26 January 2016      Ancho.     Views 3 290    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event



The 5th Wave კინოთეატრებში!

ეკრანებზე ახალი ფანტასტიკური ბლოკბასტერი გამოვიდა, სადაც მთავარ როლზე ქლოე მორეცი გვევლინება. ის განასახიერებს სკოლის მოსწავლეს, რომელიც ცდილობს გადარჩეს სასტიკ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში. ამჯერად, დედამიწა უცხოპლანეტელების დასხმისგან საჭიროებს დაცვას. პირველმა ტალღამ პლანეტა ელექტროობის გარეშე დატოვა. მეორემ ცუნამით გამოწვია განადგურება. მესამემ კონტინენზე საშინელი ეპიდემია გაავრცელა. მეოთხე ჯერზე, უცხოპლანეტელები ჩვეულებრივი ადამიანების სახით მოევლინნენ დედამიწას და ხალხში გაერივნენ. ჩანაფიქრის მიხედვით, მეხუთე ტალღამ სრულად უნდა გაანადგუროს კაცობრიობა....



ფილმის პრემიერა საქართველოში 21 იანვარს შედგა.

www.kinoafisha.ge
სეანსები - კავეა ისთ ფოინთი


ფილმი გადაღებულია რიკ იანსის რომანის მიხედვით. 18 წლის ქლოე მორეთსის ფილმოგრაფია უკვე 60-მდე ფილმსა და სერიალს ითვლის. მისი გმირი კესი სალივანი ხვდება დედამიწის აპოკალიფსის პერიოდს და რჩება სიცოცხლისათვის მებრძოლი, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა განადგურებულია და დანარჩენები ფაქტობრივად კვლავ ქვის პერიოდში ბრუნდებიან.







— კითხულობთ თინეიჯერებისათვის განკუთვნილ წიგნებს?

ქლოე: მე ძალიან მიყვარს კითხვა. მოზარდებისათვის განკუთვნილი წიგნებიდან ყველაზე მეტად როულინგის რომანი მომწონს ჰარი პოტერზე. ბავშვები და მოზარდები მოვლენათა ეპიცენტრში გადადიან და სამყაროს მათი თვალებით ვუმზერთ. ამ მიზნით მომეწონა რიკ იანსის წიგნიც "მე-5 ტალღა". ის ძალიან კინემატოგრაფიულია. ამიტომაც დავთანხმდი ამ წიგნის ეკრანიზაციაში მონაწილეობას.

— აღწერეთ თქვენი გმირი კესი სალივანი.

ქლოე: ის ცდილობს გადარჩეს იმ სამყაროში, რომელიც ისპობა უცხოპლანეტელების გამანადგურებელი ტალღებისგან. სიუჟეტის მიხედვით, 4-მა ტალღამ დედამიწის უმეტესი ნაწილი გაანადგურა. მოსალოდნელია, რომ მე-5 ტალღა გადარჩენილებსაც საბოლოოდ მოსპობს. კესი კი გადაწყვეტს, რომ სწორედ მან უნდა გადაარჩინოს სამყარო. მე მომეწონა ფილმის იდეა-ჩვენ არ უნდა ვიცადოთ ვინ გააკეთებს რაიმეს ჩვენთვის. თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს რისი გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ სამყარო უკეთესი გახდეს.






მეხუთე ტალღა(2015)
ჟანრი: სათავგადასავლი, ფანტასტიკა, ტრილერი
რეჟისორი: ჯ. ბლეიკსონი
როლებში: ხლოია გრეის მორეცი, ნიკ ლ. რობინსონი, მაიკა მონრო, ლივ შრაიბერი
სცენარი: სიუზანა გრანტი, აკივა გოლდსმანი
პრემიერა საქართველოში: 21.01.2016
მსოფლიო პრემიერა: 14.01.2016
IMDB რეიტინგი: 5.0


დაუცველი ადამიანების გარემოცვაში, კესი მშობლიურ ოჰაიოში ვერავის ენდობა, რადგან უცხოპლანეტელებმა დედამიწაზე ადამიანის მსგავსი აგენტებიც გამოგზავნეს. მისი მიზანია შეაღწიოს ბაზაში რათა უმცროსი ძმა სემი გაანთავისუფლოს. კომერციულად წარმატებული ნაწარმოები ტრილოგიას წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილიცაა "მეხუთე ტალღა".

















Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top