24 January 2016      ANGEL     Views 3 267    
Category: Fun, Interesting / Films, Movies


ჯოი (2015)

დევიდ ო'რასელმა რიგით მესამედ გააერთიანა ჯენიფერ ლოურენსი და ბრედლი კუპერი მის ფილმში, რომელმაც მსახიობებს კიდევ ერთხელ მოუტანა მრავალი ნომინაცია და ჯილდო.

Silver Linings Playbook (2012) და American Hustle (2013) ფილმების შემდეგ წყვილმა ერთად ითამაშა რონ რაშის ფილმში Serena (2014), სადაც ლოურენსმა ანჯელინა ჯოლისთვის განკუთვნილი როლი მოირგო. ჯენიფერ ლოურენსი ფილმ Joy-ს წყალობით კიდევ ერთხელ დაეუფლა ოქროს გლობუსს და ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის კანდიდატურაზე ნომინაციით გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი ოსკარის ისტორიაში, რომელიც ასე ადრეულ ასაკში რიგით მე-4 ჯერ წარადგინეს ოსკარზე.




ჯოი (2015)
ჟანრი: დრამა, კომედია
რეჟისორი: დევიდ ო. რასელი

როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, ბრედლი კუპერი,
რობერტ დე ნირო, ედგარ რამირესი, დაიან ლედი
სცენარი: დევიდ ო. რასელი, ენი უმოლო
პრემიერა საქართველოში: 21.01.2016
მსოფლიო პრემიერა: 24.12.2015
IMDB რეიტინგი: 6.7


მართლაც რომ, 25 წლის მსახიობი უკვე მრავალ ჯილდოს ფლობს და ამ რიტმით, უკვე მოიხსენიებენ მომდევნო მერილ სტრიპად. მსახიობი მუდამ დიდი ენთუზიაზმით და თავდაჯერებულობით ეკიდება დევიდ ო'რასელის ფილმებს, ამჯერად ლოურენსი რეალურ პიროვნებას ჯოი მანგანოს განასახიერებს, გამომგონებელ ქალბატონს ამერიკულ-იტალიური ოჯახიდან. ჯენიფერმა იდეალურად გადმოსცა დიასახლისისა და ბიზნესვუმენის ქარიზმატული ხასიათი.

ისტორია მოგვითხრობს მარტოხელა დედის მძიმე ცხოვრებაზე, რომელიც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე ქალი გახლავთ. თუმცა რეჟისორი აღნიშნავს, რომ ფილმზე მუშაობისას ის პერსონალურად არ შეხვედრია ჯოი მანგანოს, მას სურდა შეექმნა ისტორიის თავისებური ვერსია და უბრალოდ კარგი ფილმი. ფილმში წარმოდგენილი პერსონაჟების უმეტესობა რეჟისორისა და სცენარისტის მიერ შექმნილი - მრავალი რეალური ადამიანის პერსონაჟის მიქსია, რომლებიც ამგვარად გვეხმარებიან დავინახოთ დიასახლისი ქალის ბიზნესვუმენამდე ტრანსფორმაციის გზა.



დევიდმა ფილმში კვლავ მოიწვია რობერტ დე ნირო და ბრედლი კუპერი.
დევიდის ფილმების წყალობით სამივე მსახიობი იყო წარდგენილი ოსკარზე, რაც ჯენიფერ ლოურენსის ოსკარით დაგვირგვინდა ფილმისთვის Silver Linings Playbook. დაველოდოთ 2016 წლის კინოაკადემიის შედეგებს.



ფილმის პრემიერა საქართველოში 21 იანვარს შედგა,
ტრადიციულად მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე.

www.kinoafisha.ge
სეანსები - ამირანი
13:30 9-10 ლ RUS
19:30
13-14 ლ RUS
22:15
13-14 ლ RUS
















Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top