4 March 2016      ANGEL     Views 2 791    
Category: Fun, Interesting


წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან:
"ველურ გარემოში"
ავტორი: ჯონ კრაუკერსი

1990 წლის აპრილში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი ტოვებს მშობლიურ სახლს, ოჯახს და ავტოსტოპით ჩრდილოეთისკენ იწყებს მოგზაურობას. კრისტოფერი ვაშინგტონის ერთ-ერთ პრესტიჟულ გარეუბანში ცხოვრობდა მშობლებთან და დასთან ერთად. ოჯახი მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა და ბუნებრივია, იზრუნეს, რომ მათ ვაჟს განათლება პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიეღო. სწორედ ემორის უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ გაწყვიტა მაკ-კენდლესმა მშობლებთან კონტაქტი, შეიცვალა სახელი და გვარი, დატოვა მთელი თავისი ქონება (მათ შორის, ძვირადღირებული მანქანა), საქველმოქმედო ფონდს შესწირა, რაც კი დანაზოგი ჰქონდა (24 000 $), თავისი ბანკნოტები დაწვა და საზოგადოებისგან გარიყულად ცხოვრება გადაწყვიტა. სწორედ მაკ-კენდლესის ისტორიამ უბიძგა ჯონ კრაკაუერს, დაეწერა წიგნი - „ველურ გარემოში“.



რეალური ჯონსონ მაკ-კენდლესის ავტოპორტრეტი


თავდაპირველად რეპორტაჟი შეიქმნა. ბუნებრივია, კრაკაუერი მოხიბლა აზრმა, დაწვრილებით შეესწავლა იმ ბიჭის საქმე, რომელსაც ერთი შეხედვით ცხოვრების იდეალური პირობები ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველაფრის მიტოვება და სოციუმისგან განცალკევება გადაწყვიტა. ავტორმა მართლაც მოამზადა საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი მაკ-კენდლესის შესახებ, თუმცა მისმა ამბავმა მოსვენება დაუკარგა, ამიტომაც გადაწყვიტა, უფრო ღრმად გაცნობოდა მაკ-კენდლესს და წიგნი დაეწერა მის შესახებ.



კადრი შონ პენის ფილმიდან Into the Wild (2007)

წიგნი „ველურ გარემოში“ 1996 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე იქცა ბესტსელერად. წიგნი 14 ენაზე ითარგმნა და მისი 175-მდე სხვადასხვა გამოცემა არსებობს. 2007 წელს წიგნის მიხედვით შონ პენმა ფილმი გადაიღო. წიგნის მსგავსად, ფილმსაც დიდი პოპულარობა ხვდა წილად. ამ ისტორიამ დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რასაც ცხადყოფს წიგნის შესახებ დაწერილი არაერთი მიმოხილვა თუ რეცენზია. ინტერესი არც დღეს განელებულა - დღემდე ამა თუ იმ სოციალურ ქსელში მრავალ ახალ-ახალ ვიდეომიმოხილვას წააწყდებით, რომელშიც ამერიკელი ახალგაზრდები ამ წიგნზე საუბრობენ და შთაბეჭდილებებს თავიანთ თანატოლებს უზიარებენ.




და მაინც, რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი? ვინ იყო კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი? - იდეალისტი ახალგაზრდა, რომელმაც კონკურენციითა და ყალბი ურთიერთობებით სავსე საზოგადოებაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა; გათამამებული ბიჭი, რომელმაც თავის ოჯახს ანგარიში არ გაუწია თუ უბრალოდ, მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც სამყაროში თავისი ადგილის პოვნა უნდოდა? რამ აიძულა კრისი, უარი ეთქვა ამერიკულ ოცნებაზე და ველური გარემოსკენ გაეკვალა გზა? როგორ გახდა კრისის ნაცვლად ელექსანდერ სუპერმაწანწალა?




ჯონ კრაკაუერის წიგნი დაწვრილებით გვიამბობს მაკ-კენდლესის განვლილ გზაზე. ავტორი კრისის ნაკვალევს მიჰყვება და წერილებზე, ფაქტობრივ მონაცემებსა და მოგონებებზე დაყრდნობით აღადგენს მთელ ისტორიას, რომელსაც „ველურ გარემოში“ გაეცნობით და თავადვე დაასკვნით, ვინ იყო სინამდვილეში ალექსი.

ჯონ კრაკაუერის თხრობის მარტივი მანერა, წიგნში აღწერილი უჩვეულო ისტორია ამაღელვებლად მოქმედებს მკითხველზე.
მისი პერსონაჟები აუცილებლად მოგაგონებენ თქვენს მეგობრებს მეზობლებს, მშობლებს, უბრალო ნაცნობებს, ან იქნებ, საკუთარ თავსაც. მთავარი კითხვები კი, რომელსაც წიგნი გვაწვდის და მთავარ სათქმელამდე მივყავართ, დაგეხმარებათ გადახედოთ და დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე. ეს არის წიგნი, რომელის პერსონაჟებიც შეგიყვარდებათ. წიგნი, რომელზედაც ბევრს იფიქრებთ და ურჩევთ მეგობრებს, აუცილებლად წაიკითხონ.



წიგნის შეძენა შესაძლებელია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მაღაზიაში, წიგნის მაღაზიათა ქსელში "სანტა ესპერანსა" და სხვა. თუ გსურთ წიგნის შეკვეთა, angel.ge-ს მკითხველისთვის 11 მარტამდე წიგნის მიტანის სერვისი უფასოა! დარეკეთ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ქოლცენტრში: 2 422 422 ოპერატორს წიგნის პრომოსიტყვა "სუპერმაწანწალა" უთხარით და კურიერი წიგნს ადგილზე მოგართმევთ დამატებითი მომსახურების ღირებულების გარეშე.

ველურ გარემოში
ჯონ კრაკაუერი

ფასი: 11.9 ლარი


www.sulakauri.ge/books/single/1470/
უფასო საკურიერო სერვისი
ენჯელ.ჯის მკითხველისთვის 11 მარტამდე
პრომოსიტყვა: სუპერმაწანწალა


"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2015

სიკვდილის წინ თავის თავს ფოტო გადაუღო: ავტობუსის ახლოს დგას ალასკის მაღალი ცის ფონზე, ცალი ხელით კამერისკენ გამოსაშვიდობებელ წერილს იშვერს, მეორე ხელი კი მამაცური, ნეტარი გამოთხოვების ნიშნად აუწევია. სახე საზარლად გამხდარი აქვს, ლამის ჩონჩხს ჰგავს. მაგრამ თუკი იმ უკანასკნელ წუთებში საკუთარი თავი ებრალებოდა - იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, იმიტომ რომ გვერდით არავინ ჰყავდა, იმიტომ რომ ბოლოს სხეულმა უღალატა და ისიც დაემორჩილა - ფოტოზე მსგავსი არაფერი ჩანს. იღიმის და მის მზერაში შეუმცდარად ჩანს: კრის მაკ-კენლდესმა სულიერი სიმშვიდე მოიპოვა და ბერივით უშფოთველად წარდგა ღმერთის წინაშე.



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top