;

4 March 2016      Caterina galdi     Views 3345    
Category: Fun, Interesting

12 წესი როგორ არ უნდა დავწეროთ რეზიუმე
12 წესი როგორ არ უნდა დავწეროთ რეზიუმე
curriculum vitae ანუ როგორც შემოკლებით ვუწოდებთ cv თქვენი ელჩია უცნობ პირთან. ორმა ან სამმა ფურცელმა თქვენს მიმართ სიმპატიით უნდა განაწყოს დამსაქმებელი. თანდართული წარმოდგენილი ინფორმაცია კი ახერხებს მის დარწმუნებას, რომ თქვენ სასურველი ადგილისთვის შესაფერისი კანდიდატურა ხართ. არც თქვენი შეხვედრისთვს გამოყოფილი დრო არაა ფუჭად დაკარგული. ჩათვალეთ, რომ რეზიუმე არის თქვენი შეფუთვა - თქვენი გარე რეკლამა.

თუ ამ რჩევების საპირისპიროდ მოიქცევით თქვენ ნამდვილად იშოვით სასურველ სასახურს.
წარმატებებს გისურვებთ!

12 წესი როგორ არ უნდა დავწეროთ რეზიუმე
1. იქამდე სანამ რეზიუმეს გააგზავნიდეთ არც კი იფიქროთ გაუგზავნოთ წერილი დამსაქმებელ კომპანიას შემდეგი შინაარსით: „მაინტერესებს ხელფასი რამდენია?“

2. არ გააგზავნოთ თქვენი მონაცემები ასეთი ტექსტით:
„გამარჯობათ მე ნინო ვარ, 25 წლის გამოცდილება არ მაქვს მაგრამ ამ პოზიციისთვის ვფქირობ, რომ გამოვდგები, დამიკავშირდით ნომერზე 560908
თქვენ ნამდვილად სერიოზულ კომპანიაში აგზავნით თქვენს მონაცემებს თუ „სიტყვა და საქმეში“?
დაივიწყეთ სმს ტიპის ტექსტები ან წერილის სახით რეზიუმეს გაგზავნა.
დააფორმატირეთ რეზიუმე word, pdf ან jpg ფორმატში.

3. მთავარი წესი: არავითარ შემთხვევაში არ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე ისეთი მეილის მისამართიდან როგორიცაა: [email protected]; [email protected]; [email protected] ანუ მოფერებითი ან გამაოგნებელი კომბინაციით შექმნილი მეილიდან. სასურველია თქვენი სახელისა და გვარის შესახებ სრულ ან სერიოზულ ინფორმაციას შეიცავდეს მაგ: [email protected] ან [email protected]

4. საშინლად ცუდი ტონია და არც კი იფიქროთ რეზიუმეს ლათინური შრიფტით შედგენა. ეს ნიშნავს რომ თქვენ რეზიუმეს, თუ ძალიან მოცლილი ადამიანი ან თქვენი ახლობელი არაა, არავინ არ წაიკითხავს.ან უბრალოდ იფიქრებენ ქართული წერა გიჭირთ. არავითარ შემთევევაში ასე არ გააკეთოთ! მაგალითად:
L. WivWivadze
Vsawvlobdi gaushi biznesisa da administrirebis fakultetze
Var dzlaian komunikabeuri. Motivirebuli da kargi iqneba tu amiyvant am poziciaze.


ეს პირდაპირ განაჩენია: ან კომპიუტერს ვერ ფლობთ მომხმარებლის დონეზეც კი, ან უბრალოდ არასერიოზულად უდგებით საკითხს. დიდი შანსია, როგორც უკვე გითხარით თქვენი რეზიუმე უბრალოდ არ წაიკითხონ, დამეთანხმებით ძალიან ძნელია 3 გვერდის მსგავსი კომბინაციით კითხვა.

სანამ მეილს გააგზავნით ქართული შრიფტით, არასასურველი სიურპრიზის თავიდან ასაცილებლად ჯერ ისევ თქვენს მეილზე გადაიგზავნეთ, რადგან gmail.com პლატფორმა ზოგჯერ ავტომატურად აკონვერტირებს ქართულ შრიფტს.

5. თუ კი რეზიუმეში არაა მოთხოვნილი ქართულის გარდა სხვა ენები, არაა სასურველი მაინც და მაინც ინგლისურად მისი გაგზავნა. დამეწრმუნეთ ეს მეტ წონას ვერ შეგმატებთ. რეზიუმე იგზავნება იმ ენაზე რა ენაცაა მოთხოვლილი თანამდებობის აღწერაში.

6. რეზიუმეში სასურველია ჩაწეროთ თქვენი სრული სახელი და გვარი. არავითარი კნინობითი ფორმა მაგ: მაკუჩა, ივა, ნიაკო.. ნუ აფიქრებინებთ დამქირავებელს, რომ ჯერ კიდევ მოზარდ ადამიანთან აქვს საქმე.

7. ფოტო-სურათი - სერიოზული თემაა: არც კი გაიფიქროთ რომ რეზიუმესთვის გამოდგება თქვენი ყველაზე მეტად დალაიქებული სურათი - სელფი გაბუტული ტუჩებით და მიბნედილი თვალებით. მაინც და მაინც ნურც სამზარეულოს, რესტორნის, მეგობრის მხარის და მსგავს ფონებს ნუ ჩაეჯინებით, არც ეს იქნება კარგი აზრი. წარმოიდგინეთ რეაქცია როცა დამქირავებელი ხსნის თქვენს რეზიუმეს და იქ ხვდება ფოტო - გოგონა მომეტებული მაკიაჟით, სავარეძელში ჩამჯდარი აქცენტით გრძელ ფეხზე ან ბიჭი ძმაკაცზე ხელ გადახვეული, შავი სათვალით ან სიგარეტით ხელში. არც საცურაო კოსტუმში, საპატარძლო კაბასა და შორტებში გადაღებული ფოტოს ჩასმა ივარგებს რეზიუმეში. ნიშნავს რომ საერთოდ სხვა განზომილებაში ხართ, თქვენი ადგილი არაა ჩვეულებრივ მომუშავე მოკვდავთა სამყაროში.

8. ვწეროთ სწორად!
მაგ.: განათლება - საშალო
ასევე განათლების გრაფაში წერთ დასრულებულ ან მიმდინარე უნივერსიტეტის სრულ სახელს და ფაკულტეტის დასახელებას და არა "გაუ ბიზნესი", "სდასუ ინგლისური". ნუ დატოვებთ დეპეშის მკითხველის როლში დამსაქმებელს.

9. არაა საჭირო ოჯახის წევრების დეტალური აღწერილობა. საქმიანობა ასაკი, რაოდენობა და მათი ცხოვრების წესის განხილვა. არავითარ შემთვევაში არ დაურთოთ თან თქვენი ოჯახის წევრების პირადობის ნომრები. კარგია როცა დიდი ოჯახი გაქვთ მაგრამ დამერწმუნეთ რეზიუმე არაა შესაფერისი ადგილი მის გამოსამზეურებლად.
დედა-ნინო ბერუაშვილი დიასახლისი 1999 წლიდან
მამა-ოთარ ჩიგოგიძე ამჟამად მუშაობს დაცვის თანამშრომლად
და, ცოლი შვილები ..




10. ნუ აეურევთ პირველსა და ბოლო სამსახურს ერთმანეთში. ოქროს წესია რეზიუმე შედგენისას სამუშაო გამოცდილებას. მიყვეთ ქრონოლოგიურად უკან:არაა სასურველი ყველა პოზიცია ერთი და იგივე მახასიათებლით აღწეროთ.

მაგ: ბარი“ მანგო „ ადმინისტრატორი : სტუმრების დახვედრა, გულთბილი მიღება, ხელის ჩამორთმევა,
რესტორანი“ თეთრი ვარდი“ ადმინისტრატორი სტუმრების დახვედრა, გულთბილი მიღება, ხელის ჩამორთმევა.

არაა აუცლებელი შეზღუდოთ თქვენი უნარები და დასმაქმებელსაც ეგონოს, რომ რობოტი ხართ.

11. დაუშვებელია რეზიუმე გააგზანოთ იმ პოზიციაზე რომელიც თქვენს პროფესიასთან არათუ ახლოც არაა, არამედ მსგავი ტიპის გამოცდილებაც არ გაქვთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია გაუმართლებელი, როდესაც წარმოდგენილ განცხადებაში მსგავსი გამოცდილების ქონა აუცილებელია.
მაგ.: პოზიცია-გაყიდვების მენეჯერი( სადაც ცხადია, რომ საქმე „ გაყიდვას“, ბიზნესს ეხება. ვაგზავნი ჩემს კანდიდატურას: პროფესია - სტომატოლოგი, გამოცდილება, ექიმის ასისტენტი, მდივანი და კერძო კლინიკაში პრაქტიკანტი.

12. რეზიუმეს სასურველი ზომაა 3 ფურცელი, რომ მიმღებს მის გასაცნობად მინიმუმ წუთი წუთ ნახევარი დაჭირდეს. მაგრამ ეს უნდა იყოს სრული ინფორმაციის წარმდგენი თქვენზე. რა საკვირველია თუ თქვენი გამოცდილება იმდენად დიდია, რომ 3 ფურცელს ვერ იტევს მაშინ ეს პოზიცია სწორედ თქვენთვისაა შესაბამისი.
და ბოლოს:

კარგი რეზიუმე წარმატების ნახევარია. გასაუბრებაზე კარგია თუ გამოცხადდებით დროულად და არ დაიბნევით ან პირიქით, დაიწყებთ გაუჩერებლად ლაპარაკს.დააცადეთ კითხვის დასმა და შესაბამისად გაეცით დაფიქრებული პასუხი.. თავი შეიკავეთ ისეთი ჟესტებისგან როგორიცაა სიტყვის ვერ გახსენების დროს ენის გამოყოფა, უადგილო ხუმრობა, რეზინის ღეჭვა და სკამზე ფეხმორთხმით დაჯდომა. თქვენს მეგობართან არ ხართ სტუმრად!



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top