2 February 2016      Caterina galdi     Views 11 268    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / ART



"გოგონა დანიიდან" ანუ პირველი ქალი მამაკაცში
არასდროს არაა გვიან გაიცნო შენი ნამდვილი მე, არასდროს არაა გვიან იცურო საწინააღმდეგო მიმართულებით და ამავე დროს იყო ჰარმონიაში სამყაროსთან.

"გოგონა დანიიდან" - ეინერ ვეგენერი (2016 წლის ოსკარის 4 ნომინაციაზე წარდგენილი ტომ ჰუპერის ფილმში "გოგონა დანიიდან" ეინერის პერსონაჟი ედი რედმეინის შესრულებით) დანიელი ცნობილი ილუსტრატორი მხატვრის გერდა ვეგენერს მეუღლე გახლდათ, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც პირველი მამაკაცი (ტრანსგენდერი), რომელმაც 1930 წლებში ოპერაციის გზით სქესის შეცვლა გადაწყვიტა. 47 წლის ეინერი საკუთარ მეს გაცნობის შემდეგ ქალბატონი ლილი ელბი გახდა. ის არამხოლოდ ქალად გარდაიქმნა, არამედ ცნობილი ნახატების მთავარი მუზაც გახდა.

ეინერმა " ბნელი მხარე" შემთხვევის წყალობით აღმოაჩინა. მას ყველა ტრადიციულ თავდაჭერილ მამაკაცად იცნობდა ცოლის ჩათვლით. მაგრამ სწორედ გერდა და მისი მენატურის სეანსზე მოუსვლელობა გახდა ამ ამბის საბედისწერო გასაღები. ცნობილი ბალერინის ულა პაულსენი (ფილმში ემბერ ჰარდის შესრულებით) პორტრეტის დასამთავრებლად მამაკაცი შესანიშნავი კანდიდატურა იყო, ამისთვის რამდენიმე საათით ქალის როლის შესრულება მოუწევდა ეს იყო და ეს.


სურათი, საიდანაც დაიწყო ლილის ისტორია, პირველად ამ ნახატის გამო იპოზიორა.
ბალერინა ულა პაულსენი 1927



გერდა, (ფილმში ალისია ვიკანდერი) იმ პერიოდში საკმაოდ ცნობილი მხატვარი გახლდათ. ჯერ კიდევ 19 წლისა გაყვა ცოლად ეინერს და ერთ სახლში ორმა ცნობილმა შემოქმედმა დაიდო ბინა. ისინი ერთად როგორც ქალი და მამაკაცი 26 წელი ცხოვრობდნენ. ის გახლდათ არტ დეკოს ჟანრის (Exposition Internationale des Arts Décoratifs et Industriels Modernes) - მხატვრობის მიმდინარეობის წარმომადგენელი, სადაც გამოსახულება არის კრისტალური, ან გამოყენებულია დეკორატიული კუბიზმი, აქცენტი გაკეთებულია ფუფუნებაზე, ჯაზზე, გამოყენებულია თეატრალური გაფორმებები, ბალეტის დეტალები და.აშ. იმ პერიოდში მოდური მიმდინარეობა.

"გოგონა დანიიდან" ანუ პირველი ქალი მამაკაცში
Danish Girl
ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა, რომანტიკული
რეჟისორი: ტომ ჰუპერი
როლებში: ედი რედმეინი, ალისია ვიკანდერი, ემბერ ჰარდი, ტუსე სილბერგი, ადრიან შილერი,


სცენარი: ლიუსინდა კოკსონი, დევიდ ებერსხოფი
პრემიერა საქართველოში: 28.01.2016
კინოთეატრებში "ამირანი" და "კავეა" ისთ ფოინთი
www.kinoafisha.ge/movie/current/?id=56a0d26f956167ff5c872fc5



1920-იანი წლები, კოპენჰაგენი. ილუსტრატორი და მხატვარი გერდა ვეგენერი სთხოვს მეუღლეს ეინერ ვეგენერს ნატურის ადგილის დაიკავოს და ქალის ფორმაში გამოეწყოს. პორტეტი პოპულარობას იხვეჭს და ქალი აგრძელებს მეუღლის ამ ფორმით გამოსახვას. მალე ეინერი ხვდება რომ მოსწონს საკუთარი თავი როგორც ქალი და ის ხდება პირველი ადამიანი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა სქესის შესაცვლელად.



Gerda Wegener (1885-1940)
გერდა ძირითადად ხატავდა ქალების სახასიათო პორტრეტებს, ბალერინებს როგორც კლასიკურ ასევე ეროტიულ (ლესბოსული ელმენეტებით) ჟანრში. მოკლედ რომ ვთაქვათ, გერდას შემეოქმედება იმ პერიოდისთვის ძალიან ნოვატორული, სკანდალური და მიმზიდველი იყო. ლე პარიზიანი და ვანიტი ფეარი კი მისი ერთგული დამკვეთები.





45 წლის ეინერს გერდას წინაშე ქალად პოზირება მოუწია და მის ცნობიერებაში ახალი განზომილების კარი გაიღო. ასე დაიწყო მისი სავსე და ემოციურად მძიმე თავგადასავალი. ქალად ყოფნამ დილემის წინაშე დააყენა " ქალი მამაკაცში",დაიწყო ორმაგი ცხოვრება . ამ სეანსის შემდეგ მასში მოკვდა ეინერი და დაიბადა ლილი- თამამი, გამბედავი და თავის თავთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანი.გერდა როგორც ძალიან ნიჭიერი, ასევე პროგრესული და შემოქმედებითი ნატურა ეინერს (ლილის) მხარს უჭერდა. (როგორც ამბობენ გერდა ლესბოსელი იყო და მოგვიანებით ლილისთანაც მსგავსი ურთიერთობა აკავშირებდა, მას შემდეგ რაც ისინი პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად).


გერდას მხატვრულ კოლექციას ახალი პერსონაჟი დაემატა: ლამაზი გარეგნობის თამამი ქალი, ოდნავ მამაკაცური ნაკვთებით, შიშველი სხეულით, მეტყველი თვალებითა და ელეგანტური ჯდომის მანერით. სამხატვრო ბომონდი ითხოვდა გაეცნოთ ეს მომხიბვლელი და მისტიური ქალბატონი, რომელიც გერდას ფანტაზიის ნაყოფი ეგონათ. ეინერი მენატურობის პარალელურად ინეტერესით სწავლობდა ქალთა მიმიკებს, სიარულს, და ლაპარაკის მანერას, რაც როგორც შემდეგ აღნიშნავდნენ მისი სავიზიტო ბარათი იყო.
ერთ ერთ გამოფენაზე (დანიაში) გერდა ეინერთან ერთად მივიდა, იკითხეს სად იყო ნახატზე გამოსახული ქალბატონი, ეინერი იქვე იდგა და ღვინოს წრუპავდა შეკითხვა თითქოს არც გაუგია, გერდამ კი ამაყად განაცხადა: რომ ის დღეს ძალიან დაკავებული იყო და ვერ მოვიდა.



ეინერი ლილი გახდა, სახელი გერდას ნათლობის სახელისგან ისესხა, გვარი ელბი კი მისი ბავშვობის მდინარისგან
(ოდნავ მოგვიანებით დაიმატა გვარიც). ყველგან ერთად ჩნდებოდნენ. გერდა მას აცნობდა როგორც მეუღლის დას. გერდა რომ არა ლილი ვერ შეძლებდა სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას და აბეზარი თაყვანისმცემლების მოგერიებას. (ფილმში, ბენ უიშოუს გმირი ცდილობს ლილის გაცნობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ აკოცოს,გერდა შემთვხვევით დაინახავს ამ სცენას . შეშინებულ ლილის უმალ წამოიყვანს წვეულებიდან, სხვათშორის ეს სცენა ფილმიდან, გერდას მოგონებებიდან აიღეს.)


გერდა და ეინერი


გერდას პოპულარობამ პარიზამდე ჩააღწია, გამოფენები წარმატებით იმართებოდა საზოგადოება აღფრთოვანებულია გერდას ახალი მუზით და მისი როგორც მხატვრის სითამამით - ნახატებზე ხშირად იყო გამოსახული ორი ქალი, გერდას ორიენტაცია აღარ იყო საორჭოფო. მაგრამ არ იცოდნენ უფრო დიდი სკანდალი - ქალი სინამდვილეში იყო მამაკაცი - ლილი ელბი. საიდუმლო მოგიანებით გამჟღავნდა გერდას გარდაცვალებიდან 45 წლის შემდეგ.

გერდას მტკიცე ხასიათი, გამბედაობა და მეგობრობის უნარი დაეხმარა ლილის შინაგანი განხეთქილების გადატანაში.პარიზში გადასვლის შემდეგ ქალური სამოსით გადიოდა საზოგადეობაში (როგორც ყოფილი ეინერი). მაგრამ სანაცვლოდ მეგობრები შემოეცალა, ოჯახის წევრებმა წერილით მოწერეს რომ დღეიდან შვილი ეინერი არ ყავდათ. სიცოცხლის ბოლოს ლილის და შემოურიგდა ისევ ეინერის სიყვარულის გამო და განუცხადა: “როცა შენ გიყურებ ჩემ ძმას ვუყურებ და ამიტომ არ შემიძლია უარი ვთქვა შესაძლებლობაზე, რომ მას ვაკოცო შუბლზე“. მოგვიანებით ლილმ დას წერილი მიწერა: “მე ალბათ მალე მოვკვდები(ლილიმ ეს ოპარაციამდე რამდენიმე დღით ადრე მიწერა) სიზმარში დედა და მამა ვნახე, რომელიც ლილს მეძახდნენ და მეხუტებოდნენ“.



თვეების განმავლობაში იყო დეპრესიაში, გერდასთან ერთად დადიოდა ექმებთან სადაც ყველა შეთანხმებულად ამბობდა, რომ ის შიზოფრენითაა დაავადებულია. მხოლოდ გერდას სჯეროდა, რომ ის ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი იყო, რადგან იპოვნა ნამდვილი სახე, მიუხედავად იმისა რომ როგორც ქალს ძალიან უჭირდა ამის დაჯერება. ამიტომ მუდმივად ცდილობდა მის გამხნევებას და სრულ თავისუფლებას აძლევდა.

ლილი ელბი მაინც არ უშინდება წინააღმდეგობებს, როგორც ქალი ხშირად ჩნდება თავშეყრის ადგილებში, ახალი სიყვარულიც ოპოვნა, ახალგაზრდა გენერალი ვისზეც დაქორწინებას გეგმავდა (გენერალმა რა თქმა უნდა ლილის ნამდვილი სქესი არ იცოდა). გაყრის შემდეგ გერდას ცხოვრებაშიც ჩნდება მამაკაცი არტ დილერი(რომელიც ფილმში ისე ჩანს როგორც ეინერის პირველი სიყვარული). გერდას გათხოვების მიზანი იყო, რომ შეძენოდა ბავშვები, მაგრამ ქორწინებამ არ გაამართლა (როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა ეინერი). ლილი კი ეცნობა სამედიცინო ლიტერატურას რათა უკეთ გაერკვეს პრობლემის არსში და აღმოაჩენს, რომ არაა ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე ვინც სქესობრივ გაორებას განიცდიდს ან არასწორ სხეულში მოხვედრის შეგრძნება აქვს.




ასე გაიცნო ფსიქოლოგი მაგნუს ჰირშფილდი, პირველი ადამიანი ევროპაში ვინც ტრანსგენდერთა დამცველი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და მანვე დაამკვიდრა ეს ტერმინი. მაგნუსმა ეინერი ცნობილ ექიმ კურტ ვარნეკროსთან გადაამისამართა, რომელსაც სქესის შეცვლის კლინიკა ქონდა გერმანიაში. ცდები ჯერ ცხოველებზე ტარდებოდა და არსებული შედეგი დამაჯერებელ იმედს აძლევდათ თუმცა, წამალი რომელიც ეინერის ოპერაციას წარმატებით დაასრულებდა მხოლოდ 50 წლის შემდეგ აღმოჩინეს. ეინერი შეხვდა კურტს, ოპერაციაც დაიგეგმა და სამკურნალო თანხისთვის ნახატები სრული კოლექცია გაყიდა. დაახლოებით 12 ათასი ევროს ექვივალენტი ღირდა ეს ურთულესი და იმ დროისთვის რევოლუციური ნაბიჯი.რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჯერი გენეტალიების გადანერგვაზე მიდგა, ქალური ორგანოების შეთვისება ეინერის სხეულისთვის რთული აღმოჩნდა. თუმცა დანარჩენს ფილმში ნახავთ.

ოპერაციამდე ზაფხულში ლილი მეგობარს წერდა ემოციებითა და სიკვდილის შიშით სავსე წერილს, სადაც ასეთი სიტყვებია: “მე ლილი ელბის, რომელსაც მაქვს და მქონდა სიცოცხლის უფლება და ეს უფლება 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში სრულად ვიგრძენი. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სავსე და ბედნიერი პერიოდი იყო“.

ეს ისტორია, ისევე როგორც ფილმი არაა ამბავი პრინცზე, არც ბედნიერებაზე მეოცნებე გოგონებზე, ესაა ამბავი ადამიანზე, რომელიც ეძებს საკუთარ თავს შინაგანი ბრძოლისა და განცდების ხარჯზე და მიუხედავად იმისა, რომ გინდა მორალისტური პოზიცია გქონდეს, მაინც თანაგრძობას უცხადებ პერსონაჟს.







"გოგონა დანიიდან"
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:


1. კატარმა აკრძალა კონოთეატრებში ფილმა "გოგონა დანიიდან“ გაშვება ამორალური სცენარის გამო.
2. რეჟისორს ასევე გადაღებული აქვს ფილმები "საბრალონი" (LES MISERABLES, 2012) და "მეფის სიტყვა" (THE KING'S SPEECH, 2010), ფილმი დაფუძვნებულია დევიდ ებერშოფის წიგნზე "გოგონა დანიიდან" და ლილი ელბის ავტობიოგრაფიულ წიგნზე "მამაკაცი ქალში".



3. ედი რედმეინი როლში უკეთ შესვლის გამო რამდენიმე თვე აქტიურად მეგობრობდა ტრანსგენდერებთან. ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ სურს ამ როლმა ტრანსგენდერების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეცვალოს.
4. ლილის როლი შესთავაზეს: ნიკოლ კიდმანს, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც ედი რედმეინზე გაკეთდა. როგორც რეჟისორი ამბობს მისმა სახემ, მეტყველმა თვალებმა დააჯერა რომ ლილი ზუსტად ასეთი იქნებოდა როგორიც ის იყო სინამდვილეში.



5. ალისია ვიკანდერი გერდას როლის შემსრულებელი კონკურენციას უწევდა უმა თურმანს, შარლის ტერონს, მარიონ კოტილიარდს და გვინეთ პელტროუს. ასევე განიხილებოდა რეიჩელ ვაისის კანდიდატურაც. შვედი მსახიობიც რამდენიმე კანდიდატურიდან აირჩა, ის ადრე ასევე საუკეთესო როლის გამო ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი. ამ როლისთვის კი წელს კინომსახიობთა გილდიის მიერ ქალის როლიც საუკეთესო შესრულების გამო პრიზიც ერგო.
6. ედი რედმეიინი და ბრიტანეთის პრინცი უილიამი ეტონის სასწავლებელში ერთსა და იმავე ჯგუფში სწავლობდნენ.



7. ედისთვის ეს პირველი ქალური როლი არ იყო. 20 წლის ასაკში თეატრ გლობუსის "მე12 ღამე"-ში ვიოლას როლი ითამაშა.
8. ფილმიდან ამოჭრილია საკმაოდ მოგრძო სცენა, სადაც ემბერ ჰარდი ასრულებს საბალეტო პარტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფილმის ქორონომეტრაჟი 2 საათს გადააჭარბებდა.




9. ფილმი გადაღებულია 4 ქვეყანაში 44 დღეში.
10. კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან პირველივე თვის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით $14 მლნ. მოგება ნახა, ფილმის ბიუჯეტი კი $15 მლნ. გახლდათ.
11. ფილმი ნაჩვენები იქნა ასევე ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე სადაც მთავარი 72 მონაწილის სიიდან დაწინაურდა და ასევე ტორონტოს ფესტივალზე მოეწყო მისი დახურული ჩვენება, ეს ფაქტროები აძლევს კრიტიკოსებს იმედს რომ, ის ოსკარსაც ადვილად მიიღებს.








Category: Fun, Interesting / Films, Movies / ART
Tags:

Share it
Comments
Back to Top