიდება კეისარს! (2016)დიდება კეისარს! (2016)

დიდება კეისარს! (2016)დიდება კეისარს! (2016)

დიდება კეისარს! (2016)დიდება კეისარს! (2016)
მართლაც რომ, ძმები კოენებისგან, The Big Lebowski-ს შემქმნელებისგან რას უნდა ველოდოთ, თუ არა ხარისხიან შავ-კომედიას.
ფილმი მრავალ ნაცნობ-მსახიობს აერთიანებს, ჩენინ ტატუმისა და ჯონა ჰილისთვის ეს მე-5 საერთო ფილმია, ტილდა სუიტონისთვის და რალფ ფაინისთვის კი მე-3. მსახიობი ფრენსის მაკდორმენდი კი ძმები კოენების ფილმში უკვე მე-8-დ თამაშობს, ის ხომ ჯოელ კოენის მეუღლია. ხოლო ჯორჯ კლუნისთვის რიგით მე-4 ფილმია: O Brother, Where Art Thou? (2000), Intolerable Cruelty (2003), and Burn After Reading (2008).

ფილმში მრავალი ოსკაროსანი მსახიობია: George Clooney, Frances McDormand, Fisher Stevens და Tilda Swinton, და ოსკარის ნომინანტები: Josh Brolin, Jonah Hill and Ralph Fiennes.



ფილმის პერსონაჟების ნაწილი რეალური ადამიანებისგან იღებს შთაგონებას,
მაგალითად ჯორჯ კლუნის პერსონაჟის ხასიათი და ისტორია ეფუძნება ლეგენდარულ მსახიობებს Robert Taylor, Charlton Heston და Kirk Douglas; ხოლო ჩენინგ ტატუმის პერსონაჟი მიუზიკლების ვარსკვლავ Gene Kelly-ს პროტოტიპია, ყველასთვის კარგად ცნობილი "I'm Singing in the rain" სცენით. სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟი კი მსახიობ Esther Williams -ს მსგავსად ცურვის ჩემპიონი და ულამაზესი ქალბატონი გახლდათ.


Loretta Young and Esther Williams
სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟის პროტოტიპები


ფილმში მრავალი ხუმრობა და შარჟია, რომელსაც უფრო მწვავედ აღიქვამენ კლასიკური ჰოლივუდის ეპოქის მოყვარულები, გაშარჟებულია ჰოლივუდში კომუნისტური გავლენის დანერგვის მცდელობა და გეი-ჭორები, რომელიც კლარკ გეიბლისა და ჯორჯ კუიკორის ისტორიასთან ავლებს პარალელს; სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟის სცენა კი აერთიანებს ჰოლივუდის ცხელ სკანდალს, მსახიობ ლორეტა იანგის და კლაკ გეიბლის გოგონა, რომელსაც ლორეტას დედა ზრდიდა, როგორც აყვანილ შვილს. ამბობენ, რომ ლორეტა კლარკმა გააუპატიურა, როდესაც ერთად მუშაობდნენ ფილმზე Call of the Wild.


Secret daughter of Clark Gable & Loretta Young



დიდება კეისარს! (2016)
ჟანრი: კომედია, მიუზიკლი
IMDB რეიტინგი: 7.1
პრემიერა საქართველოში: 3 მარტიდან!
კინოთეატრებში რუსთაველი, ამირანი, კავეა, აპოლო (ბათუმი)
www.kinoafisha.ge/
ბილეთების დაჯავშნა/ყიდვა


დიდება კეისარს! (2016)

რუსთაველი
17:30 11-12 ლ RUS 2D
19:55 13-14 ლ RUS 2D
22:15 13-14 ლ RUS 2D

ამირანი
14:00 9-10 ლ RUS 2D
22:00 13-14 ლ RUS 2D

კავეა თბილისი მოლი
16:00 10-11 ლ RUS 2D
19:30 13-14 ლ RUS 2D
21:40 13-14 ლ ENG 2D

კავეა ისთ პოინთში
6 მარტიდან
13:45 9-10 ლ RUS 2D
17:00 11-12 ლ RUS 2D
19:15 13-14 ლ ENG 2D
21:30 13-14 ლ RUS 2D




















Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top